საქართველოდან გაძევებისთვის განწირული ეგვიპტელი ბიზნესმენი და მისი ქართველი მეუღლის ემოციური ინტერვიუ

საქართველოდან გაძევებისთვის განწირული ეგვიპტელი ბიზნესმენი და მისი ქართველი მეუღლის ემოციური ინტერვიუ

ეგ­ვიპ­ტის მო­ქა­ლა­ქე ადელ ჯორჯ რამ­სის ის­კან­დე­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბის მიზ­ნით ჩა­მო­ვი­და, რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ კი ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა შე­უყ­ვარ­და, მათ ოფი­ცი­ა­ლუ­რად იქორ­წი­ნეს და კომ­პა­ნი­ო­ნე­ბიც გახ­დნენ. წყვილს პრობ­ლე­მე­ბი მას შემ­დეგ შე­ექ­მნა, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­ვი­ზო რე­ჟი­მი გა­ამ­კაც­რა და ჯორ­ჯსაც (ი­მა­ვე გი­ორ­გის) ვი­ზის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში უა­რი უთხ­რეს.

სო­ფო ოთა­რაშ­ვი­ლი, ჯორ­ჯის მე­უღ­ლე:

- ჯორ­ჯი სა­ქარ­თვე­ლო­ში 2012 წელს ჩა­მო­ვი­და. შე­იტყ­ო, რომ ჩვენში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვის კუთხ­ით კარ­გი გა­რე­მო იყო და ბიზ­ნე­სის წა­მოწყ­ე­ბა გა­დაწყ­ვი­ტა. ჯორ­ჯი პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტი­ა, თა­ვის ქვე­ყა­ნა­შიც ბიზ­ნე­სით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. ჩე­მი მე­უღ­ლე ქრი­ს­ტი­ა­ნი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი, კოპ­ტი­ა. ის სა­ქარ­თვე­ლო­ში ლე­გა­ლუ­რად, ერ­თწლი­ა­ნი ვი­ზით იმ­ყო­ფე­ბო­და. ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე გა­ეც­ნო სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბას, სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექსს და აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფერ­ში გა­ერ­კვი­ა. ამა­სო­ბა­ში გა­ვი­ცა­ნით და შეგ­ვიყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი. სი­მარ­თლე გითხ­რათ, თავ­და­პირ­ვე­ლად ქარ­თვე­ლი მე­გო­ნა, ქარ­თუ­ლად გა­მო­მე­ლა­პა­რა­კა. ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე ლექ­სი­კო­ნის დახ­მა­რე­ბით და­უწყია ქარ­თუ­ლის სწავ­ლა. მა­ლე და­ვახ­ლოვ­დით და რამ­დე­ნი­მე თვე­ში შე­ვუღ­ლდით კი­დეც. ჯორჯს დღეს ყვე­ლა ნაც­ნო­ბი გი­ორ­გის ეძა­ხის. მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე გვაქვს მა­ღა­ზია "ყვე­ლა­ფე­რი 1 ლა­რად". ჩვენ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თად და­ვიწყ­ეთ ბიზ­ნე­სი. თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი თავ­და­ყი­რა დად­გა - ჯორჯს სა­ქარ­თვე­ლო­დან აძე­ვე­ბენ, ვი­ზას აღარ უგ­რძე­ლე­ბენ და აგ­ვე­რია გეგ­მე­ბიც და ცხოვ­რე­ბაც...

 

- იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო უცხ­ო­ე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­ძე­ვე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას იღებს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ პი­რი შე­მო­სუ­ლია არა­ლე­გა­ლუ­რად, ან თუ არ­ღვევს ქვეყ­ნის კა­ნონ­მდებ­ლო­ბას, თუ სამ­შობ­ლო­ში ჩა­დე­ნი­ლი აქვს და­ნა­შა­უ­ლი, ან ქვეყ­ნის­თვის სა­ში­შია მი­სი აქ დარ­ჩე­ნა. მას კონ­კრე­ტუ­ლად რის გა­მო შე­ექ­მნა პრობ­ლე­მა?

- ჯორ­ჯის ვი­ზას დე­კემ­ბერ­ში გა­უ­ვი­და ვა­და. მა­ნამ­დე შე­ი­ტა­ნა გა­ნაცხ­ა­დი ვი­ზის გაგ­რძე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ერ­თი თვის შემ­დეგ შე­იტყ­ო, რომ თხოვ­ნა­ზე უა­რი ეთ­ქვა, მი­ზე­ზი ვე­რა­ვინ აგ­ვიხ­სნა, მხო­ლოდ მი­უ­თი­თეს "უცხ­ო­ელ­თა სა­მარ­თლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის" 23-ე მუხ­ლი. ჯორ­ჯმა გა­ნაცხ­ა­და, რომ ჰქონ­და ბიზ­ნე­სი და ჰყავ­და ქარ­თვე­ლი მე­უღ­ლე. მოგ­ვთხო­ვეს სა­ბუ­თე­ბი, სა­ბან­კო ამო­ნა­წე­რი, ანუ ყვე­ლა­ფე­რი, რაც სა­ჭი­რო იყო დრო­ე­ბი­თი ბი­ნად­რო­ბის­თვის. ამის შემ­დე­გაც უა­რი მი­ვი­ღეთ. გი­ორ­გის ძა­ლი­ან უყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო და ეძ­ნე­ლე­ბა მი­სი და­ტო­ვე­ბა, ვუყ­ვარ­ვართ მეც და ჩე­მი მშობ­ლე­ბიც. მა­მა­ჩე­მი მოძღ­ვა­რი­ა, დე­და კი მძი­მე ავად­მყო­ფი მყავს, თუ ქმარს გა­მიგ­დე­ბენ, გა­მო­დის, იძუ­ლე­ბულს მხდი­ან, დავ­ტო­ვო ისი­ნი, მე კი ამის გა­კე­თე­ბა არ მინდა. გი­ორ­გი­საც შე­უძ­ლია სხვა ქვე­ყა­ნა­ში წა­ვი­დეს და იქ აკე­თოს ბიზ­ნე­სი, მაგ­რამ ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ის ძა­ლი­ან კარ­გად მი­ი­ღო, და­უდ­გა გვერ­დში და ხელ­მო­წე­რებ­საც კი აგ­რო­ვე­ბენ, რომ არ გა­ა­ძე­ვონ სა­ქარ­თვე­ლო­დან. ჩე­მი მე­უღ­ლე გა­მო­უ­ვალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში­ა, არ უნ­და წას­ვლა. არც მე მინ­და სამ­შობ­ლოს მი­ტო­ვე­ბა, იმის გა­მო უნ­და გა­მა­ძე­ვონ სამ­შობ­ლო­დან, ასე­თი არ­ჩე­ვა­ნი რომ გა­ვა­კე­თე? რა­ტომ, რა და­ვა­შა­ვე? გი­ორ­გის არც ჩი­ვი­ლი, სა­ხელ­მწი­ფოს კანონმდებლობის წი­ნა­აღ­მდეგ წას­ვლა უნ­და, შე­ის­წავ­ლონ მი­სი ბი­ოგ­რა­ფი­ა, საქ­მი­ა­ნო­ბა, რას აკე­თებს ქვეყ­ნის­თვის და შემ­დეგ მი­ი­ღონ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა. არ მინ­და ოჯა­ხის და სიყ­ვა­რუ­ლის დან­გრე­ვა, მინ­და ჩემს მე­უღ­ლეს მის­ცენ სა­ქარ­თვე­ლო­ში დარ­ჩე­ნის და კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.

ესაუბრა ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია