Faceამბები
მსოფლიო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთადერთი ბაგრატიონი, რომელიც ორდენების დარიგებას ეწინააღმდეგება
ერთადერთი ბაგრატიონი, რომელიც ორდენების დარიგებას ეწინააღმდეგება

ირაკ­ლი ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი რამ­დე­ნი­მე თვის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ. რა თქმა უნდა, ყუ­რა­დღე­ბა პირ­ველ რიგ­ში გვა­რის გამო მი­იქ­ცია. თუმ­ცა ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის სკან­და­ლუ­რი ქორ­წი­ნე­ბი­სა და გან­ქორ­წი­ნე­ბის, ბოლო დროს გვა­რის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი გა­უ­გებ­რო­ბე­ბის გამო თით­ქმის ყვე­ლა ცნო­ბი­ლი ბაგ­რა­ტი­ო­ნი ინ­ტერ­ვი­უს­გან თავს იკა­ვებ­და.

ირაკ­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ზე რთუ­ლად, მაგ­რამ მა­ინც დაგ­ვთან­ხმდა. ის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი, და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნის ბი­ძაშ­ვი­ლია. მათი შტო სა­ქარ­თვე­ლოს მეფე კონ­სტან­ტი­ნე მე­ო­რის­გან (1478-1505 წწ.) მო­დის. ირაკ­ლი, რო­გორც ბევ­რი ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ცხოვ­რობს. მამა - მი­ხე­ილ ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი გახ­ლავთ, დედა - ალ­ბი­ნა საფ­რო­ნო­ვა.

ახალ­გაზ­რდა ბაგ­რა­ტი­ონს თა­ვად-აზ­ნა­ურ­თა საკ­რე­ბუ­ლო­ში შევ­ხვდით, ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ვიცე-წი­ნამ­ძღოლ ია ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნელ­თან ერ­თად.

ინ­ტერ­ვი­უს ქალ­ბა­ტო­ნი იაც და­ეს­წრო და რამ­დე­ნი­მე კი­თხვა მა­საც და­ვუს­ვით.

ირაკ­ლი:

- თით­ქმის მთე­ლი ცხოვ­რე­ბა რუს­თავ­ში გა­ვა­ტა­რე. მე-3 რუ­სუ­ლი სკო­ლა და­ვამ­თავ­რე. კარ­გად ვსწავ­ლობ­დი. მე-6 კლა­სი­დან სას­კო­ლო ოლიმ­პი­ა­დებ­ზე გა­მოვ­დი­ო­დი. მე-8 კლა­სი­დან ჩემი კლა­სის ჯგუფხე­ლი ვი­ყა­ვი და აქ­ტი­უ­რად ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი სკო­ლის თვით­მმარ­თვე­ლო­ბის საბ­ჭო­ში. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მარ­თვის სის­ტე­მის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. რუ­სუ­ლად ვსწავ­ლობ­დი. ძი­რი­თა­დად სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში ვმუ­შა­ობ, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთ-ერთი კომ­პა­ნი­ის აიტი-სუ­პერ­ვა­ი­ზე­რი გახ­ლა­ვართ. მიყ­ვარს სპორ­ტი, წყლის თხი­ლა­მუ­რე­ბი. მომ­წონს იახ­ტე­ბი და კა­ტა­მა­რა­ნე­ბი. ზა­ფხულს მე­გობ­რებ­თან ერ­თად თბი­ლი­სის ზღვის ერთ-ერთ იახ­ტკლუბ­ში ვა­ტა­რებ. ერთი უფ­რო­სი ძმა მყავს - ალექ­სან­დრე, და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია. ერთი შვი­ლი ჰყავს, მი­ხე­ი­ლი. სა­ჰა­ე­რო ნა­ვი­გა­ცი­ა­ში მუ­შა­ობს. კარ­გი მუ­შა­ო­ბის­თვის ღირ­სე­ბის ორ­დე­ნი­თაც არის და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი.

მამა - მი­ხე­ილ ალექ­სან­დრეს ძე ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი, თბი­ლის­ში და­ი­ბა­და, ოჯა­ხი კას­პში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი რუს­თავ­ში. მა­მას ბა­ბუა მო­უკ­ლეს და ბე­ბი­აც ვი­თომ შემ­თხვე­ვით ჩა­ვარ­და ტრამ­ვა­ის ქვეშ. ერთხელ ჩემი ბა­ბუა რუ­სეთ­ში მა­ტა­რებ­ლით მი­დი­ო­და. მო­უ­ლოდ­ნე­ლად მას­თან მღვდე­ლი მი­ვი­და და ჰკი­თხა, ბაგ­რა­ტი­ო­ნი ხომ არ იყო. და­დე­ბი­თი პა­სუ­ხის შემ­დეგ აუხ­სნა, რომ რე­ა­ლუ­რად ის "კგბ"-ს თა­ნამ­შრო­მე­ლი გახ­ლდათ, მაგ­რამ ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებ­და ბაგ­რა­ტი­ონ­თა გვა­რის ის­ტო­რია. სწო­რედ ინ­ტე­რე­სის გამო ატა­რებ­და დიდ დროს და­ხუ­რულ არ­ქი­ვებ­ში და რო­გორც უთხრა, ერთ-ერთ არ­ქივ­ში პი­რა­დად ნახა ბრძა­ნე­ბა, რო­მე­ლიც მისი მშობ­ლე­ბის ფი­ზი­კუ­რი გა­ნად­გუ­რე­ბის შე­სა­ხებ იყო გა­ცე­მუ­ლი.

- ბავ­შვო­ბი­დან გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი გქონ­დათ, რა გვა­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყა­ვით?

- მა­შინ საბ­ჭო­თა კავ­ში­რი იყო და ზედ­მე­ტად არ გვაგ­რძნო­ბი­ნებ­დნენ, მაგ­რამ ოჯახ­ში რომ ვხე­დავ­დი ჩვენს საგ­ვა­რე­უ­ლო გერ­ბებს, მა­მას ვე­კი­თხე­ბო­დი, რა იყო. მიყ­ვე­ბო­და, ვინ ვი­ყა­ვით და რა გვარს წარ­მო­ვად­გენ­დით. სხვა ბავ­შვე­ბი რა­მეს რომ აფუ­ჭებ­დნენ ან სი­გა­რეტს ეწე­ოდ­ნენ, მე­ზობ­ლე­ბი მე მსაყ­ვე­დუ­რობ­დნენ, რომ არ მე­კად­რე­ბო­და მათ­ნა­ი­რი ქცე­ვა. მამა არ არის პრე­ტენ­ზი­უ­ლი პი­როვ­ნე­ბა, არა­სო­დეს არა­ვის უყუ­რებ­და ზე­მო­დან. თუმ­ცა მე­ზობ­ლე­ბის­გან მა­ინც ვგრძნობ­დი მო­წი­წე­ბას. სკო­ლა­ში ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი ყო­ველ მო­რიგ გაკ­ვე­თილს ასე იწყებ­და - "მოდი, ახლა ვის­წავ­ლოთ ირაკ­ლის შემ­დე­გი დიდი ბა­ბუ­ის მოღ­ვა­წე­ო­ბის პე­რი­ო­დი" (იცი­ნის). სა­ერ­თოდ, ჩემი ძმა უფრო მე­ტად იყო შე­ზღუ­დუ­ლი, მე­ტად გრძნობ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბას. ხა­სი­ა­თით ძა­ლი­ან გან­ვსხვავ­დე­ბით ერ­თმა­ნე­თის­გან. ის უფრო მშვი­დია, მე - თა­ვი­სუ­ფა­ლი.

- რო­გორ აღად­გი­ნეთ ბაგ­რა­ტი­ო­ნებ­მა ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა?

- პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­დან ერთ დღეს წე­რი­ლი მო­ვი­და, გვწერ­და ჩვე­ნი დიდი ბიძა, თე­ი­მუ­რაზ ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი, კონ­სტან­ტინ რო­მა­ნო­ვის, ნი­კო­ლოზ მე­ო­რის ალა­ლი ბი­ძის შვი­ლის, ტა­ტი­ა­ნა რო­მა­ნო­ვას ვაჟი. ის ამე­რი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა და 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ტოლსტო­ის ფონ­დის პრე­ზი­დენ­ტი გახ­ლდათ. ეს იყო 90-იან წლებ­ში. მა­ნამ­დე უკვე აღ­დგე­ნი­ლი გვქონ­და კავ­ში­რი ქე­თე­ვან ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რან­ბა­ტონ­თან, რო­მე­ლიც გახ­ლავთ სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი ვა­ტი­კან­ში. ქე­თე­ვან­თან ხში­რად ჩავ­დი­ო­დი იტა­ლი­ა­ში, შვი­ლე­ბის და­ბა­დე­ბის დღე­ებ­ზეც. მისი მე­უღ­ლე იტა­ლი­ის პრინ­ცია, ბა­ტო­ნი რა­ი­მონ­დო ორ­სი­ნი. გვარ­ში ჰყავთ რამ­დე­ნი­მე რო­მის პაპი, კარ­დი­ნა­ლი და უამ­რა­ვი ეპის­კო­პო­სი. რო­გორც მახ­სოვს, ვა­ტი­კან­ში მათ გვარს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლიც აქვს გა­მო­ყო­ფი­ლი.

იტა­ლი­ა­ში არ­სე­ბობს ტრა­დი­ცია, რო­დე­საც პრინ­ცი ან პრინ­ცე­სა 18 წლის ხდე­ბა, დიდ მე­ჯლისს აწყო­ბენ და სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის დიდ­გვა­როვ­ნებს ეპა­ტი­ჟე­ბი­ან. ქე­თე­ვანს ოთხი შვი­ლი ჰყავ­და, სამ­წუ­ხა­როდ, ერთი რამ­დე­ნი­მე წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა.

- და­ვი­თი, უგო, ირაკ­ლი ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბი რო­დის გა­ი­ცა­ნით?

- მათი მა­მის, გი­ორ­გის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლამ­დე, მა­მი­და მა­რი­ა­მი ჩა­მო­ვი­და. ეს იყო აფხა­ზე­თის ომის დროს. თბი­ლის­ში სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კა გახ­სნა და ხალ­ხის დიდ ნა­წილს უფა­სოდ მკურ­ნა­ლობ­და. რო­გორც ამ­ბო­ბენ, აფხა­ზე­თის ომში თა­ვა­დაც წა­ვი­და. შემ­დეგ მისი სახ­ლი სამ­ჯერ გა­ქურ­დეს, კლი­ნი­კაც და ბო­ლოს ისევ ეს­პა­ნეთ­ში დაბ­რუნ­და. ქვე­ყა­ნა­ში სი­ტუ­ა­ცი­ის და­ლა­გე­ბის შემ­დეგ ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა ქუ­თა­ის­ში გა­ი­მარ­თა, შე­ვარ­დნა­ძის პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს. მა­შინ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ ქე­თე­ვან ბაგ­რა­ტი­ო­ნი, გი­ორ­გი ბაგ­რა­ტი­ო­ნი (და­ვი­თის მამა). ქე­თე­ვა­ნი ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან ეხ­მა­რე­ბო­და ქვე­ყა­ნას. მა­მის ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ, ორ-სამ წე­ლი­წად­ში, და­ვი­თიც ეწ­ვია სა­ქარ­თვე­ლოს, შემ­დეგ ხში­რად ჩა­მო­დი­ო­და. და­ვი­თის და, მა­რია-ან­ტუ­ა­ნე­ტა, სა­ქარ­თვე­ლო­ში, თუ არ ვცდე­ბი, ერთხელ არის ნამ­ყო­ფი. პა­ტა­რე­ბი რომ ვი­ყა­ვით, ქე­თე­ვა­ნის შვილ ლე­ლიო ორ­სინ­თან ერ­თად ვა­ტა­რებ­დი დროს, იქ იყ­ვნენ ჩემი მა­მი­დაშ­ვი­ლე­ბიც. რო­დე­საც და­ვი­თის მამა გარ­და­იც­ვა­ლა, რო­გორც ნა­თე­სა­ვე­ბი, მის გვერ­დით ვი­ყა­ვით. ყვე­ლა იქ ვა­თე­ნებ­დით და ვა­ღა­მებ­დით.

- ირაკ­ლი, თქვე­ნი ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი­სა და მა­მი­დაშ­ვი­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ და­ბა­დე­ბუ­ლა და გაზ­რდი­ლა. ისი­ნი რო­გო­რი ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბი არი­ან?

- ისე­თი­ვე ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან, რო­გო­რიც ჩვენ. მა­გა­ლი­თად, ლე­ლი­ოს სო­ცი­ა­ლუ­რი ფონ­დი აქვს და­არ­სე­ბუ­ლი და ქარ­თვე­ლებს ეხ­მა­რე­ბა. აგ­ვის­ტოს ომის დროს ლტოლ­ვი­ლე­ბის­თვის დახ­მა­რე­ბაც ჩა­მო­ი­ტა­ნა, ერ­თად ვა­რი­გებ­დით და ვეხ­მა­რე­ბო­დით. ახლა ქარ­თულ­საც სწავ­ლობს. მისი დები სა­ქარ­თვე­ლო­ში წე­ლი­წად­ში რამ­დენ­ჯერ­მე ჩა­მო­დი­ან. ქე­თე­ვან ბაგ­რა­ტი­ო­ნი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეხ­მა­რე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს და ყვე­ლას, ვინც იტა­ლი­ა­ში ჩა­დი­ო­და და რამე პრობ­ლე­მა გა­უჩ­ნდე­ბო­და.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ერთადერთი ბაგრატიონი, რომელიც ორდენების დარიგებას ეწინააღმდეგება

ერთადერთი ბაგრატიონი, რომელიც ორდენების დარიგებას ეწინააღმდეგება

ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში აღმოვაჩინეთ. რა თქმა უნდა, ყურადღება პირველ რიგში გვარის გამო მიიქცია. თუმცა ბაგრატიონების სკანდალური ქორწინებისა და განქორწინების, ბოლო დროს გვარის გარშემო განვითარებული გაუგებრობების გამო თითქმის ყველა ცნობილი ბაგრატიონი ინტერვიუსგან თავს იკავებდა.

ირაკლი ინტერვიუზე რთულად, მაგრამ მაინც დაგვთანხმდა. ის საზოგადოებისთვის ყველაზე ცნობილი, დავით ბაგრატიონის ბიძაშვილია. მათი შტო საქართველოს მეფე კონსტანტინე მეორისგან (1478-1505 წწ.) მოდის. ირაკლი, როგორც ბევრი ახალგაზრდა ქართველი, ჩვეულებრივად ცხოვრობს. მამა - მიხეილ ბაგრატიონ-მუხრანელი გახლავთ, დედა - ალბინა საფრონოვა.

ახალგაზრდა ბაგრატიონს თავად-აზნაურთა საკრებულოში შევხვდით, ამ ორგანიზაციის ვიცე-წინამძღოლ ია ბაგრატიონ-მუხრანელთან ერთად.

ინტერვიუს ქალბატონი იაც დაესწრო და რამდენიმე კითხვა მასაც დავუსვით.

ირაკლი:

- თითქმის მთელი ცხოვრება რუსთავში გავატარე. მე-3 რუსული სკოლა დავამთავრე. კარგად ვსწავლობდი. მე-6 კლასიდან სასკოლო ოლიმპიადებზე გამოვდიოდი. მე-8 კლასიდან ჩემი კლასის ჯგუფხელი ვიყავი და აქტიურად ვმონაწილეობდი სკოლის თვითმმართველობის საბჭოში. სკოლის დამთავრების შემდეგ ტექნიკურ უნივერსიტეტში მართვის სისტემის ფაკულტეტზე ჩავაბარე. რუსულად ვსწავლობდი. ძირითადად საინფორმაციო ტექნოლოგიებში ვმუშაობ, წლების განმავლობაში ერთ-ერთი კომპანიის აიტი-სუპერვაიზერი გახლავართ. მიყვარს სპორტი, წყლის თხილამურები. მომწონს იახტები და კატამარანები. ზაფხულს მეგობრებთან ერთად თბილისის ზღვის ერთ-ერთ იახტკლუბში ვატარებ. ერთი უფროსი ძმა მყავს - ალექსანდრე, დაოჯახებულია. ერთი შვილი ჰყავს, მიხეილი. საჰაერო ნავიგაციაში მუშაობს. კარგი მუშაობისთვის ღირსების ორდენითაც არის დაჯილდოებული.

მამა - მიხეილ ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-მუხრანელი, თბილისში დაიბადა, ოჯახი კასპში გადავიდა საცხოვრებლად, მოგვიანებით კი რუსთავში. მამას ბაბუა მოუკლეს და ბებიაც ვითომ შემთხვევით ჩავარდა ტრამვაის ქვეშ. ერთხელ ჩემი ბაბუა რუსეთში მატარებლით მიდიოდა. მოულოდნელად მასთან მღვდელი მივიდა და ჰკითხა, ბაგრატიონი ხომ არ იყო. დადებითი პასუხის შემდეგ აუხსნა, რომ რეალურად ის ''კგბ''-ს თანამშრომელი გახლდათ, მაგრამ ძალიან აინტერესებდა ბაგრატიონთა გვარის ისტორია. სწორედ ინტერესის გამო ატარებდა დიდ დროს დახურულ არქივებში და როგორც უთხრა, ერთ-ერთ არქივში პირადად ნახა ბრძანება, რომელიც მისი მშობლების ფიზიკური განადგურების შესახებ იყო გაცემული.

- ბავშვობიდან გაცნობიერებული გქონდათ, რა გვარის წარმომადგენელი იყავით?

- მაშინ საბჭოთა კავშირი იყო და ზედმეტად არ გვაგრძნობინებდნენ, მაგრამ ოჯახში რომ ვხედავდი ჩვენს საგვარეულო გერბებს, მამას ვეკითხებოდი, რა იყო. მიყვებოდა, ვინ ვიყავით და რა გვარს წარმოვადგენდით. სხვა ბავშვები რამეს რომ აფუჭებდნენ ან სიგარეტს ეწეოდნენ, მეზობლები მე მსაყვედურობდნენ, რომ არ მეკადრებოდა მათნაირი ქცევა. მამა არ არის პრეტენზიული პიროვნება, არასოდეს არავის უყურებდა ზემოდან. თუმცა მეზობლებისგან მაინც ვგრძნობდი მოწიწებას. სკოლაში ისტორიის მასწავლებელი ყოველ მორიგ გაკვეთილს ასე იწყებდა - ''მოდი, ახლა ვისწავლოთ ირაკლის შემდეგი დიდი ბაბუის მოღვაწეობის პერიოდი'' (იცინის). საერთოდ, ჩემი ძმა უფრო მეტად იყო შეზღუდული, მეტად გრძნობდა საზოგადოების ყურადღებას. ხასიათით ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან. ის უფრო მშვიდია, მე - თავისუფალი.

- როგორ აღადგინეთ ბაგრატიონებმა ერთმანეთთან ურთიერთობა?

- პატარა ვიყავი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ერთ დღეს წერილი მოვიდა, გვწერდა ჩვენი დიდი ბიძა, თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელი, კონსტანტინ რომანოვის, ნიკოლოზ მეორის ალალი ბიძის შვილის, ტატიანა რომანოვას ვაჟი. ის ამერიკაში გარდაიცვალა და 15 წლის განმავლობაში ტოლსტოის ფონდის პრეზიდენტი გახლდათ. ეს იყო 90-იან წლებში. მანამდე უკვე აღდგენილი გვქონდა კავშირი ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონთან, რომელიც გახლავთ საქართველოს ელჩი ვატიკანში. ქეთევანთან ხშირად ჩავდიოდი იტალიაში, შვილების დაბადების დღეებზეც. მისი მეუღლე იტალიის პრინცია, ბატონი რაიმონდო ორსინი. გვარში ჰყავთ რამდენიმე რომის პაპი, კარდინალი და უამრავი ეპისკოპოსი. როგორც მახსოვს, ვატიკანში მათ გვარს განსაკუთრებული ადგილიც აქვს გამოყოფილი.

იტალიაში არსებობს ტრადიცია, როდესაც პრინცი ან პრინცესა 18 წლის ხდება, დიდ მეჯლისს აწყობენ და სხვადასხვა ქვეყნის დიდგვაროვნებს ეპატიჟებიან. ქეთევანს ოთხი შვილი ჰყავდა, სამწუხაროდ, ერთი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა.

- დავითი, უგო, ირაკლი ბაგრატიონები როდის გაიცანით?

- მათი მამის, გიორგის საქართველოში ჩამოსვლამდე, მამიდა მარიამი ჩამოვიდა. ეს იყო აფხაზეთის ომის დროს. თბილისში სტომატოლოგიური კლინიკა გახსნა და ხალხის დიდ ნაწილს უფასოდ მკურნალობდა. როგორც ამბობენ, აფხაზეთის ომში თავადაც წავიდა. შემდეგ მისი სახლი სამჯერ გაქურდეს, კლინიკაც და ბოლოს ისევ ესპანეთში დაბრუნდა. ქვეყანაში სიტუაციის დალაგების შემდეგ ბაგრატიონების პირველი შეხვედრა ქუთაისში გაიმართა, შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს. მაშინ საქართველოში ჩამოვიდნენ ქეთევან ბაგრატიონი, გიორგი ბაგრატიონი (დავითის მამა). ქეთევანი ყოველთვის ძალიან ეხმარებოდა ქვეყანას. მამის ჩამოსვლის შემდეგ, ორ-სამ წელიწადში, დავითიც ეწვია საქართველოს, შემდეგ ხშირად ჩამოდიოდა. დავითის და, მარია-ანტუანეტა, საქართველოში, თუ არ ვცდები, ერთხელ არის ნამყოფი. პატარები რომ ვიყავით, ქეთევანის შვილ ლელიო ორსინთან ერთად ვატარებდი დროს, იქ იყვნენ ჩემი მამიდაშვილებიც. როდესაც დავითის მამა გარდაიცვალა, როგორც ნათესავები, მის გვერდით ვიყავით. ყველა იქ ვათენებდით და ვაღამებდით.

- ირაკლი, თქვენი ბიძაშვილებისა და მამიდაშვილების დიდი ნაწილი საქართველოში არ დაბადებულა და გაზრდილა. ისინი როგორი ბაგრატიონები არიან?

- ისეთივე ქართველები არიან, როგორიც ჩვენ. მაგალითად, ლელიოს სოციალური ფონდი აქვს დაარსებული და ქართველებს ეხმარება. აგვისტოს ომის დროს ლტოლვილებისთვის დახმარებაც ჩამოიტანა, ერთად ვარიგებდით და ვეხმარებოდით. ახლა ქართულსაც სწავლობს. მისი დები საქართველოში წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდიან. ქეთევან ბაგრატიონი წლების განმავლობაში ეხმარებოდა საქართველოს და ყველას, ვინც იტალიაში ჩადიოდა და რამე პრობლემა გაუჩნდებოდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია