პროკურატურამ მიცკევიჩის ქუჩაზე გარდაცვლილთა ახლობლები დაკითხა

პროკურატურამ მიცკევიჩის ქუჩაზე გარდაცვლილთა ახლობლები დაკითხა

მიცკევიჩის ქუჩაზე გარდაცვლილი ანზორ ბეკურაშვილის ძმა პროკურატურაში გვიან ღამემდე იკითხებოდა. სამართალდამცველებს აინტერესებდათ გარდაცვლილის ძმისგან, თუ რა ინფორმაციას ფლობდა იგი ანზორ ბეკურაშვილისა და ზურაბ ბენდელიანის დაპირისპირებაზე.

ექიმისა და პაციენტის დაპირისპირებაზე დამატებითი განმარტებები არც ზურაბ ბენდელიანის ოჯახს გაუკეთებია.

ცნობილია, რომ გარდაცვლილი ანზორ ბეკურაშვილი მცხეთის რაიონის სოფელ ბიწმენდიდანაა. ცხედრებს პროზექტურიდან დღეს ოჯახებში გადაასვენებენ.

დედათა და ბავშვთა სამკურნალო პროფილაქტიკური ცენტრის თანამშრომლები "ინტერპრესნიუსთან" პირად საუბრებში აცხადებენ, რომ ცენტრის ექიმმა ზურაბ ბენდელიანმა ცეცხლსასროლი იარაღით მისივე პაციენტი მოკლა. მანამდე კი პაციენტმა ცენტრის შენობაში, იმ ოთახში სადაც ექიმი ბენდელიანი იმყოფებოდა, ასაფეთქებელი მოწყობილობა შეაგდო.

არსებული ინფორმაციით, ექიმმა პაციენტისთვის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოასწრო, თუმცა ოთახში გაჩენილ ხანძარს თავი ვერ დააღწია და დაიწვა.

გარდაცვლილები შენობაში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მისულმა მეხანძრეებმა გუშინ აღმოაჩინეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია. სამინისტროს ინფორმაციით, საქმე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ