მოზაიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დაიგეგმა შარაძის მკვლელობა
როგორ დაიგეგმა შარაძის მკვლელობა

რა კავ­ში­რი აქვს გუ­რამ შა­რა­ძის მკვლე­ლო­ბას სა­მეგ­რე­ლო­ში აღ­მო­ჩე­ნილ სა­მა­ლა­ვებ­თან და რა სა­ი­დუმ­ლოს ინა­ხავს ეს საქ­მე? გა­მოჩ­ნდა მოწ­მე, რო­მე­ლიც ჰყვე­ბა, თუ რო­გორ, ვის მიერ და რა ვი­თა­რე­ბა­ში და­ი­გეგ­მა პრო­ფე­სორ შა­რა­ძის მკვლე­ლო­ბა, ვის და­ე­ვა­ლა ამ ყვე­ლაფ­რის შეს­რუ­ლე­ბა. "კვი­რის პა­ლიტ­რას" გუ­რამ შა­რა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი რუ­სუ­დან შა­რა­ძე ესა­უბ­რა:

- მა­მა­ჩე­მის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოწ­მე გა­მოჩ­ნდა - პო­ლი­ცი­ე­ლი გუ­რი­კა ქა­და­რია, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ მა­მა­ჩე­მის მკვლე­ლო­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე მე­გის ქარ­და­ვამ (სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ის იმ­ჟა­მინ­დელ­მა უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ) და­ი­ბა­რა და გუ­რამ შა­რა­ძის მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა და­ა­ვა­ლა - ქა­და­რია ზუგ­დი­დი­დან თბი­ლის­ში ორ სპეც­რაზ­მელ­თან ერ­თად უნდა ჩა­მო­სუ­ლი­ყო, მი­თი­თე­ბე­ბი მი­ე­ღო კუდ-ის მა­ღალ­ჩი­ნო­სან გია დგე­ბუ­ა­ძის­გან ("მას­ტე­რა") და შე­სა­ბა­მი­სად ემოქ­მე­და. სპეც­რაზ­მე­ლე­ბი, ვი­საც გუ­რამ შა­რა­ძე უნდა მო­ეკ­ლათ, გია ფა­ჩუ­ლია და თე­მურ ჯგე­რე­ნა­ია იყ­ვნენ. ამ საქ­მის­თვის მე­გის ქარ­და­ვამ გუ­რი­კას წი­ნას­წარ 5 ათა­სი დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­და. ქა­და­რი­ას ეს თან­ხა კოხ­ტა კო­დუ­ას (სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მე-2 რე­გი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი უფ­რო­სი) ბი­ძამ გა­დას­ცა. მკვლე­ლო­ბის ია­რა­ღიც თა­ვად კოხ­ტა კო­დუ­ამ მის­ცა ქა­და­რი­ას, თუმ­ცა ამ უკა­ნას­კნელ­მა მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის თა­ვი­დან ასა­რი­დებ­ლად ავად­მყო­ფო­ბა მო­ი­მი­ზე­ზა და ამის "და­სა­დას­ტუ­რებ­ლად" ზუგ­დი­დის სა­მე­დი­ცი­ნო კლი­ნი­კას მი­მარ­თა. მა­შინ მე­გის ქარ­და­ვამ და პო­ლი­ცი­ის სხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა მისი "ჭკუ­ა­ზე მოყ­ვა­ნა" გა­და­წყვი­ტეს - სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ა­ში გა­მო­კე­ტეს და და­უ­წყეს და­მუ­შა­ვე­ბა...

ქა­და­რი­ას ემუქ­რე­ბოდ­ნენ და მას­ზე ზე­წო­ლის­თვის სხვა­დას­ხვა ბინ­ძურ ხერ­ხს მი­მარ­თავ­დნენ ლაშა ექო­ნია, ზაზა ხა­სა­ია და გუ­რი­კა ჭი­თა­ნა­ვა. ეს სწო­რედ ის გუ­რი­კა ჭი­თა­ნა­ვაა, რო­მე­ლიც გა­სულ წელს სა­მეგ­რე­ლოს სა­მა­ლა­ვებ­ში წა­მე­ბი­სა და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ცნო­ბი­ლი კად­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ და­ა­კა­ვეს.

შა­რა­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში სწო­რედ ის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფი იყო გა­რე­უ­ლი, რო­მელ­საც სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ვერ­ტი­კა­ლი შე­სა­ნიშ­ნა­ვად აკონ­ტრო­ლებ­და...

წნეხ­ში მოქ­ცე­ულ­მა ქა­და­რი­ამ სცა­და, ზემ­დგო­მე­ბი და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნა, რომ და­ვა­ლე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა მარ­თლაც ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. "თუ ასეა, მა­შინ დაგ­ვიმ­ტკი­ცე ერ­თგუ­ლე­ბა, შენს ნა­თე­სავს ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა ჩა­უ­დე და და­ი­ჭი­რე! ამით მივ­ხვდე­ბით, რომ ჩვე­ნი ბრძა­ნე­ბის მორ­ჩი­ლად შეს­რუ­ლე­ბა შე­გიძ­ლია!" - მოს­თხო­ვეს ქა­და­რი­ას სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ის იმ­ჟა­მინ­დელ­მა უფ­როს­მა თენ­გიზ გუ­ნა­ვამ და მის­მა მო­ად­გი­ლემ, მე­გის ქარ­და­ვამ. ქა­და­რი­ამ იქვე (თენ­გიზ გუ­ნა­ვას კა­ბი­ნეტ­ში) უარი თქვა ამ ბრძა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე. ამის სა­პა­სუ­ხოდ გუ­ნა­ვა ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და. შემ­დეგ გუ­რი­კა ქა­და­რი­ას სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ამ სპე­ცო­პე­რა­ცია ჩა­ა­ტა­რა, ქა­და­რი­ას ისევ სას­ტი­კად სცე­მეს, სახ­ლი გა­უ­ჩხრი­კეს და სწო­რედ ის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი "აღ­მო­უ­ჩი­ნეს", რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე მა­მა­ჩე­მის მო­საკ­ლა­ვად თვი­თონ­ვე მის­ცეს. ამის სა­ფუძ­ველ­ზე და­ა­კა­ვეს ქა­და­რია. მას შემ­დეგ კი, რაც მკვლე­ლო­ბის შემ­კვე­თე­ბი დარ­წმუნ­დნენ, რომ ქა­და­რია გუ­რამ შა­რა­ძის ლიკ­ვი­და­ცი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ გას­ცემ­და, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გუ­რი­კა ქა­და­რი­ამ მე­გის ქარ­და­ვას წი­ნას­წარ აღე­ბუ­ლი 5 ათას დო­ლა­რი და­უბ­რუ­ნა.

- რა გა­რან­ტია არ­სე­ბობ­და, რომ ქა­და­რია ყვე­ლა­ფერს არ იტყო­და?

- ალ­ბათ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყ­ვნენ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­მუ­და­მოდ ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და და ხმის ამომ­ღე­ბიც არა­ვინ იქ­ნე­ბო­და...

- თქვენ ვინ მო­გა­წო­დათ ეს ინ­ფორ­მა­ცია?

- 2013 წლის 21 მა­ისს ზუგ­დიდ­ში ჟურ­ნა­ლის­ტმა ნანა ფა­ჟა­ვამ გუ­რი­კა ქა­და­რი­ას მე­გობ­რის­გან შემ­თხვე­ვით გა­ი­გო... შემ­დეგ ფა­ჟა­ვა ქა­და­რი­ას თა­ვად შეხ­ვდა, მის­გან მო­ის­მი­ნა მა­მა­ჩე­მის მკვლე­ლო­ბის და­გეგ­მვის დე­ტა­ლე­ბი და სთხო­ვა, ეს ინ­ფორ­მა­ცია პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის ეც­ნო­ბე­ბი­ნა, რა­ზეც ქა­და­რია დიდი ყოყ­მა­ნის შემ­დეგ და­თან­ხმდა და მა­შინ­დელ სა­ოლ­ქო პრო­კუ­რორს, ვა­ლე­რი იო­სა­ვას ყვე­ლა­ფე­რი უამ­ბო. ამ უკა­ნას­კნელს კი საქ­მი­სად­მი დიდი ინ­ტე­რე­სი არ გა­მო­უ­ჩე­ნია... ამის შემ­დეგ მე თა­ვად მი­ვა­წო­დე ინ­ფორ­მა­ცია იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრ თეა წუ­ლუ­კი­ანს, მა­შინ­დელ მთა­ვარ პრო­კუ­რორ არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­სა და მის მო­ად­გი­ლე ლაშა ნაც­ვლიშ­ვილს. მე­ტიც, ნაც­ვლიშ­ვილს პი­რა­დად ვუ­ამ­ბე ყვე­ლა­ფე­რი, რის შემ­დე­გაც მისი და­ვა­ლე­ბით ად­გი­ლობ­რივ­მა პრო­კუ­რორ­მა ირაკ­ლი წუ­ლა­ი­ამ გუ­რი­კა ქა­და­რია დაჰ­კი­თხა... შემ­დეგ ქა­და­რია თბი­ლის­ში უნდა ჩა­მო­სუ­ლი­ყო და მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ჩვე­ნე­ბა მი­ე­ცა, თუმ­ცა მო­უ­ლოდ­ნე­ლად ავა­რი­ა­ში მოყ­ვა. მის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას დიდი ხანი დას­ჭირ­და, ამა­სო­ბა­ში მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბიც და­ი­წყო და ამ საქ­მის­თვის ყუ­რა­დღე­ბა აღა­რა­ვის მი­უქ­ცე­ვია.

ჩემი აზ­რით, ქა­და­რი­ას ავა­რია მო­უ­წყვეს. მთა­ვა­რი ის არის, რომ გა­სულ წელს გუ­რი­კა ქა­და­რი­ამ სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პრო­კუ­რა­ტუ­რას ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ნუ­ცხა­და ის ყვე­ლა­ფე­რი, რაც ახლა მო­გახ­სე­ნეთ, თუმ­ცა პრო­კუ­რა­ტუ­რას (რო­გორც ვიცი) არა­ვინ და­უ­კი­თხავს მათ­გან, ვი­საც ამ ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით რა­ი­მე კავ­ში­რი ჰქონ­დათ მა­მა­ჩე­მის მკვლე­ლო­ბას­თან.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია Kvirispalitra.ge-ზე

რუბრიკის სხვა სიახლეები

როგორ დაიგეგმა შარაძის მკვლელობა

როგორ დაიგეგმა შარაძის მკვლელობა

რა კავშირი აქვს გურამ შარაძის მკვლელობას სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავებთან და რა საიდუმლოს ინახავს ეს საქმე? გამოჩნდა მოწმე, რომელიც ჰყვება, თუ როგორ, ვის მიერ და რა ვითარებაში დაიგეგმა პროფესორ შარაძის მკვლელობა, ვის დაევალა ამ ყველაფრის შესრულება. "კვირის პალიტრას" გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე ესაუბრა:

- მამაჩემის მკვლელობის საქმეში მნიშვნელოვანი მოწმე გამოჩნდა - პოლიციელი გურიკა ქადარია, რომელიც ამბობს, რომ მამაჩემის მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე მეგის ქარდავამ (სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის იმჟამინდელმა უფროსის მოადგილემ) დაიბარა და გურამ შარაძის მკვლელობის ორგანიზება დაავალა - ქადარია ზუგდიდიდან თბილისში ორ სპეცრაზმელთან ერთად უნდა ჩამოსულიყო, მითითებები მიეღო კუდ-ის მაღალჩინოსან გია დგებუაძისგან ("მასტერა") და შესაბამისად ემოქმედა. სპეცრაზმელები, ვისაც გურამ შარაძე უნდა მოეკლათ, გია ფაჩულია და თემურ ჯგერენაია იყვნენ. ამ საქმისთვის მეგის ქარდავამ გურიკას წინასწარ 5 ათასი დოლარი გადაუხადა. ქადარიას ეს თანხა კოხტა კოდუას (სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მე-2 რეგიონული სამმართველოს ყოფილი უფროსი) ბიძამ გადასცა. მკვლელობის იარაღიც თავად კოხტა კოდუამ მისცა ქადარიას, თუმცა ამ უკანასკნელმა მკვლელობაში მონაწილეობის თავიდან ასარიდებლად ავადმყოფობა მოიმიზეზა და ამის "დასადასტურებლად" ზუგდიდის სამედიცინო კლინიკას მიმართა. მაშინ მეგის ქარდავამ და პოლიციის სხვა მაღალჩინოსნებმა მისი "ჭკუაზე მოყვანა" გადაწყვიტეს - სამხარეო პოლიციაში გამოკეტეს და დაუწყეს დამუშავება...

ქადარიას ემუქრებოდნენ და მასზე ზეწოლისთვის სხვადასხვა ბინძურ ხერხს მიმართავდნენ ლაშა ექონია, ზაზა ხასაია და გურიკა ჭითანავა. ეს სწორედ ის გურიკა ჭითანავაა, რომელიც გასულ წელს სამეგრელოს სამალავებში წამებისა და გაუპატიურების ცნობილი კადრების აღმოჩენის შემდეგ დააკავეს.

შარაძის მკვლელობის საქმეში სწორედ ის დანაშაულებრივი ჯგუფი იყო გარეული, რომელსაც სახელისუფლებო ვერტიკალი შესანიშნავად აკონტროლებდა...

წნეხში მოქცეულმა ქადარიამ სცადა, ზემდგომები დაერწმუნებინა, რომ დავალების შეუსრულებლობა მართლაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით იყო განპირობებული. "თუ ასეა, მაშინ დაგვიმტკიცე ერთგულება, შენს ნათესავს ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდე და დაიჭირე! ამით მივხვდებით, რომ ჩვენი ბრძანების მორჩილად შესრულება შეგიძლია!" - მოსთხოვეს ქადარიას სამხარეო პოლიციის იმჟამინდელმა უფროსმა თენგიზ გუნავამ და მისმა მოადგილემ, მეგის ქარდავამ. ქადარიამ იქვე (თენგიზ გუნავას კაბინეტში) უარი თქვა ამ ბრძანების შესრულებაზე. ამის საპასუხოდ გუნავა ფიზიკურად გაუსწორდა. შემდეგ გურიკა ქადარიას საცხოვრებელ სახლში სამხარეო პოლიციამ სპეცოპერაცია ჩაატარა, ქადარიას ისევ სასტიკად სცემეს, სახლი გაუჩხრიკეს და სწორედ ის ცეცხლსასროლი იარაღი "აღმოუჩინეს", რომელიც თავის დროზე მამაჩემის მოსაკლავად თვითონვე მისცეს. ამის საფუძველზე დააკავეს ქადარია. მას შემდეგ კი, რაც მკვლელობის შემკვეთები დარწმუნდნენ, რომ ქადარია გურამ შარაძის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციას არ გასცემდა, გაათავისუფლეს. რასაკვირველია, გურიკა ქადარიამ მეგის ქარდავას წინასწარ აღებული 5 ათას დოლარი დაუბრუნა.

- რა გარანტია არსებობდა, რომ ქადარია ყველაფერს არ იტყოდა?

- ალბათ, დარწმუნებული იყვნენ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება სამუდამოდ ხელშეუხებელი იქნებოდა და ხმის ამომღებიც არავინ იქნებოდა...

- თქვენ ვინ მოგაწოდათ ეს ინფორმაცია?

- 2013 წლის 21 მაისს ზუგდიდში ჟურნალისტმა ნანა ფაჟავამ გურიკა ქადარიას მეგობრისგან შემთხვევით გაიგო... შემდეგ ფაჟავა ქადარიას თავად შეხვდა, მისგან მოისმინა მამაჩემის მკვლელობის დაგეგმვის დეტალები და სთხოვა, ეს ინფორმაცია პროკურატურისთვის ეცნობებინა, რაზეც ქადარია დიდი ყოყმანის შემდეგ დათანხმდა და მაშინდელ საოლქო პროკურორს, ვალერი იოსავას ყველაფერი უამბო. ამ უკანასკნელს კი საქმისადმი დიდი ინტერესი არ გამოუჩენია... ამის შემდეგ მე თავად მივაწოდე ინფორმაცია იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, მაშინდელ მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილსა და მის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილს. მეტიც, ნაცვლიშვილს პირადად ვუამბე ყველაფერი, რის შემდეგაც მისი დავალებით ადგილობრივმა პროკურორმა ირაკლი წულაიამ გურიკა ქადარია დაჰკითხა... შემდეგ ქადარია თბილისში უნდა ჩამოსულიყო და მთავარ პროკურატურაში ჩვენება მიეცა, თუმცა მოულოდნელად ავარიაში მოყვა. მის რეაბილიტაციას დიდი ხანი დასჭირდა, ამასობაში მთავარ პროკურატურაში საკადრო ცვლილებებიც დაიწყო და ამ საქმისთვის ყურადღება აღარავის მიუქცევია.

ჩემი აზრით, ქადარიას ავარია მოუწყვეს. მთავარი ის არის, რომ გასულ წელს გურიკა ქადარიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურას ოფიციალურად განუცხადა ის ყველაფერი, რაც ახლა მოგახსენეთ, თუმცა პროკურატურას (როგორც ვიცი) არავინ დაუკითხავს მათგან, ვისაც ამ ჩვენების მიხედვით რაიმე კავშირი ჰქონდათ მამაჩემის მკვლელობასთან.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია Kvirispalitra.ge-ზე

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"