მოზაიკა
პოლიტიკა
საზოგადოება

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მილიონები და რელიგია - ვინ როგორ მოახმარს საბიუჯეტო თანხებს რწმენას
მილიონები და რელიგია - ვინ როგორ მოახმარს საბიუჯეტო თანხებს რწმენას

"70 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ყე­ნე­ბულ ზი­ანს ეს თან­ხა ვერ გან­სა­ზღვრავს, ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია", - ამის შე­სა­ხებ რა­ბი­ნის თა­ნა­შემ­წემ დიმა თაფ­ლი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, ანუ იმ რე­ლი­გი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, რო­მელ­საც მალე სა­ხელ­მწი­ფო და­ა­ფი­ნან­სებს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი რე­ლი­გუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ოთხი რე­ლი­გუ­რი აღმსა­რებ­ლო­ბის და­ფი­ნან­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ხელ­მწი­ფოს ინი­ცი­ა­ტი­ვას და­დე­ბი­თად აფა­სე­ბენ.

ის­ლა­მუ­რი, იუ­დე­უ­რი, რო­მა­ულ-კა­თო­ლი­კუ­რი და სოხმუ­რი ეკ­ლე­სი­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა­ზე Ambebi.ge თა­ვად ამ რე­ლი­გი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს ესა­უბ­რა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ისი­ნი სა­ხელ­მწი­ფოს ამ წი­ნა­და­დე­ბას წინ­გა­დად­გმულ ნა­ბი­ჯად აფა­სე­ბენ, ნა­წილს ფი­ნან­სე­ბის მი­ღე­ბა­ზე სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჯერ არ მი­უ­ღია.

ქარ­თველ მუს­ლიმ­თა კავ­ში­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი ტა­რი­ელ ნა­კა­ი­ძე ამ­ბობს, რე­ლი­გუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის სა­ხით სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან არ­სე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მი­სა­სალ­მე­ბე­ლია. თუმ­ცა მისი თქმით, ამ სა­კი­თხზე მათ რე­ლი­გი­ა­თა საბ­ჭო­ში მსჯე­ლო­ბა აქვთ.

"ჩვენ რე­კო­მენ­და­ცი­ის სა­ხით მი­ვა­წო­დეთ სა­ხელ­მწი­ფოს, თუ რა ტი­პის და­ფი­ნან­სე­ბის სახე არის უფრო მი­სა­ღე­ბი ჩვენ­თვის და მე ვფიქ­რობ ჩვენს რე­კო­მენ­და­ცი­ას სა­ხელ­მწი­ფო გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს. რაც შე­ე­ხე­ბა მუს­ლიმ­თა სა­მარ­თვე­ლოს და­ფი­ნან­სე­ბას, ჩვენ, ზო­გა­დად მუს­ლი­მურ თემს გვაქვს სხვა შიდა პრობ­ლე­მე­ბიც. აღ­ნიშ­ნუ­ლი მუს­ლიმ­თა სამ­მარ­თვე­ლო არ არის და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მუს­ლიმ­თა მიერ და ამ სამ­მარ­თვე­ლოს და­ფი­ნან­სე­ბა უფრო მეტ საფრ­თხეს შე­ი­ცავს, ვიდ­რე რა­ი­მე და­დე­ბითს. და­ფი­ნან­სე­ბა დო­ტა­ცი­ის სა­ხით, რო­მე­ლიც შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს, გარ­კვე­ულ წი­ლად დახ­ვე­წას სა­ჭი­რო­ებს. თუ ეს ზა­რა­ლის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა, მო­ვიქ­ცე­ვით ისე, რო­გორც სი­ტუ­ა­ცია გვი­კარ­ნა­ხებს. ვფიქ­რობთ, რომ სა­ხელ­მწი­ფო ჩვენს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს", - აცხა­დებს ტა­რი­ელ ნა­კა­ი­ძე.

მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და­დე­ბი­თად აფა­სე­ბენ იუ­დე­ურ ეკ­ლე­სი­ა­შიც. რა­ბი­ნის თა­ნა­შემ­წე დიმა თაფ­ლი­აშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ეს სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან წინ გა­დაგ­მუ­ლი ნა­ბი­ჯია, რად­გან ეს რე­ლი­გი­ურ კონ­ფე­სი­ებს მის­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას რა­ღაც პრო­ექ­ტე­ბი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბონ, და­ხარ­ჯონ ეს თან­ხე­ბი კულ­ტუ­რუ­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბის აღ­დგე­ნებ­ზე, სა­გან­მა­ნათ­ლე­ბო პრო­ექ­ტებ­ზე.

დიმა თაფ­ლი­აშ­ვი­ლი იმე­დოვ­ნებს, რომ ის რე­ლი­გი­უ­რი კონ­ფე­სი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის მიღ­მა დარ­ჩნენ, სა­ხელ­მწი­ფოს არ და­ა­ვი­წყდე­ბა და გა­აგ­რძე­ლებს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სვლას.

"რა თქმა უნდა, 70 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ის ზი­ა­ნი, რაც რე­ლი­გი­ას მი­ად­გა, ვერ გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ამ თან­ხით. რა თქმა უნდა, ვფიქ­რობ, რომ არ იყო საკ­მა­რი­სი. პირ­ველ რიგ­ში მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნი იყო, რეპ­რე­სი­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით და იმ თვალ­საზ­რი­სი­თაც, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო რე­ლი­გი­უ­რი სწავ­ლე­ბა, რი­ტუ­ა­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და ასე შემ­დეგ", - აღ­ნიშ­ნავს დიმა თაფ­ლი­აშ­ვი­ლი.

მთავ­რო­ბის მიერ გა­მო­ყო­ფილ თან­ხას ყო­ველ­დღი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში გა­მო­ყე­ნე­ბას აპი­რებს სო­მეხ­თა სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სია.

"ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და წინ­გა­დად­მუ­ლი ნა­ბი­ჯია სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ქა­ლა­ქე­თა ეთ­ნი­კუ­რი თუ რე­ლი­გუ­რი კუთ­ვნი­ლე­ბის, მო­ქა­ლა­ქე­თა თა­ნას­წო­რო­ბის მიღ­წე­ვის გზა­ზე. რა თქმა უნდა ჩვენ გვეს­მის, რომ ეს იმ მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზა­რა­ლის ნა­წი­ლობ­რი­ვი კომ­პენ­სა­ცი­ის­კენ მი­მარ­თუ­ლი ნა­ბი­ჯია და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ მთავ­რო­ბამ გა­და­წყვი­ტა პრო­პორ­ცი­უ­ლი მიდ­გო­მა და­ემ­კვიდ­რე­ბი­ნა რე­ლი­გუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი­სად­მი, რაც თა­ნას­წო­რო­ბას ხელს უწყობს. კომ­პენ­სა­ცი­ით მი­ღე­ბულ თან­ხას გა­მო­ვი­ყე­ნებთ ჩვენს ყო­ველ­დღი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, ანუ ყვე­ლა­ფერ იმა­ში რაც შე­იძ­ლე­ბა ეკ­ლე­სი­ას დას­ჭირ­დეს", - მი­აჩ­ნია სომ­ხუ­რი ეკ­ლე­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს ლე­ვონ ისა­კხა­ნი­ანს.

შე­ფა­სე­ბის­გან თავს იკა­ვე­ბენ კა­თო­ლი­კურ ეკ­ლე­სი­ა­ში. ეპის­კო­პო­სი ჟუ­ზე­პე პა­ზო­ტო ამ­ბობს, რომ ამ თე­მა­ზე ისი­ნი სპე­ცი­ა­ლურ შეკ­რე­ბას გა­მარ­თა­ვენ.

"ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ შე­ფა­სე­ბა არ გა­ვა­კე­თოთ ამ თე­მა­ზე. ჩვენ გვექ­ნე­ბა ერთი შეკ­რე­ბა, რო­მელ­ზეც შე­ვა­ფა­სებთ, რა არის კარ­გი და რა – არა", - აცხა­დებს ჟუ­ზე­პე პა­ზო­ტო.

ოთხი რე­ლი­გი­ის და­ფი­ნან­სე­ბას ნე­გა­ტი­უ­რად აფა­სებს ევან­გე­ლის­ტურ-ბაპ­ტის­ტუ­რი ეკ­ლე­სი­ის ეპის­კო­პო­სი რუ­სუ­დან გო­ცი­რი­ძე; ეს რე­ლი­გია და­ფი­ნან­სე­ბას სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ მი­ი­ღებს.

"ჩემი ეკ­ლე­სი­ის მიდ­გო­მა ასე­თია - სამ­წუ­ხა­როდ, ამ ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვით, უთა­ნას­წო­რო­ბი­სა და იერ­არ­ქი­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ახა­ლი, პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ­თა სა­ფე­ხუ­რი შე­იქ­მნა. პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ­ნი არი­ან რე­ლი­გი­ე­ბი, რომ­ლებ­საც სა­ხელ­მწი­ფო მი­იჩ­ნევს ტრა­დი­ცი­ულ რე­ლი­გი­ად", - გა­ნა­ცხა­და რუ­სუ­დან გო­ცი­რი­ძემ.

რე­ლი­გი­უ­რი კონ­ფე­სი­ე­ბის­თვის ბი­უ­ჯე­ტი­დან თან­ხე­ბის გა­მო­ყო­ფას და­დე­ბით მოვ­ლე­ნად მი­იჩ­ნევს სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო. ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

"მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბას "სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი რე­ლი­გი­უ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბი­სათ­ვის საბ­ჭო­თა ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მის დროს მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის ნა­წი­ლობ­რივ ანა­ზღა­უ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ზო­გი­ერ­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის წე­სის" დამ­ტკი­ცე­ბის თა­ო­ბა­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო და­დე­ბით მოვ­ლე­ნად მი­იჩ­ნევს. საბ­ჭო­თა რე­ჟიმ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის გარ­და სხვა რე­ლი­გი­ე­ბიც და­ა­ზა­რა­ლა და მთავ­რო­ბის ეს ნა­ბი­ჯი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ბი­უ­ჯე­ტი­დან და­ფი­ნან­სე­ბას ოთხი რე­ლი­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა - ის­ლა­მუ­რი, იუ­დე­უ­რი, რო­მა­ულ-კა­თო­ლი­კუ­რი და სომ­ხუ­რი ეკ­ლე­სი­ე­ბი მი­ი­ღე­ბენ. შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, თემა არ და­ხუ­რუ­ლა და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზეც მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა. "ჯერ­ჯე­რო­ბით სა­უ­ბა­რია ზო­გად თან­ხა­ზე, რო­მე­ლიც პრო­პორ­ცი­უ­ლად გა­ნა­წილ­დე­ბა. თან­ხის ზედა ზღვა­რი 4,5 მი­ლი­ო­ნი ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

გი­ორ­გი და­დი­ა­ნი, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

მილიონები და რელიგია - ვინ როგორ მოახმარს საბიუჯეტო თანხებს რწმენას

მილიონები და რელიგია - ვინ როგორ მოახმარს საბიუჯეტო თანხებს რწმენას

"70 წლის განმავლობაში მიყენებულ ზიანს ეს თანხა ვერ განსაზღვრავს, ეს შეუძლებელია",  - ამის შესახებ რაბინის თანაშემწემ დიმა თაფლიაშვილმა განაცხადა, ანუ იმ რელიგიის წარმომადგენელმა, რომელსაც მალე სახელმწიფო დააფინანსებს.

საქართველოში მოქმედი რელიგური ორგანიზაციები ოთხი რელიგური აღმსარებლობის დაფინანსებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს ინიციატივას დადებითად აფასებენ.

ისლამური, იუდეური, რომაულ-კათოლიკური და სოხმური ეკლესიების დაფინანსებაზე Ambebi.ge თავად ამ რელიგიების წარმომადგენლებს ესაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სახელმწიფოს ამ წინადადებას წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებენ, ნაწილს ფინანსების მიღებაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე ამბობს, რელიგური უმცირესობების დაფინანსების სახით სახელმწიფოს მხრიდან არსებული დამოკიდებულება მისასალმებელია. თუმცა მისი თქმით, ამ საკითხზე მათ რელიგიათა საბჭოში მსჯელობა აქვთ.

"ჩვენ რეკომენდაციის სახით მივაწოდეთ სახელმწიფოს, თუ რა ტიპის დაფინანსების სახე არის უფრო მისაღები ჩვენთვის და მე ვფიქრობ ჩვენს რეკომენდაციას სახელმწიფო გაითვალისწინებს. რაც შეეხება მუსლიმთა სამართველოს დაფინანსებას, ჩვენ, ზოგადად მუსლიმურ თემს გვაქვს სხვა შიდა პრობლემებიც. აღნიშნული მუსლიმთა სამმართველო არ არის დაფუძნებული მუსლიმთა მიერ და ამ სამმართველოს დაფინანსება უფრო მეტ საფრთხეს შეიცავს, ვიდრე რაიმე დადებითს. დაფინანსება დოტაციის სახით, რომელიც შემოგვთავაზეს, გარკვეულ წილად დახვეწას საჭიროებს. თუ ეს ზარალის მომტანი იქნება, მოვიქცევით ისე, როგორც სიტუაცია გვიკარნახებს. ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო ჩვენს დამოკიდებულებას გაითვალისწინებს", - აცხადებს ტარიელ ნაკაიძე.

მთავრობის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ იუდეურ ეკლესიაშიც. რაბინის თანაშემწე დიმა თაფლიაშვილი აცხადებს, რომ ეს სახელმწიფოს მხრიდან წინ გადაგმული ნაბიჯია, რადგან ეს რელიგიურ კონფესიებს მისცემს საშუალებას რაღაც პროექტები ჩამოაყალიბონ, დახარჯონ ეს თანხები კულტურული ნაგებობების აღდგენებზე, საგანმანათლებო პროექტებზე.

დიმა თაფლიაშვილი იმედოვნებს, რომ ის რელიგიური კონფესიები, რომლებიც ამ ინიციატივის მიღმა დარჩნენ, სახელმწიფოს არ დაავიწყდება და გააგრძელებს ამ მიმართულებით სვლას.

"რა თქმა უნდა, 70 წლის განმავლობაში ის ზიანი, რაც რელიგიას მიადგა, ვერ განისაზღვრება ამ თანხით. რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ არ იყო საკმარისი. პირველ რიგში მორალური ზიანი იყო, რეპრესიების თვალსაზრისით და იმ თვალსაზრისითაც, რომ შეუძლებელი იყო რელიგიური სწავლება, რიტუალების ჩატარება და ასე შემდეგ", - აღნიშნავს დიმა თაფლიაშვილი.

მთავრობის მიერ გამოყოფილ თანხას ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენებას აპირებს სომეხთა სამოციქულო ეკლესია.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი და წინგადადმული ნაბიჯია საქართველოში მოქალაქეთა ეთნიკური თუ რელიგური კუთვნილების, მოქალაქეთა თანასწორობის მიღწევის გზაზე. რა თქმა უნდა ჩვენ გვესმის, რომ ეს იმ მიყენებული ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციისკენ მიმართული ნაბიჯია და ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მთავრობამ გადაწყვიტა პროპორციული მიდგომა დაემკვიდრებინა რელიგური უმცირესობებისადმი, რაც თანასწორობას ხელს უწყობს. კომპენსაციით მიღებულ თანხას გამოვიყენებთ ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში, ანუ ყველაფერ იმაში რაც შეიძლება ეკლესიას დასჭირდეს", - მიაჩნია სომხური ეკლესიის წარმომადგენელს ლევონ ისაკხანიანს.

შეფასებისგან თავს იკავებენ კათოლიკურ ეკლესიაში. ეპისკოპოსი ჟუზეპე პაზოტო ამბობს, რომ ამ თემაზე ისინი სპეციალურ შეკრებას გამართავენ.

"ჩვენ გადავწყვიტეთ შეფასება არ გავაკეთოთ ამ თემაზე. ჩვენ გვექნება ერთი შეკრება, რომელზეც შევაფასებთ, რა არის კარგი და რა – არა", - აცხადებს ჟუზეპე პაზოტო.

ოთხი რელიგიის დაფინანსებას ნეგატიურად აფასებს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე; ეს რელიგია დაფინანსებას სახელმწიფოს მხრიდან ჯერჯერობით ვერ მიიღებს.

"ჩემი ეკლესიის მიდგომა ასეთია - სამწუხაროდ, ამ ახალი ინიციატივით, უთანასწორობისა და იერარქიული დამოკიდებულების ახალი, პრივილეგირებულთა საფეხური შეიქმნა. პრივილეგირებულნი არიან რელიგიები, რომლებსაც სახელმწიფო მიიჩნევს ტრადიციულ რელიგიად", - განაცხადა რუსუდან გოცირიძემ.

რელიგიური კონფესიებისთვის ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფას დადებით მოვლენად მიიჩნევს საქართველოს საპატრიარქო. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"მთავრობის დადგენილებას "საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის" დამტკიცების თაობაზე, საქართველოს საპატრიარქო დადებით მოვლენად მიიჩნევს. საბჭოთა რეჟიმმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა სხვა რელიგიებიც დააზარალა და მთავრობის ეს ნაბიჯი სამართლიანობის აღდგენის გამოხატულებაა", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსებას ოთხი რელიგიური მიმართულება - ისლამური, იუდეური, რომაულ-კათოლიკური და სომხური ეკლესიები მიიღებენ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, თემა არ დახურულა და სხვა მიმართულებებზეც მიმდინარეობს მუშაობა. "ჯერჯერობით საუბარია ზოგად თანხაზე, რომელიც პროპორციულად განაწილდება. თანხის ზედა ზღვარი 4,5 მილიონი ლარით განისაზღვრება", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

გიორგი დადიანი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია