სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკელებმა სააკაშვილის "შინაპატიმრობა" მიუსაჯეს?
ამერიკელებმა სააკაშვილის "შინაპატიმრობა" მიუსაჯეს?

მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა, მის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი არ შემ­ცი­რე­ბუ­ლა. პე­რი­ო­დუ­ლად ინ­ტერ­ნეტ­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ახა­ლი დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. რე­ზო­ნან­სუ­ლი იყო მისი კი­ევ­ში ვი­ზი­ტიც, სა­დაც ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა მა­ი­დან­ზე შეკ­რე­ბილ ხალ­ხს მი­მარ­თა. "ალი­ას" რეს­პო­დენ­ტი, პეტ­რე მამ­რა­ძე ამ­ბობს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ ახალ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობს. გთა­ვა­ზობთ გა­ზეთ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ტერ­ვი­უს.

- რა ხდე­ბა "ნაც­მოძ­რა­ო­ბა­ში"? "ალი­ას" კან­ცე­ლა­რი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი პეტ­რე მამ­რა­ძე ესა­უბ­რე­ბა:

- ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამე­რი­კელ­მა მე­გობ­რებ­მა სა­ა­კაშ­ვილს სთხო­ვეს, ძა­ლი­ან ნუ იაქ­ტი­უ­რებს, ფაქ­ტობ­რი­ვად, ის ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა­შია, კონ­კრე­ტუ­ლად კი აუკ­რძა­ლეს უკ­რა­ი­ნა­ში ჩას­ვლა. მას ულ­ტი­მა­ტუ­მი წა­უ­ყე­ნეს, ან შე­წყვეტს აქ­ტი­ურ მოქ­მე­დე­ბას, ან არა­და ისი­ნი მას ვერ და­ი­ცა­ვენ. რა თქმა უნდა, მას ჰყავს დაც­ვა, მაგ­რამ ჩემ­თვის ცნო­ბი­ლი არ არის, ქარ­თვე­ლე­ბი იცა­ვენ თუ ამე­რი­კე­ლე­ბი, რაც შე­ე­ხე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას", ოპ­ტი­მის­ტუ­რი გან­წყო­ბაა, რად­გან "ოც­ნე­ბა" შეც­დო­მას შეც­დო­მა­ზე უშ­ვებს. მათ შო­რის ის, რომ ევ­რო­საბ­ჭოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ენით, მაგ­რამ ძა­ლი­ან მკვეთ­რად თქვეს, რომ ვერ მი­ი­ღეს პა­სუ­ხე­ბი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ცი­ხი­დან გაყ­ვა­ნის შე­სა­ხებ, ასე­ვე ვერ მი­ი­ღეს პა­სუ­ხი, ინა­ხე­ბა თუ არა ცი­ხე­ში ვი­დე­ო­კად­რე­ბი. ეს ნიშ­ნავს, რომ მათ არ სჯე­რათს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბი­სა და ფიქ­რო­ბენ, რომ მე­რა­ბიშ­ვი­ლი ცი­ხი­დან გაყ­ვა­ნი­ლია.

სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვერ აღ­მოჩ­ნდა კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი, რათა არ გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო მსგავ­სი ტი­პის გან­ცხა­დე­ბა და მი­ე­წო­დე­ბი­ნათ მათ­თვის და­მა­ჯე­რე­ბე­ლი ინ­ფორმ­ცა­ია. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აჩუ­ქა სა­დის­ტუ­რი რე­ჟი­მის შე­მოქ­მედთ პოლ­ტი­კუ­რად დევ­ნი­ლის იმი­ჯი. ეს ტენ­დენ­ცია გა­და­ვა სხვებ­ზეც, ამ ყვე­ლა­ფერს ემა­ტე­ბა ლა­რის კურ­სის ვარ­დნა, ეკო­ნო­მი­კუ­რი, კრი­ზი­სი, შე­სა­ბა­მი­სად, "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" აქვთ იმე­დი, რომ ასე­თი ტენ­დენ­ცი­ის ფონ­ზე და­ვარ­დე­ბა "ოც­ნე­ბის" რე­ი­ტინ­გი და მათ მი­ე­ცე­მათ შან­სი ამა თუ იმ ფორ­მით დაბ­რუ­ნე­ბი­სა.

აქვე გე­ტყვით, რომ "ნაც­მოძ­რა­ო­ბა" ორად არის გა­ყო­ფი­ლი, ეს არის ბო­კე­რი­ას გუნ­დი, რო­მე­ლიც არ აპი­რებს კურ­სი­დან გა­დახ­ვე­ვას, ხოლო მე­ო­რე გუნ­დი, სა­დაც მიშა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი და გი­ორ­გი ვა­შა­ძე მო­ი­აზ­რე­ბი­ან, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია, ისე ჩა­მო­ე­ცა­ლოს სა­ა­კაშ­ვილს, რომ მო­ღა­ლა­ტის სა­ხე­ლი არ და­ერ­ქვას. მეტ-ნაკ­ლე­ბად ყვე­ლამ იხე­ი­რა, სა­ა­კაშ­ვი­ლი ხში­რად ხმა­რობ­და ტერ­მინს, - ყვე­ლა კარ­გად მყავს მი­ხე­დი­ლიო. დიახ, მას ყვე­ლა ნამ­დვი­ლად მი­ხე­დი­ლი ჰყავ­და, მეტ-ნაკ­ლე­ბად შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა მი­ლი­არდს ვერ აკე­თებ­და, მაგ­რამ ასო­ბით ათასე­ბი მის­დი­ო­დათ, მის გა­რე­მოც­ვას აგე­ბი­ნებ­და ტენ­დერებს. რო­გორც კი სა­ა­კაშ­ვი­ლი ჩა­მოს­ცილ­და, ჩვენ ვნა­ხეთ, რა და­ე­მარ­თა ბაქ­რა­ძის სი­მამრს, სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს მო­გე­ბუ­ლი ტენ­დერე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას ვე­ღარ ახერ­ხებს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ძა­ლი­ან ბევ­რი უნდა იმუ­შა­ოს, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე და­მა­ჯე­რე­ბე­ლი შე­დე­გი და­დოს, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" შიდა გან­ხეთ­ქი­ლე­ბა სუ­ლაც არ ნიშ­ნავს, რომ ისი­ნი არ ფიქ­რო­ბენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე. ასე რომ, უკვე დროა, გა­ვიდ­ნენ რე­გი­ო­ნებ­ში და გა­და­სინ­ჯონ თა­ვი­სი ძა­ლე­ბი და სა­კუ­თა­რი თვა­ლით ნა­ხონ, რა პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე დგა­ნან ადა­მი­ა­ნე­ბი, ნუ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბი­ან მხო­ლოდ თბი­ლი­სით. რე­გი­ო­ნებ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ და ფრონ­ტის ხაზი აქვთ გახ­სნი­ლი.

ნინო სამ­ხა­რა­ძე

გა­ზე­თი "ალია"

ამერიკელებმა სააკაშვილის "შინაპატიმრობა" მიუსაჯეს?

ამერიკელებმა სააკაშვილის "შინაპატიმრობა" მიუსაჯეს?

მას შემდეგ, რაც საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველო დატოვა, მის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი არ შემცირებულა. პერიოდულად ინტერნეტში სააკაშვილის პროფესიული საქმიანობის შესახებ ახალი დეტალების შესახებ ხდება ცნობილი. რეზონანსული იყო მისი კიევში ვიზიტიც, სადაც ექსპრეზიდენტმა მაიდანზე შეკრებილ ხალხს მიმართა. "ალიას" რესპოდენტი, პეტრე მამრაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის შესახებ ახალ ინფორმაციას ფლობს. გთავაზობთ გაზეთში გამოქვეყნებულ ინტერვიუს.

- რა ხდება "ნაცმოძრაობაში"? "ალიას" კანცელარიის ყოფილი უფროსი პეტრე მამრაძე ესაუბრება:

- ჩემი ინფორმაციით, ამერიკელმა მეგობრებმა სააკაშვილს სთხოვეს, ძალიან ნუ იაქტიურებს, ფაქტობრივად, ის შინაპატიმრობაშია, კონკრეტულად კი აუკრძალეს უკრაინაში ჩასვლა. მას ულტიმატუმი წაუყენეს, ან შეწყვეტს აქტიურ მოქმედებას, ან არადა ისინი მას ვერ დაიცავენ. რა თქმა უნდა, მას ჰყავს დაცვა, მაგრამ ჩემთვის ცნობილი არ არის, ქართველები იცავენ თუ ამერიკელები, რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", ოპტიმისტური განწყობაა, რადგან "ოცნება" შეცდომას შეცდომაზე უშვებს. მათ შორის ის, რომ ევროსაბჭოს წარმომადგენლებმა დიპლომატიური ენით, მაგრამ ძალიან მკვეთრად თქვეს, რომ ვერ მიიღეს პასუხები ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის შესახებ, ასევე ვერ მიიღეს პასუხი, ინახება თუ არა ციხეში ვიდეოკადრები. ეს ნიშნავს, რომ მათ არ სჯერათს ხელისუფლების ახსნა-განმარტებისა და ფიქრობენ, რომ მერაბიშვილი ციხიდან გაყვანილია.

სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ვერ აღმოჩნდა კომუნიკაბელური, რათა არ გაკეთებულიყო მსგავსი ტიპის განცხადება და მიეწოდებინათ მათთვის დამაჯერებელი ინფორმცაია. ხელისუფლებამ აჩუქა სადისტური რეჟიმის შემოქმედთ პოლტიკურად დევნილის იმიჯი. ეს ტენდენცია გადავა სხვებზეც, ამ ყველაფერს ემატება ლარის კურსის ვარდნა, ეკონომიკური, კრიზისი, შესაბამისად, "ნაციონალებს" აქვთ იმედი, რომ ასეთი ტენდენციის ფონზე დავარდება "ოცნების" რეიტინგი და მათ მიეცემათ შანსი ამა თუ იმ ფორმით დაბრუნებისა.

აქვე გეტყვით, რომ "ნაცმოძრაობა" ორად არის გაყოფილი, ეს არის ბოკერიას გუნდი, რომელიც არ აპირებს კურსიდან გადახვევას, ხოლო მეორე გუნდი, სადაც მიშა მაჭავარიანი და გიორგი ვაშაძე მოიაზრებიან, დაინტერესებულია, ისე ჩამოეცალოს სააკაშვილს, რომ მოღალატის სახელი არ დაერქვას. მეტ-ნაკლებად ყველამ იხეირა, სააკაშვილი ხშირად ხმარობდა ტერმინს, - ყველა კარგად მყავს მიხედილიო. დიახ, მას ყველა ნამდვილად მიხედილი ჰყავდა, მეტ-ნაკლებად შეიძლება ყველა მილიარდს ვერ აკეთებდა, მაგრამ ასობით ათასები მისდიოდათ, მის გარემოცვას აგებინებდა ტენდერებს. როგორც კი სააკაშვილი ჩამოსცილდა, ჩვენ ვნახეთ, რა დაემართა ბაქრაძის სიმამრს, სააკაშვილის დროს მოგებული ტენდერების რეალიზებას ვეღარ ახერხებს. ხელისუფლებამ ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დამაჯერებელი შედეგი დადოს, "ნაციონალების" შიდა განხეთქილება სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი არ ფიქრობენ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე. ასე რომ, უკვე დროა, გავიდნენ რეგიონებში და გადასინჯონ თავისი ძალები და საკუთარი თვალით ნახონ, რა პრობლემების წინაშე დგანან ადამიანები, ნუ შემოიფარგლებიან მხოლოდ თბილისით. რეგიონებში "ნაციონალები" აქტიურად მუშაობენ და ფრონტის ხაზი აქვთ გახსნილი.

ნინო სამხარაძე

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა