სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 04:18-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 07:02-ზე, მთვარე ტყუპშია – ჰარმონიული და მარტივი დღეა, სიყვარულის, პატიებისა და მიღების. არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. თუმცა, ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. საღამოსკენ გაუმკლავდით ფინანსურ საკითხებს. გადაიხადეთ ვალები. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. დღეს არ შექმნათ ოჯახი. საყვარელ ადამიანთან ერთად გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინი ცნობილაძე პირადი ცხოვრების შესახებ: "ძველმოდური ბიჭები მომწონს"
ნინი ცნობილაძე პირადი ცხოვრების შესახებ: "ძველმოდური ბიჭები მომწონს"

პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტია, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, რო­გორც მომ­ღე­რა­ლი, პრო­ექ­ტის - "ახა­ლი ხმის" წყა­ლო­ბით გა­იც­ნო, შემ­დეგ ნინი ცნო­ბი­ლა­ძე "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­შიც" გა­მოჩ­ნდა. ამ­ბობს, რომ აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნია. ვერ ეგუ­ე­ბა ერ­თფე­როვ­ნე­ბას და ცდი­ლობს, სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბი ყვე­ლა სფე­რო­ში მო­სინ­ჯოს. მან ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას აღი­ა­რა, რომ სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა არ ეხერ­ხე­ბა და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ულ ოჯახ­ში აღი­ზარ­და, ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ებ­ში ბევ­რი რამ არ მოს­წონს.

- პირ­ველ რიგ­ში, შენი ოჯა­ხი გაგ­ვა­ცა­ნი...

- დე­და­ჩე­მი - მა­ნა­ნა ურუ­შა­ძე გახ­ლავთ, მამა - რა­მაზ ცნო­ბი­ლა­ძე და ორი­ვე ხე­ლო­ვა­ნია. რა თქმა უნდა, მშობ­ლე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ამა­ვე დროს, მათ მი­მართ უდი­დე­სი პა­ტი­ვის­ცე­მა მაქვს. დედა კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ას­წავ­ლის ფორ­ტე­პი­ა­ნოს, მამა კი ადრე "სუ­ხიშ­ვი­ლებ­ში" ცეკ­ვავ­და, ამ­ჟა­მად კი სა­კუ­თა­რი პა­ტა­რა ბიზ­ნე­სი აქვს.

- დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი გყავს?

- ერთი ძმა მყავს, რო­მე­ლიც 22 წლის არის.

- შენი ძმა პრო­ფე­სი­ით ვინ არის?

- ბა­ი­კე­რია.

- რო­გორც ვიცი, ჯერ კი­დევ სტუ­დენ­ტი ხარ.

- დიახ, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ, მე­ო­თხე კურ­სზე ვარ. პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტი გახ­ლა­ვართ, მაგ­რამ ჯერ ამ სფე­რო­ში არ ვსაქ­მი­ა­ნობ. უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ უამ­რა­ვი გეგ­მა მაქვს და ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა.

- მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბაც გაქვს, არა?

- 8 წელი კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ფორ­ტე­პი­ა­ნოს გან­ხრით ვსწავ­ლობ­დი.

- რამ­დე­ნი წლის ხარ?

- 21-ის.

- ჰო­როს­კო­პით ვინ ხარ?

- "სას­წო­რი" ვარ.

- ას­ტრო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზით ხში­რად ინ­ტე­რეს­დე­ბი?

- რა თქმა უნდა, ას­ტრო­ლო­გია მა­ინ­ტე­რე­სებს და ხში­რა­დაც ვკი­თხუ­ლობ. სას­წო­რის ნი­შან-თვი­სე­ბე­ბი ჩემ­სას ძა­ლი­ან ემ­თხვე­ვა.

- თუ იცი, ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებს შო­რის "სას­წო­რი" რა თვი­სე­ბით არის გა­მორ­ჩე­უ­ლი?

- "სას­წო­რი" მერ­ყე­ვი ხა­სი­ა­თი­თაა გა­მორ­ჩე­უ­ლი (იცი­ნის). ამ ნიშ­ნის ქვეშ და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ძა­ლი­ან გვი­ჭირს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა... წი­ნას­წარ არას­დროს ვიცი, ამა თუ იმ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ვი­ღებ. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი სპონ­ტა­ნუ­რად ხდე­ბა.

- პრინ­ცი­პუ­ლი ადა­მი­ა­ნი ხარ? შე­გიძ­ლია თუ არა, რომ რა­ღა­ცის ან ვი­ღა­ცის გამო სა­კუ­თარ პრინ­ცი­პებს უღა­ლა­ტო?

- ვფიქ­რობ, გარ­კვე­უ­ლი დო­ზით ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი პრინ­ცი­პუ­ლი უნდა იყოს, მაგ­რამ ზოგ­ჯერ დათ­მო­ბაც უნდა შე­გეძ­ლოს. თუმ­ცა, უნდა იცო­დე, რისი დათ­მო­ბა შე­იძ­ლე­ბა და რისი - არა. ზედ­მე­ტი პრინ­ცი­პუ­ლო­ბა უაზ­რო­ბად მეჩ­ვე­ნე­ბა.

- შე­გიძ­ლია შენს და­დე­ბით თვი­სე­ბებ­ზე ისა­უბ­რო?

- სა­კუ­თარ თავ­ზე ლა­პა­რა­კი ცოტა არ იყოს, ძნე­ლია, მაგ­რამ შე­ვეც­დე­ბი, ნინი ცნო­ბი­ლა­ძე და­ვა­ხა­სი­ა­თო: სა­ერ­თოდ, რე­ა­ლუ­რად მო­აზ­როვ­ნე ვარ და ადა­მი­ა­ნე­ბის ამოც­ნო­ბის ძა­ლი­ან კარ­გი უნა­რი მაქვს. პი­როვ­ნე­ბას ერთი შე­ხედ­ვით არა­სო­დეს ვა­ფა­სებ. არ მიყ­ვარს ადა­მი­ა­ნის ზედ­მე­ტად ახ­ლოს მოშ­ვე­ბა, ახალ­გაც­ნო­ბილ­თან გარ­კვე­ულ დის­ტან­ცი­ას ყო­ველ­თვის ვი­ცავ და სწო­რედ ეს თვი­სე­ბა მეხ­მა­რე­ბა სწო­რი და რე­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. და კი­დევ, არას­დროს ვთა­მა­შობ; ყო­ველ­თვის ის ვარ, ვინც სი­ნამ­დვი­ლე­ში გახ­ლა­ვართ და ვი­ღა­ცას მოვ­წონ­ვარ, ვი­ღა­ცას - არა.

- შენს უარ­ყო­ფით თვი­სე­ბებ­ზეც გვი­თხა­რი რამე...

- უარ­ყო­ფით თვი­სე­ბად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს ის, რომ ადა­მი­ა­ნებს მალე ვერ ვუ­ახ­ლოვ­დე­ბი. ადრე ძა­ლი­ან ჩა­კე­ტი­ლი ვი­ყა­ვი, ბოლო დროს კი ეს კომ­პლექ­სი დავძლიე და ამ ეტაპ­ზე, შე­და­რე­ბით თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარ.

- რა მავ­ნე ჩვე­ვა გაქვს?

- მავ­ნე ჩვე­ვა მარ­თლა არ მაქვს, მით უმე­ტეს - ისე­თი, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა და­მა­ფიქ­როს.

- ამა­ყი ხარ?

- ამა­ყი არ ვარ. ვფიქ­რობ, ადა­მი­ა­ნებს ეს თვი­სე­ბა სა­ერ­თოდ არ უნდა ჰქონ­დეთ. რო­გო­რი მიღ­წე­ვე­ბი და წარ­მა­ტე­ბე­ბიც უნდა გქონ­დეს, ზე­მო­დან არა­ვის არ უნდა და­ხე­დო, წარ­მა­ტე­ბა თავ­ში არ უნდა აგი­ვარ­დეს - ეს არის ჩემი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი. ბავ­შვთან ბავ­შვი ვარ, დიდ­თან დიდი.

- შენს თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­ზე რას გვე­ტყვი?

- ყვე­ლა ჩემი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი მიყ­ვარს და პა­ტივს ვცემ. სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა ვი­ღა­ცას უყ­ვარ­ხარ.

- რო­გო­რი მა­მა­კა­ცე­ბი მოგ­წონს? ძლი­ე­რი სქე­სის შე­ფა­სე­ბი­სას, უპი­რა­ტე­სო­ბას რას ანი­ჭებ?

- მა­მა­კაცს, პირ­ველ რიგ­ში, სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო­ხატ­ვა უნდა შე­ეძ­ლოს, პა­ტივს უნდა მცემ­დეს. გა­გიმ­ხელთ და ძველ­მო­დუ­რი ტი­პის მა­მა­კა­ცე­ბი უფრო მე­ტად მომ­წონს, ვიდ­რე - თა­ნა­მედ­რო­ვე.

- შენი გუ­ლის მო­გე­ბა ძნე­ლია?

- და­უ­ფა­რა­ვად ვი­ტყვი, რომ ჩემი გუ­ლის მო­გე­ბა ძა­ლი­ან ძნე­ლია. ვი­ღა­ცის ერთი ნახ­ვით შეყ­ვა­რე­ბა არ შე­მიძ­ლია. ძნე­ლად მიყ­ვარ­დე­ბა, მაგ­რამ თუ შე­მიყ­ვარ­და, მერე ვე­ღარ ვი­ვი­წყებ.

- გა­რეგ­ნო­ბა თუ ადა­მი­ა­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი? - პი­როვ­ნე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას, უპი­რა­ტე­სო­ბას რას ანი­ჭებ?

- მა­მა­კაცს შარ­მი თუ არ აქვს, უბ­რა­ლოდ, მისი გაც­ნო­ბის სურ­ვი­ლიც არ გა­მიჩ­ნდე­ბა... თუ ამ შარ­მთან ერ­თად, მა­მა­კა­ცუ­რი თვი­სე­ბე­ბიც აქვს, ეს რა თქმა უნდა, სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტია.

- რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შენ­თვის მო­მა­ვა­ლი მე­ო­რე ნა­ხევ­რის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა?

- მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩემი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ძლი­ე­რი იყოს, ოღონდ, არ ვგუ­ლის­ხმობ იმას, რომ აუ­ცი­ლებ­ლად მი­ლი­ო­ნე­ბი უნდა ჰქონ­დეს. მა­მა­კა­ცი მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­ზე უნდა იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი და არა - ოჯა­ხის წევ­რებ­ზე.

- თა­ვად რამ­დე­ნად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ხარ?

- თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ვარ. 15 წლის ასა­კი­დან მშობ­ლე­ბის­თვის ფული აღარ მი­თხო­ვია. სულ ვმუ­შა­ობ­დი, ხან სად და ხან - სად.

- ნინი, მზი­თე­ვი თუ გაქვს?

- არა (იცი­ნის). ჩემი აზ­რით, ეს ძა­ლი­ან ძველ­მო­დუ­რი ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­აა. მი­მაჩ­ნია, რომ როცა წყვი­ლი ოჯახს ქმნის და სა­ცხოვ­რებ­ლად ცალ­კე გა­და­დის, ოჯა­ხის შევ­სე­ბა­სა და მო­წეს­რი­გე­ბა­ში ორი­ვე მათ­გან­მა უნდა მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ვფიქ­რობ, ოჯახ­ში ყვე­ლა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა მა­მა­კაც­მა უნდა მო­აგ­ვა­როს.

- შენს ოჯახ­ში ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ებ­ზე რას ამ­ბობ­დნენ?

- ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ებს, ჩემი ოჯა­ხის ტრა­დი­ცი­ებ­თან ერ­თად, დიდ პა­ტივს ვცემ. ჩემ­თვის გარ­შე­მო მყო­ფე­ბის აზ­რიც საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ბევ­რი ამ­ბობს, რომ სხვი­სი აზრი არ ადარ­დებს, მე ნამ­დვი­ლად მა­ინ­ტე­რე­სებს, ჩემ­ზე ვინ რას ფიქ­რობს.

- ოფი­ცი­ა­ლუ­რი ნიშ­ნო­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე რა აზ­რის ხარ? შენ თუ და­ქორ­წინ­დე­ბი მსგავ­სი ტრა­დი­ცი­ე­ბის დაც­ვით?

- ეს ტრა­დი­ცია მარ­თლა არ მომ­წონს. ვფიქ­რობ, ბევ­რი ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცია გა­ნახ­ლე­ბას მო­ი­თხოვს. პა­ტა­რა ასაკ­ში რომ თხოვ­დე­ბი­ან, ესეც არ მომ­წონს... როცა ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თად ცხოვ­რე­ბას გა­და­წყვე­ტენ, ზედ­მე­ტი ცე­რე­მო­ნი­ა­ლე­ბი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი. ჯერ­ჯე­რო­ბით, გა­თხო­ვე­ბას არ ვა­პი­რებ. სი­მარ­თლე გი­თხრა, წი­ნას­წარ ნამ­დვი­ლად არ ვიცი, რას გა­ვა­კე­თებ (იცი­ნის).

- შენი ნება რომ იყოს, ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ულ ქორ­წილს გა­და­იხ­დი­დი?

- ასე­თი ქორ­წი­ლი ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია. ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, რომ ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი ქორ­წი­ლი წყვი­ლის გა­სარ­თო­ბად და სა­ხა­ლი­სოდ კი არა, მხო­ლოდ სტუმ­რე­ბის სა­ა­მებ­ლად ეწყო­ბა. მე ალ­ბათ თა­ნა­მედ­რო­ვე ქორ­წილს გა­და­ვიხ­დი, მე­გობ­რე­ბის წრე­ში. ისე, ქორ­წილ­სა და თეთ­რი კა­ბის ჩაც­მა­ზე არა­სო­დეს მი­ოც­ნე­ბია.

- საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად თაფ­ლო­ბის თვის გა­ტა­რე­ბას სად ისურ­ვებ­დი?

- მო­მა­ვალ მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­თან ერ­თად იტა­ლი­ის რო­მე­ლი­მე კუნ­ძულ­ზე, სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვემ­გზავ­რე­ბო­დი.

- სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა თუ გე­ხერ­ხე­ბა?

- არა­ნა­ი­რი სა­ო­ჯა­ხო საქ­მის კე­თე­ბა არ ვიცი. ჩემი აზ­რით, ჯერ არც არის სა­ჭი­რო, რომ ეს ვი­ცო­დე. როცა დამ­ჭირ­დე­ბა, ყვე­ლა­ფერს ვის­წავ­ლი. მსგავს სა­კი­თხებს ჯერ­ჯე­რო­ბით დედა აგ­ვა­რებს.

- და­უ­თო­ე­ბაც არ იცი?

- და­უ­თო­ე­ბა მე­ხერ­ხე­ბა... ისე, თქვე­ნი ჟურ­ნა­ლის მკი­თხველ­მა ცუ­დად არ გა­მი­გოს და არ იფიქ­როს, რომ სა­კუ­თარ ოთახ­საც არ ვა­წეს­რი­გებ. პი­რად ნივ­თებს ვა­ლა­გებ და ჰი­გი­ე­ნა­საც ვი­ცავ. ზარ­მა­ცი არ ვარ, უბ­რა­ლოდ, ამ ეტაპ­ზე სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა არ მჭირ­დე­ბა.

- მო­მა­ვალ­მა მე­უღ­ლემ რომ გი­თხრას, და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ჩემს მშობ­ლებ­თან უნდა ვი­ცხოვ­რო­თო, რას იზამ?

- ამ წი­ნა­და­დე­ბა­ზე ჩემ­გან კა­ტე­გო­რი­ულ უარს მი­ი­ღებს. ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბულ­მა წყვილ­მა აუ­ცი­ლებ­ლად, მარ­ტო უნდა იცხოვ­როს. ამ დროს მშობ­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა ყვე­ლა­ზე დიდი დის­კომ­ფორ­ტია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რო­გო­რი კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბაც უნდა გქონ­დეს მათ­თან.

- დე­დამ­თილს "დე­დას" და­უ­ძა­ხებ?

- ყვე­ლა ადა­მი­ანს ერთი დედა ჰყავს! ჩემი აზ­რით, ის შე­უც­ვლე­ლი და შე­უ­და­რე­ბე­ლია, ამი­ტომ დე­დამ­თი­ლის­თვის "დე­დის" და­ძა­ხე­ბა ძა­ლი­ან დიდი სი­სუ­ლე­ლე მგო­ნია. ხან­და­ხან, სა­კუ­თარ დე­და­საც კი სა­ხე­ლით მივ­მარ­თავ (იცი­ნის).

- რო­მან­ტი­კუ­ლი ადა­მი­ა­ნი ხარ?

- ვფიქ­რობ, რო­მან­ტი­კუ­ლი ვარ, მაგ­რამ იმ დო­ნე­ზე არა, რე­ა­ლო­ბას რომ მოვ­წყდე.

- პა­ტი­ე­ბა შე­გიძ­ლია?

- გა­აჩ­ნია, რა არის სა­პა­ტი­ე­ბე­ლი. ყვე­ლა­ფერ­ზე თვალს ნამ­დვი­ლად არ დავ­ხუ­ჭავ. მა­გა­ლი­თად, შე­უძ­ლე­ბე­ლია ისე­თი რა­ღა­ცე­ბის პა­ტი­ე­ბა, რაც ადა­მი­ა­ნო­ბას და­გა­კარ­გვი­ნებს.

სოფო ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

ნინი ცნობილაძე პირადი ცხოვრების შესახებ: "ძველმოდური ბიჭები მომწონს"

ნინი ცნობილაძე პირადი ცხოვრების შესახებ: "ძველმოდური ბიჭები მომწონს"

პროფესიით ჟურნალისტია, მაგრამ საზოგადოებამ, როგორც მომღერალი, პროექტის - "ახალი ხმის" წყალობით გაიცნო, შემდეგ ნინი ცნობილაძე "ცეკვავენ ვარსკვლავებშიც" გამოჩნდა. ამბობს, რომ აქტიური ადამიანია. ვერ ეგუება ერთფეროვნებას და ცდილობს, საკუთარი ძალები ყველა სფეროში მოსინჯოს. მან ჩვენთან საუბრისას აღიარა, რომ საოჯახო საქმეების კეთება არ ეხერხება და მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ტრადიციულ ოჯახში აღიზარდა, ქართულ ტრადიციებში ბევრი რამ არ მოსწონს.

- პირველ რიგში, შენი ოჯახი გაგვაცანი...

- დედაჩემი - მანანა ურუშაძე გახლავთ, მამა - რამაზ ცნობილაძე და ორივე ხელოვანია. რა თქმა უნდა, მშობლები ძალიან მიყვარს და ამავე დროს, მათ მიმართ უდიდესი პატივისცემა მაქვს. დედა კონსერვატორიაში ასწავლის ფორტეპიანოს, მამა კი ადრე "სუხიშვილებში" ცეკვავდა, ამჟამად კი საკუთარი პატარა ბიზნესი აქვს.

- დედმამიშვილები გყავს?

- ერთი ძმა მყავს, რომელიც 22 წლის არის.

- შენი ძმა პროფესიით ვინ არის?

- ბაიკერია.

- როგორც ვიცი, ჯერ კიდევ სტუდენტი ხარ.

- დიახ, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ვსწავლობ, მეოთხე კურსზე ვარ. პროფესიით ჟურნალისტი გახლავართ, მაგრამ ჯერ ამ სფეროში არ ვსაქმიანობ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ უამრავი გეგმა მაქვს და ვნახოთ, რა იქნება.

- მუსიკალური განათლებაც გაქვს, არა?

- 8 წელი კონსერვატორიაში ფორტეპიანოს განხრით ვსწავლობდი.

- რამდენი წლის ხარ?

- 21-ის.

- ჰოროსკოპით ვინ ხარ?

- "სასწორი" ვარ.

- ასტროლოგიური პროგნოზით ხშირად ინტერესდები?

- რა თქმა უნდა, ასტროლოგია მაინტერესებს და ხშირადაც ვკითხულობ. სასწორის ნიშან-თვისებები ჩემსას ძალიან ემთხვევა.

- თუ იცი, ზოდიაქოს ნიშნებს შორის "სასწორი" რა თვისებით არის გამორჩეული?

- "სასწორი" მერყევი ხასიათითაა გამორჩეული (იცინის). ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ძალიან გვიჭირს გადაწყვეტილების მიღება... წინასწარ არასდროს ვიცი, ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მივიღებ. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი სპონტანურად ხდება.

- პრინციპული ადამიანი ხარ? შეგიძლია თუ არა, რომ რაღაცის ან ვიღაცის გამო საკუთარ პრინციპებს უღალატო?

- ვფიქრობ, გარკვეული დოზით ყველა ადამიანი პრინციპული უნდა იყოს, მაგრამ ზოგჯერ დათმობაც უნდა შეგეძლოს. თუმცა, უნდა იცოდე, რისი დათმობა შეიძლება და რისი - არა. ზედმეტი პრინციპულობა უაზრობად მეჩვენება.

- შეგიძლია შენს დადებით თვისებებზე ისაუბრო?

- საკუთარ თავზე ლაპარაკი ცოტა არ იყოს, ძნელია, მაგრამ შევეცდები, ნინი ცნობილაძე დავახასიათო: საერთოდ, რეალურად მოაზროვნე ვარ და ადამიანების ამოცნობის ძალიან კარგი უნარი მაქვს. პიროვნებას ერთი შეხედვით არასოდეს ვაფასებ. არ მიყვარს ადამიანის ზედმეტად ახლოს მოშვება, ახალგაცნობილთან გარკვეულ დისტანციას ყოველთვის ვიცავ და სწორედ ეს თვისება მეხმარება სწორი და რეალური ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. და კიდევ, არასდროს ვთამაშობ; ყოველთვის ის ვარ, ვინც სინამდვილეში გახლავართ და ვიღაცას მოვწონვარ, ვიღაცას - არა.

- შენს უარყოფით თვისებებზეც გვითხარი რამე...

- უარყოფით თვისებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ადამიანებს მალე ვერ ვუახლოვდები. ადრე ძალიან ჩაკეტილი ვიყავი, ბოლო დროს კი ეს კომპლექსი დავძლიე და ამ ეტაპზე, შედარებით თავისუფალი ვარ.

- რა მავნე ჩვევა გაქვს?

- მავნე ჩვევა მართლა არ მაქვს, მით უმეტეს - ისეთი, რომელმაც შეიძლება დამაფიქროს.

- ამაყი ხარ?

- ამაყი არ ვარ. ვფიქრობ, ადამიანებს ეს თვისება საერთოდ არ უნდა ჰქონდეთ. როგორი მიღწევები და წარმატებებიც უნდა გქონდეს, ზემოდან არავის არ უნდა დახედო, წარმატება თავში არ უნდა აგივარდეს - ეს არის ჩემი ცხოვრების მთავარი პრინციპი. ბავშვთან ბავშვი ვარ, დიდთან დიდი.

- შენს თაყვანისმცემლებზე რას გვეტყვი?

- ყველა ჩემი თაყვანისმცემელი მიყვარს და პატივს ვცემ. სასიამოვნოა, როცა ვიღაცას უყვარხარ.

- როგორი მამაკაცები მოგწონს? ძლიერი სქესის შეფასებისას, უპირატესობას რას ანიჭებ?

- მამაკაცს, პირველ რიგში, სიყვარულის გამოხატვა უნდა შეეძლოს, პატივს უნდა მცემდეს. გაგიმხელთ და ძველმოდური ტიპის მამაკაცები უფრო მეტად მომწონს, ვიდრე - თანამედროვე.

- შენი გულის მოგება ძნელია?

- დაუფარავად ვიტყვი, რომ ჩემი გულის მოგება ძალიან ძნელია. ვიღაცის ერთი ნახვით შეყვარება არ შემიძლია. ძნელად მიყვარდება, მაგრამ თუ შემიყვარდა, მერე ვეღარ ვივიწყებ.

- გარეგნობა თუ ადამიანური თვისებები? - პიროვნების შეფასებისას, უპირატესობას რას ანიჭებ?

- მამაკაცს შარმი თუ არ აქვს, უბრალოდ, მისი გაცნობის სურვილიც არ გამიჩნდება... თუ ამ შარმთან ერთად, მამაკაცური თვისებებიც აქვს, ეს რა თქმა უნდა, საუკეთესო ვარიანტია.

- რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის მომავალი მეორე ნახევრის მატერიალური მდგომარეობა?

- მნიშვნელოვანია, რომ ჩემი მომავალი მეუღლე მატერიალურად ძლიერი იყოს, ოღონდ, არ ვგულისხმობ იმას, რომ აუცილებლად მილიონები უნდა ჰქონდეს. მამაკაცი მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა იყოს დამოკიდებული და არა - ოჯახის წევრებზე.

- თავად რამდენად დამოუკიდებელი ხარ?

- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დამოუკიდებელი ვარ. 15 წლის ასაკიდან მშობლებისთვის ფული აღარ მითხოვია. სულ ვმუშაობდი, ხან სად და ხან - სად.

- ნინი, მზითევი თუ გაქვს?

- არა (იცინის). ჩემი აზრით, ეს ძალიან ძველმოდური ქართული ტრადიციაა. მიმაჩნია, რომ როცა წყვილი ოჯახს ქმნის და საცხოვრებლად ცალკე გადადის, ოჯახის შევსებასა და მოწესრიგებაში ორივე მათგანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. ვფიქრობ, ოჯახში ყველანაირი პრობლემა მამაკაცმა უნდა მოაგვაროს.

- შენს ოჯახში ქართულ ტრადიციებზე რას ამბობდნენ?

- ქართულ ტრადიციებს, ჩემი ოჯახის ტრადიციებთან ერთად, დიდ პატივს ვცემ. ჩემთვის გარშემო მყოფების აზრიც საკმაოდ მნიშვნელოვანია. ბევრი ამბობს, რომ სხვისი აზრი არ ადარდებს, მე ნამდვილად მაინტერესებს, ჩემზე ვინ რას ფიქრობს.

- ოფიციალური ნიშნობის ცერემონიაზე რა აზრის ხარ? შენ თუ დაქორწინდები მსგავსი ტრადიციების დაცვით?

- ეს ტრადიცია მართლა არ მომწონს. ვფიქრობ, ბევრი ქართული ტრადიცია განახლებას მოითხოვს. პატარა ასაკში რომ თხოვდებიან, ესეც არ მომწონს... როცა ზრდასრული ადამიანები ერთად ცხოვრებას გადაწყვეტენ, ზედმეტი ცერემონიალები არ არის აუცილებელი. ჯერჯერობით, გათხოვებას არ ვაპირებ. სიმართლე გითხრა, წინასწარ ნამდვილად არ ვიცი, რას გავაკეთებ (იცინის).

- შენი ნება რომ იყოს, ქართულ ტრადიციულ ქორწილს გადაიხდიდი?

- ასეთი ქორწილი ჩემთვის მიუღებელია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ქართული ტრადიციული ქორწილი წყვილის გასართობად და სახალისოდ კი არა, მხოლოდ სტუმრების საამებლად ეწყობა. მე ალბათ თანამედროვე ქორწილს გადავიხდი, მეგობრების წრეში. ისე, ქორწილსა და თეთრი კაბის ჩაცმაზე არასოდეს მიოცნებია.

- საყვარელ ადამიანთან ერთად თაფლობის თვის გატარებას სად ისურვებდი?

- მომავალ მეორე ნახევართან ერთად იტალიის რომელიმე კუნძულზე, სიამოვნებით გავემგზავრებოდი.

- საოჯახო საქმეების კეთება თუ გეხერხება?

- არანაირი საოჯახო საქმის კეთება არ ვიცი. ჩემი აზრით, ჯერ არც არის საჭირო, რომ ეს ვიცოდე. როცა დამჭირდება, ყველაფერს ვისწავლი. მსგავს საკითხებს ჯერჯერობით დედა აგვარებს.

- დაუთოებაც არ იცი?

- დაუთოება მეხერხება... ისე, თქვენი ჟურნალის მკითხველმა ცუდად არ გამიგოს და არ იფიქროს, რომ საკუთარ ოთახსაც არ ვაწესრიგებ. პირად ნივთებს ვალაგებ და ჰიგიენასაც ვიცავ. ზარმაცი არ ვარ, უბრალოდ, ამ ეტაპზე საოჯახო საქმეების კეთება არ მჭირდება.

- მომავალმა მეუღლემ რომ გითხრას, დაქორწინების შემდეგ ჩემს მშობლებთან უნდა ვიცხოვროთო, რას იზამ?

- ამ წინადადებაზე ჩემგან კატეგორიულ უარს მიიღებს. ახალდაქორწინებულმა წყვილმა აუცილებლად, მარტო უნდა იცხოვროს. ამ დროს მშობლებთან ერთად ცხოვრება ყველაზე დიდი დისკომფორტია, მიუხედავად იმისა, როგორი კარგი ურთიერთობაც უნდა გქონდეს მათთან.

- დედამთილს "დედას" დაუძახებ?

- ყველა ადამიანს ერთი დედა ჰყავს! ჩემი აზრით, ის შეუცვლელი და შეუდარებელია, ამიტომ დედამთილისთვის "დედის" დაძახება ძალიან დიდი სისულელე მგონია. ხანდახან, საკუთარ დედასაც კი სახელით მივმართავ (იცინის).

- რომანტიკული ადამიანი ხარ?

- ვფიქრობ, რომანტიკული ვარ, მაგრამ იმ დონეზე არა, რეალობას რომ მოვწყდე.

- პატიება შეგიძლია?

- გააჩნია, რა არის საპატიებელი. ყველაფერზე თვალს ნამდვილად არ დავხუჭავ. მაგალითად, შეუძლებელია ისეთი რაღაცების პატიება, რაც ადამიანობას დაგაკარგვინებს.

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება