სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გზავნილი თავშესაფრიდან ახლანდელი და ყოფილი ხელისუფლების მისამართით
გზავნილი თავშესაფრიდან ახლანდელი და ყოფილი ხელისუფლების მისამართით

ზამ­თრის ცივ დღე­ებ­ში ქუ­ჩა­ში, ბა­ღებ­ში, სა­დარ­ბა­ზო­ებ­ში, ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბებ­ზე თავ­შე­ფა­რე­ბუ­ლი, უსახ­ლკა­როდ დარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი უკვე თავ­შე­სა­ფარ­ში არი­ან. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ინი­ცი­ა­ტი­ვით, მოს­კო­ვის გამ­ზირ­ზე გახ­სნილ თავ­შე­სა­ფარ­ში 180-მდე ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს. რამ­დე­ნი­მე დღის წინ თავ­შე­სა­ფარს თა­ვად ვეს­ტუმ­რე და რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი მათ­თან გა­ვა­ტა­რე.

- მე­სა­მე კვი­რაა, ამ კა­რავ­ში 11 ადა­მი­ა­ნი ვცხოვ­რობთ. სით­ბო და კვე­ბა არ გვაკ­ლია, - მი­თხრა მა­მა­კაც­მა და მე-12 კა­რავ­ში შეს­ვლა მთხო­ვა.

- კა­რავ­ში შეშა რომ გაქვთ მო­მა­რა­გე­ბუ­ლი, ვხე­დავ. თქვე­ნი კვე­ბის რა­ცი­ო­ნი რო­გო­რია?

- კვერ­ცხი, კა­რა­ქი, ყვე­ლი, ლო­ბიო, ხორ­ცი, თევ­ზი. ხში­რად ნამ­ცხვრე­ბი და ხი­ლიც კი მო­აქვთ. ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ ვიმ­ყო­ფე­ბით. დღე­ში 3-ჯერ შე­მოვ­ლა აქვთ. ვინ­მე ცუ­დად თუ ხდე­ბა, "სას­წრა­ფოს" იძა­ხე­ბენ და გა­დაჰ­ყავთ.

აქ მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის ამ­ბე­ბი ერ­თმა­ნეთს ძა­ლი­ან ჰგავს. ერთ-ერთი სა­ხელ­სა და გვარს არ ამ­ხელს:

- პა­ტი­მა­რი ვი­ყა­ვი. რომ გა­მო­ვე­დი, ბინა გა­ყი­დუ­ლი დამ­ხვდა. ჯერ ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში ვი­წე­ქი, იქი­დან რომ გა­მომ­წე­რეს, 2 დღე ქუ­ჩა­ში მე­ძი­ნა, მერე აქ მო­მიყ­ვა­ნეს. პი­რა­დო­ბა­ში სა­ცხოვ­რე­ბელ მი­სა­მარ­თად ქსნის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა #15 მი­წე­რია.

- ოჯა­ხის წევ­რე­ბი არ გყავთ?

- ერთი და მყავს და ისიც სიმ­სივ­ნი­თაა და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. 2 შვი­ლი ჰყავს. ერთი პა­ტა­რა ოთა­ხი გვქონ­და, გა­ყი­და და საფ­რან­გეთ­ში წა­ვი­და. გა­ყიდ­ვას ხომ ვერ და­ვუშ­ლი­დი? ახლა გვე­უბ­ნე­ბი­ან, მარ­ტის ბო­ლომ­დე აქ იქ­ნე­ბი­თო. ჩვე­ნი აქე­დან გაშ­ვე­ბა იქ­ნე­ბა? ყუ­რა­დღე­ბას გვაქ­ცე­ვენ, ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბიც და­ცუ­ლია. პი­რა­დად მე უკ­მა­ყო­ფი­ლო არაფ­რით ვარ. აქ მცხოვ­რებ­თა მხრი­დან სა­ხელ­მწი­ფოს მი­სა­მარ­თით საყ­ვე­დუ­რის თქმა დიდი უმა­დუ­რო­ბა იქ­ნე­ბა. ერთ-ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სი­უ­ჟეტ­ში თით­ქოს უკ­მა­ყო­ფი­ლო ხალ­ხი აჩ­ვე­ნეს. და­ბა­ნა თუ არ გინ­და, ვე­რა­ვინ დაგ­ბანს. ტე­ლე­ვი­ზო­რი­დან გვეს­მის, უსახ­ლკა­რო­ე­ბის­თვის შე­ნო­ბა შენ­დე­ბაო, მარ­თა­ლია?

- და­ვით ნარ­მა­ნი­ას­თან შეხ­ვედ­რას ვა­პი­რებ, მის­თვის სათ­ქმე­ლი ხომ არა­ფე­რი გაქვთ?

ვაჟა გელ­დი­აშ­ვი­ლი:

- ასე უთხა­რი, მე-12 კარ­ვი­დან ვაჟა პა­პამ დიდი მო­კი­თხვა შე­მო­გით­ვა­ლა, ხალ­ხს რა­საც დაჰ­პირ­დი, ის ოც­ნე­ბა აუს­რუ­ლე, გზი­დან არ გა­და­უხ­ვიო-თქო. აქ მას­თან ერ­თად სერ­გე­ენ­კოც მო­დის ხოლ­მე, ყუ­რა­დღე­ბას გვაქ­ცე­ვენ. ისე, "ნა­ცებ­თა­ნაც" მინ­და, რა­ღაც და­გა­ბა­რო, მაგ­რამ გოგო ხარ და რა­საც ვფიქ­რობ, ვერ გე­ტყვი, მე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სოა, ჩვენ­თან რა­ტომ არ მო­დი­ან? დღემ­დე აქ არც ერთი "ნა­ცი­ო­ნა­ლი" არ გა­ჭა­ჭა­ნე­ბუ­ლა. მა­გათ სად სცა­ლი­ათ? ვანო და ბაჩო უნდა გა­და­არ­ჩი­ნონ. შარ­შან, შარ­შან­წინ, იმის წინ, ქუ­ჩა­ში რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი და­ი­ხო­ცა, მა­შინ სად იყ­ვნენ? ჩვენ­ზე ამ მთავ­რო­ბა­საც რომ არ ეზ­რუ­ნა, ვინ იცის, აქ მყო­ფი 200-მდე ადა­მი­ა­ნი­დან, ამ ზამ­თარ­ში წე­რილს რამ­დე­ნი წა­ვი­ღებ­დით. წე­ლი­წა­დი და 9 თვე ვა­კის პარკში ვცხოვ­რობ­დი. იქა­უ­რი "იგ­რო­კე­ბი" მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, ზოგს რა მოჰ­ქონ­და, ზოგს - რა და იო­ლად გავ­დი­ო­დი.

- ცოლ-შვი­ლი არ გყავთ?

- ჩემს პი­რა­დულს ნუ შე­ვე­ხე­ბით, ეს ძა­ლი­ან დიდი ტკი­ვი­ლია, ყვე­ლას თა­ვის გზა­ზე გა­უ­მარ­ჯოს.

- ახალ წელს რო­გორ შეხ­ვდით?

- ახალ წელს პირ­ვე­ლი ნა­თე­ლაშ­ვი­ლი მო­ვი­და და დღე­სას­წა­უ­ლი მოგ­ვი­ლო­ცა, 10 ლარი დაგ­ვი­ტო­ვა.

- თი­თოს 10 ლარი გა­ჩუ­ქათ?

- თი­თოს - არა, 10 ლარი კა­რავ­ში და­ტო­ვა, ტკბი­ლე­უ­ლი, ღვი­ნო მოგ­ვი­ტა­ნა, მაგ­რამ ღვი­ნო უკან გა­ა­ტა­ნი­ნეს, აქ და­ლე­ვა არ შე­იძ­ლე­ბა. მე­ო­რედ რომ მოხ­ვალ, ცოტა ღვი­ნოს თუ მოგ­ვი­ტან, კარ­გი იქ­ნე­ბა.

- თქვენს კა­რავ­ზე წარ­წე­რაა, - "ალ­კოჰო­ლის შე­მო­ტა­ნა აკ­რძა­ლუ­ლია".

- ამ კა­რავ­ში მშვი­დი ხალ­ხი ვართ. ერ­თმა­ნეთს არა­ფერს ვუ­შა­ვებთ. 2 ჭი­ქის და­ლე­ვა მად­ლია. გვარს არ და­ვა­სა­ხე­ლებ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, აქ პატ­რულ­მა ერთი დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი ექი­მი, 86 წლის პრო­ფე­სო­რი მო­იყ­ვა­ნა, თურ­მე შვი­ლებს სახ­ლი­დან გა­მო­უგ­დი­ათ. მერე შვი­ლებს და­უ­რე­კეს, შე­არ­ცხვი­ნეს. მო­ვიდ­ნენ და წა­იყ­ვა­ნეს.

ზვი­ად კვირ­ტია:

- 22 წე­ლია, სე­ნაკ­ში ჩემს სახ­ლში ლტოლ­ვი­ლე­ბი არი­ან შე­სახ­ლე­ბუ­ლე­ბი და ვერ გა­მო­ვიყ­ვა­ნე. თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია და­ვა­არ­სე. მინ­და, ის პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენ­ნა­ირ ადა­მი­ა­ნებს აწუ­ხებთ, შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ე­ბამ­დე მი­ვი­ტა­ნოთ.

ნი­კო­ლოზ მახ­ვი­ლა­ძე:

- ამ ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხე­ლით მო­ლა­პა­რა­კე­ბას ჩვენ ვა­წარ­მო­ებთ. ნდო­ბა ხელ­მო­წე­რე­ბით დაგ­ვი­დას­ტუ­რეს. თბი­ლის­ში ზა­ჰე­სის და­სახ­ლე­ბა­ში მა­ღა­ზი­ას ვა­მუ­შა­ვებ­დი. კერ­ძო იპო­თე­კა­რე­ბის­გან კრე­დი­ტი მქონ­და აღე­ბუ­ლი. 2008 წელს ომი რომ და­ი­წყო, ოჯა­ხი 3 დღით კა­ხეთ­ში წა­ვიყ­ვა­ნე. რომ ჩა­მო­ვე­დი, მა­ღა­ზია გა­ქურ­დუ­ლი დამ­ხვდა, ად­გილ­ზე სას­წო­რიც კი არ და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ. ვა­ლე­ბი ვე­ღარ გა­და­ვი­ხა­დე, ბინა და კი­დევ თუ რამე მე­ბა­და, ყვე­ლა­ფე­რი გავ­ყი­დე.

- თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბი სად არი­ან?

- შვი­ლი კა­ხეთ­ში მყავს გა­ძი­ძა­ვე­ბუ­ლი, მე­უღ­ლე თურ­ქეთ­შია. ქუ­ჩა­ში 3 ღამე მე­ძი­ნა, სა­დარ­ბა­ზო­ებ­ში დავ­დი­ო­დი. მერე ამ თავ­შე­საფ­რის შე­სა­ხებ გა­ვი­გე და მო­ვე­დი. გა­ნათ­ლე­ბით კი­ნოდ­რა­მა­ტურ­გი ვარ, რუ­სეთ­ში "ვგი­კი" მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ჩემი სცე­ნა­რით 4 ფილ­მია გა­და­ღე­ბუ­ლი. რუ­სულ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი და ახლა ასე დავ­რჩი, რა ვქნა?

ამ თავ­შე­სა­ფარ­ში მად­ლი­ერ ადა­მი­ა­ნებ­საც შეხ­ვდე­ბით და უმა­დუ­რებ­საც. არა­ვის გან­ვსჯი, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი თვა­ლით ნა­ნა­ხი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­მიძ­ლია, ვთქვა, რომ თავ­შე­სა­ფარ­ში მყოფ ადა­მი­ა­ნებს სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან მზრუნ­ვე­ლო­ბა არ აკ­ლი­ათ. ყვე­ლა­ფე­რი ისე, რო­გორც გვინ­და, ზოგ­ჯერ ოჯა­ხებ­შიც არ არის. თავ­შე­სა­ფარ­ში ექი­მე­ბის, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ი­სა და "კა­თარ­ზი­სის" 24-სა­ა­თი­ა­ნი მო­რი­გე­ო­ბაა და­წე­სე­ბუ­ლი. ჩემი იქ ყოფ­ნის დროს ერთ-ერთი ბი­ნად­რის შე­უძ­ლოდ ყოფ­ნის გამო "სას­წრა­ფოც" გა­მო­ი­ძა­ხეს და ახალ­გაზ­რდა ბიჭი სტა­ცი­ო­ნარ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ვნა­ხე, რო­გორ ური­გებ­დნენ "კა­თარ­ზი­სი­დან" მო­ტა­ნილ საკ­ვებს. სა­ღა­მოს მე­ნიუ - 2 გუფ­თა, კარ­ტო­ფი­ლი, შვრი­ის ფაფა რძით, ჩაი და ვაშ­ლი იყო. თავ­შე­საფ­რის ბი­ნად­რებს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის მზა­რე­უ­ლე­ბი ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან.

ნუგ­ზარ ყა­ტა­შუ­რი, მზა­რე­უ­ლი:

- კერ­ძებს "კა­თარ­ზი­სის" სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ვამ­ზა­დებთ და მოგ­ვაქვს. ჩვენ მხო­ლოდ ერთი შე­ნიშ­ვნა გვაქვს, - "კა­თარ­ზის­ში" მცი­რე სამ­ზა­რე­უ­ლოა.

- კვე­ბის რა­ცი­ო­ნი რო­გო­რია?

- ძეხ­ვი, კა­რა­ქი, სო­სი­სი, კვერ­ცხი, ყვე­ლი, კატ­ლე­ტი, წი­წი­ბუ­რა, გუფ­თა, ლო­ბიო, თევ­ზი. დღე­ში 2-ჯე­რა­დი კვე­ბაა. კა­ლო­რი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით ეს სა­ხე­ო­ბე­ბი დღე­ე­ბის მი­ხედ­ვით ნა­წილ­დე­ბა.

ნანა მუს­ხე­ლიშ­ვი­ლი, "კა­თარ­ზი­სის" პრე­ზი­დენ­ტის მო­ად­გი­ლე:

- ჯან­დაც­ვის, თავ­დაც­ვის, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია ამ ადა­მი­ა­ნებს 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ემსა­ხუ­რე­ბი­ან. "კა­თარ­ზისს" მუდ­მი­ვად ჰყავს 3 წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. არ­სე­ბულ გა­რე­მო­ში ვცდი­ლობთ ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვიც­ვათ, კარ­ვე­ბის დე­ზინ­ფექ­ცი­ას კვი­რა­ში 2-ჯერ თავ­დაც­ვის სა­მი­ნისტ­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ატა­რე­ბენ. სამ­წუ­ხა­როდ, და­სუფ­თა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ხში­რად კარ­ვე­ბი­დან გვხვდე­ბა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა. სხვაა პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნა და სხვა - ან­ტი­სა­ნი­ტა­რია. პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნის დაც­ვას ვე­რა­ვის ვა­ი­ძუ­ლებთ.

- ამის სა­ჭი­რო­ე­ბა არის?

- არის. აქ მყოფ­თა 90% ალ­კოჰოლ­და­მო­კი­დე­ბუ­ლია. ალ­კოჰო­ლის შე­მო­ტა­ნას სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ, მაგ­რამ ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­დი­ან, სვა­მენ და შე­მო­დი­ან. ვი­საც გა­და­ად­გი­ლე­ბა არ შე­უძ­ლია, აქვე აბა­ზა­ნა გვაქვს. ვი­საც სი­ა­რუ­ლი შე­უძ­ლია, აბა­ნო­ში ვუშ­ვებთ, რომ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თა­ნაც მო­ლა­პა­რა­კე­ბუ­ლე­ბი ვართ. დავ­რდო­მი­ლებს ჩვე­ნი სათ­ნო­ე­ბის დები და ძმე­ბი აბა­ნა­ვე­ბენ. პამ­პერსს უკე­თე­ბენ. ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი გვყავს.

- ქა­ლე­ბი და კა­ცე­ბი ცალ­კე კარ­ვებ­ში რომ არ ცხოვ­რო­ბენ, გა­მიკ­ვირ­და.

- თა­ვი­დან უფრო ქა­ო­სი იყო, ასე თა­ვად გა­და­ნა­წილ­დნენ. კარ­ვებს ყო­ველ­დღე იც­ვლი­ან. აღ­წე­რით და­ვი­ღა­ლეთ. ერ­თმა­ნეთს ნივ­თებს ჰპა­რა­ვენ. აქ მყოფ­თა უმე­ტე­სო­ბა ნა­სა­მარ­თლე­ვია. გარ­შე­მო კრი­მი­ნო­გე­ნუ­ლი სი­ტუ­ა­ცია გა­უ­ა­რეს­და. ძარ­ცვის შემ­თხვე­ვაც მოხ­და და ძაღ­ლი კვალ­მა აქ მო­იყ­ვა­ნა. ად­გილ­ზე ერ­თმა ბი­ნა­დარ­მა მე­ო­რეს 700 ლარი მოჰ­პა­რა. ტუ­ა­ლე­ტის ქა­ღალ­დე­ბი რომ და­ვუ­რი­გეთ, წა­ვიდ­ნენ და ხელ­ზე მო­ვაჭ­რე­ებს ჩა­ა­ბა­რეს. ტან­საც­მე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბას მო­აქვს, თა­ვად ირ­ჩე­ვენ, ირ­გე­ბენ. სა­რე­ცხის­თვის თასე­ბი ვუ­ყი­დეთ, სა­რე­ცხ სა­შუ­ა­ლე­ბებს ერთჯე­რად ჭი­ქებ­ში ვუყ­რით, რომ არ გა­ი­ტა­ნონ და არ გა­ყი­დონ. დღეს დი­ლით სა­უზ­მე 181-მა ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო. პირ­ველ დღე­ებ­ში ყვე­ლა გა­ხა­რე­ბუ­ლი იყო. გა­ყი­ნუ­ლი ქუ­ჩი­დან თბილ კა­რავ­ში რომ მო­ვიდ­ნენ, უხა­რო­დათ. მო­თხოვ­ნი­ლე­ბა თან­და­თან გა­ე­ზარ­დათ, პრე­ტენ­ზი­ებს გა­მოთ­ქვა­მენ.

"კა­თარ­ზი­სის" "ოთა­ხი­დან" სა­მე­დი­ცი­ნო კა­რავ­ში გა­და­ვი­ნაც­ვლე

ეთერ კა­კა­უ­რი­ძე, ექი­მი:

- ყო­ველ­დღი­უ­რად 50-დან 80-მდე ადა­მი­ა­ნი მო­დის. ზოგს წნე­ვის გა­სინ­ჯვა უნდა, ზოგს სხვა ჩი­ვი­ლე­ბი აქვს. მდგო­მა­რე­ო­ბას ად­გილ­ზე ვსწავ­ლობთ და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პა­ცი­ენ­ტის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას ვახ­დენთ.

- და­ფი­ნან­სე­ბის სა­კი­თხი რო­გორ არის?

- სა­ყო­ველ­თაო და­ზღვე­ვით სარ­გებ­ლო­ბენ. ხში­რია ალ­კოჰო­ლუ­რი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის შემ­თხვე­ვე­ბი.

- აქ რო­მე­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი გაქვთ?

- მე­დი­კა­მენ­ტე­ბით ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ დო­ნე­ზე გვაქვს მო­მა­რა­გე­ბა. ბრონ­ქი­ტის, მსუ­ბუ­ქი პნევ­მო­ნი­ის, ჰი­პერ­ტო­ნი­კე­ბის­თვის მა­რე­გუ­ლი­რებ­ლე­ბი, მოყინ­ვის, ჭრი­ლო­ბე­ბის და­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი გვაქვს.

იმის გა­სარ­კვე­ვად, თუ რას უპი­რებს სა­ხელ­მწი­ფო ამ ადა­მი­ა­ნებს და რო­გო­რი ტი­პის თავ­შე­საფ­რის აშე­ნე­ბას გეგ­მავს, რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნისტრს, და­ვით ნარ­მა­ნი­ას მივ­მარ­თე.

- პირ­ველ რიგ­ში უნდა ვთქვა, რომ თავ­შე­სა­ფარ­ში კვი­რა­ში 2-ჯერ მა­ინც მივ­დი­ვარ. ყვე­ლას ვიც­ნობ და თა­ვა­დაც მიც­ნო­ბენ. ძა­ლი­ან უშუ­ა­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. ყვე­ლაფ­რის შეს­რუ­ლე­ბა არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, რისი მო­თხოვ­ნა, სურ­ვი­ლი და ჩვე­ნი მხრი­დან შე­თა­ვა­ზე­ბაც არის, გარ­და იმი­სა, რა­საც თავ­შე­სა­ფარ­ში მყოფ ადა­მი­ან­თა ერთი ნა­წი­ლი ითხოვს. ეს არის ბი­ნე­ბით დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა.

- ბი­ნე­ბის მუდ­მივ სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ცე­მას ითხო­ვენ?

- დიახ და პრობ­ლე­მაც ეს არის.

- თქვენ მათ ჰპირ­დე­ბით, რომ გა­ზა­ფხუ­ლი­დან უკე­თეს პი­რო­ბებ­ში იცხოვ­რე­ბენ. რის გა­კე­თე­ბას აპი­რებთ?

- მათ კონ­სტრუქ­ცი­უ­ლად აშე­ნე­ბულ სენდვიჩ-პა­ნე­ლურ სპე­ცი­ა­ლურ სახ­ლში გა­და­ვიყ­ვანთ. ამა­ზე მუ­შა­ო­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლი გვაქვს, ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრომ ფარ­თო­ბის რამ­დე­ნი­მე ალ­ტერ­ნა­ტი­ვა შე­მოგ­ვთა­ვა­ზა. არ­ჩე­ვანს ერთ-ერ­თზე გა­ვა­კე­თებთ და ნა­გე­ბო­ბის მშე­ნებ­ლო­ბას და­ვი­წყებთ. თავ­შე­სა­ფა­რი 200 ადა­მი­ან­ზე იქ­ნე­ბა გათ­ვლი­ლი, იქ უკე­თე­სი ჰი­გი­ე­ნუ­რი პი­რო­ბე­ბი ექ­ნე­ბათ, სამ­ზა­რე­უ­ლო, სა­სა­დი­ლო და კა­პი­ტა­ლუ­რად შე­მო­ღო­ბი­ლი ეზო ექ­ნე­ბა.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ ძა­ლი­ან ბევ­რი ქვეყ­ნის გა­მოც­დი­ლე­ბა გა­ა­ა­ნა­ლი­ზა და ის მი­ნი­მა­ლუ­რად აუ­ცი­ლე­ბე­ლი სტან­დარ­ტე­ბი, რომ­ლის და­ნერგვა­საც ვა­პი­რებთ, სწო­რედ ამ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბი­თაა მომ­ზა­დე­ბუ­ლი. შემ­დგომ, მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი დამ­ტკიც­დე­ბა. ეს იქ­ნე­ბა ჩვენ­თვის ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი, რო­გორ და­ვა­ლა­გოთ ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, რომ შემ­დგომ­ში ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის უკე­თე­სი სერ­ვი­სის შე­თა­ვა­ზე­ბა იყოს შე­საძ­ლე­ბე­ლი.

- ის ფარ­თო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრომ შე­მოგ­თა­ვა­ზათ, თბი­ლი­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა?

- გა­რე­უ­ბან­შია. სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კა გვიჩ­ვე­ნებს, რომ თავ­შე­სა­ფა­რი და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტი­დან მი­ნი­მუმ ნა­ხე­ვა­რი კი­ლო­მეტ­რით მა­ინც უნდა იყოს და­შო­რე­ბუ­ლი.

- უსახ­ლკა­რო­ე­ბი თავ­შე­სა­ფარ­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე იცხოვ­რე­ბენ?

- რა თქმა უნდა, ისი­ნი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მით და­ფი­ნანსდე­ბი­ან.

- ეს პროგ­რა­მა რას მო­ი­ცავს?

- დე­ტა­ლებს უფრო კარ­გად ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბე­ბენ. თავ­შე­სა­ფა­რი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლად და­ლა­გე­ბუ­ლი და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი უნდა იყოს, მე­ო­რე მხრივ, უნდა იყოს ჰი­გი­ე­ნუ­რი პი­რო­ბე­ბი და კვე­ბის რა­ცი­ო­ნი და­ცუ­ლი. თი­თო­ე­ულ­მა მო­ბი­ნა­დ­­რემ ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი კა­ლო­რი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა (2000-2300 კა­ლო­რია) უნდა მი­ი­ღოს. სა­ნი­ტა­რუ­ლი კვან­ძე­ბი, მან­ძი­ლი სახ­ლი­დან ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბამ­დე და ა.შ. ყვე­ლა დე­ტა­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

- ანუ ამ ადა­მი­ა­ნებ­ზე პატ­რო­ნაჟს თა­ვი­დან ბო­ლომ­დე სა­ხელ­მწი­ფო იღებს?

- დიახ, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკვე მი­ღე­ბუ­ლია.

- მშე­ნებ­ლო­ბას რო­დი­დან და­ი­წყებთ?

- და­ვა­ლე­ბე­ბი უკვე გა­ცე­მუ­ლია, ჩვე­ნი ქვემ­დე­ბა­რე მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი საპ­რო­ექ­ტო ნა­ხა­ზებს, დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას ამ­ზა­დებს. ხარჯთაღ­რი­ცხვას წარ­მო­ად­გენს, რის შემ­დე­გაც მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე მი­ი­ღე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­ფი­ნან­სე­ბის გა­მო­ყო­ფა­ზე და მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყე­ბა.

- მა­ნამ­დე მოს­კო­ვის გამ­ზი­რი­დან მათი გა­დაყ­ვა­ნა სხვა ად­გილ­ზე ხომ არ იგეგ­მე­ბა? მი­თხრეს, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა შე­წუ­ხე­ბუ­ლია.

- მო­სახ­ლე­ო­ბის მხრი­დან პრე­ტენ­ზი­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მეც მაქვს. ამი­ტომ ვარ­ჩევთ ისეთ ად­გილს, რო­მე­ლიც და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტი­დან მო­შო­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. მას შემ­დეგ, რაც ად­გილს შე­ვარ­ჩევთ, ამ ადა­მი­ა­ნებს გა­და­ვიყ­ვანთ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში და­ი­წყე­ბა მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცე­სიც. რო­გორც მე­უბ­ნე­ბი­ან, მშე­ნებ­ლო­ბა 2 თვე­ში დას­რულ­დე­ბა. მა­ნამ­დე იქ კარ­ვე­ბი ჩა­იდ­გმე­ბა.

- ეს, რაც შე­ე­ხე­ბა თბი­ლის­ში არ­სე­ბულ თავ­შე­სა­ფარს, მაგ­რამ უსახ­ლკა­რო­ე­ბის­თვის ანა­ლო­გი­უ­რი თავ­შე­საფ­რე­ბი გორ­სა და ქუ­თა­ის­შიც არის მო­წყო­ბი­ლი. იქ მყოფ ადა­მი­ა­ნებს რას უპი­რებთ?

- მათ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი აი­ღე­ბენ. თბი­ლი­სის მე­რი­ამ ეს სა­კი­თხი წლე­ბის მან­ძილ­ზე ვერ მო­ა­წეს­რი­გა. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ჯან­დაც­ვი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ებს მოგ­ვეგ­ვა­რე­ბი­ნა ეს სა­კი­თხი და სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, სხვა სა­მი­ნის­ტრო­ე­ბიც დაგ­ვხმა­რე­ბოდ­ნენ. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ კარ­ვე­ბი, სა­წო­ლე­ბი გა­უგ­ზავ­ნა. შე­შით მუდ­მი­ვად ვა­მა­რა­გებთ, მაგ­რამ ორ­გა­ნი­ზე­ბას მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი უწე­ვენ. ქუ­თა­ის­ში სულ სამი ადა­მი­ა­ნია, გორ­ში - 10-მდე. რე­გი­ო­ნებ­ში ეს სა­კი­თხი მწვა­ვედ არ დგას.

- რა­ო­დენ გა­საკ­ვი­რიც უნდა იყოს, ზო­გი­ერ­თი თავ­შე­სა­ფარ­ში ცხოვ­რე­ბას ქუ­ჩა­ში ყოფ­ნას ამ­ჯო­ბი­ნებს და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს კარ­ვებ­ში გა­დაყ­ვა­ნა­ზე უარს ეუბ­ნე­ბი­ან.

- ასე­თე­ბიც არი­ან, მაგ­რამ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას მი­ე­ნი­ჭე­ბა უფ­ლე­ბა, თავ­შე­სა­ფარ­ში იძუ­ლე­ბის წე­სით გა­და­იყ­ვა­ნოს.

- ბა­ტო­ნო და­ვით, სა­მი­ნის­ტროს გა­სუ­ლი წლის საქ­მი­ა­ნო­ბას რო­გორ შე­ა­ფა­სებთ? ოპო­ნენ­ტე­ბი მუდ­მი­ვად შე­ჩე­რე­ბულ პრო­ექ­ტებ­ზე გსაყ­ვე­დუ­რო­ბენ.

- მე მათ ოპო­ნენ­ტებს ვერ ვუ­წო­დებ. ოპო­ნენ­ტე­ბი არი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჯან­სა­ღად გაკ­რი­ტი­კე­ბენ, მაგ­რამ ადა­მი­ან­თა ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ცდი­ლობს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნოს, ოპო­ნენ­ტი არ არის. სჯობს, მათ სა­ხე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და­არ­ქვას. 2013 წელს 130 მი­ლი­ო­ნი ლა­რით მეტი სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­ვას­რუ­ლეთ, ვიდ­რე 2012 წელს. 1 მი­ლი­არ­დამ­დე ღი­რე­ბუ­ლე­ბის ტენ­დერე­ბი გა­მო­ცხად­და და ამ ტენ­დერებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვის ნიშ­ნე­ბი არ გა­ჩე­ნი­ლა. საქ­მით და­ვამ­ტკი­ცეთ, რომ მშე­ნებ­ლო­ბი­სას ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

- წელს რა გეგ­მე­ბი გაქვთ?

- 2014 წელს სხვა­დას­ხვა სა­მუ­შა­ო­ში 900 მი­ლი­ონ ლარ­ზე მე­ტის და­ხარ­ჯვას ვგეგ­მავთ. პრი­ო­რი­ტე­ტი იქ­ნე­ბა გზე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა. გარ­და ამი­სა, 200 კი­ლო­მეტრზე მეტი ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის გზე­ბი მო­წეს­რიგ­დე­ბა. 25 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ი­წყე­ბა. ეს სო­ცი­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტია. სოფ­ლის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში 50 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა. 2014 წელი ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის რე­ფორ­მის თვალ­საზ­რი­სით გა­დამ­წყვე­ტი წელი იქ­ნე­ბა. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვეც­დე­ბით, რე­ფორ­მამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღოს. რე­გი­ო­ნებ­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს ჩვე­ნი ჯგუ­ფე­ბი ად­გილ­ზე სწავ­ლო­ბენ. ამ კა­ბი­ნეტ­ში ძა­ლი­ან ცოტა დროს ვა­ტა­რებ, მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რე­ბი ხში­რად გვაქვს და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს მათი აზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ვი­ღებთ.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

გზავნილი თავშესაფრიდან ახლანდელი და ყოფილი ხელისუფლების მისამართით

გზავნილი თავშესაფრიდან ახლანდელი და ყოფილი ხელისუფლების მისამართით

ზამთრის ცივ დღეებში ქუჩაში, ბაღებში, სადარბაზოებში, ავტობუსის გაჩერებებზე თავშეფარებული, უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები უკვე თავშესაფარში არიან. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მოსკოვის გამზირზე გახსნილ თავშესაფარში 180-მდე ადამიანი ცხოვრობს. რამდენიმე დღის წინ თავშესაფარს თავად ვესტუმრე და რამდენიმე საათი მათთან გავატარე.

- მესამე კვირაა, ამ კარავში 11 ადამიანი ვცხოვრობთ. სითბო და კვება არ გვაკლია, - მითხრა მამაკაცმა და მე-12 კარავში შესვლა მთხოვა.

- კარავში შეშა რომ გაქვთ მომარაგებული, ვხედავ. თქვენი კვების რაციონი როგორია?

- კვერცხი, კარაქი, ყველი, ლობიო, ხორცი, თევზი. ხშირად ნამცხვრები და ხილიც კი მოაქვთ. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვიმყოფებით. დღეში 3-ჯერ შემოვლა აქვთ. ვინმე ცუდად თუ ხდება, "სასწრაფოს" იძახებენ და გადაჰყავთ.

აქ მყოფი ადამიანების ამბები ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ერთ-ერთი სახელსა და გვარს არ ამხელს:

- პატიმარი ვიყავი. რომ გამოვედი, ბინა გაყიდული დამხვდა. ჯერ ფსიქიატრიულში ვიწექი, იქიდან რომ გამომწერეს, 2 დღე ქუჩაში მეძინა, მერე აქ მომიყვანეს. პირადობაში საცხოვრებელ მისამართად ქსნის დაწესებულება #15 მიწერია.

- ოჯახის წევრები არ გყავთ?

- ერთი და მყავს და ისიც სიმსივნითაა დაავადებული. 2 შვილი ჰყავს. ერთი პატარა ოთახი გვქონდა, გაყიდა და საფრანგეთში წავიდა. გაყიდვას ხომ ვერ დავუშლიდი? ახლა გვეუბნებიან, მარტის ბოლომდე აქ იქნებითო. ჩვენი აქედან გაშვება იქნება? ყურადღებას გვაქცევენ, ჰიგიენის ნორმებიც დაცულია. პირადად მე უკმაყოფილო არაფრით ვარ. აქ მცხოვრებთა მხრიდან სახელმწიფოს მისამართით საყვედურის თქმა დიდი უმადურობა იქნება. ერთ-ერთ სატელევიზიო სიუჟეტში თითქოს უკმაყოფილო ხალხი აჩვენეს. დაბანა თუ არ გინდა, ვერავინ დაგბანს. ტელევიზორიდან გვესმის, უსახლკაროებისთვის შენობა შენდებაო, მართალია?

- დავით ნარმანიასთან შეხვედრას ვაპირებ, მისთვის სათქმელი ხომ არაფერი გაქვთ?

ვაჟა გელდიაშვილი:

- ასე უთხარი, მე-12 კარვიდან ვაჟა პაპამ დიდი მოკითხვა შემოგითვალა, ხალხს რასაც დაჰპირდი, ის ოცნება აუსრულე, გზიდან არ გადაუხვიო-თქო. აქ მასთან ერთად სერგეენკოც მოდის ხოლმე, ყურადღებას გვაქცევენ. ისე, "ნაცებთანაც" მინდა, რაღაც დაგაბარო, მაგრამ გოგო ხარ და რასაც ვფიქრობ, ვერ გეტყვი, მეუხერხულება. საინტერესოა, ჩვენთან რატომ არ მოდიან? დღემდე აქ არც ერთი "ნაციონალი" არ გაჭაჭანებულა. მაგათ სად სცალიათ? ვანო და ბაჩო უნდა გადაარჩინონ. შარშან, შარშანწინ, იმის წინ, ქუჩაში რამდენი ადამიანი დაიხოცა, მაშინ სად იყვნენ? ჩვენზე ამ მთავრობასაც რომ არ ეზრუნა, ვინ იცის, აქ მყოფი 200-მდე ადამიანიდან, ამ ზამთარში წერილს რამდენი წავიღებდით. წელიწადი და 9 თვე ვაკის პარკში ვცხოვრობდი. იქაური "იგროკები" მეხმარებოდნენ, ზოგს რა მოჰქონდა, ზოგს - რა და იოლად გავდიოდი.

- ცოლ-შვილი არ გყავთ?

- ჩემს პირადულს ნუ შევეხებით, ეს ძალიან დიდი ტკივილია, ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს.

- ახალ წელს როგორ შეხვდით?

- ახალ წელს პირველი ნათელაშვილი მოვიდა და დღესასწაული მოგვილოცა, 10 ლარი დაგვიტოვა.

- თითოს 10 ლარი გაჩუქათ?

- თითოს - არა, 10 ლარი კარავში დატოვა, ტკბილეული, ღვინო მოგვიტანა, მაგრამ ღვინო უკან გაატანინეს, აქ დალევა არ შეიძლება. მეორედ რომ მოხვალ, ცოტა ღვინოს თუ მოგვიტან, კარგი იქნება.

- თქვენს კარავზე წარწერაა, - "ალკოჰოლის შემოტანა აკრძალულია".

- ამ კარავში მშვიდი ხალხი ვართ. ერთმანეთს არაფერს ვუშავებთ. 2 ჭიქის დალევა მადლია. გვარს არ დავასახელებ, რამდენიმე დღის წინ, აქ პატრულმა ერთი დამსახურებული ექიმი, 86 წლის პროფესორი მოიყვანა, თურმე შვილებს სახლიდან გამოუგდიათ. მერე შვილებს დაურეკეს, შეარცხვინეს. მოვიდნენ და წაიყვანეს.

ზვიად კვირტია:

- 22 წელია, სენაკში ჩემს სახლში ლტოლვილები არიან შესახლებულები და ვერ გამოვიყვანე. თანამოაზრეებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია დავაარსე. მინდა, ის პრობლემები, რომლებიც ჩვენნაირ ადამიანებს აწუხებთ, შესაბამის ორგანოებამდე მივიტანოთ.

ნიკოლოზ მახვილაძე:

- ამ ადამიანების სახელით მოლაპარაკებას ჩვენ ვაწარმოებთ. ნდობა ხელმოწერებით დაგვიდასტურეს. თბილისში ზაჰესის დასახლებაში მაღაზიას ვამუშავებდი. კერძო იპოთეკარებისგან კრედიტი მქონდა აღებული. 2008 წელს ომი რომ დაიწყო, ოჯახი 3 დღით კახეთში წავიყვანე. რომ ჩამოვედი, მაღაზია გაქურდული დამხვდა, ადგილზე სასწორიც კი არ დაეტოვებინათ. ვალები ვეღარ გადავიხადე, ბინა და კიდევ თუ რამე მებადა, ყველაფერი გავყიდე.

- თქვენი ოჯახის წევრები სად არიან?

- შვილი კახეთში მყავს გაძიძავებული, მეუღლე თურქეთშია. ქუჩაში 3 ღამე მეძინა, სადარბაზოებში დავდიოდი. მერე ამ თავშესაფრის შესახებ გავიგე და მოვედი. განათლებით კინოდრამატურგი ვარ, რუსეთში "ვგიკი" მაქვს დამთავრებული. ჩემი სცენარით 4 ფილმია გადაღებული. რუსულ ტელევიზიაში ვმუშაობდი და ახლა ასე დავრჩი, რა ვქნა?

ამ თავშესაფარში მადლიერ ადამიანებსაც შეხვდებით და უმადურებსაც. არავის განვსჯი, მაგრამ საკუთარი თვალით ნანახიდან გამომდინარე, შემიძლია, ვთქვა, რომ თავშესაფარში მყოფ ადამიანებს სახელმწიფოს მხრიდან მზრუნველობა არ აკლიათ. ყველაფერი ისე, როგორც გვინდა, ზოგჯერ ოჯახებშიც არ არის. თავშესაფარში ექიმების, საპატრულო პოლიციისა და "კათარზისის" 24-საათიანი მორიგეობაა დაწესებული. ჩემი იქ ყოფნის დროს ერთ-ერთი ბინადრის შეუძლოდ ყოფნის გამო "სასწრაფოც" გამოიძახეს და ახალგაზრდა ბიჭი სტაციონარში გადაიყვანეს. ვნახე, როგორ ურიგებდნენ "კათარზისიდან" მოტანილ საკვებს. საღამოს მენიუ - 2 გუფთა, კარტოფილი, შვრიის ფაფა რძით, ჩაი და ვაშლი იყო. თავშესაფრის ბინადრებს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის მზარეულები ემსახურებიან.

ნუგზარ ყატაშური, მზარეული:

- კერძებს "კათარზისის" სამზარეულოში ვამზადებთ და მოგვაქვს. ჩვენ მხოლოდ ერთი შენიშვნა გვაქვს, - "კათარზისში" მცირე სამზარეულოა.

- კვების რაციონი როგორია?

- ძეხვი, კარაქი, სოსისი, კვერცხი, ყველი, კატლეტი, წიწიბურა, გუფთა, ლობიო, თევზი. დღეში 2-ჯერადი კვებაა. კალორიების რაოდენობის მიხედვით ეს სახეობები დღეების მიხედვით ნაწილდება.

ნანა მუსხელიშვილი, "კათარზისის" პრეზიდენტის მოადგილე:

- ჯანდაცვის, თავდაცვის, ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლები, საპატრულო პოლიცია ამ ადამიანებს 24 საათის განმავლობაში ემსა­ხურებიან. "კათარზისს" მუდმივად ჰყავს 3 წარმომადგენელი. არსებულ გარემოში ვცდილობთ ჰიგიენუ­რი ნორმები მაქსიმა­ლურად დავიცვათ, კარვების დეზინფექციას კვირაში 2-ჯერ თავდაცვის სამინისტ­როს წარმომადგენლები ატარებენ. სამწუხაროდ, დასუფთავებასთან დაკავშირებით ხშირად კარვებიდან გვხვდება წინააღმდეგობა. სხვაა პირადი ჰიგიენა და სხვა - ანტისანიტარია. პირადი ჰიგიენის დაცვას ვერავის ვაიძულებთ.

- ამის საჭიროება არის?

- არის. აქ მყოფთა 90% ალკოჰოლდამოკიდებულია. ალკოჰოლის შემოტანას სამართალდამცავები აკონტროლებენ, მაგრამ ტერიტორიიდან გადიან, სვამენ და შემოდიან. ვისაც გადაადგილება არ შეუძლია, აქვე აბაზანა გვაქვს. ვისაც სიარული შეუძლია, აბანოში ვუშვებთ, რომლის ადმინისტრაციასთანაც მოლაპარაკებულები ვართ. დავრდომილებს ჩვენი სათნოების დები და ძმები აბანავებენ. პამპერსს უკეთებენ. ამ მდგომარეობაში რამდენიმე ადამიანი გვყავს.

- ქალები და კაცები ცალკე კარვებში რომ არ ცხოვრობენ, გამიკვირდა.

- თავიდან უფრო ქაოსი იყო, ასე თავად გადანაწილდნენ. კარვებს ყოველდღე იცვლიან. აღწერით დავიღალეთ. ერთმანეთს ნივთებს ჰპარავენ. აქ მყოფთა უმეტესობა ნასამართლევია. გარშემო კრიმინოგენული სიტუაცია გაუარესდა. ძარცვის შემთხვევაც მოხდა და ძაღლი კვალმა აქ მოიყვანა. ადგილზე ერთმა ბინადარმა მეორეს 700 ლარი მოჰპარა. ტუალეტის ქაღალდები რომ დავურიგეთ, წავიდნენ და ხელზე მოვაჭრეებს ჩააბარეს. ტანსაცმელი მოსახლეობას მოაქვს, თავად ირჩევენ, ირგებენ. სარეცხისთვის თასები ვუყიდეთ, სარეცხ საშუალებებს ერთჯერად ჭიქებში ვუყრით, რომ არ გაიტანონ და არ გაყიდონ. დღეს დილით საუზმე 181-მა ადამიანმა მიიღო. პირველ დღეებში ყველა გახარებული იყო. გაყინული ქუჩიდან თბილ კარავში რომ მოვიდნენ, უხაროდათ. მოთხოვნილება თანდათან გაეზარდათ, პრეტენზიებს გამოთქვამენ.

"კათარზისის" "ოთახიდან" სამედიცინო კარავში გადავინაცვლე

ეთერ კაკაურიძე, ექიმი:

- ყოველდღიურად 50-დან 80-მდე ადამიანი მოდის. ზოგს წნევის გასინჯვა უნდა, ზოგს სხვა ჩივილები აქვს. მდგომარეობას ადგილზე ვსწავლობთ და საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის ჰოსპიტალიზაციას ვახდენთ.

- დაფინანსების საკითხი როგორ არის?

- საყოველთაო დაზღვევით სარგებლობენ. ხშირია ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შემთხვევები.

- აქ რომელი მედიკამენტები გაქვთ?

- მედიკამენტებით ამბულატორიულ დონეზე გვაქვს მომარაგება. ბრონქიტის, მსუბუქი პნევმონიის, ჰიპერტონიკებისთვის მარეგულირებლები, მოყინვის, ჭრილობების დასამუშავებელი საშუალებები გვაქვს.

იმის გასარკვევად, თუ რას უპირებს სახელმწიფო ამ ადამიანებს და როგორი ტიპის თავშესაფრის აშენებას გეგმავს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, დავით ნარმანიას მივმართე.

- პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ თავშესაფარში კვირაში 2-ჯერ მაინც მივდივარ. ყველას ვიცნობ და თავადაც მიცნობენ. ძალიან უშუალო ურთიერთობა გვაქვს. ყველაფრის შესრულება არის შესაძლებელი, რისი მოთხოვნა, სურვილი და ჩვენი მხრიდან შეთავაზებაც არის, გარდა იმისა, რასაც თავშესაფარში მყოფ ადამიანთა ერთი ნაწილი ითხოვს. ეს არის ბინებით დაკმაყოფილება.

- ბინების მუდმივ საკუთრებაში გადაცემას ითხოვენ?

- დიახ და პრობლემაც ეს არის.

- თქვენ მათ ჰპირდებით, რომ გაზაფხულიდან უკეთეს პირობებში იცხოვრებენ. რის გაკეთებას აპირებთ?

- მათ კონსტრუქციულად აშენებულ სენდვიჩ-პანელურ სპეციალურ სახლში გადავიყვანთ. ამაზე მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს, ეკონომიკის სამინისტრომ ფართობის რამდენიმე ალტერნატივა შემოგვთავაზა. არჩევანს ერთ-ერთზე გავაკეთებთ და ნაგებობის მშენებლობას დავიწყებთ. თავშესაფარი 200 ადამიანზე იქნება გათვლილი, იქ უკეთესი ჰიგიენური პირობები ექნებათ, სამზარეულო, სასადილო და კაპიტალურად შემოღობილი ეზო ექნება.

ჯანდაცვის სამინისტრომ ძალიან ბევრი ქვეყნის გამოცდილება გააანალიზა და ის მინიმალურად აუცილებელი სტანდარტები, რომლის დანერგვასაც ვაპირებთ, სწორედ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობითაა მომზადებული. შემდგომ, მთავრობის სხდომაზე რეგულაციები დამტკიცდება. ეს იქნება ჩვენთვის ამოსავალი წერტილი, როგორ დავალაგოთ ინფრასტრუქტურა, რომ შემდგომში ამ ადამიანებისთვის უკეთესი სერვისის შეთავაზება იყოს შესაძლებელი.

- ის ფართობები, რომლებიც ეკონომიკის სამინისტრომ შემოგთავაზათ, თბილისის ტერიტორიაზეა?

- გარეუბანშია. საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ თავშესაფარი დასახლებული პუნქტიდან მინიმუმ ნახევარი კილომეტრით მაინც უნდა იყოს დაშორებული.

- უსახლკაროები თავშესაფარში გარდაცვალებამდე იცხოვრებენ?

- რა თქმა უნდა, ისინი სპეციალური სახელმწიფო პროგრამით დაფინანსდებიან.

- ეს პროგრამა რას მოიცავს?

- დეტალებს უფრო კარგად ჯანდაცვის სამინისტროში ჩამოაყალიბებენ. თავშესაფარი ინფრასტრუქტურულად დალაგებული და მოწესრიგებული უნდა იყოს, მეორე მხრივ, უნდა იყოს ჰიგიენური პირობები და კვების რაციონი დაცული. თითოეულმა მობინა­დ­­რემ ზრდასრული ადამიანისთვის აუცილებელი კალორიების რაოდენობა (2000-2300 კალორია) უნდა მიიღოს. სანიტარული კვანძები, მანძილი სახლიდან ავტობუსის გაჩერებამდე და ა.შ. ყველა დეტალი მნიშვნელოვანია.

- ანუ ამ ადამიანებზე პატრონაჟს თავიდან ბოლომდე სახელმწიფო იღებს?

- დიახ, ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

- მშენებლობას როდიდან დაიწყებთ?

- დავალებები უკვე გაცემულია, ჩვენი ქვემდებარე მუნიციპალური განვითარების ფონდი საპროექტო ნახაზებს, დოკუმენტაციას ამზადებს. ხარჯთაღრიცხვას წარმოადგენს, რის შემდეგაც მთავრობის სხდომაზე მიიღება გადაწყვეტილება დაფინანსების გამოყოფაზე და მშენებლობა დაიწყება.

- მანამდე მოსკოვის გამზირიდან მათი გადაყვანა სხვა ადგილზე ხომ არ იგეგმება? მითხრეს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა შეწუხებულია.

- მოსახლეობის მხრიდან პრეტენზიების შესახებ ინფორმაცია მეც მაქვს. ამიტომ ვარჩევთ ისეთ ადგილს, რომელიც დასახლებული პუნქტიდან მოშორებული იქნება. მას შემდეგ, რაც ადგილს შევარჩევთ, ამ ადამიანებს გადავიყვანთ მიმდებარე ტერიტორიაზე და პარალელურ რეჟიმში დაიწყება მშენებლობის პროცესიც. როგორც მეუბნებიან, მშენებლობა 2 თვეში დასრულდება. მანამდე იქ კარვები ჩაიდგმება.

- ეს, რაც შეეხება თბილისში არსებულ თავშესაფარს, მაგრამ უსახლკაროებისთვის ანალოგიური თავშესაფრები გორსა და ქუთაისშიც არის მოწყობილი. იქ მყოფ ადამიანებს რას უპირებთ?

- მათზე პასუხისმგებლობას ადგილობრივი მუნიციპალიტეტები აიღებენ. თბილისის მერიამ ეს საკითხი წლების მანძილზე ვერ მოაწესრიგა. პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს მოგვეგვარებინა ეს საკითხი და საჭიროების მიხედვით, სხვა სამინისტროებიც დაგვხმარებოდნენ. თავდაცვის სამინისტრომ კარვები, საწოლები გაუგზავნა. შეშით მუდმივად ვამარაგებთ, მაგრამ ორგანიზებას მუნიციპალიტეტები უწევენ. ქუთაისში სულ სამი ადამიანია, გორში - 10-მდე. რეგიონებში ეს საკითხი მწვავედ არ დგას.

- რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ზოგიერთი თავშესაფარში ცხოვრებას ქუჩაში ყოფნას ამჯობინებს და სამართალდამცავებს კარვებში გადაყვანაზე უარს ეუბნებიან.

- ასეთებიც არიან, მაგრამ საპატრულო პოლიციას მიენიჭება უფლება, თავშესაფარში იძულების წესით გადაიყვანოს.

- ბატონო დავით, სამინისტროს გასული წლის საქმიანობას როგორ შეაფასებთ? ოპონენტები მუდმივად შეჩერებულ პროექტებზე გსაყვედურობენ.

- მე მათ ოპონენტებს ვერ ვუწოდებ. ოპონენტები არიან ის ადამიანები, რომლებიც ჯანსაღად გაკრიტიკებენ, მაგრამ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მიზანმიმართულად ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, ოპონენტი არ არის. სჯობს, მათ სახელი საზოგადოებამ დაარქვას. 2013 წელს 130 მილიონი ლარით მეტი სამუშაოები შევასრულეთ, ვიდრე 2012 წელს. 1 მილიარდამდე ღირებულების ტენდერები გამოცხადდა და ამ ტენდერებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ გაჩენილა. საქმით დავამტკიცეთ, რომ მშენებლობისას ხარისხის გაუმჯობესება შესაძლებელია.

- წელს რა გეგმები გაქვთ?

- 2014 წელს სხვადასხვა სამუშაოში 900 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვას ვგეგმავთ. პრიორიტეტი იქნება გზების მშენებლობა. გარდა ამისა, 200 კილომეტრზე მეტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზები მოწესრიგდება. 25 მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სამუშაოები დაიწყება. ეს სოციალური თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. სოფლის პროგრამის ფარგლებში 50 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები ჩატარდება. 2014 წელი ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის თვალსაზრისით გადამწყვეტი წელი იქნება. მაქსიმალურად ვეცდებით, რეფორმამ შედეგი გამოიღოს. რეგიონებში არსებულ პრობლემებს ჩვენი ჯგუფები ადგილზე სწავლობენ. ამ კაბინეტში ძალიან ცოტა დროს ვატარებ, მოსახლეობასთან შეხვედრები ხშირად გვაქვს და გადაწყვეტილებებს მათი აზრის გათვალისწინებით ვიღებთ.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"