სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ეღირება ავტომობილების ტექდათვალიერება?
რა ეღირება ავტომობილების ტექდათვალიერება?

ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა 13 თვე­ში აღ­დგე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გის­ტრი­რე­ბულ 900 ათას ავ­ტო­მო­ბილს 22 სერ­ვის­ცენ­ტრი მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა. ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა ჯერ დად­გე­ნი­ლი არ არის.

გან­კარ­გუ­ლე­ბის პრო­ექ­ტი "სა­ქარ­თვე­ლო­ში ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გზის­თვის ვარ­გი­სო­ბა­ზე სა­ვალ­დე­ბუ­ლო პე­რი­ო­დულ ტეს­ტი­რე­ბა­ზე გა­დას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ" მთავ­რო­ბამ გუ­შინ­დელ სხდო­მა­ზე უკვე მო­ი­წო­ნა. 2015 წლის 1-ლი მარ­ტი­დან გზის­თვის ვარ­გი­სო­ბა­ზე სა­ვალ­დე­ბუ­ლო პე­რი­ო­დულ ტეს­ტი­რე­ბას და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი და დად­გე­ნი­ლი წე­სით რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ყვე­ლა კა­ტე­გო­რი­ის ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა. მთავ­რო­ბას, ავ­ტო­ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ამოქ­მე­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბა ავალ­დე­ბუ­ლებს.

ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თვის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი იმარ­თე­ბა კომ­პა­ნია TUV Rheiland Group-თან. ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ნა­თია მი­ქე­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სამი სა­ერ­თა­შო­რი­სო ოპე­რა­ტო­რი არ­სე­ბობს და ერთ-ერთი სწო­რედ TUV Rheiland Group-ია.

"ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ დო­ნის კომ­პა­ნი­ის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლა, რო­მელ­საც მოჰ­ყვე­ბა არა მარ­ტო გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბა, არა­მედ ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბიც", - ამ­ბობს ნა­თია მი­ქე­ლა­ძე "ბიზ­ნეს-რე­ზო­ნანსთან" სა­უ­ბარ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ფასს, მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ამ­ბობს, რომ იგი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. "სა­ხელ­მწი­ფო ფა­სის დად­გე­ნას ყუ­რა­დღე­ბას მი­აქ­ცევს. იგი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს რე­ა­ლო­ბა­ზე მორ­გე­ბუ­ლი", - ამ­ბობს ნა­თია მი­ქე­ლა­ძე.

ამ დრო­ის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია 900 ათა­სამ­დე ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მელ­თა სა­ვალ­დე­ბუ­ლო პე­რი­ო­დულ ტეს­ტი­რე­ბას 22 აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბის ცენ­ტრი უზ­რუნ­ველ­ყოფს.

ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა 2004 წელს გა­უქ­მდა. მა­შინ "საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ"კა­ნონ­ში გა­კეთ­და ჩა­ნა­წე­რი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა 2013 წლის 1-ლი იან­ვრი­დან უნდა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი­ყო.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ, პარ­ლა­მენ­ტმა ე.წ. გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი წე­სით "საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ"კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი და­ამ­ტკი­ცა. დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას, ნაც­ვლად 2013 წლის იან­ვრი­სა, 2014 წლის 1-ელ იან­ვრამ­დე და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. ამ­ჟა­მად, ეს პრო­ცე­სი კი­დევ ერთი წლით გა­და­ი­დო.

საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ექ­სპერ­ტი შალ­ვა ოგ­ბა­ი­ძე ამ­ბობს, რომ შე­საქ­მნე­ლია სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, რო­მე­ლიც ერ­თბა­შად არ და­არ­ტყამს ავ­ტო­მან­ქა­ნის მფლო­ბე­ლის ჯი­ბეს, არ იქ­ნე­ბა დას­ჯის ფორ­მის და ხელს შე­უ­წყობს ავ­ტო­პარ­კის გა­ნახ­ლე­ბას. მისი აზ­რით, ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის აღ­დგე­ნა აუ­ცი­ლე­ბე­ლია და ამა­ზე მთავ­რო­ბამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა მი­ი­ღოს.

ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის აზრი არის ის, რომ მან­ქა­ნა შე­მოწ­მდეს საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბი­სა და გა­რე­მოს დაც­ვის კუ­თხით. უხე­შად რომ ვთქვათ, ავ­ტო­მო­ბილს მუხ­რუ­ჭე­ბი უნდა უჭერ­დეს და გა­მო­ნა­ბოლ­ქვით გა­რე­მოს არ აბინ­ძუ­რებ­დეს, მა­ყუ­ჩი უნდა ჰქონ­დეს მწყობ­რში. გა­უ­მარ­თა­ვი მან­ქა­ნე­ბი კი ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან ბევ­რია.

"ახ­ლაც, რო­დე­საც სა­უ­ბა­რია ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა­ზე, მი­მაჩ­ნია, რომ ის აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღ­დგეს. არ შე­იძ­ლე­ბა ძვე­ლი და ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში მან­ქა­ნე­ბი და­დი­ო­დეს", - გა­ნა­ცხა­და ოგ­ბა­ი­ძემ.

სა­ერ­თოდ, ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა მა­შინ­ვე გაჩ­ნდა, რო­გორც კი შე­იქ­მნა ავ­ტო­მო­ბი­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, საბ­ჭო­თა კაშ­ვირ­ში ეს სფე­რო ფუ­ლის საჭ­რელ მან­ქა­ნად იყო ქცე­უ­ლი. ამი­ტომ, ოგ­ბა­ი­ძის თქმით, 2003 წლის ბო­ლოს ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ამ ფორ­მით შე­წყვე­ტა სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის კულ­ტუ­რა საკ­მა­ოდ და­ბა­ლია, არა­და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის დიდ ნა­წილს წვის მე­ქა­ნიზ­მი წეს­რიგ­ში არ აქვს, შე­სა­ბა­მი­სად, საწ­ვა­ვის ბო­ლომ­დე წვა არ ხდე­ბა. ასე­თი მან­ქა­ნე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მხუ­თავ გზას გა­მო­ყო­ფენ, რო­მე­ლიც მე­ტად სა­ზი­ა­ნოა ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ მთელ მსოფ­ლი­ო­ში ატ­მოს­ფე­როს ერთ-ერთი და­მა­ბინ­ძუ­რე­ბე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლია. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი, ძი­რი­თა­დად, მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი ავ­ტო­პარ­კია. ქვე­ყა­ნა­ში 70%-მდე ძვე­ლი მან­ქა­ნე­ბია, ანუ სწო­რედ ისე­თი, რომ­ლებ­მაც სხვა ქვეყ­ნებ­ში ექ­სპლო­ა­ტა­ცი­ის ვადა ამო­წუ­რეს და შემ­დეგ შე­მო­იყ­ვა­ნეს სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გორც მე­ო­რა­დი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი.

მაკა ხა­რა­ზიშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

რა ეღირება ავტომობილების ტექდათვალიერება?

რა ეღირება ავტომობილების ტექდათვალიერება?

ავტომობილების ტექდათვალიერება 13 თვეში აღდგება. საქართველოში რეგისტრირებულ 900 ათას ავტომობილს 22 სერვისცენტრი მოემსახურება. ტექდათვალიერების ღირებულება ჯერ დადგენილი არ არის.

განკარგულების პროექტი "საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებაზე გადასვლასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ" მთავრობამ გუშინდელ სხდომაზე უკვე მოიწონა. 2015 წლის 1-ლი მარტიდან გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას დაექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და დადგენილი წესით რეგისტრირებული ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება. მთავრობას, ავტოტექდათვალიერების ამოქმედებას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება ავალდებულებს.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერების უზრუნველყოფისთვის მოლაპარაკებები იმართება კომპანია TUV Rheiland Group-თან. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძის განცხადებით, ამ მიმართულებით სამი საერთაშორისო ოპერატორი არსებობს და ერთ-ერთი სწორედ TUV Rheiland Group-ია.

"ძალიან მნიშვნელოვანია ამ დონის კომპანიის საქართველოში შემოსვლა, რომელსაც მოჰყვება არა მარტო გარანტირებული უსაფრთხოება, არამედ ინვესტიციებიც", - ამბობს ნათია მიქელაძე "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბარში.

რაც შეეხება ტექდათვალიერების ფასს, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ იგი მოგვიანებით განისაზღვრება. "სახელმწიფო ფასის დადგენას ყურადღებას მიაქცევს. იგი იქნება საქართველოს რეალობაზე მორგებული", - ამბობს ნათია მიქელაძე.

ამ დროისთვის საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულია 900 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელთა სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას 22 აკრედიტებული ტესტირების ცენტრი უზრუნველყოფს.

ავტომობილებზე სავალდებულო ტექდათვალიერება 2004 წელს გაუქმდა. მაშინ "საგზაო უსაფრთხოების შესახებ"კანონში გაკეთდა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ავტომანქანების ტექდათვალიერება 2013 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა განახლებულიყო.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, პარლამენტმა ე.წ. გამარტივებული წესით "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ"კანონში ცვლილებების პროექტი დაამტკიცა. დამტკიცებული კანონპროექტის თანახმად, ავტომობილები ტექდათვალიერებას, ნაცვლად 2013 წლის იანვრისა, 2014 წლის 1-ელ იანვრამდე დაექვემდებარება. ამჟამად, ეს პროცესი კიდევ ერთი წლით გადაიდო.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ექსპერტი შალვა ოგბაიძე ამბობს, რომ შესაქმნელია სამოქმედო გეგმა, რომელიც ერთბაშად არ დაარტყამს ავტომანქანის მფლობელის ჯიბეს, არ იქნება დასჯის ფორმის და ხელს შეუწყობს ავტოპარკის განახლებას. მისი აზრით, ტექდათვალიერების აღდგენა აუცილებელია და ამაზე მთავრობამ გადაწყვეტილება ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიიღოს.

ტექდათვალიერების აზრი არის ის, რომ მანქანა შემოწმდეს საგზაო მოძრაობისა და გარემოს დაცვის კუთხით. უხეშად რომ ვთქვათ, ავტომობილს მუხრუჭები უნდა უჭერდეს და გამონაბოლქვით გარემოს არ აბინძურებდეს, მაყუჩი უნდა ჰქონდეს მწყობრში. გაუმართავი მანქანები კი ქვეყანაში ძალიან ბევრია.

"ახლაც, როდესაც საუბარია ავტომანქანების ტექდათვალიერებაზე, მიმაჩნია, რომ ის აუცილებლად უნდა აღდგეს. არ შეიძლება ძველი და ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში მანქანები დადიოდეს", - განაცხადა ოგბაიძემ.

საერთოდ, ტექდათვალიერების აუცილებლობა მაშინვე გაჩნდა, როგორც კი შეიქმნა ავტომობილი. სამწუხაროდ, საბჭოთა კაშვირში ეს სფერო ფულის საჭრელ მანქანად იყო ქცეული. ამიტომ, ოგბაიძის თქმით, 2003 წლის ბოლოს ტექდათვალიერების ამ ფორმით შეწყვეტა სწორი გადაწყვეტილება იყო.

საქართველოში ავტომობილების ტექდათვალიერების კულტურა საკმაოდ დაბალია, არადა ავტომობილების დიდ ნაწილს წვის მექანიზმი წესრიგში არ აქვს, შესაბამისად, საწვავის ბოლომდე წვა არ ხდება. ასეთი მანქანები განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მხუთავ გზას გამოყოფენ, რომელიც მეტად საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

აღსანიშნავია ისიც, რომ მთელ მსოფლიოში ატმოსფეროს ერთ-ერთი დამაბინძურებელი ავტომობილია. საქართველოში კი, ძირითადად, მოძველებული ავტოპარკია. ქვეყანაში 70%-მდე ძველი მანქანებია, ანუ სწორედ ისეთი, რომლებმაც სხვა ქვეყნებში ექსპლოატაციის ვადა ამოწურეს და შემდეგ შემოიყვანეს საქართველოში, როგორც მეორადი სატრანსპორტო საშუალებები.

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია