სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამუნა მუსერიძე: "ხალხს ჩემგან და აჩისგან ახალი სიურპრიზი ელოდება"
თამუნა მუსერიძე: "ხალხს ჩემგან და აჩისგან ახალი სიურპრიზი ელოდება"

ტე­ლე­რა­დი­ო­წამ­ყვან­მა თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძემ მას მერე, რაც "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან, აჩი ფურ­ცე­ლა­ძეს­თან "ჩა­ხუ­ტე­ბის" ახა­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­ნა­თავ­სა, თავს სა­ზო­გა­დო­ე­ბის "რის­ხვა" და­ი­ტე­ხა, რა­მაც თა­მუ­ნა რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, გა­ა­ოგ­ნა.

Ambebi.ge თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძეს და­უ­კავ­შირ­და.

- ვერ ვხდვე­ბი, რა­ტომ ატყდა ასე­თი ამ­ბა­ვი და რა­ტომ გახ­და ყვე­ლას გა­სარ­ჩე­ვი ეს სა­კი­თხი? ადა­მი­ა­ნი მოს­კო­ვი­დან წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ ჩა­მო­დის და ყო­ველ­თვის ვნა­ხუ­ლობ, კონ­ტაქ­ტი გვაქვს. მა­ინ­ცდა­მა­ინც ახლა ატყდა ეს აურ­ზა­უ­რი. ეს ფოტო ჩემ­მა ოპე­რა­ტორ­მა გა­დაგ­ვი­ღო, მეც ავ­დე­ქი და დავ­დე "ფე­ის­ბუქ­ზე"... აჩი რაც ჩა­მო­ვი­და, უკვე ერ­თად მიწ­ვე­უ­ლე­ბი ვი­ყა­ვით ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, რა­დი­ო­შიც...

- ალ­ბათ, საკ­მაო დრო გა­ვი­და თქვე­ნი გან­ქორ­წი­ნე­ბი­დან და ხალ­ხს და­ა­ვი­წყდა, წარ­სულ­ში მე­უღ­ლე­ე­ბი რომ იყა­ვით და ერ­თმა­ნეთს ცი­ვი­ლუ­რად რომ და­შორ­დით...

- შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ამა თუ იმ სა­იტ­ზე დევს ეს ფოტო და არის გარ­ჩე­ვა-გან­ხილ­ვა: წე­რენ კო­მენ­ტა­რებს, თუ ასე უყ­ვარ­და და შე­მოხ­ტო­მა უნ­დო­და, რა­ღას შორ­დე­ბო­დაო და რა­ღაც ასე­თე­ბი... ჯერ ერთი, ვისი რა საქ­მეა, აჩის ჩა­ვე­ხუ­ტე­ბი თუ არა? უკაც­რა­ვად და მას ყო­ველ წელს ვხდე­ბო­დი, რომ ჩა­მო­დი­ო­და და და­ახ­ლო­ე­ბით ანა­ლო­გი­უ­რი ფო­ტო­ე­ბი მაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი... ახლა დიდი ხანი არ მყავ­და ნა­ნა­ხი, მისი ნახ­ვა ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და და ასე გა­მოვ­ხა­ტე. მგო­ნი, გა­საკ­ვი­რი არ უნდა იყოს, რომ ჩემს მე­გო­ბარს ჩა­ვე­ხუ­ტე. მაგ­რამ ის, რომ წარ­სულ­ში მე­უღ­ლე­ე­ბი ვი­ყა­ვით, ეს მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი და ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია უკვე. ჩვენ ერ­თმა­ნეთს რო­გორც ცოლ-ქმა­რი, ისე აღარ ვუ­ყუ­რებთ...

- რო­გორც ვიცი, რა­დი­ო­ში, შენს გა­და­ცე­მა­შიც გყავ­და სტუმ­რად, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის დი­ლის გა­და­ცე­მა­შიც მი­იწ­ვიე. რა ინ­ფორ­მა­ცია გაქვს, თბი­ლის­ში კონ­ცერტსაც ხომ არ გა­მარ­თავს?

- კი, ყველ­გან ვი­ყა­ვით ერ­თად და შა­ბათს კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვა­საც აპი­რებს, რა­შიც ვეხ­მა­რე­ბი. ამ­ჟა­მად ყვე­ლა­ფე­რი რა­ღაც ასე და­ემ­თხვა... ვი­ნა­ი­დან ამ დღე­ებ­ში სის­ტე­მა­ტუ­რად მი­წევს აჩის ნახ­ვა, პრობ­ლე­მე­ბი პი­რად ცხოვ­რე­ბა­შიც შე­მექ­მნა.

- სა­ვა­რა­უ­დოდ, შენს მე­გო­ბარ მამ­კაც­თან?

- ხალ­ხის­გან კი გა­მიკ­ვირ­და ასე­თი მძაფ­რი რე­აქ­ცი­ე­ბი, რა­ზეც უკვე ვი­ლა­პა­რა­კე, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მე­ტად მის­მა რე­აქ­ცი­ამ გა­მა­ო­ცა, რად­გა­ნაც ყვე­ლამ იცის ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა თუ რო­გო­რი ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა გვაქვს.

ამ ერთი პა­ტა­რა ფო­ტოს­გან შე­იქ­მნა სკან­და­ლი. რა­ტომ არის ხალ­ხი ასე უარ­ყო­ფი­თად გან­წყო­ბი­ლი? რო­გორც ყო­ფილ მე­უღ­ლე­ებს ერ­თმა­ნე­თი რომ გაგ­ვე­ლან­ძღა, არც ეს მო­ე­წო­ნე­ბო­დათ. კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს და არც ეს მოს­წონთ. პი­რი­ქით, ჩვე­ნი ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­მა­გა­ლი­თო უნდა იყოს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვინც შორ­დე­ბი­ან... მა­პა­ტი­ოს ყვე­ლამ, მაგ­რამ ჩვენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი­დევ ერთ სი­ურპრიზს ვუმ­ზა­დებთ და ნუ გა­უკ­ვირ­დე­ბათ.

- სი­ურპრიზს შენ­გან და აჩის­გან უნდა ვე­ლო­დოთ?

- კი, ჩემ­გან და აჩის­გან მა­ყუ­რე­ბელს და მსმე­ნელს ორ კვი­რა­ში ახა­ლი სი­ურპრი­ზი ელის. წე­სით, ყვე­ლას უნდა მო­ე­წო­ნოს. მით უფრო, რომ ის ჩემ­გან უფრო მო­უ­ლოდ­ნე­ლი იქ­ნე­ბა... ცოტა ძვე­ლი თემა კია, მაგ­რამ ახ­ლე­ბუ­რად შევ­ფუ­თავთ...

- აჩის დღეს მოს­კოვ­ში, ემიგ­რა­ცი­ა­ში უწევს ცხოვ­რე­ბა. რო­გორ ფიქ­რობ, შე­იც­ვა­ლა?

- არა, რა თქმა უნდა, ისე­თი­ვეა, რო­გო­რიც იყო. ცოტა სევ­დი­ა­ნია იმის გამო, რომ ხში­რად არ უწევს სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნა, რად­გა­ნაც აქა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან უყ­ვარს. მან რუ­სულ შო­უ­ბიზ­ნეს­ში თა­ვის ად­გი­ლი და­ი­კა­ვა, კარ­გად გრძნობს თავს. პო­პუ­ლა­რუ­ლია, იწ­ვე­ვენ მთა­ვარ არ­ხებ­ზე, მთა­ვარ გა­სარ­თობ გა­და­ცე­მებ­ში. რო­დე­საც აქ ჩა­მო­დის და შო­უბზნეს­ში "ანარ­ქია" ხვდე­ბა, გა­ო­ცე­ბუ­ლია. მგო­ნი, არც ერთ მომ­ღე­რალს არ ეწყი­ნე­ბა, თუ ვი­ტყვი, რომ დღეს მარ­თლა ძა­ლი­ან ცუდი სი­ტუ­ა­ცი­აა კონ­ცერ­ტე­ბი­სა და ჰო­ნო­რა­რე­ბის მხრივ. გული სტკი­ვა ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა.

- თა­მუ­ნა, თქვენ­ზე აჩის ცოლ­მაც ხომ არ იეჭ­ვი­ა­ნა?

- არა, რა თქმა უნდა, ვიც­ნობ იმ გო­გოს, შარ­შან ჰყავ­და ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი, სა­ნამ ცო­ლად მო­იყ­ვან­და და მა­შინ გა­ვი­ცა­ნი. ერ­თმა­ნეთ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად Ambebi.ge-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

თამუნა მუსერიძე: "ხალხს ჩემგან და აჩისგან ახალი სიურპრიზი ელოდება"

თამუნა მუსერიძე: "ხალხს ჩემგან და აჩისგან ახალი სიურპრიზი ელოდება"

ტელერადიოწამყვანმა თამუნა მუსერიძემ მას მერე, რაც "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ყოფილ მეუღლესთან, აჩი ფურცელაძესთან ''ჩახუტების'' ახალი ფოტოები განათავსა, თავს საზოგადოების "რისხვა" დაიტეხა, რამაც თამუნა როგორც თვითონ ამბობს, გააოგნა.

Ambebi.ge თამუნა მუსერიძეს დაუკავშირდა.

- ვერ ვხდვები, რატომ ატყდა ასეთი ამბავი და რატომ გახდა ყველას გასარჩევი ეს საკითხი? ადამიანი მოსკოვიდან წელიწადში ორჯერ ჩამოდის და ყოველთვის ვნახულობ, კონტაქტი გვაქვს. მაინცდამაინც ახლა ატყდა ეს აურზაური. ეს ფოტო ჩემმა ოპერატორმა გადაგვიღო, მეც ავდექი და დავდე "ფეისბუქზე"... აჩი რაც ჩამოვიდა, უკვე ერთად მიწვეულები ვიყავით ტელევიზიაში, რადიოშიც...

- ალბათ, საკმაო დრო გავიდა თქვენი განქორწინებიდან და ხალხს დაავიწყდა, წარსულში მეუღლეები რომ იყავით და ერთმანეთს ცივილურად რომ დაშორდით...

- შეიძლება, მაგრამ ფაქტია, რომ ამა თუ იმ საიტზე დევს ეს ფოტო და არის გარჩევა-განხილვა: წერენ კომენტარებს, თუ ასე უყვარდა და შემოხტომა უნდოდა, რაღას შორდებოდაო და რაღაც ასეთები... ჯერ ერთი, ვისი რა საქმეა, აჩის ჩავეხუტები თუ არა? უკაცრავად და მას ყოველ წელს ვხდებოდი, რომ ჩამოდიოდა და დაახლოებით ანალოგიური ფოტოები მაქვს გადაღებული... ახლა დიდი ხანი არ მყავდა ნანახი, მისი ნახვა ძალიან გამიხარდა და ასე გამოვხატე. მგონი, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ჩემს მეგობარს ჩავეხუტე. მაგრამ ის, რომ წარსულში მეუღლეები ვიყავით, ეს მეორეხარისხოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანია უკვე. ჩვენ ერთმანეთს როგორც ცოლ-ქმარი, ისე აღარ ვუყურებთ...

- როგორც ვიცი, რადიოში, შენს გადაცემაშიც გყავდა სტუმრად, საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის გადაცემაშიც მიიწვიე. რა ინფორმაცია გაქვს, თბილისში კონცერტსაც ხომ არ გამართავს?

- კი, ყველგან ვიყავით ერთად და შაბათს კონცერტის გამართვასაც აპირებს, რაშიც ვეხმარები. ამჟამად ყველაფერი რაღაც ასე დაემთხვა...  ვინაიდან ამ დღეებში სისტემატურად მიწევს აჩის ნახვა, პრობლემები პირად ცხოვრებაშიც შემექმნა.

- სავარაუდოდ, შენს მეგობარ მამკაცთან?

- ხალხისგან კი გამიკვირდა ასეთი მძაფრი რეაქციები, რაზეც უკვე ვილაპარაკე, მაგრამ ყველაზე მეტად მისმა რეაქციამ გამაოცა, რადგანაც ყველამ იცის ჩვენი დამოკიდებულება თუ როგორი ურთიერთგაგება გვაქვს.

ამ ერთი პატარა ფოტოსგან შეიქმნა სკანდალი. რატომ არის ხალხი ასე უარყოფითად განწყობილი? როგორც ყოფილ მეუღლეებს ერთმანეთი რომ გაგველანძღა, არც ეს მოეწონებოდათ. კარგი ურთიერთობა გვაქვს და არც ეს მოსწონთ. პირიქით, ჩვენი ასეთი დამოკიდებულება სამაგალითო უნდა იყოს იმ ადამიანებისთვის, ვინც შორდებიან... მაპატიოს ყველამ, მაგრამ ჩვენ საზოგადოებას კიდევ ერთ სიურპრიზს ვუმზადებთ და ნუ გაუკვირდებათ.

- სიურპრიზს შენგან და აჩისგან უნდა ველოდოთ?

- კი, ჩემგან და აჩისგან მაყურებელს და მსმენელს ორ კვირაში ახალი სიურპრიზი ელის. წესით, ყველას უნდა მოეწონოს. მით უფრო, რომ ის ჩემგან უფრო მოულოდნელი იქნება... ცოტა ძველი თემა კია, მაგრამ ახლებურად შევფუთავთ...

- აჩის დღეს მოსკოვში, ემიგრაციაში უწევს ცხოვრება. როგორ ფიქრობ, შეიცვალა?

- არა, რა თქმა უნდა, ისეთივეა, როგორიც იყო. ცოტა სევდიანია იმის გამო, რომ ხშირად არ უწევს საქართველოში ყოფნა, რადგანაც აქაურობა ძალიან უყვარს. მან რუსულ შოუბიზნესში თავის ადგილი დაიკავა, კარგად გრძნობს თავს. პოპულარულია, იწვევენ მთავარ არხებზე, მთავარ გასართობ გადაცემებში. როდესაც აქ ჩამოდის და შოუბზნესში "ანარქია" ხვდება, გაოცებულია. მგონი, არც ერთ მომღერალს არ ეწყინება, თუ ვიტყვი, რომ დღეს მართლა ძალიან ცუდი სიტუაციაა კონცერტებისა და ჰონორარების მხრივ. გული სტკივა ამ სიტუაციაზე, რაც საქართველოში ხდება.

- თამუნა, თქვენზე აჩის ცოლმაც ხომ არ იეჭვიანა?

- არა, რა თქმა უნდა, ვიცნობ იმ გოგოს, შარშან ჰყავდა ჩამოყვანილი, სანამ ცოლად მოიყვანდა და მაშინ გავიცანი. ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს.

ლალი ფაცია

სპეციალურად Ambebi.ge-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"