მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის "ლოკომოტივმა" "ბარსელონა" (U19) დაამარცხა (+ფოტო და ვიდეო)
თბილისის "ლოკომოტივმა" "ბარსელონა" (U19) დაამარცხა (+ფოტო და ვიდეო)

ვა­სილ მა­ი­სუ­რა­ძე და კომ­პა­ნია პირ­და­პირ გვა­ო­ცებს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, 19-წლამ­დელ­თა ნაკ­რე­ბის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა დე­კემ­ბერ­ში თბი­ლი­სის "ლო­კო­მო­ტი­ვი" ჩა­ი­ბა­რა. ეს კი ელიტ­რა­უნდში გა­სუ­ლი მისი ნაკ­რე­ბის სა­ბა­ზო გუნ­დია.

მა­ი­სუ­რა­ძეს 18-წლამ­დელ­თა დამ­რი­გე­ბე­ლი გი­ორ­გი დევ­და­რი­ა­ნი ეხ­მა­რე­ბა.

"ლო­კო­მო­ტი­ვი" ეს­პა­ნურ შეკ­რე­ბა­ზე გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც 28 იან­ვარს პირ­ვე­ლი სა­კონ­ტრო­ლო მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა და ძა­ლი­ან გაგ­ვა­ხა­რა - "ბარ­სე­ლო­ნას" 19-წლამ­დელ­თა გუნდს შეხ­ვდა და 1:0 და­ა­მარ­ცხა.

კა­ტა­ლო­ნი­უ­რი კლუ­ბის ვებგ­ვერ­დი წერ­და, რომ გუნ­დის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა ხორ­დი ვი­ნი­ალსმა "ბარ­სე­ლო­ნას" ჟუ­ვე­ნილ A-ს, B-სა და კა­დეტ­თა გუნ­დის მო­თა­მა­შე­ე­ბი გა­სინ­ჯა. ის გა­ხა­რე­ბუ­ლი იყო იმით, რომ მო­ე­დანს და­უბ­რუნ­და ტრავ­მა­მო­შუ­შე­ბუ­ლი ალექს გრი­მალ­დო, რო­მე­ლიც ეს­პა­ნე­თის ახალ­გაზ­რდუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რია.

...მაგ­რამ ჩვენ ჩვე­ნი გვაქვს სა­ფიქ­რა­ლი. "ბარ­სე­ლო­ნას­თან" მშვე­ნივ­რად ითა­მა­შა მე­კა­რე ბაჩო მი­ქა­ვამ, რო­მელ­მაც რამ­დენ­ჯერ­მე გა­ა­უვ­ნებ­ლა კა­ტა­ლო­ნი­ელ­თა სა­ხი­ფა­თო მცდე­ლო­ბა. პა­ტა­რა "ბარ­სა" ტე­რი­ტო­რი­ულ უპი­რა­ტე­სო­ბას კი ფლობ­და, მაგ­რამ ვე­რა­ფერს უხერ­ხებ­და "ლო­კო­მო­ტივს", რო­მე­ლიც ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად და გა­აზ­რე­ბუ­ლად მოქ­მე­დებ­და.

მე­ო­რე ტა­ი­მი 4 წუ­თის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი იყო, როცა თბი­ლი­სე­ლებ­მა "ბარ­სე­ლო­ნას" სა­ჯა­რი­მოს­თან ლა­მა­ზი და სწრა­ფი კომ­ბი­ნა­ცია გა­ი­თა­მა­შეს - და­ვით ჯი­ქია სა­ჯა­რი­მო­ში შე­იჭ­რა და მე­კა­რეს შო­რე­ულ კუ­თხე­ში და­ურ­ტყა. 0:1, რო­მე­ლიც სა­ბო­ლოო ან­გა­რი­ში გა­მოდ­გა.

იხი­ლეთ ვი­დეო

მა­ი­სუ­რა­ძემ ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ათა­მა­შა: ბაჩო მი­ქა­ვა, ნიკა ჭან­ტუ­რია, ნიკა სან­დო­ხა­ძე, და­ვით მთივ­ლიშ­ვი­ლი, და­ვით უბი­ლა­ვა, გი­ორ­გი დუმ­ბა­ძე, გი­ორ­გი გო­რო­ზია, ლუკა კი­კა­ბი­ძე, ალე­კო მზე­ვაშ­ვი­ლი, მა­მია გა­ვა­შე­ლიშ­ვი­ლი, და­ვით ჯი­ქია. შეც­ვლა­ზე შე­ვიდ­ნენ: რე­ვაზ ჩი­ტე­იშ­ვი­ლი, გი­ორ­გი არა­ბი­ძე, ლუკა ზა­რან­დია, ჯე­მალ ყან­ჭაშ­ვი­ლი, ერეკ­ლე სულ­თა­ნიშ­ვი­ლი, გი­ორ­გი გა­ბა­ძე, ნიკა წივ­წი­ვა­ძე.

"ლო­კო­მო­ტი­ვი" შეკ­რე­ბას აგ­რძე­ლებს. მა­ი­სუ­რა­ძის ბი­ჭებს მომ­დევ­ნო შეხ­ვედ­რა შვე­ი­ცა­რი­უ­ლი "ბა­ზე­ლის" 21-წლამ­დე­ლებ­თან და ნორ­ვე­გი­ულ "ოდ გრენ­ლანდთან" ელით. ბოლო სპა­რინგს კი "ვა­ლენ­სია B"-სთან ან სე­გუნ­და დი­ვი­ზი­ონ­ში მო­ას­პა­რე­ზე "ერ­კუ­ლე­სის" 21-წლამ­დე­ლებ­თან ჩა­ა­ტა­რე­ბენ.

იხი­ლეთ ვი­დეო

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

Sportall.Ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

თბილისის "ლოკომოტივმა" "ბარსელონა" (U19) დაამარცხა (+ფოტო და ვიდეო)

თბილისის "ლოკომოტივმა" "ბარსელონა" (U19) დაამარცხა (+ფოტო და ვიდეო)

ვასილ მაისურაძე და კომპანია პირდაპირ გვაოცებს. როგორც ცნობილია, 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დეკემბერში თბილისის "ლოკომოტივი" ჩაიბარა. ეს კი ელიტრაუნდში გასული მისი ნაკრების საბაზო გუნდია.

მაისურაძეს 18-წლამდელთა დამრიგებელი გიორგი დევდარიანი ეხმარება.

"ლოკომოტივი" ესპანურ შეკრებაზე გაემგზავრა, სადაც 28 იანვარს პირველი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და ძალიან გაგვახარა - "ბარსელონას" 19-წლამდელთა გუნდს შეხვდა და 1:0 დაამარცხა.

კატალონიური კლუბის ვებგვერდი წერდა, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხორდი ვინიალსმა "ბარსელონას" ჟუვენილ A-ს, B-სა და კადეტთა გუნდის მოთამაშეები გასინჯა. ის გახარებული იყო იმით, რომ მოედანს დაუბრუნდა ტრავმამოშუშებული ალექს გრიმალდო, რომელიც ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრია.

...მაგრამ ჩვენ ჩვენი გვაქვს საფიქრალი. "ბარსელონასთან" მშვენივრად ითამაშა მეკარე ბაჩო მიქავამ, რომელმაც რამდენჯერმე გააუვნებლა კატალონიელთა სახიფათო მცდელობა. პატარა "ბარსა" ტერიტორიულ უპირატესობას კი ფლობდა, მაგრამ ვერაფერს უხერხებდა "ლოკომოტივს", რომელიც ორგანიზებულად და გააზრებულად მოქმედებდა.

მეორე ტაიმი 4 წუთის განახლებული იყო, როცა თბილისელებმა "ბარსელონას" საჯარიმოსთან ლამაზი და სწრაფი კომბინაცია გაითამაშეს - დავით ჯიქია საჯარიმოში შეიჭრა და მეკარეს შორეულ კუთხეში დაურტყა. 0:1, რომელიც საბოლოო ანგარიში გამოდგა.

იხილეთ ვიდეო

მაისურაძემ ძირითად შემადგენლობაში ათამაშა: ბაჩო მიქავა, ნიკა ჭანტურია, ნიკა სანდოხაძე, დავით მთივლიშვილი, დავით უბილავა, გიორგი დუმბაძე, გიორგი გოროზია, ლუკა კიკაბიძე, ალეკო მზევაშვილი, მამია გავაშელიშვილი, დავით ჯიქია. შეცვლაზე შევიდნენ: რევაზ ჩიტეიშვილი, გიორგი არაბიძე, ლუკა ზარანდია, ჯემალ ყანჭაშვილი, ერეკლე სულთანიშვილი, გიორგი გაბაძე, ნიკა წივწივაძე.

"ლოკომოტივი" შეკრებას აგრძელებს. მაისურაძის ბიჭებს მომდევნო შეხვედრა შვეიცარიული "ბაზელის" 21-წლამდელებთან და ნორვეგიულ "ოდ გრენლანდთან" ელით. ბოლო სპარინგს კი "ვალენსია B"-სთან ან სეგუნდა დივიზიონში მოასპარეზე "ერკულესის" 21-წლამდელებთან ჩაატარებენ.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

Sportall.Ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"