სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უნდათ სატანებს ჩაეხუტნონ, ქალი ქალზე გათხოვდეს, კაცი კაცზე" - ანტიმაიდანი თბილისში
"უნდათ სატანებს ჩაეხუტნონ, ქალი ქალზე გათხოვდეს, კაცი კაცზე" - ანტიმაიდანი თბილისში

მა­შინ, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნის ოპო­ზი­ცი­ას, ხალ­ხს და მათი ევ­რო­პუ­ლი გე­ზის­თვის ბრძო­ლას მხარს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ოპო­ზი­ცია უჭერს, ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი და კულ­ტუ­რის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კონ­ცერ­ტებს ატა­რე­ბენ, როცა თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს შე­ნო­ბა უკ­რა­ი­ნის დრო­შის ფე­რე­ბით ნათ­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად, მცი­რე ჯგუფ­მა მხარ­და­ჭე­რა არა უკ­რა­ი­ნის აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს, არა­მედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­მო­უ­ცხა­და. ისი­ნიც ძა­ლა­დო­ბას გმო­ბენ, თუმ­ცა არა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, არა­მედ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა მხრი­დან...

კო­ა­ლი­ცია "ევ­რა­ზი­ულ­მა არ­ჩე­ვან­მა" უკ­რა­ი­ნის სა­ელ­ჩოს­თან აქ­ცია გა­მარ­თა. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მხარს უკ­რა­ი­ნის ლე­გი­ტი­მურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უჭე­რენ და მა­ი­დან­ზე შეკ­რე­ბი­ლე­ბის მხრი­დან ძა­ლა­დო­ბის აღ­კვე­თას მო­ი­თხო­ვენ. აქ­ცი­ა­ზე სულ რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა.

კო­ა­ლი­ცია "ევ­რა­ზი­ულ­მა არ­ჩე­ვა­ნის" ლი­დერ­მა არ­ჩილ ჭყო­ი­ძემ Ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან უკ­რა­ი­ნის ოპო­ზი­ცი­ის მხარ­და­ჭე­რა დაგ­მო: "ჩვენ მხარს ვუ­ჭერთ უკ­რა­ი­ნის ლე­გი­ტი­მურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. მა­ი­დან­ზე შეკ­რე­ბი­ლი ხალ­ხი და ოპო­ზი­ცია კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ჩარ­ჩო­ებს ცდე­ბა. ჩვენ მშვი­დო­ბი­ან მო­მი­ტინ­გე­ებს ვერ და­ვარ­ქმევთ ხალ­ხს, რომ­ლე­ბიც მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლე­ბით არი­ან შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბი და სპეც­რაზ­მე­ლებს ეს­ვრი­ენ. ასე­ვე ვერ და­ვარ­ქმევთ მშვი­დო­ბი­ან მო­მი­ტინ­გე­ებს ხალ­ხს, ვინც შტურ­მით იღებს სა­ხელ­მწი­ფო შერ­ნო­ბებს, ამი­ტომ მო­ვუ­წო­დებთ მათ და­იც­ვან კა­ნო­ნი. თუ მათ აქ­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა სურთ, ეს უნდა იყოს მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ უკ­რა­ი­ნა­ში რე­ფე­რენ­დუ­მი ჩა­ტარ­დე­ბა და ამ გზით გა­და­წყდე­ბა საით წა­ვი­დეს ქვე­ყა­ნა - ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის­კენ თუ ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის გზით. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ნა­წი­ლი, და ასე­ვე ოპო­ზი­ცია, ანუ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი", მხარს მა­ი­დანს უჭე­რენ, რაც ჩვე­ნი თვალ­საზ­რი­სით არის და­ნა­შა­უ­ლი, იმი­ტომ რომ უკ­რა­ი­ნელ დე­მონ­სტრან­ტებს არა­ფე­რი სა­ერ­თო არ აქვთ მშვი­დო­ბი­ან მო­მი­ტინ­გე­ებ­თან."

აქ­ცი­ა­ზე პა­რა­ლე­ლე­ბი გა­ავ­ლეს უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბულ მშვი­დო­ბი­ან აქ­ცი­ებს შო­რის:

"სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არას­წო­რად უჭერს მხარს უკ­რა­ი­ნის ევ­რო­პულ გეზს, იმი­ტომ რომ ეს თვი­თონ უკ­რა­ი­ნელ­მა ხალ­ხმა უნდა გან­სა­ზღვროს. ორ­მოც­და­ხუთ მი­ლი­ო­ნი­ან კი­ევ­ში ორ­მოც­და­ა­თი ათა­სი კა­ცის შეკ­რე­ბა, ერთი პრო­ცენ­ტია. თან ეს ორ­მოც­და­ა­თი ათა­სი კაცი და­ფი­ნან­სე­ბუ­ლია სა­ზღვარ­გა­რე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მხრი­დან. სწო­რედ მას შემ­დეგ გამ­წვავ­და სი­ტუ­ა­ცია, რო­დე­საც ამე­რი­კის სე­ნა­ტო­რე­ბი და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი ჩა­ვიდ­ნენ უკ­რა­ი­ნა­ში; ანუ ეს შეგ­ნე­ბუ­ლად ინ­სპი­რი­რე­ბუ­ლია. ეს არის ძა­ლა­დობ­რი­ვი მე­თო­დე­ბით კა­ნო­ნი­ე­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბის მცდე­ლო­ბა და სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლია, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ დრო­უ­ლად უნდა აღ­კვე­თოს. ჩვენ 7 ნო­ემ­ბერს და 26 მა­ისს ვი­თხოვ­დით სის­ხლის­მსმე­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის და მისი ბან­დის კა­ნო­ნი­ე­რი გზით წას­ვლას. მა­შინ მშვი­დო­ბი­ა­ნი ხალ­ხი ჩა­ხო­ცეს და მა­ღა­ზი­ის სა­ხუ­რა­ვებ­ზე შე­მო­დეს. ის იყო ნამ­დვი­ლი, მშვი­დო­ბი­ა­ნი პრო­ტეს­ტი. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ახ­ლან­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, რო­მე­ლიც მა­შინ ოპო­ზი­ცი­ა­ში იყო, მხა­რი და­უ­ჭი­როს სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბას?" - გა­ნა­ცხა­და კო­ა­ლი­ცია "ევ­რა­ზი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნის" ერთ-ერ­თმა წევ­რმა გუ­რამ ჯორ­ბე­ნა­ძემ.

აქ­ცი­ა­ზე თომა ბე­თა­ნე­ლიც იმ­ყო­ფე­ბო­და:

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა და­იც­ვას კა­ნო­ნი, თუ ოპო­ზი­ცია ძა­ლა­დობს, უნდა და­სა­ჯოს. ოპო­ზი­ცი­ას უნდა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხელ­ში ჩა­იგ­დოს და ჯონ მა­კე­ინს და სა­ტა­ნებს ჩა­ე­ხუ­ტოს. გა­შიშ­ვლე­ბუ­ლი და­დი­ოდ­ნენ ქა­ლე­ბი, ქალი ქალ­ზე გა­თხოვ­დეს, კაცი კაც­ზე. ეს არის სა­ტა­ნიზ­მი და მათ ეს უნ­დათ. უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უნდა ქონ­დეს იმის ძალა, უკა­ნო­ნოდ, ხალ­ხის საკ­ლა­ვად ვინც გა­მო­დის, და­ა­კა­ვოს და და­სა­ჯოს კა­ნო­ნის სა­თა­ნა­დოდ."

სა­ქარ­თვე­ლოს და უკ­რა­ი­ნის პოს­ტე­რე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა სა­ელ­ჩო­ში მხარ­დამ­ჭე­რი გან­ცხა­დე­ბა შე­ი­ტა­ნეს და უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბა ურ­ჩი­ეს, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის სა­მო­მავ­ლო კურსს გა­და­წყვეტს.

ელე­ნე ცინ­ცა­ძე, Ambebi.ge

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"უნდათ სატანებს ჩაეხუტნონ, ქალი ქალზე გათხოვდეს, კაცი კაცზე" - ანტიმაიდანი თბილისში

"უნდათ სატანებს ჩაეხუტნონ, ქალი ქალზე გათხოვდეს, კაცი კაცზე" - ანტიმაიდანი თბილისში

მაშინ, როდესაც უკრაინის ოპოზიციას, ხალხს და მათი ევროპული გეზისთვის ბრძოლას მხარს საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია უჭერს, ქართველი ახალგაზრდები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები კონცერტებს ატარებენ, როცა თბილისის საკრებულოს შენობა უკრაინის დროშის ფერებით ნათდება, საქართველოში პირველად, მცირე ჯგუფმა მხარდაჭერა არა უკრაინის აქციის მონაწილეებს, არამედ ხელისუფლებას გამოუცხადა. ისინიც ძალადობას გმობენ, თუმცა არა ხელისუფლების, არამედ აქციის მონაწილეთა მხრიდან...

კოალიცია "ევრაზიულმა არჩევანმა" უკრაინის საელჩოსთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეები მხარს უკრაინის ლეგიტიმურ ხელისუფლებას უჭერენ და მაიდანზე შეკრებილების მხრიდან ძალადობის აღკვეთას მოითხოვენ. აქციაზე სულ რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა.

კოალიცია "ევრაზიულმა არჩევანის" ლიდერმა არჩილ ჭყოიძემ Ambebi.ge-სთან საუბრისას ხელისუფლების მხრიდან უკრაინის ოპოზიციის მხარდაჭერა დაგმო: "ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ლეგიტიმურ ხელისუფლებას. მაიდანზე შეკრებილი ხალხი და ოპოზიცია კონსტიტუციურ ჩარჩოებს ცდება. ჩვენ მშვიდობიან მომიტინგეებს ვერ დავარქმევთ ხალხს, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილებით არიან შეიარაღებულები და სპეცრაზმელებს ესვრიენ. ასევე ვერ დავარქმევთ მშვიდობიან მომიტინგეებს ხალხს, ვინც შტურმით იღებს სახელმწიფო შერნობებს, ამიტომ მოვუწოდებთ მათ დაიცვან კანონი. თუ მათ აქციების ჩატარება სურთ, ეს უნდა იყოს მშვიდობიანი გზით. კარგი იქნება, თუ უკრაინაში რეფერენდუმი ჩატარდება და ამ გზით გადაწყდება საით წავიდეს ქვეყანა -  ევროინტეგრაციისკენ თუ ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების გზით. საქართველოს ხელისუფლების ნაწილი, და ასევე ოპოზიცია, ანუ "ნაციონალები", მხარს მაიდანს უჭერენ, რაც ჩვენი თვალსაზრისით არის დანაშაული, იმიტომ რომ უკრაინელ დემონსტრანტებს არაფერი საერთო არ აქვთ მშვიდობიან მომიტინგეებთან."

აქციაზე პარალელები გაავლეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველოში ჩატარებულ მშვიდობიან აქციებს შორის:

"საქართველოს ხელისუფლება არასწორად უჭერს მხარს უკრაინის ევროპულ გეზს, იმიტომ რომ ეს თვითონ უკრაინელმა ხალხმა უნდა განსაზღვროს. ორმოცდახუთ მილიონიან კიევში ორმოცდაათი ათასი კაცის შეკრება, ერთი პროცენტია. თან ეს ორმოცდაათი ათასი კაცი დაფინანსებულია საზღვარგარეთის სპეცსამსახურების მხრიდან. სწორედ მას შემდეგ გამწვავდა სიტუაცია, როდესაც ამერიკის სენატორები და ევროპარლამენტარები ჩავიდნენ უკრაინაში; ანუ ეს შეგნებულად ინსპირირებულია. ეს არის ძალადობრივი მეთოდებით კანონიერი ხელისუფლების დამხობის მცდელობა და სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ დროულად უნდა აღკვეთოს. ჩვენ 7 ნოემბერს და 26 მაისს ვითხოვდით სისხლისმსმელი სააკაშვილის და მისი ბანდის კანონიერი გზით წასვლას. მაშინ მშვიდობიანი ხალხი ჩახოცეს და მაღაზიის სახურავებზე შემოდეს. ის იყო ნამდვილი, მშვიდობიანი პროტესტი. როგორ შეიძლება ახლანდელმა ხელისუფლებამ, რომელიც მაშინ ოპოზიციაში იყო, მხარი დაუჭიროს სახელმწიფო გადატრიალებას?" - განაცხადა კოალიცია "ევრაზიული არჩევანის" ერთ-ერთმა წევრმა გურამ ჯორბენაძემ.

აქციაზე თომა ბეთანელიც იმყოფებოდა:

"ხელისუფლებამ უნდა დაიცვას კანონი, თუ ოპოზიცია ძალადობს, უნდა დასაჯოს. ოპოზიციას უნდა ხელისუფლება ხელში ჩაიგდოს და ჯონ მაკეინს და სატანებს ჩაეხუტოს. გაშიშვლებული დადიოდნენ ქალები, ქალი ქალზე გათხოვდეს, კაცი კაცზე. ეს არის სატანიზმი და მათ ეს უნდათ. უკრაინის ხელისუფლებას უნდა ქონდეს იმის ძალა, უკანონოდ, ხალხის საკლავად ვინც გამოდის, დააკავოს და დასაჯოს კანონის სათანადოდ."

საქართველოს და უკრაინის პოსტერებით შეიარაღებულმა აქციის მონაწილეებმა საელჩოში მხარდამჭერი განცხადება შეიტანეს და უკრაინელ ხალხს რეფერენდუმის ჩატარება ურჩიეს, რომელიც უკრაინის სამომავლო კურსს გადაწყვეტს.

ელენე ცინცაძე, Ambebi.ge

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია