ევროპარლამენტში შოტლანდიის წარმომადგენელი ალინ სმიტი მთელ ევროპაში ჯასტინ ბიბერისა და სელინ დიონის აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა, რომლებიც მისი თქმით, დიდი რაოდენობის "ტკბილ ცინგლებს" "აწარმოებენ". სავარაუდოდ, პოლიტიკოსი ორივე კანადელი მომღერლის სენტიმენტალურ სიმღერებს გულისხმობდა.
ბიბერისა და დიონის აკრძალვაზე განცხადების გაკეთება პოლიტიკოსს კანადის პროვინცია სასკაჩევანში მომხდარმა ვითარებამ აიძულა, სადაც დახლებიდან შოტლანდიური გაზიანი სამელი Irn Bru გაქრა. პოლიტიკოსმა ჩათვალა, რომ სასმელი გაყიდვიდან ბოროტი განზრახვით ამოიღეს, მაგრამ კანადურმა მხარემ განმარტა, რომ იგი საბაჟოზე შეფერხდა.
საქმე ის არის, რომ ახალახან კანადაში დიდი ბრიტანეთიდან ტვირთი ჩავიდა, რომელშიც სხვა დანარჩენ პროდუქტებთან, მათ შორის შოტლანდიურ გაზიან სასმელთან ერთად, ხორცის პროდუქტები იყო, რომელთაც აუცილებელი დოკუმენტები არ ქონდათ, შედეგად მათზე უარი ითქვა.
კანადის სურსათის ინსპექციის სააგენტოში განაცხადეს, რომ Irn Bru დახლებზე დაბრუნდება. მიუხედავად ამისა, ამ განცხადებამ, სმიტი ვერ გააჩერა, რომელმაც სამინისტროს ბიბერისა და დიონის აკრძალვის წინადადებით მიმართა.
მომზადებულია The Scotsman-ის მიხედვით.