მიცკევიჩის ქუჩაზე ერთ-ერთი გარდაცვლილის მანქანაში დედის სახელზე დაწერილი წერილი აღმოაჩინეს

მიცკევიჩის ქუჩაზე ერთ-ერთი გარდაცვლილის მანქანაში დედის სახელზე დაწერილი წერილი აღმოაჩინეს

მიცკევიჩის ქუჩის ნომერ 29 ა-ში ერთ-ერთი გარდაცვლილის მანქანაში დედის სახელზე დაწერილი წერილი აღმოაჩინეს. წერილი ნაპოვნია პაციენტის მანქანაში , რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე მდებარე დედათა და ბავშვთა სამკურნალო-პროფილაქტიკურ ცენტრში მკურნალობდა.

"ტკივილს ვეღარ ვუძლებ და ბოლო უნდა მოვუღო ყველაფერს",- ნათქვამია წერილში.

დედათა და ბავშვთა სამკურნალო-პროფილაქტიკურ ცენტრში მომხდართან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ცნობილია, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილი არის დედათა და ბავშვთა სამკურნალო პროფილაქტიკური ცენტრის ექიმი, ცნობილი დერმატო-ვენეროლოგი, პროფესორი ზურაბ ბენდელიანი. მისი ცხედარი მისსავე კაბინეტში აღმოაჩინეს.

წინასწარი ინფორმაციით, ექიმი ხანძრის შედეგად გარდაიცვალა, ხოლო მეორე გარდაცვლილის ვინაობა ამ დროისთვის არ არის დადასტურებული. მისი გვამი შენობის შესასვლელში, ფოიეში იქნა აღმოჩენილი.

მიცკევიჩის ქუჩაზე, გარდაცვლილი მამაკაცების გვამები პროზექტურაში უკვე გადაასვენეს, სადაც მათ ცხედრებს ექსპერტიზა ჩაუტარდებათ.

ამ დრომდე შემთხვევის ადგილას იმყოფებიან სამართალდამცველები. ისინი კომენტარისგან თავს იკავებენ.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ