დუეტი ''ჯორჯია'' მალე ხუთი წლის გახდება. ამ თარიღთან დაკავშირებით რატი დურგლიშვილი და მაკა ზამბახიძე ემზადებიან და საიუბილეო კონცერტზე ბევრ სიურპრიზს გვპირდებიან. სავარაუდოდ, მოვისმენთ რატის იმ სიმღერასაც, რომლის წარდგენა გასულ წელს ''ევროვიზიის'' კონკურსზე უნდოდათ. რატის ძალიან კარგი ჩანაფიქრი ჰქონდა, უნდოდა, სიმღერის პარალელურად მაკა დაეხატა და ამით ყველასთვის პროფესიონალიზმი ეჩვენებინა,… თუმცა პროდიუსერებმა, ვინც წყვეტს, თუ ვინ უნდა გაემგზავროს ''ევროვიზიის'' კონკურსზე, არჩიეს, რომ ახალი დუეტი შეექმნათ.
- რატი, ბევრი მომღერალი განაწყენდა იმის გამო, რომ საახალწლო კონცერტებზე ვერ მოხვდა. დუეტი ''ჯორჯია'' მათ რიცხვში არ ყოფილა. რას ფიქრობ კონცერტსმიღმა დარჩენილი მომღერლების პროტესტზე?
- ისეთი ადამიანი ვარ, რომელიმე კონცერტზე თუ ვერ მოვხვდი, პრეტენზიას არ გამოვთქვამ. ალბათ, არის ბევრი მიზეზი, რის გამოც მომღერლები კონცერტზე ვერ ხვდებიან. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ საახალწლო კონცერტზე ნაცნობობით ან სხვა რაიმეს გამო არ მოვხვედრილვარ. ამგვარი ღონისძიებებისადმი ინტერესი ნაკლებად მაქვს, რადგან სხვა ბევრი საქმით გახლავართ დაკავებული. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ასეთი კონცერტების ორგანიზატორებს, რადგან მას შემდეგ, რაც დუეტი ''ჯორჯია'' დაარსდა, ამ ტიპის ღონისძიებებში ხშირად ვმონაწილეობთ. ძალით სადმე რომ ''ჩამსვან'', არ მინდა. ბევრ კორპორატიულ საღამოზე მაქვს უარი ნათქვამი. არ მესმის, როდესაც მეუბნებიან, თუ არ გინდა მონაწილეობა, მაშინ ამ ფასად სხვას მოვიწვევთო. თუ არ იცი ჩემი ფასი და ჩემს ადგილას სხვა ნებისმიერი იქნება, მაშინ რატომღა მირეკავ? საბოლოო ჯამში, ალბათ, მაინც ჩემს თავს დავაბრალებ, სადმე თუ არ მიმიწვევენ. მთავარია, ახალ პროდუქტს ქმნიდე, ხალხს რომ აინტერესებდე. როგორც კი მივხვდები, რომ ხალხს არ ვაინტერესებ, ალბათ, სიმღერას თავს დავანებებ.
- ''ახალ ტალღაში'' გამარჯვების შემდეგ შენ და მაკა ზამბახიძე ყველასთვის საყვარელი მომღერლები გახდით. როგორც ვიცი, ყოფილი პრეზიდენტისგან რამდენჯერმე საჩუქარიც მიიღე.
- მიხეილ სააკაშვილმა ერთხელ დაბადების დღეზე ''ზაპონკები'' გამომიგზავნა. ის ბევრ ცნობილ მომღერალს უგზავნიდა საჩუქრებს. ამისთვის მხოლოდ მადლობის გადახდა შემიძლია. ასეთი ყურადღება ძალიან ბევრს ნიშნავს.
- გიორგი მარგველაშვილთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
- ძალიან მიხარია, რომ პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ მაქვს.
- შესაბამისად, გიორგი მარგველაშვილისგან საჩუქარი არ მიგიღია.
- არა უშავს, თუ არ მიმიღია, სამაგიეროდ, საჩუქარი იმ ადამიანებისგან მიმიღია, ვინც ჩემს სულში არიან. მთავარი ისაა, რომ ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობა იყოს.
იხილეთ სტატიის გაგრძელება