მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''საზოგადოების ნაწილის წარმოდგენა ორგიებზე ცოტა უცნაურია''
''საზოგადოების ნაწილის წარმოდგენა ორგიებზე ცოტა უცნაურია''

ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე წერს ლექ­სებს, თუმ­ცა არ უყ­ვარს გო­გო­ნე­ბის­თვის ლექ­სის სპონ­ტა­ნუ­რად მი­ძღვნა. შე­იძ­ლე­ბა, ლექ­სი წარ­სულ­ში დარ­ჩე­ნილ­მა გრძნო­ბამ და­ა­წე­რი­ნოს. რამ­დენ­ჯერ­მე უყ­ვარ­და. ამ თე­მა­ზე გი­ორ­გი ხმა­მაღ­ლა ლა­პა­რა­კობს და არ მა­ლავს, რომ ურ­თი­ერ­თო­ბა ბევრ ქალ­თან ჰქო­ნია. ჭო­რა­ო­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა გან­ხილ­ვის საგ­ნად არა­ერ­თხელ იქცა. ცდი­ლობს, ამ ყვე­ლა­ფერს ღი­მი­ლით შეხ­ვდეს.

- გი­ორ­გი, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ძა­ლი­ან ბო­ბო­ქა­რი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა გაქვთ.

- (იცი­ნის) ჩემ­ზე დი­ა­დი ლე­გენ­დე­ბი და­დის.

- რო­გორც ვხვდე­ბი, "ლე­გენ­დებ­ზე" არ ბრაზ­დე­ბით. ამას რო­გორ ახერ­ხებთ?

- ცხა­დია, ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ინ­ტე­რეს­დე­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჭო­რე­ბით. ვე­რა­ვინ იტყვის, ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით უგ­რძნო­ბი ვარო. ხან­და­ხან, რა­საც ლა­პა­რა­კო­ბენ, სა­სი­ა­მოვ­ნოდ მო­სას­მე­ნი ნამ­დვი­ლად არ გახ­ლავთ. მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერს ნელ-ნელა შე­ვეჩ­ვიე. რო­დე­საც სა­ჯა­რო პირი ხარ, ამ ყვე­ლაფ­რის თმე­ნი­სა და შე­გუ­ე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც გაქვს.

- ამ­ბო­ბენ, ცე­ცხლის გა­რე­შე კვამ­ლი არ არ­სე­ბობს. თქვენ შემ­თხვე­ვა­ში რა შე­გიძ­ლი­ათ თქვათ. რა­ტომ ვრცელ­დე­ბა არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო ჭო­რე­ბი თქვენ­ზე?

- მა­სო­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ჭო­რებს გუ­ლის­ხმობთ თუ სა­სიყ­ვა­რუ­ლო სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბულს?

- ამ შემ­თხვე­ვა­ში ქა­ლებ­ზე ვი­ლა­პა­რა­კოთ. გავ­რცელ­და ჭორი, რომ სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ორ­გი­ებს აწყობთ.

- (იცი­ნის) მგო­ნია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის წარ­მოდ­გე­ნა ორ­გი­ებ­ზე ცოტა უც­ნა­უ­რია. შე­იძ­ლე­ბა, ვინ­მემ ორ­გი­ად მო­ნათ­ლოს სად­მე კა­ფე­ში რამ­დე­ნი­მე ქალ­ბა­ტონ­თან ერ­თად ყოფ­ნა. ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით მე მათ ვე­რას­გზით ვერ შე­ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი. ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს აქვს უფ­ლე­ბა, სა­კუ­თა­რი აზრი ჰქონ­დეს.

- რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, კა­ფე­ში უბ­რა­ლოდ მსხდო­მებ­ზე თქვა, ორ­გია ჰქონ­და­თო?

- არა­ფე­რი არ არის შე­უძ­ლე­ბე­ლი, რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბა ლა­პა­რაკს. ადა­მი­ანს შე­უძ­ლია, ნე­ბის­მი­ე­რი რამ თქვას. მსგავს ჭო­რებს მე არც უარ­ვყოფ და არც და­ვა­დას­ტუ­რებ, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო. არ მინ­და, ჩემი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა, თუნ­დაც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი, მკვეთ­რად იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი მსგავ­სი ტი­პის მო­საზ­რე­ბებ­ზე. სა­სა­ცი­ლო იქ­ნე­ბა, მი­ვი­ღო რა­ღაც პოზა და ვთქვა, ნამ­დვი­ლად ასეა, ორ­გი­ე­ბის სამ­მარ­თვე­ლო მაქვს ბიბ­ლი­ო­თე­კის სა­ცა­ვებ­ში-მეთ­ქი ან პი­რი­ქით, თავი ვი­მარ­თლო.

- არ გი­ფიქ­რი­ათ, რომ მტრე­ბი გყავთ და ისი­ნი აგო­რე­ბენ მსგავს ჭო­რებს?

- მტე­რი ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს ჰყავს. მით უფრო ნე­ბის­მი­ერ აქ­ტი­ურ ადა­მი­ანს. ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია. არც ერთ ადა­მი­ანს არ უხა­რია, რომ მტე­რი ჰყავს, მაგ­რამ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა ეგუ­ე­ბა. ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია, თუკი ამას მტრე­ბი მი­კე­თე­ბენ, რა­ტომ არ თხზა­ვენ უფრო მძი­მე ბრალ­დე­ბებს. რა­ტომ ჩერ­დე­ბი­ან მა­ინ­ცდა­მა­ინც სექ­სუ­ა­ლურ თავ­გა­და­სავ­ლებ­ზე. რა­ტომ არის ეს მათ­თვის, რო­გორც მტრე­ბის­თვის, სა­ინ­ტე­რე­სო თემა. როცა თქვენ მკი­თხავთ, მქო­ნია თუ არა ბევ­რი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ის­ტო­რია, გი­პა­სუ­ხებთ, დიახ, მქო­ნია რამ­დე­ნი­მე სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა და ეს სა­ი­დუმ­ლო არც არის და ვერც არის. ჩემი ცხოვ­რე­ბა რამ­დე­ნა­დაც მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია საქ­მი­ა­ნი თვალ­საზ­რი­სით, იმ­დე­ნად რთუ­ლი და არე­უ­ლია, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში აქამ­დე ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, პი­რა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბით. მაგ­რამ ასე და­ჟი­ნე­ბით ჩემს წარ­სულ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებს რა­ტომ ით­ვლის სრუ­ლი­ად სხვა ხალ­ხი, რომ­ლებ­საც, წე­სით, სა­კუ­თა­რი წარ­სუ­ლი უნდა ჰქონ­დეთ, ვერ გე­ტყვით. თუმ­ცა ჭო­რა­ო­ბა, ალ­ბათ, ადა­მი­ა­ნად ყოფ­ნის ერთ-ერთი ნი­შა­ნია და ამის ბრა­ლი უნდა იყოს.

- შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, თქვენ ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში იყა­ვით.

- ადა­მი­ა­ნე­ბი მუდ­მი­ვად ძი­ე­ბა­ში არი­ან. არა მგო­ნია, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბობ­დეს წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრუ­ლი მა­რა­დი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

''საზოგადოების ნაწილის წარმოდგენა ორგიებზე ცოტა უცნაურია''

''საზოგადოების ნაწილის წარმოდგენა ორგიებზე ცოტა უცნაურია''

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე წერს ლექსებს, თუმცა არ უყვარს გოგონებისთვის ლექსის სპონტანურად მიძღვნა. შეიძლება, ლექსი წარსულში დარჩენილმა გრძნობამ დააწერინოს. რამდენჯერმე უყვარდა. ამ თემაზე გიორგი ხმამაღლა ლაპარაკობს და არ მალავს, რომ ურთიერთობა ბევრ ქალთან ჰქონია. ჭორაობის მოყვარულებისთვის მისი პირადი ცხოვრება განხილვის საგნად არაერთხელ იქცა. ცდილობს, ამ ყველაფერს ღიმილით შეხვდეს.

- გიორგი, როგორც ამბობენ, ძალიან ბობოქარი პირადი ცხოვრება გაქვთ.

- (იცინის) ჩემზე დიადი ლეგენდები დადის.

- როგორც ვხვდები, ''ლეგენდებზე'' არ ბრაზდებით. ამას როგორ ახერხებთ?

- ცხადია, ნებისმიერი ადამიანი ინტერესდება საკუთარ თავზე გავრცელებული ჭორებით. ვერავინ იტყვის, ამ საკითხთან დაკავშირებით უგრძნობი ვარო. ხანდახან, რასაც ლაპარაკობენ, სასიამოვნოდ მოსასმენი ნამდვილად არ გახლავთ. მაგრამ ამ ყველაფერს ნელ-ნელა შევეჩვიე. როდესაც საჯარო პირი ხარ, ამ ყველაფრის თმენისა და შეგუების ვალდებულებაც გაქვს.

- ამბობენ, ცეცხლის გარეშე კვამლი არ არსებობს. თქვენ შემთხვევაში რა შეგიძლიათ თქვათ. რატომ ვრცელდება არასახარბიელო ჭორები თქვენზე?

- მასონობასთან დაკავშირებულ ჭორებს გულისხმობთ თუ სასიყვარულო საკითხებთან დაკავშირებულს?

- ამ შემთხვევაში ქალებზე ვილაპარაკოთ. გავრცელდა ჭორი, რომ საჯარო ბიბლიოთეკაში ორგიებს აწყობთ.

- (იცინის) მგონია, რომ საზოგადოების ნაწილის წარმოდგენა ორგიებზე ცოტა უცნაურია. შეიძლება, ვინმემ ორგიად მონათლოს სადმე კაფეში რამდენიმე ქალბატონთან ერთად ყოფნა. ამ საკითხთან დაკავშირებით მე მათ ვერასგზით ვერ შევეწინააღმდეგები. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, საკუთარი აზრი ჰქონდეს.

- როგორ შეიძლება, კაფეში უბრალოდ მსხდომებზე თქვა, ორგია ჰქონდათო?

- არაფერი არ არის შეუძლებელი, როდესაც საქმე ეხება ლაპარაკს. ადამიანს შეუძლია, ნებისმიერი რამ თქვას. მსგავს ჭორებს მე არც უარვყოფ და არც დავადასტურებ, ძალიან მარტივი მიზეზის გამო. არ მინდა, ჩემი პირადი ცხოვრება, თუნდაც სამსახურებრივი, მკვეთრად იყოს დამოკიდებული მსგავსი ტიპის მოსაზრებებზე. სასაცილო იქნება, მივიღო რაღაც პოზა და ვთქვა, ნამდვილად ასეა, ორგიების სამმართველო მაქვს ბიბლიოთეკის საცავებში-მეთქი ან პირიქით, თავი ვიმართლო.

- არ გიფიქრიათ, რომ მტრები გყავთ და ისინი აგორებენ მსგავს ჭორებს?

- მტერი ნებისმიერ ადამიანს ჰყავს. მით უფრო ნებისმიერ აქტიურ ადამიანს. ეს ჩვეულებრივი ამბავია. არც ერთ ადამიანს არ უხარია, რომ მტერი ჰყავს, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველა ეგუება. ჩემთვის გაუგებარია, თუკი ამას მტრები მიკეთებენ, რატომ არ თხზავენ უფრო მძიმე ბრალდებებს. რატომ ჩერდებიან მაინცდამაინც სექსუალურ თავგადასავლებზე. რატომ არის ეს მათთვის, როგორც მტრებისთვის, საინტერესო თემა. როცა თქვენ მკითხავთ, მქონია თუ არა ბევრი სასიყვარულო ისტორია, გიპასუხებთ, დიახ, მქონია რამდენიმე სასიყვარულო ურთიერთობა და ეს საიდუმლო არც არის და ვერც არის. ჩემი ცხოვრება რამდენადაც მოწესრიგებულია საქმიანი თვალსაზრისით, იმდენად რთული და არეულია, ყოველ შემთხვევაში აქამდე ასე გამოიყურებოდა, პირადი მიმართულებით. მაგრამ ასე დაჟინებით ჩემს წარსულთან დაკავშირებულ ადამიანებს რატომ ითვლის სრულიად სხვა ხალხი, რომლებსაც, წესით, საკუთარი წარსული უნდა ჰქონდეთ, ვერ გეტყვით. თუმცა ჭორაობა, ალბათ, ადამიანად ყოფნის ერთ-ერთი ნიშანია და ამის ბრალი უნდა იყოს.

- შეიძლება ითქვას, თქვენ ძიების პროცესში იყავით.

- ადამიანები მუდმივად ძიებაში არიან. არა მგონია, რომ ამ მიმართულებით არსებობდეს წინასწარ განსაზღვრული მარადიული ურთიერთობები.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია