სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯულია რობერტსი - მიყვარს ჭამა და ოჯახის წევრებისთვის საჭმლის მომზადება
ჯულია რობერტსი - მიყვარს ჭამა და ოჯახის წევრებისთვის საჭმლის მომზადება

ჯუ­ლია რო­ბერტსმა, რო­მე­ლიც ფილმ August-ის­თვის "ოს­კარ­ზეა" ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი, გა­ნა­ცხა­და, რომ არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე არის თუ არა, ის ყო­ველ­თვის მუ­შა­ობს. მსა­ხი­ო­ბი მუ­შა­ობს სახ­ლშიც. ვარ­სკვლავს სამი შვი­ლი ჰყავს და ეს ხუმ­რო­ბა საქ­მე რო­დია.

46 წლის ჯუ­ლია რო­ბერტსი 11 წე­ლია ოპე­რა­ტორ დენი მო­დე­რის მე­უღ­ლეა. წყვილს 3 შვი­ლი ჰყავს - 9 წლის ტყუ­პე­ბი - ჰე­ზე­ლი და ფი­ნე­ა­სი და 6 წლის ჰენ­რი.

ბოლო დროს ჯუ­ლია ფილ­მებ­ში არც ისე ხში­რად მო­ნა­წი­ლე­ობს. სა­ინ­ტე­რე­სოა, რამ­დე­ნად მოს­წონს მსა­ხი­ობს ფილმში თა­ვი­სი ახა­ლი როლი?

ჯუ­ლია რო­ბერტსი:ჩემ­თვის იშ­ვი­ა­თო­ბაა, ვი­პო­ვო რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო სამ­სა­ხი­ო­ბო საქ­მე­ში. მე მყოფ­ნის გა­მოწ­ვე­ვე­ბი პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში, ამი­ტომ ეს როლი ნამ­დვი­ლი სა­ჩუ­ქა­რია. ფილ­მი და­ფუძ­ნე­ბუ­ლია პი­ე­სა­ზე, რო­მე­ლიც მე ნა­ნა­ხი მაქვს. ეს არის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ის­ტო­რია სრუ­ლი­ად დაშ­ლილ ოჯახ­ზე, რო­მე­ლიც დაკ­რძალ­ვის შემ­დეგ შე­იკ­რი­ბე­ბა. ეს სი­ტუ­ა­ცია კი "აფეთ­ქე­ბის" მო­ლო­დინს ჰგავს.

- ფილმში, ძი­რი­თა­დად, კა­მა­თი სა­სა­დი­ლო მა­გი­დას­თან ხდე­ბა. რა ხდე­ბა რო­ბერტსის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში?

- ეს არის კარ­გი ფილ­მი იმის გა­სა­გე­ბად, რა გა­გაჩ­ნია სახ­ლში. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჭამა, ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის სა­დი­ლის მომ­ზა­დე­ბა და ადა­მი­ა­ნე­ბის და­პუ­რე­ბა. მიყ­ვარს ოჯა­ხის შეკ­რე­ბა სა­სა­დი­ლო მა­გი­დას­თან. ეს ნამ­დვი­ლად გულ­წრფე­ლო­ბის ად­გი­ლია... ჩემი სა­სა­დი­ლო ოთა­ხი ძა­ლი­ან ჰარ­მო­ნი­უ­ლია...

მსა­ხი­ო­ბი ამ­ბობს, რომ სახ­ლში ყოფ­ნას მის­თვის დიდი სი­ხა­რუ­ლი მო­აქვს. "სახ­ლში ცხოვ­რე­ბას დიდი სი­ხა­რუ­ლი მო­აქვს. ჩემი ცხოვ­რე­ბა შე­იც­ვა­ლა, ნაკ­ლებს ვმუ­შა­ობ. თუმ­ცა, სი­ნამ­დვი­ლე­ში მე არას­დროს ვუთ­მობ­დი გა­და­ღე­ბებს ძა­ლი­ან ბევრ დროს. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, როცა შენ სამი შვი­ლი გყავს, მთე­ლი დღე გი­წევს მუ­შა­ო­ბა. როცა არ ვარ გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე, დი­ლით 5:15 წთ-ზე ვდგე­ბი, რათა ყვე­ლა­ფე­რი მო­ვას­წრო. ვამ­ზა­დებ სა­უზ­მეს, მიმ­ყავს ბავ­შვე­ბი სკო­ლა­ში. კვი­რა­ში ოთხი დღე იქ მო­ხა­ლი­სედ ვმუ­შა­ობ. შემ­დეგ ვბრუნ­დე­ბი სახ­ლში და ვამ­ზა­დებ ვახ­შამს.

შე­გახ­სე­ნებთ, ჯუ­ლია რო­ბერტსი ქა­ლის მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი რო­ლის კა­ტე­გო­რი­ა­ში "ოს­კარ­ზეა" ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი ფილ­მის­თვის August.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია mirror.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ჯულია რობერტსი - მიყვარს ჭამა და ოჯახის წევრებისთვის საჭმლის მომზადება

ჯულია რობერტსი - მიყვარს ჭამა და ოჯახის წევრებისთვის საჭმლის მომზადება

ჯულია რობერტსმა, რომელიც ფილმ August-ისთვის "ოსკარზეა" ნომინირებული, განაცხადა, რომ არ აქვს მნიშვნელობა გადასაღებ მოედანზე არის თუ არა, ის  ყოველთვის მუშაობს. მსახიობი მუშაობს სახლშიც. ვარსკვლავს სამი შვილი ჰყავს და ეს ხუმრობა საქმე როდია.

46 წლის ჯულია რობერტსი 11 წელია ოპერატორ დენი მოდერის მეუღლეა. წყვილს 3 შვილი ჰყავს - 9 წლის ტყუპები - ჰეზელი და ფინეასი და 6 წლის ჰენრი.

ბოლო დროს ჯულია ფილმებში არც ისე ხშირად მონაწილეობს. საინტერესოა, რამდენად მოსწონს მსახიობს ფილმში თავისი ახალი როლი?

ჯულია რობერტსი:ჩემთვის იშვიათობაა, ვიპოვო რაღაც განსაკუთრებით საინტერესო სამსახიობო საქმეში. მე მყოფნის გამოწვევები პირად ცხოვრებაში, ამიტომ  ეს როლი ნამდვილი საჩუქარია. ფილმი დაფუძნებულია პიესაზე, რომელიც მე ნანახი მაქვს. ეს არის არაჩვეულებრივი ისტორია სრულიად დაშლილ ოჯახზე, რომელიც დაკრძალვის შემდეგ შეიკრიბება. ეს სიტუაცია კი "აფეთქების" მოლოდინს ჰგავს.

- ფილმში, ძირითადად, კამათი სასადილო მაგიდასთან ხდება. რა ხდება რობერტსის სამზარეულოში?

- ეს არის კარგი ფილმი იმის გასაგებად, რა გაგაჩნია სახლში. ძალიან მიყვარს ჭამა, ოჯახის წევრებისთვის სადილის მომზადება და ადამიანების დაპურება. მიყვარს ოჯახის შეკრება სასადილო მაგიდასთან.  ეს ნამდვილად გულწრფელობის ადგილია... ჩემი სასადილო ოთახი ძალიან ჰარმონიულია...

მსახიობი ამბობს, რომ სახლში ყოფნას მისთვის დიდი სიხარული მოაქვს.  "სახლში ცხოვრებას დიდი სიხარული მოაქვს. ჩემი ცხოვრება შეიცვალა, ნაკლებს ვმუშაობ. თუმცა, სინამდვილეში მე არასდროს ვუთმობდი გადაღებებს  ძალიან ბევრ დროს. ნებისმიერ შემთხვევაში, როცა შენ სამი შვილი გყავს, მთელი დღე გიწევს  მუშაობა. როცა არ ვარ გადასაღებ მოედანზე, დილით 5:15 წთ-ზე ვდგები, რათა ყველაფერი მოვასწრო. ვამზადებ საუზმეს, მიმყავს ბავშვები სკოლაში. კვირაში ოთხი დღე იქ მოხალისედ ვმუშაობ. შემდეგ ვბრუნდები სახლში და ვამზადებ ვახშამს.

შეგახსენებთ, ჯულია რობერტსი ქალის მეორეხარისხოვანი როლის კატეგორიაში ”ოსკარზეა” ნომინირებული ფილმისთვის August.

მომზადებულია mirror.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"