უკრაინის ახალი პრემიერ-მინისტრი ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა გახდეს, - ამის შესახებ უმაღლესი რადას დეპუტატმა, პარტია "რეგიონების" წევრმა ანა გერმანმა Espresso TV-ს განუცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია, უკრაინაში კოალიციური მთავრობა შეიქმნას.
"ცხადია, ახალი პრემიერ-მინისტრი ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა იყოს", - განაცხადა ანა გერმანმა.
უკრაინის პრემიერ-მინისტრი ნიკოლაი აზაროვი თანამდებობიდან გადადგა. ამასთან, როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ორი დღის წინ ფრაქცია "ბატკივშინას" თავმჯდომარე არსენი იაცენიუკს პრემიერ-მინისტრის პოსტი შესთავაზა, ხოლო პარტია "უდარის" ლიდერ ვიტალი კლიჩკოს – ვიცე პრემიერის. სანაცვლოდ უკრაინაში საპროტესტო აქციები და სამთავრობო კვარტლის ბლოკირება უნდა შეწყდეს. ოპოზიციის ლიდერებმა უკრაინის პრეზიდენტის შეთავაზება არ მიიღეს.