პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სახლს დაგიწვავ დედ-მამიანად, დანარჩენს გასვენებაში აგიხსნი" - სკანდალური მუქარის წერილი ქარელს ოქრუაშვილისგან?
"სახლს დაგიწვავ დედ-მამიანად, დანარჩენს გასვენებაში აგიხსნი" - სკანდალური მუქარის წერილი ქარელს ოქრუაშვილისგან?

"კარ­გად წა­ი­კი­თხე და და­ფიქ­რდი, რა­საც გწერთ. 1. თუ რო­დეს­მე იკა­ზე ხმას ამო­ი­ღებ ან გა­ზე­თით, ან ტე­ლე­ვი­ზი­ით, შენს ოჯახს მთლი­ა­ნად გა­ვა­ნად­გუ­რებთ. 2. თბი­ლი­სის ოფი­სის წი­ლე­ბი შენ და კე­კე­ლიშ­ვილ­მა გად­მო­ა­ფორ­მეთ შე­ნი­ვე და­ქალ თე­ო­ზე. თუ სამ დღე­ში და­დე­ბი­თად არ გა­და­წყვეტთ რა­საც გწერთ, შენ სახლ-კარს ცე­ცხლს მივ­ცემთ დე­და­შენ-მა­მა­შე­ნი­ა­ნად, და­ნარ­ჩენს გას­ვე­ნე­ბა­ში, რომ ჩა­მოხ­ვალ, აქ აგიხ­სნით. კარ­გად და­ფიქ­რდი და 31 იან­ვრამ­დე და­აბ­რუ­ნე პა­სუ­ხი თეოს მეშ­ვე­ო­ბით. არ გე­მუქ­რე­ბით, რე­ა­ლო­ბას გიხ­სნით. მა­გა­საც ხომ და­ვუწ­ვით სახ­ლი, ხოდა ნუ აყ­ვე­ბი იმ ვოლკს, თო­რემ 1-ში ცე­ცხლით გა­გათ­ბობთ. თუ არას­წო­რად იფიქ­რებ, არც მანდ არაა შენი პოვ­ნა ძნე­ლი", - შიდა ქარ­თლის ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რის, მი­ხე­ილ ქა­რე­ლის მტკი­ცე­ბით, ეს SMS მას მის­მა ყო­ფილ­მა მე­გო­ბარ­მა და ყო­ფილ­მა თა­ნა­გუნ­დელ­მა ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა მი­წე­რა.

Ambebi.ge-ს ჟურ­ნა­ლისტს ელექ­ტო­რო­ნუ­ლი ფოს­ტით მი­ხე­ილ ქა­რე­ლის სა­ხე­ლით გან­ცხა­დე­ბაც მო­უ­ვი­და. რო­გორც ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი აცხა­დებს, ეს SMS შე­ტყო­ბი­ნე­ბა გუ­შინ სა­ღა­მოს, პა­რი­ზის დრო­ით 18:15 სა­ათ­ზე, რუ­სუ­ლი ნომ­რი­დან მი­ი­ღო.

მი­ხე­ილ ქა­რე­ლი ყო­ფილ მე­გო­ბარს მუ­ქა­რა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს და სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორ­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თავს.

"მი­ვი­გე SMS შე­ტყო­ბი­ნე­ბა, სა­დაც მე და ჩემი ოჯა­ხის წევ­რებს გვე­მუქ­რე­ბი­ან გა­ნად­გუ­რე­ბით და აყე­ნე­ბენ შემ­დეგ პი­რო­ბებს, რომ ოქ­რუ­აშ­ვილ­ზე სა­ერ­თოდ არა­ფე­რი არ უნდა ვი­ლა­პა­რა­კო და თბი­ლის­ში ათო­ნე­ლის 27 ნო­მერ­ში ჩვენს სა­ერ­თო სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ოფი­სის წილი მე და კი­დევ ერთ-ერ­თმა თა­ნა­მე­სა­კუთ­რემ, და­ვით კე­კე­ლიშ­ვილ­მა უნდა გა­და­ვა­ფორ­მოთ თე­ო­ზე (დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ თეო ტლა­შა­ძეს გუ­ლის­ხმობ­და). წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში სის­რუ­ლე­ში მო­იყ­ვა­ნენ SMS-ში ნახ­სე­ნებ მუ­ქა­რას.

ამ ტექ­სტის ში­ნა­არ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვა­ცხა­დებ სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით, რომ მისი ავ­ტო­რი ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლია და შე­სა­ბა­მი­სად მივ­მარ­თავ სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს, რათა და­ი­წყოს გა­მო­ძი­ე­ბა უშუ­ა­ლოდ ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის მიერ გა­კე­თე­ბულ მუ­ქა­რის ჩემი, ჩემი მშობ­ლე­ბის და ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის მუ­ქა­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით!

გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან რომ, კარ­გად ვიც­ნობ ოქ­რუ­აშ­ვილს და მის ფსი­ქი­კურ პორ­ტრეტ­საც, კარ­გად ვხე­დავ­დი, რო­გორ მა­ხინჯდე­ბო­და პო­ლი­ტი­კუ­რი ვარ­დნის პა­რა­ლე­ლუ­რად. ის დღეს არა­რა­ო­ბად ქცე­უ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი­სა­გან (რაც არა­ერ­თხელ იხი­ლა ხალ­ხმა სა­ჯა­როდ და მე­გობ­რებ­მაც ბევ­რჯერ ვი­ხი­ლეთ კა­ცის­თვის უღირს პი­რად ქცე­ვებ­ში) თა­ვის დაღ­წე­ვის მცდე­ლო­ბა­შია, ამი­ტომ მისი სი­ლაჩ­რის გა­და­ფარ­ვას თა­ვი­სე­ბუ­რად ცდი­ლობს, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა შემ­დეგ ქცე­ვებ­ში; ოქ­რუ­აშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე თა­ვი­სი ყო­ფი­ლი მე­გობ­რე­ბის­გან და თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი­სა­გან წი­ლე­ბი­სა და ქო­ნე­ბე­ბის გა­და­ფორ­მე­ბა მო­ი­თხო­ვა; თან ემუქ­რე­ბო­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოვ­დი­ვარ და თუ არ და­მე­მორ­ჩი­ლე­ბით, ყვე­ლას პა­სუხს გა­გე­ბი­ნებთ! ვი­საც შე­ე­შინ­და, ყვე­ლამ გა­და­უ­ხა­და. ვი­საც არ შე­ე­შინ­და, ერთს 60 ჰექ­ტარ­ზე უკვე ასა­ღე­ბი ხორ­ბა­ლი და­უწ­ვა, ერთს ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნა, ერთს სახ­ლი და ასე შემ­დეგ! ამ SMS-ში კარ­გად ჩანს, რომ ია­სონ ჩიხ­ლა­ძეს (ვოლკს) სახ­ლი უკვე და­უწ­ვეს და ამით აღი­ა­რეს კი­დეც ის ეჭვი, რო­მე­ლიც ჩვენც და თვი­თონ ია­სონ ჩიხ­ლა­ძეს გვქონ­და! აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვა­ა­ნა­ლი­ზებ რა მუ­ქა­რის ში­ნა­არსს და მის ფი­ნან­სურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­საც, ვთვლი რომ მას შე­უძ­ლია და­ი­ქი­რა­ვოს კონ­კრე­ტუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფი ან პი­როვ­ნე­ბა და სის­რუ­ლე­ში მო­იყ­ვა­ნოს მუ­ქა­რა. მე ვი­თხოვ პრო­კუ­რა­ტუ­რი­სა­გან ჩემი მშობ­ლე­ბი­სა და ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­სა­მარ­თით გა­კე­თე­ბულ მუ­ქა­რებ­ზე და­ი­წყოს გა­მო­ძი­ე­ბა, რომ­ლის ავ­ტო­რად ვა­სა­ხე­ლებ ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილს! ასე­ვე ვა­ცხა­დებ თუ ჩემს მო­ხუ­ცე­ბულ მშობ­ლებს ან ჩემი ოჯა­ხის რო­მე­ლი­მე წევ­რს ერთი ღერი თმაც კი ჩა­მო­უ­ვარ­დათ სრულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ოქ­რუ­აშ­ვილს ვა­კის­რებ.

რა თქმა უნდა, რომ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი ყვე­ლა გზას ეც­დე­ბა ჩვე­ნი, რო­გორც ყო­ფი­ლი მე­გობ­რე­ბი­სა და თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის "გა­ჩუ­მე­ბას" და მის "საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე", რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მის წარ­სულ­თან და აწ­მყოს­თან, არა­ფე­რი ით­ქვას. ოქ­რუ­აშ­ვი­ლი ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ მას შემ­დეგ გა­აქ­ტი­ურ­და, როცა გა­ი­გო, რომ თა­ნა­მე­სა­კუთ­რე­თა თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი სა­სა­მარ­თლოს გზით ვა­პი­რებთ ათო­ნე­ლის 27 ნო­მერ­ში მდე­ბა­რე ქო­ნე­ბის წი­ლობ­რივ გა­მი­ჯვნას, რაც ოქ­რუ­აშ­ვი­ლის გეგ­მებს რო­გორც ჩანს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.

ამ დღე­ებ­ში ასე­ვე გან­ცხა­დე­ბას შე­ვი­ტან პა­რი­ზის პო­ლი­ცი­ა­ში ამ მუ­ქა­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც Ambebi.ge-ს საფ­რან­გე­თი­დან, მი­ხე­ილ ქა­რე­ლის სა­ხე­ლით შექ­მნი­ლი Email-დან მი­უ­ვი­და.

Ambebi.ge იმ ნო­მერ­ზე და­რეკ­ვას შე­ე­ცა­და, რომ­ლი­და­ნაც, მი­ხე­ილ ქა­რე­ლის თქმით, მან მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი SMS მი­ი­ღო, თუმ­ცა ნო­მე­რი გა­მორ­თუ­ლია მომ­სა­ხუ­რე­ბის ზო­ნი­დან.

იმის გა­სარ­კვე­ვად, შე­ვი­და თუ არა მი­ხე­ილ ქა­რე­ლის­გან სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის თხოვ­ნა, Ambebi.ge სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს, თე­მურ დო­ლი­ძეს და­უ­კავ­ში­რა. თე­მურ დო­ლი­ძე ამ­ბობს, რომ ამ დრო­ი­სათ­ვის ოფი­ცი­ა­ლუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა ქა­რე­ლის მხრი­დან გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის მო­თხოვ­ნით, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში არ შე­სუ­ლა. გახ­დე­ბა თუ არა მი­ხე­ილ ქა­რე­ლის მიერ პრე­სით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი წე­რი­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის საკ­მა­რი­სი მი­ზე­ზი გა­მო­ძი­ე­ბის და­სა­წყე­ბად, ამას მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ხვალ გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

მინ­დია აფ­ცი­ა­უ­რი, Ambebi.ge

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი დიდ პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბას გეგ­მავს?!

რუბრიკის სხვა სიახლეები

"სახლს დაგიწვავ დედ-მამიანად, დანარჩენს გასვენებაში აგიხსნი" - სკანდალური მუქარის წერილი ქარელს ოქრუაშვილისგან?

"სახლს დაგიწვავ დედ-მამიანად, დანარჩენს გასვენებაში აგიხსნი" - სკანდალური მუქარის წერილი ქარელს ოქრუაშვილისგან?

"კარგად წაიკითხე და დაფიქრდი, რასაც გწერთ. 1. თუ როდესმე იკაზე ხმას ამოიღებ ან გაზეთით, ან ტელევიზიით, შენს ოჯახს მთლიანად გავანადგურებთ. 2. თბილისის ოფისის წილები შენ და კეკელიშვილმა გადმოაფორმეთ შენივე დაქალ თეოზე. თუ სამ დღეში დადებითად არ გადაწყვეტთ რასაც გწერთ, შენ სახლ-კარს ცეცხლს მივცემთ დედაშენ-მამაშენიანად, დანარჩენს გასვენებაში, რომ ჩამოხვალ, აქ აგიხსნით. კარგად დაფიქრდი და 31 იანვრამდე დააბრუნე პასუხი თეოს მეშვეობით. არ გემუქრებით, რეალობას გიხსნით. მაგასაც ხომ დავუწვით სახლი, ხოდა ნუ აყვები იმ ვოლკს, თორემ 1-ში ცეცხლით გაგათბობთ. თუ არასწორად იფიქრებ, არც მანდ არაა შენი პოვნა ძნელი", - შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ ქარელის მტკიცებით, ეს SMS მას მისმა ყოფილმა მეგობარმა და ყოფილმა თანაგუნდელმა ირაკლი ოქრუაშვილმა მიწერა.

Ambebi.ge-ს ჟურნალისტს ელექტორონული ფოსტით მიხეილ ქარელის სახელით განცხადებაც მოუვიდა. როგორც ყოფილი გუბერნატორი აცხადებს, ეს SMS შეტყობინება გუშინ საღამოს, პარიზის დროით 18:15 საათზე, რუსული ნომრიდან მიიღო.

მიხეილ ქარელი ყოფილ მეგობარს მუქარაში ადანაშაულებს და საქართველოს გენერალურ პროკურორსა და შინაგან საქმეთა მინისტრს გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართავს.

"მივიგე SMS შეტყობინება, სადაც მე და ჩემი ოჯახის წევრებს გვემუქრებიან განადგურებით და აყენებენ შემდეგ პირობებს, რომ ოქრუაშვილზე საერთოდ არაფერი არ უნდა ვილაპარაკო და თბილისში ათონელის 27 ნომერში ჩვენს საერთო საკუთრებაში არსებული ოფისის წილი მე და კიდევ ერთ-ერთმა თანამესაკუთრემ, დავით კეკელიშვილმა უნდა გადავაფორმოთ თეოზე (დარწმუნებული ვარ, რომ თეო ტლაშაძეს გულისხმობდა). წინააღმდეგ შემთხვევაში სისრულეში მოიყვანენ SMS-ში ნახსენებ მუქარას.

ამ ტექსტის შინაარსიდან გამომდინარე ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, რომ მისი ავტორი ირაკლი ოქრუაშვილია და შესაბამისად მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურორს და შინაგან საქმეთა მინისტრს, რათა დაიწყოს გამოძიება უშუალოდ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაკეთებულ მუქარის ჩემი, ჩემი მშობლების და ჩემი ოჯახის წევრების განადგურების მუქარასთან დაკავშირებით!

გამომდინარე იქიდან რომ, კარგად ვიცნობ ოქრუაშვილს და მის ფსიქიკურ პორტრეტსაც, კარგად ვხედავდი, როგორ მახინჯდებოდა პოლიტიკური ვარდნის პარალელურად. ის დღეს არარაობად ქცეული ოქრუაშვილისაგან (რაც არაერთხელ იხილა ხალხმა საჯაროდ და მეგობრებმაც ბევრჯერ ვიხილეთ კაცისთვის უღირს პირად ქცევებში) თავის დაღწევის მცდელობაშია, ამიტომ მისი სილაჩრის გადაფარვას თავისებურად ცდილობს, რაც გამოიხატება შემდეგ ქცევებში; ოქრუაშვილმა საქართველოში დაბრუნებისთანავე თავისი ყოფილი მეგობრებისგან და თანამებრძოლებისაგან წილებისა და ქონებების გადაფორმება მოითხოვა; თან ემუქრებოდა, ხელისუფლებაში მოვდივარ და თუ არ დამემორჩილებით, ყველას პასუხს გაგებინებთ! ვისაც შეეშინდა, ყველამ გადაუხადა. ვისაც არ შეეშინდა, ერთს 60 ჰექტარზე უკვე ასაღები ხორბალი დაუწვა, ერთს ძვირად ღირებული მანქანა, ერთს სახლი და ასე შემდეგ! ამ SMS-ში კარგად ჩანს, რომ იასონ ჩიხლაძეს (ვოლკს) სახლი უკვე დაუწვეს და ამით აღიარეს კიდეც ის ეჭვი, რომელიც ჩვენც და თვითონ იასონ ჩიხლაძეს გვქონდა! აქედან გამომდინარე, ვაანალიზებ რა მუქარის შინაარსს და მის ფინანსურ შესაძლებლობებსაც, ვთვლი რომ მას შეუძლია დაიქირავოს კონკრეტული კრიმინალური ჯგუფი ან პიროვნება და სისრულეში მოიყვანოს მუქარა. მე ვითხოვ პროკურატურისაგან ჩემი მშობლებისა და ჩემი ოჯახის წევრების მისამართით გაკეთებულ მუქარებზე დაიწყოს გამოძიება, რომლის ავტორად ვასახელებ ირაკლი ოქრუაშვილს! ასევე ვაცხადებ თუ ჩემს მოხუცებულ მშობლებს ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს ერთი ღერი თმაც კი ჩამოუვარდათ სრულ პასუხისმგებლობას ოქრუაშვილს ვაკისრებ.

რა თქმა უნდა, რომ ოქრუაშვილი ყველა გზას ეცდება ჩვენი, როგორც ყოფილი მეგობრებისა და თანაგუნდელების "გაჩუმებას" და მის "საქმიანობაზე", რომელიც დაკავშირებულია მის წარსულთან და აწმყოსთან, არაფერი ითქვას. ოქრუაშვილი ჩვენს წინააღმდეგ მას შემდეგ გააქტიურდა, როცა გაიგო, რომ თანამესაკუთრეთა თითქმის ნახევარი სასამართლოს გზით ვაპირებთ ათონელის 27 ნომერში მდებარე ქონების წილობრივ გამიჯვნას, რაც ოქრუაშვილის გეგმებს როგორც ჩანს ეწინააღმდეგება.

ამ დღეებში ასევე განცხადებას შევიტან პარიზის პოლიციაში ამ მუქარასთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც Ambebi.ge-ს საფრანგეთიდან, მიხეილ ქარელის სახელით შექმნილი Email-დან მიუვიდა.

Ambebi.ge იმ ნომერზე დარეკვას შეეცადა, რომლიდანაც, მიხეილ ქარელის თქმით, მან მუქარის შემცველი SMS მიიღო, თუმცა ნომერი გამორთულია მომსახურების ზონიდან.

იმის გასარკვევად, შევიდა თუ არა მიხეილ ქარელისგან საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოძიების დაწყების თხოვნა, Ambebi.ge საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსს, თემურ დოლიძეს დაუკავშირა. თემურ დოლიძე ამბობს, რომ ამ დროისათვის ოფიციალური შეტყობინება ქარელის მხრიდან გამოძიების დაწყების მოთხოვნით, პროკურატურაში არ შესულა. გახდება თუ არა მიხეილ ქარელის მიერ პრესით გავრცელებული წერილი პროკურატურისთვის საკმარისი მიზეზი გამოძიების დასაწყებად, ამას მთავარ პროკურატურაში ხვალ განიხილავენ.

მინდია აფციაური, Ambebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ: ირაკლი ოქრუაშვილი დიდ პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს?!

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა