26 მაისის საქმეზე დღეს, ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 11:00 საათზე განახლდება. სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მერაბიშვილის ადვოკატმა ოთო კახიძემ განუცხადა, ბრალდების მხარემ შეასრულა პირობა და დაცვის მხარეს დასაკითხ მოწმეთა სია დროულად მიაწოდა. ადვოკატის ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე პოლიციის აკადემიის პრორექტორი ლუკა კურტანიძე, ასევე პარლამენტარები ზაზა პაპუაშვილი და სოსო ჯაჭვლიანი დაიკითხებიან.
ოთო კახიძის თქმით, ვანო მერაბიშვილი დღევანდელ პროცესს სავარაუდოდ დაესწრება. საქალაქო სასამართლოში პროცესი სამუშაო დღის ბოლომდე გაგრძელდება.