პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების მოქალაქეობით უზრუნველუყოფისთვის კანონში სპეციალური მუხლი ჩაიდება
სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების მოქალაქეობით უზრუნველუყოფისთვის კანონში სპეციალური მუხლი ჩაიდება

სა­ქარ­თვე­ლო­ში სუ­რო­გა­ცი­ის გზით და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვი, რომ­ლის გე­ნე­ტი­კუ­რი მშობ­ლე­ბის ქვეყ­ნე­ბი მას სა­კუ­თარ მო­ქა­ლა­ქედ არ მი­იჩ­ნევს, და­ბა­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას მო­ი­პო­ვებს.

სუ­რო­გა­ცი­ის გზით და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პი­რად დარ­ჩე­ნის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, შე­სა­ბა­მი­სი პუნ­ქტი "სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შე­სა­ხებ" ორ­გა­ნულ კა­ნონ­ში ჩა­ი­დე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ავ­ტო­რო­ბით და მთავ­რო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით პარ­ლა­მენტს "სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შე­სა­ხებ" სრუ­ლი­ად ახა­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი წა­რედ­გი­ნა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მო­პო­ვე­ბას­თან, შე­წყვე­ტას­თან და აღ­დგე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი გა­და­ი­ხე­და.

პრო­ექ­ტით ერთ-ერთი სი­ახ­ლე სუ­რო­გა­ცი­ის გზით და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის სა­კი­თხია. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით კა­ნონ­ში იწე­რე­ბა, რომ და­ბა­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას მო­ი­პო­ვებს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ექ­სტრა­კორ­პო­რუ­ლი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის (სუ­რო­გა­ცი­ის) გზით და­ბა­დე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი პირი, თუ მისი ორი­ვე მშობ­ლის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ქვე­ყა­ნა მას სა­კუ­თარ მო­ქა­ლა­ქედ არ მი­იჩ­ნევს. აღ­ნიშ­ნულ სი­ახ­ლე­ზე იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო გან­მარ­ტავს, რომ ეს გა­მოწ­ვე­უ­ლია არ­სე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კით და სუ­რო­გა­ცი­ის გზით და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პი­რად დარ­ჩე­ნის პრე­ვენ­ცი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

პარ­ლა­მენ­ტში ინი­ცი­რე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ძი­რი­თა­დად სის­ხლის პრინ­ციპს ეფუძ­ნე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქედ მი­იჩ­ნევს ბავ­შვს, რომ­ლის და­ბა­დე­ბის მო­მენ­ტის­თვის ერთ-ერთი მშო­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა. კა­ნო­ნის მოქ­მე­დი რე­დაქ­ცი­ით კი, ბავ­შვი, რომ­ლის ორი­ვე მშო­ბე­ლი მისი და­ბა­დე­ბის მო­მენ­ტი­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქედ ით­ვლე­ბა, და­ბა­დე­ბის ად­გი­ლის მი­უ­ხე­და­ვად.

მოქ­მე­დი კა­ნო­ნით, ბავ­შვის მშობ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა მო­ქა­ლა­ქე­ო­ბი­სას, თუ ბავ­შვის და­ბა­დე­ბი­სას ერთ-ერთი მათ­გა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა, ბავ­შვი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქედ ით­ვლე­ბა, თუ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე მშო­ბელს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მუდ­მი­ვი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი აქვს. ბავ­შვის მიერ და­ბა­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე მშო­ბელ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, პარ­ლა­მენ­ტში ინი­ცი­რე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მუდ­მი­ვად ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბას აუქ­მებს.

გარ­და ამი­სა, მოქ­მე­დი კა­ნო­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მყო­ფი ბავ­შვი, რომ­ლის ორი­ვე მშო­ბე­ლი უც­ნო­ბია, სა­წი­ნა­აღ­მდე­გოს დად­გე­ნამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქედ ჩა­ით­ვლე­ბა. რო­გორც ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო გან­მარ­ტავს, პრაქ­ტი­კა­ში ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ბავ­შვის მშობ­ლე­ბი ცნო­ბი­ლია, თუმ­ცა გა­ურ­კვე­ვე­ლია მათი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი კუთ­ვნი­ლე­ბა. ბავ­შვის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვის მიზ­ნით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ნორ­მის მოქ­მე­დე­ბა ფარ­თოვ­დე­ბა და თუნ­დაც მშო­ბელ­თა ვი­ნა­ო­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მათი გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი კუთ­ვნი­ლე­ბი­სას, ბავ­შვი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქედ ჩა­ით­ვლე­ბა.

პრო­ექ­ტით შე­მო­ღე­ბუ­ლია იმ ბავ­შვის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის გან­სა­ზღვრის რე­გუ­ლა­ცია, რომ­ლის ერთ-ერთი მშო­ბე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პი­რია, ხოლო მე­ო­რე გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი კუთ­ვნი­ლე­ბი­საა. ამ შემ­თხვე­ვა­შიც, ბავ­შვი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქედ მი­იჩ­ნე­ვა, თუკი ის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ი­ბა­და.

პარ­ლა­მენ­ტში წარ­დგე­ნი­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს შემ­დეგ ნო­ვა­ცი­ებს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით: დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლია სრულ­წლო­ვა­ნი და არას­რულ­წლო­ვა­ნი პი­რე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქედ მი­ღე­ბის პი­რო­ბე­ბი. კერ­ძოდ, სრულ­წლო­ვა­ნი პი­რის მო­ქა­ლა­ქედ მი­სა­ღე­ბად უც­ვლე­ლად დარ­ჩა პი­რო­ბე­ბი - სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 5 წლი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო ენის და სა­მარ­თლის სა­ფუძ­ვლე­ბის ცოდ­ნა და სა­მუ­შაო ად­გი­ლის ან სა­წარ­მო­ში წი­ლე­ბის ფლო­ბა, ხოლო ბავ­შვმა შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, თუ მისი ერთ-ერთი მშო­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა და მას და­ბა­დე­ბით არ მო­უ­პო­ვე­ბია სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა.

პრო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ბა­დე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე და ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სის მქო­ნე არას­რულ­წო­ვა­ნი პი­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მო­პო­ვე­ბა­ზე უა­რის თქმის პი­რო­ბე­ბის გა­და­მოწ­მე­ბის გა­რე­შე მი­ი­ღოს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, თუ ის სა­ქარ­თვე­ლო­ში ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობს.

სა­დღე­ი­სოდ მოქ­მე­დი კა­ნო­ნი არ ით­ვა­ლის­წი­ნებს გა­მო­ნაკ­ლისს ქმე­დუ­უ­ნა­რო და ფი­ზი­კუ­რი ნაკ­ლის მქო­ნე პი­რე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად მი­ღე­ბი­სას სა­ხელ­მწი­ფო ენის, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ი­სა და სა­მარ­თლის სა­ფუძ­ვლე­ბის ტეს­ტი­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე, რაც, რო­გორც იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს გან­მარ­ტავს, მრა­ვალ პრაქ­ტი­კულ პრობ­ლე­მას ქმნის. აღ­ნიშ­ნუ­ლის გა­მოს­წო­რე­ბის მიზ­ნით, კა­ნონპ­რო­ექ­ტით ტეს­ტი­რე­ბის­გან თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან ქმე­დუ­უ­ნა­რო პი­რე­ბი და პი­რე­ბი, რო­მელ­თა ფი­ზი­კუ­რი ნაკ­ლის გამო შე­უძ­ლე­ბე­ლია ენი­სა და ის­ტო­რი­ის ცოდ­ნის დო­ნის შე­მოწ­მე­ბა.

კა­ნონპ­რო­ექ­ტით ასე­ვე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია, რომ ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სის მქო­ნე პირი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბი­სას თა­ვი­სუფ­ლდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მუ­შაო ად­გი­ლის ან უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ქო­ნის, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბას გა­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ანდა სა­ქარ­თვე­ლოს სა­წარ­მო­ში წი­ლის ან აქ­ცი­ე­ბის ფლო­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის­გან.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების მოქალაქეობით უზრუნველუყოფისთვის კანონში სპეციალური მუხლი ჩაიდება

სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების მოქალაქეობით უზრუნველუყოფისთვის კანონში სპეციალური მუხლი ჩაიდება

საქართველოში სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვი, რომლის გენეტიკური მშობლების ქვეყნები მას საკუთარ მოქალაქედ არ მიიჩნევს, დაბადებით საქართველოს მოქალაქეობას მოიპოვებს.

სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის მოქალაქეობის არმქონე პირად დარჩენის პრევენციის მიზნით, შესაბამისი პუნქტი "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანულ კანონში ჩაიდება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ავტორობით და მთავრობის ინიციატივით პარლამენტს "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" სრულიად ახალი კანონპროექტი წარედგინა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებასთან, შეწყვეტასთან და აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები გადაიხედა.

პროექტით ერთ-ერთი სიახლე სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების მოქალაქეობის საკითხია. ამასთან დაკავშირებით კანონში იწერება, რომ დაბადებით საქართველოს მოქალაქეობას მოიპოვებს საქართველოს ტერიტორიაზე ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაბადებული არასრულწლოვანი პირი, თუ მისი ორივე მშობლის მოქალაქეობის ქვეყანა მას საკუთარ მოქალაქედ არ მიიჩნევს. აღნიშნულ სიახლეზე იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ ეს გამოწვეულია არსებული პრაქტიკით და სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის მოქალაქეობის არმქონე პირად დარჩენის პრევენციას ემსახურება.

პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობა ძირითადად სისხლის პრინციპს ეფუძნება და საქართველოს მოქალაქედ მიიჩნევს ბავშვს, რომლის დაბადების მომენტისთვის ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა. კანონის მოქმედი რედაქციით კი, ბავშვი, რომლის ორივე მშობელი მისი დაბადების მომენტისათვის საქართველოს მოქალაქეა, საქართველოს მოქალაქედ ითვლება, დაბადების ადგილის მიუხედავად.

მოქმედი კანონით, ბავშვის მშობლების სხვადასხვა მოქალაქეობისას, თუ ბავშვის დაბადებისას ერთ-ერთი მათგანი საქართველოს მოქალაქეა, ბავშვი საქართველოს მოქალაქედ ითვლება, თუ საქართველოს მოქალაქე მშობელს საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივი საცხოვრებელი აქვს. ბავშვის მიერ დაბადებით საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად, საქართველოს მოქალაქე მშობელთან მიმართებაში, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების პირობას აუქმებს.

გარდა ამისა, მოქმედი კანონის გათვალისწინებით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ბავშვი, რომლის ორივე მშობელი უცნობია, საწინააღმდეგოს დადგენამდე საქართველოს მოქალაქედ ჩაითვლება. როგორც ამასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვის მშობლები ცნობილია, თუმცა გაურკვეველია მათი მოქალაქეობრივი კუთვნილება. ბავშვის ინტერესების დაცვის მიზნით, აღნიშნული ნორმის მოქმედება ფართოვდება და თუნდაც მშობელთა ვინაობის იდენტიფიცირების შემთხვევაში, მათი განუსაზღვრელი მოქალაქეობრივი კუთვნილებისას, ბავშვი საქართველოს მოქალაქედ ჩაითვლება.

პროექტით შემოღებულია იმ ბავშვის საქართველოს მოქალაქეობის განსაზღვრის რეგულაცია, რომლის ერთ-ერთი მშობელი მოქალაქეობის არმქონე პირია, ხოლო მეორე განუსაზღვრელი მოქალაქეობრივი კუთვნილებისაა. ამ შემთხვევაშიც, ბავშვი საქართველოს მოქალაქედ მიიჩნევა, თუკი ის საქართველოს ტერიტორიაზე დაიბადა.

პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგ ნოვაციებს საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით: დიფერენცირებულია სრულწლოვანი და არასრულწლოვანი პირების საქართველოს მოქალაქედ მიღების პირობები. კერძოდ, სრულწლოვანი პირის მოქალაქედ მისაღებად უცვლელად დარჩა პირობები - საქართველოს ტერიტორიაზე 5 წლიანი ცხოვრება, სახელმწიფო ენის და სამართლის საფუძვლების ცოდნა და სამუშაო ადგილის ან საწარმოში წილების ფლობა, ხოლო ბავშვმა შეიძლება მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა, თუ მისი ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა და მას დაბადებით არ მოუპოვებია საქართველოს მოქალაქეობა.

პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული მოქალაქეობის არმქონე და ლტოლვილის სტატუსის მქონე არასრულწოვანი პირის შესაძლებლობას, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებაზე უარის თქმის პირობების გადამოწმების გარეშე მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა, თუ ის საქართველოში ხუთი წლის განმავლობაში ცხოვრობს.

სადღეისოდ მოქმედი კანონი არ ითვალისწინებს გამონაკლისს ქმედუუნარო და ფიზიკური ნაკლის მქონე პირების საქართველოს მოქალაქეებად მიღებისას სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის საფუძვლების ტესტირების გათავისუფლების თაობაზე, რაც, როგორც იუსტიციის სამინისტროს განმარტავს, მრავალ პრაქტიკულ პრობლემას ქმნის. აღნიშნულის გამოსწორების მიზნით, კანონპროექტით ტესტირებისგან თავისუფლდებიან ქმედუუნარო პირები და პირები, რომელთა ფიზიკური ნაკლის გამო შეუძლებელია ენისა და ისტორიის ცოდნის დონის შემოწმება.

კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია, რომ ლტოლვილის სტატუსის მქონე პირი საქართველოს მოქალაქეობის მიღებისას თავისუფლდება საქართველოში სამუშაო ადგილის ან უძრავი ქონების ქონის, საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობას გახორციელების ანდა საქართველოს საწარმოში წილის ან აქციების ფლობის ვალდებულებისგან.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია