სამართალი
მსოფლიო
სამხედრო

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხელვაჩაურში ხანძრის ლოკალიზება გვიან ღამით მოხერხდა
ხელვაჩაურში ხანძრის ლოკალიზება გვიან ღამით მოხერხდა

ხელ­ვა­ჩა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სა­ტე­ხი­ა­ში მაშ­ვე­ლე­ბი და მე­ხან­ძრე­ე­ბი ცე­ცხლს დი­ლის 04:00 სა­ა­თამ­დე აქ­რობ­დნენ. ხან­ძრის ლიკ­ვი­და­ცი­ას ძლი­ე­რი ქარი აფერ­ხებ­და. ხან­ძა­რი სამ ჰექტრამ­დე ტე­რი­ტო­რი­ას, ჩაის პლან­ტა­ცი­ებ­სა და ტყის მა­სივს გა­უჩ­ნდა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" აჭა­რის სა­გან­გე­ბო და გა­და­უ­დე­ბე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა მა­მუ­კა თურ­მა­ნი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ხან­ძრის გა­ჩე­ნის მი­ზე­ზი შე­საძ­ლოა, დი­ვერ­სია იყოს. მი­სი­ვე თქმით, გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყე­ბა და გა­ირ­კვე­ვა ხან­ძრის გა­ჩე­ნის მი­ზე­ზი.

"სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის მო­რი­გე ჯგუ­ფე­ბი, სა­ხან­ძრო სამ­სა­ხუ­რი და შსს სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­მა ნიჩ­ბე­ბით ჩა­აქ­რეს ხან­ძა­რი. შე­შის დამ­ზა­დე­ბის პრო­ცე­სი დას­რუ­ლე­ბუ­ლია, სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჯერ არ და­წყე­ბუ­ლა, ამი­ტომ, შე­საძ­ლოა, გა­მიზ­ნულ ქმე­დე­ბებ­თან და დი­ვერ­სი­ას­თან გვქონ­დეს საქ­მე. გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყე­ბა და გა­ირ­კვე­ვა ხან­ძრის გა­ჩე­ნის მი­ზე­ზე­ბი", - აღ­ნიშ­ნა მა­მუ­კა თურ­მა­ნი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ხან­ძა­რი სამ ჰექტრამ­დე ტე­რი­ტო­რი­ას, ჩაის პლან­ტა­ცი­ებს და ნა­წი­ლობ­რივ ტყის მა­სივს მო­ე­კი­და. მა­მუ­კა თურ­მა­ნი­ძის თქმით, იყო სა­შიშ­რო­ე­ბა, ხან­ძრის სახ­ლე­ბამ­დე მის­ვლის, თუმ­ცა სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბის დრო­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად მო­სახ­ლე­ო­ბა არ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

ხელვაჩაურში ხანძრის ლოკალიზება გვიან ღამით მოხერხდა

ხელვაჩაურში ხანძრის ლოკალიზება გვიან ღამით მოხერხდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატეხიაში მაშველები და მეხანძრეები ცეცხლს დილის 04:00 საათამდე აქრობდნენ. ხანძრის ლიკვიდაციას ძლიერი ქარი აფერხებდა. ხანძარი სამ ჰექტრამდე ტერიტორიას, ჩაის პლანტაციებსა და ტყის მასივს გაუჩნდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა, ხანძრის გაჩენის მიზეზი შესაძლოა, დივერსია იყოს. მისივე თქმით, გამოძიება დაიწყება და გაირკვევა ხანძრის გაჩენის მიზეზი.

"სამაშველო სამსახურის მორიგე ჯგუფები, სახანძრო სამსახური და შსს სამაშველო სამსახურმა ნიჩბებით ჩააქრეს ხანძარი. შეშის დამზადების პროცესი დასრულებულია, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა, ამიტომ, შესაძლოა, გამიზნულ ქმედებებთან და დივერსიასთან გვქონდეს საქმე. გამოძიება დაიწყება და გაირკვევა ხანძრის გაჩენის მიზეზები", - აღნიშნა მამუკა თურმანიძემ.

მისივე თქმით, ხანძარი სამ ჰექტრამდე ტერიტორიას, ჩაის პლანტაციებს და ნაწილობრივ ტყის მასივს მოეკიდა. მამუკა თურმანიძის თქმით, იყო საშიშროება, ხანძრის სახლებამდე მისვლის, თუმცა სამაშველო ჯგუფების დროული ქმედებების შედეგად მოსახლეობა არ დაზარალებულა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია