Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
განათლების სამინისტროსთან მანდატურების აქცია გრძელდება
განათლების სამინისტროსთან მანდატურების აქცია გრძელდება

გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან ამ წუ­თებ­ში სკო­ლე­ბის მან­და­ტუ­რე­ბი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას გა­ნაგ­რძო­ბენ. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს, მათი მო­თხოვ­ნაა, სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან მი­ი­ღონ მყა­რი გა­რან­ტი­ე­ბი, რომ მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას გა­აგ­რძე­ლებს და მან­და­ტუ­რე­ბი სა­მუ­შაო ად­გი­ლებს არ და­კარ­გა­ვენ.

"ჩვე­ნი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნაა, რომ მოგ­ვცეს მყა­რი გა­რან­ტია გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ, რომ არ დავ­რჩე­ბით უმუ­შევ­რე­ბი. ჩვენ არ გვაკ­მა­ყო­ფი­ლებს ის გან­მარ­ტე­ბა, რომ დი­რექ­ტო­რე­ბის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბის ქვეშ გა­დავ­დი­ვართ და ხელ­ფასს მა­ინც მი­ვი­ღებთ, რად­გან არ ვი­ცით რა იქ­ნე­ბა ორი, ან სამი თვის შემ­დეგ. ასე­ვე, რო­გორც გა­ვი­გეთ იგეგ­მე­ბა გარ­კვე­უ­ლი სე­ლექ­ცია მან­და­ტუ­რე­ბის. ასე­ვე გა­ვი­გეთ, რომ დი­რექ­ტო­რებს ჩვე­ნი კონ­ტი­გენ­ტი არ აკ­მა­ყო­ფი­ლებთ. სა­ინ­ტე­რე­სოა, რას გვი­წუ­ნე­ბენ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­მოგ­ვაქვს დას­კვნა, რომ შე­საძ­ლოა იგეგ­მე­ბო­დეს ჩვე­ნი შემ­ცი­რე­ბაც", - გა­ნა­ცხა­და მან­და­ტურ­მა შო­რე­ნა ბა­რა­ბა­ძემ.

ამას­თან, მან­და­ტუ­რე­ბის თქმით, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო საფრ­თხეს უქ­მნის უსაფრ­თხო სკო­ლებს.

"ამას შე­იძ­ლე­ბა და­ერ­ქვას ერ­თგვა­რი სა­ბო­ტა­ჟიც, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია სკო­ლე­ბის­კენ და მისი უსაფრ­თხო­ე­ბის­კენ. ყვე­ლა დაგ­ვე­თან­ხმე­ბა იმა­ში, რომ მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის შექ­მნის მერე სკო­ლებ­ში უსაფრ­თხოდ და წეს­რი­გის დაც­ვით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სწავ­ლე­ბა", - აცხა­დე­ბენ მან­და­ტუ­რე­ბი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

განათლების სამინისტროსთან მანდატურების აქცია გრძელდება

განათლების სამინისტროსთან მანდატურების აქცია გრძელდება

განათლების სამინისტროსთან ამ წუთებში სკოლების მანდატურები საპროტესტო აქციას განაგრძობენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" აქციის მონაწილეებმა განუცხადეს, მათი მოთხოვნაა,  სამინისტროს მხრიდან მიიღონ მყარი გარანტიები, რომ მანდატურის სამსახური ფუნქციონირებას გააგრძელებს და მანდატურები სამუშაო ადგილებს არ დაკარგავენ.

"ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ მოგვცეს მყარი გარანტია განათლების სამინისტრომ, რომ არ დავრჩებით უმუშევრები. ჩვენ არ გვაკმაყოფილებს ის განმარტება, რომ დირექტორების დაქვემდებარების ქვეშ გადავდივართ და ხელფასს მაინც მივიღებთ, რადგან არ ვიცით რა იქნება ორი, ან სამი თვის შემდეგ. ასევე, როგორც გავიგეთ იგეგმება გარკვეული სელექცია მანდატურების. ასევე გავიგეთ, რომ დირექტორებს ჩვენი კონტიგენტი არ აკმაყოფილებთ. საინტერესოა, რას გვიწუნებენ. აქედან გამომდინარე გამოგვაქვს დასკვნა, რომ შესაძლოა იგეგმებოდეს ჩვენი შემცირებაც", - განაცხადა მანდატურმა შორენა ბარაბაძემ.

ამასთან, მანდატურების თქმით, განათლების სამინისტრო საფრთხეს უქმნის უსაფრთხო სკოლებს.

"ამას შეიძლება დაერქვას ერთგვარი საბოტაჟიც, რომელიც მიმართულია სკოლებისკენ და მისი უსაფრთხოებისკენ. ყველა დაგვეთანხმება იმაში, რომ მანდატურის სამსახურის შექმნის მერე სკოლებში უსაფრთხოდ და წესრიგის დაცვით მიმდინარეობდა სწავლება", - აცხადებენ მანდატურები.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია