სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქობოში 29 წლის მამაკაცი ამნისტირებულმა პატიმარმა მოკლა
საქობოში 29 წლის მამაკაცი ამნისტირებულმა პატიმარმა მოკლა

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სიღ­ნა­ღის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სა­ქო­ბო­ში 29 წლის გი­ორ­გი ლე­კიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, მი­სი­ვე თა­ნა­სოფ­ლე­ლი, 1979 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცია და­კა­ვე­ბუ­ლი. რო­გორც კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს სა­ქო­ბოს რწმუ­ნე­ბულ­მა გა­ნუ­ცხა­და, ბრალ­დე­ბუ­ლი ნა­სა­მარ­თლე­ვია, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა მან 2013 წელს, ამ­ნის­ტი­ის შე­დე­გად და­ტო­ვა.

მკვლე­ლო­ბა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე 14 იან­ვარს მოხ­და. შსს-ს ცნო­ბით, მა­მა­კაც­მა ახალ­გაზ­რდა ჯერ გა­გუ­და, შემ­დეგ კი ცხე­და­რი მდი­ნა­რე ალა­ზან­ში გა­და­აგ­დო. გვა­მის ძებ­ნა სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­მა სამი დღის შემ­დეგ შე­წყვი­ტა.

შსს-ს კა­ხე­თის სამ­ხა­რეო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი მა­მა­კა­ცი რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ ერთ-ერთ თვითმხილ­ველ­თან ერ­თად და­ა­კა­ვეს. მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და, გარ­დაც­ვლი­ლის გვა­მის მი­მალ­ვა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ტაქ­სის მძღო­ლი და თვითმხილ­ვე­ლი კი, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ამ გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვა, სა­სა­მარ­თლომ 2 000 ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

მოკ­ლუ­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი მკვლე­ლო­ბის თვითმხილ­ვე­ლის და გვა­მის მი­მალ­ვა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. მათ 28 იან­ვარს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გა­მარ­თეს და წნო­რი - თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი გზა გა­და­კე­ტეს, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით პო­ლი­ცი­ამ გახ­სნა.

რო­გორც ლე­კიშ­ვი­ლის ახ­ლობ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა გვა­მი კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით და­მა­ლეს, რის გა­მოც მოწ­მე­ე­ბის გან­მე­ო­რე­ბით და­კა­ვე­ბას ითხო­ვენ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ისი­ნი ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის და მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის სახ­ლე­ბის გა­დაწ­ვით იმუქ­რე­ბი­ან. გარ­და ამი­სა, ოჯა­ხი ცხედ­რის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ პოვ­ნას ითხოვს.

"ვისი მან­ქა­ნი­თაც გვა­მი წა­ი­ღეს და ალა­ზან­ში ჩა­აგ­დეს, ისიც 2 000 ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და ვინც და­ი­ნა­ხა და ერთი დღე სახ­ლში ჰყავ­დათ, ისიც. უკვე ორი კვი­რაა მიც­ვა­ლე­ბულს ვე­ძებთ და ვერ გვი­ნა­ხია. არის ვერ­სია, რომ ალა­ზან­ში კი არ ჩა­აგ­დეს, არა­მედ და­მა­ლეს, რომ კვა­ლი და­ფა­რონ", - გა­ნა­ცხა­და მოკ­ლუ­ლის ბი­ძამ ზაზა ჯო­ხა­რი­ძემ.

იხი­ლეთ ვი­დეო

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

საქობოში 29 წლის მამაკაცი ამნისტირებულმა პატიმარმა მოკლა

საქობოში 29 წლის მამაკაცი ამნისტირებულმა პატიმარმა მოკლა

შსს-ს ინფორმაციით, სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში 29 წლის გიორგი ლეკიშვილის მკვლელობის ბრალდებით, მისივე თანასოფლელი, 1979 წელს დაბადებული მამაკაცია დაკავებული. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს საქობოს რწმუნებულმა განუცხადა, ბრალდებული ნასამართლევია, სასჯელაღსრულების დაწესებულება მან 2013 წელს, ამნისტიის შედეგად დატოვა.

მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 14 იანვარს მოხდა. შსს-ს ცნობით, მამაკაცმა ახალგაზრდა ჯერ გაგუდა, შემდეგ კი ცხედარი მდინარე ალაზანში გადააგდო. გვამის ძებნა სამძებრო-სამაშველო სამსახურმა სამი დღის შემდეგ შეწყვიტა.

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ეჭვმიტანილი მამაკაცი რამდენიმე დღის შემდეგ ერთ-ერთ თვითმხილველთან ერთად დააკავეს. მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, გარდაცვლილის გვამის მიმალვაში ბრალდებული ტაქსის მძღოლი და თვითმხილველი კი, რომელიც პოლიციამ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა, სასამართლომ 2 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.

მოკლულის ოჯახის წევრები მკვლელობის თვითმხილველის და გვამის მიმალვაში ბრალდებულის პატიმრობიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ. მათ 28 იანვარს საპროტესტო აქცია გამართეს და წნორი - თბილისის ცენტრალური გზა გადაკეტეს, რომელიც მოგვიანებით პოლიციამ გახსნა.

როგორც ლეკიშვილის ახლობლებმა განაცხადეს, აღნიშნულმა პირებმა გვამი კვალის დაფარვის მიზნით დამალეს, რის გამოც მოწმეების განმეორებით დაკავებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ბრალდებულების და მკვლელობაში ეჭვმიტანილის სახლების გადაწვით იმუქრებიან. გარდა ამისა, ოჯახი ცხედრის დაუყოვნებლივ პოვნას ითხოვს.

"ვისი მანქანითაც გვამი წაიღეს და ალაზანში ჩააგდეს, ისიც 2 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს და ვინც დაინახა და ერთი დღე სახლში ჰყავდათ, ისიც. უკვე ორი კვირაა მიცვალებულს ვეძებთ და ვერ გვინახია. არის ვერსია, რომ ალაზანში კი არ ჩააგდეს, არამედ დამალეს, რომ კვალი დაფარონ", - განაცხადა მოკლულის ბიძამ ზაზა ჯოხარიძემ.

იხილეთ ვიდეო

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ