პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვიქტორ იანუკოვიჩმა პრემიერის და მინისტრთა კაბინეტის გადადგომის განკარგულებას ხელი მოაწერა
ვიქტორ იანუკოვიჩმა პრემიერის და მინისტრთა კაბინეტის გადადგომის განკარგულებას ხელი მოაწერა

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვიჩ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ნი­კო­ლაი აზა­რო­ვის და მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის გა­დად­გო­მის გან­კარ­გუ­ლე­ბას ხელი მო­ა­წე­რა.

რო­გორც უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია წერს, შე­სა­ბა­მი­სი გან­კარ­გუ­ლე­ბა პრე­ზი­დენ­ტის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

გან­კარ­გუ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტს და­ე­ვა­ლა გა­აგ­რძე­ლოს მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბა ახა­ლი მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის ფორ­მი­რე­ბამ­დე.

ნი­კო­ლაი აზა­როვ­მა გა­დად­გო­მის თა­ო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბა დღეს გა­ა­კე­თა.

"ჩვენ ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ­დით და ვა­კე­თებთ, რომ არ და­ვუშ­ვათ სის­ხლისღვრა, - გა­ნა­ცხა­და უკ­რა­ი­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ნი­კო­ლაი აზა­როვ­მა, რო­მელ­მაც თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა და­წე­რა. ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია იუ­წყე­ბა.

"კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცია, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო­ში შე­იქ­მნა, უკ­რა­ი­ნის ეკო­ნო­მი­კას და სო­ცი­ა­ლურ გან­ვი­თა­რე­ბას ემუქ­რე­ბა, შე­ი­ცავს საფრ­თხეს სრუ­ლი­ად უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის­თვის", - ნათ­ქვა­მია ნი­კო­ლაი აზა­რო­ვის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ამას­თან, ნი­კო­ლაი აზა­რო­ვი აღ­ნიშ­ნავს, რომ უკ­რა­ი­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და კონ­ფლიქ­ტის მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით მოგ­ვა­რე­ბის­თვის.

"ჩვენ ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ­დით და ვა­კე­თებთ, რომ არ და­ვუშ­ვათ სის­ხლისღვრა, ძა­ლა­დო­ბის ეს­კა­ლა­ცია, ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა. ექ­სტრე­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უზ­რუნ­ველ­ყო ეკო­ნო­მი­კი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სის­ტე­მა. სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კუ­რი კომ­პრო­მი­სის და­მა­ტე­ბი­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შექ­მნის მიზ­ნით, კონ­ფლიქ­ტის მშვი­დო­ბი­ა­ნი მოგ­ვა­რე­ბის მიზ­ნით, მი­ვი­ღე პი­რა­დი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტს უკ­რა­ი­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოს­ტი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის თხოვ­ნით მივ­მარ­თო", - ნათ­ქვა­მია ნი­კო­ლაი აზა­რო­ვის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ვიქტორ იანუკოვიჩმა პრემიერის და მინისტრთა კაბინეტის გადადგომის განკარგულებას ხელი მოაწერა

ვიქტორ იანუკოვიჩმა პრემიერის და მინისტრთა კაბინეტის გადადგომის განკარგულებას ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა პრემიერ-მინისტრ ნიკოლაი აზაროვის და მინისტრთა კაბინეტის გადადგომის განკარგულებას ხელი მოაწერა.

როგორც უკრაინული მედია წერს, შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

განკარგულების შესაბამისად, გათავისუფლებულ მინისტრთა კაბინეტს დაევალა გააგრძელოს მოვალეობის შესრულება ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირებამდე.

ნიკოლაი აზაროვმა გადადგომის თაობაზე განცხადება დღეს გააკეთა.

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით და ვაკეთებთ, რომ არ დავუშვათ სისხლისღვრა, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა, რომელმაც თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

"კონფლიქტური სიტუაცია, რომელიც სახელმწიფოში შეიქმნა, უკრაინის ეკონომიკას და სოციალურ განვითარებას ემუქრება, შეიცავს საფრთხეს სრულიად უკრაინული საზოგადოებისა და თითოეული მოქალაქისთვის", - ნათქვამია ნიკოლაი აზაროვის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, ნიკოლაი აზაროვი აღნიშნავს, რომ უკრაინაში არსებული დაპირისპირებისას ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის.

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით და ვაკეთებთ, რომ არ დავუშვათ სისხლისღვრა, ძალადობის ესკალაცია, ადამიანების უფლებების დარღვევა. ექსტრემალურ პირობებში ხელისუფლებამ უზრუნველყო ეკონომიკისა და სოციალური დაცვის სისტემა. საზოგადოებრივ-პოლიტიკური კომპრომისის დამატებითი შესაძლებლობების შექმნის მიზნით, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, მივიღე პირადი გადაწყვეტილება, უკრაინის პრეზიდენტს უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გათავისუფლების თხოვნით მივმართო", - ნათქვამია ნიკოლაი აზაროვის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა