პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რელიგიური გაერთიანება არ უნდა ფინანსდებოდეს სახელმწიფოს მხრიდან"
"რელიგიური გაერთიანება არ უნდა ფინანსდებოდეს სახელმწიფოს მხრიდან"

ილი­ა­უ­ნის ლექ­ტო­რი გი­ორ­გი თუ­მა­ნიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე რე­ლი­გი­უ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის თა­მას ეხ­მა­უ­რე­ბა.

"ვინც ფიქ­რობს, რომ ეს მშვე­ნი­ე­რი იდე­აა, მინ­და ვუ­თხრა, რომ ამ იდე­ა­ში კარ­გი არა­ფე­რია. არც ერთი რე­ლი­გი­უ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა (ინ­სტი­ტუ­ცია) არ უნდა ფი­ნანსდე­ბო­დეს სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან. შეგ­ვიძ­ლია შე­მო­ვი­ღოთ, რე­გის­ტრა­ცია მო­ქა­ლა­ქე­თა რე­ლი­გი­უ­რი მრწამ­სის მი­მართ, ვი­საც სურს გა­და­იხ­დის მის მიერ გა­დახ­დი­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბის ფარ­გლებ­ში ასე­ვე რე­ლი­გი­უ­რი მრწამ­სი­სად­მი კუთ­ვნი­ლე­ბის ან სა­ეკ­ლე­სიო ან რო­გორც გინ­დათ ისე და­ვარ­ქვათ გა­და­სა­ხადს, ან ყო­ველ­თვი­ურ შე­ნა­ტანს. ზოგი აღ­ნიშ­ნავს, რომ არ იზი­ა­რებს არც ერთ რე­ლი­გი­ურ მრწამს და არც არა­ფერს გა­და­იხ­დის. მა­გა­ლი­თად აგ­ნოს­ტი­კო­სე­ბის გა­და­სა­ხა­დით რა­ტომ უნდა ფი­ნანსდე­ბო­დეს, რო­მე­ლი­მე რე­ლი­გი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ცია? ანუ ზო­გა­დად ეს არა წინ გა­დად­გმუ­ლი, არა­მედ 10 ჯერ უკან გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა თუ ახლა 4 ან 5 ან 10 რე­ლი­გი­ურ ინ­სტი­ტუ­ცი­ას და­ვა­ფი­ნან­სებთ. უკე­თე­სია უსახ­ლკა­რო ადა­მი­ა­ნებს მივ­ხე­დოთ ან შევკვე­ცოთ ოლიმ­პი­ა­დის ხარ­ჯი და ეს ფული სო­ცი­ა­ლუ­რად გა­ჭირ­ვე­ბულ კონ­ტინ­გენტს მო­ვახ­მა­როთ. ან ის თან­ხა, რო­მე­ლიც რე­ლი­გი­ურ ინ­სტი­ტუ­ცი­ებს უნდა გა­მო­ვუ­ყოთ, გა­ნათ­ლე­ბა­ში დავ­ხარ­ჯოთ", - წერს თუ­მა­ნიშ­ვი­ლი.

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით იმა­ვე თე­მას ეხ­მა­უ­რე­ბა ტე­ლე­წამ­ყვა­ნი თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი.

"ვა­ი­მე ახლა ვუს­მი­ნე პრე­მი­ერს - რე­ლი­გი­უ­რი შუღ­ლის ინ­ცი­დენ­ტე­ბი რაც იყო, ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელი ურე­ვი­აო. რა ინ­ფან­ტი­ლუ­რია....

რაც შე­ე­ხე­ბა და­მა­ტე­ბით 4 კონ­ფე­სი­ის და­ფი­ნან­სე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვას - ცხა­დია, ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა წარ­მო­ად­გენს მცდე­ლო­ბას შემ­ცირ­დეს უთა­ნას­წო­რო­ბა მარ­თლმა­დი­დე­ბელ და ამ ოთხ კონ­ფე­სი­ას შო­რის, ისიც ცხა­დია, რომ ამ მთავ­რო­ბას ბოლო პე­რი­ოდ­ში გაღ­ვი­ვე­ბუ­ლი რე­ლი­გი­უ­რი შუღ­ლის გამო მოხ­ვდა და ცდი­ლო­ბენ საყ­ვე­დუ­რებს უპა­სუ­ხონ, მაგ­რამ გა­სარ­კვე­ვია:

ა) რა­ტომ მხო­ლოდ ოთხი კონ­ფე­სია? რა და­ა­შა­ვეს ბაპ­ტის­ტებ­მა, 50-ია­ნე­ლებ­მა, ლუ­თე­რე­ლებ­მა და ა. შ.

ბ) რო­გორ გა­მო­ით­ვლე­ბა?

ისიც ცხა­დია, რომ სჯობს მრევ­ლმა თვი­თონ და­ა­ფი­ნან­სოს თა­ვი­სი კონ­ფე­სია.

P.S. პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბა, რომ მათ დროს რე­ლი­გი­უ­რი შუღ­ლი არ გაღ­ვი­ვე­ბუ­ლა და უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და, უბ­რა­ლოდ სა­სა­ცი­ლო ტყუ­ი­ლია", - წერს ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ხელ­მწი­ფო ზა­რალს აუ­ნა­ზღა­უ­რებს იმ რე­ლი­გი­ურ გა­ერ­თი­ა­ნე­ბებს, რომ­ლე­ბიც საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში სის­ტე­მუ­რი წნე­ხის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, - ამის შე­სა­ხებ შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრმა პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის დღე­ვან­დე­ლი სხდო­მის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მი­ნის­ტრის თქმით, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მთავ­რო­ბა ზა­რალს უნა­ზღა­უ­რებ­და სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას, მაგ­რამ სხვა რე­ლი­გი­უ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბი, რომ­ლებ­მაც საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში არა­ნაკ­ლე­ბი ზა­რა­ლი მი­ი­ღეს, დახ­მა­რე­ბის მიღ­მა რჩე­ბოდ­ნენ.

"ამ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში შე­ვი­და ოთხი რე­ლი­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა - ის­ლა­მუ­რი, იუ­დე­უ­რი, რო­მა­ულ-კა­თო­ლი­კუ­რი და სომ­ხუ­რი ეკ­ლე­სი­ე­ბი. ეს არის საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი, წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი. ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა ჯერ კი­დევ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­გან წა­მო­ვი­და. მან მკა­ფი­ოდ და­ა­ყე­ნა ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­კი­თხი და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნის­თა­ნა­ვე ამ თე­მა­ზე მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო. კმა­ყო­ფი­ლი ვარ, რომ ორი­ვე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის უშუ­ა­ლო და­ვა­ლე­ბა ძა­ლი­ან სწრა­ფად შე­ვას­რუ­ლეთ", - გა­ნა­ცხა­და ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან მხარ­და­ჭე­რას მი­ი­ღებს მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის 90% და სხვა რე­ლი­გი­უ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის ზა­რალ­საც თან­და­თან შე­ის­წავ­ლი­ან.

"თემა არ და­ხუ­რუ­ლა და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზეც ვი­მუ­შა­ვებთ. ჯერ­ჯე­რო­ბით სა­უ­ბა­რია ზო­გად თან­ხა­ზე, რო­მე­ლიც პრო­პორ­ცი­უ­ლად გა­ნა­წილ­დე­ბა. თან­ხის ზედა ზღვა­რი 4,5 მი­ლი­ო­ნი ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

"რელიგიური გაერთიანება არ უნდა ფინანსდებოდეს სახელმწიფოს მხრიდან"

"რელიგიური გაერთიანება არ უნდა ფინანსდებოდეს სახელმწიფოს მხრიდან"

ილიაუნის ლექტორი გიორგი თუმანიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე რელიგიური გაერთიანებების დაფინანსების თამას ეხმაურება.

"ვინც ფიქრობს, რომ ეს მშვენიერი იდეაა, მინდა ვუთხრა, რომ ამ იდეაში კარგი არაფერია. არც ერთი რელიგიური გაერთიანება (ინსტიტუცია) არ უნდა ფინანსდებოდეს სახელმწიფოს მხრიდან. შეგვიძლია შემოვიღოთ, რეგისტრაცია მოქალაქეთა რელიგიური მრწამსის მიმართ, ვისაც სურს გადაიხდის მის მიერ გადახდილი გადასახადების ფარგლებში ასევე რელიგიური მრწამსისადმი კუთვნილების ან საეკლესიო ან როგორც გინდათ ისე დავარქვათ გადასახადს, ან ყოველთვიურ შენატანს. ზოგი აღნიშნავს, რომ არ იზიარებს არც ერთ რელიგიურ მრწამს და არც არაფერს გადაიხდის. მაგალითად აგნოსტიკოსების გადასახადით რატომ უნდა ფინანსდებოდეს, რომელიმე რელიგიური ინსტიტუცია? ანუ ზოგადად ეს არა წინ გადადგმული, არამედ 10 ჯერ უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება თუ ახლა 4 ან 5 ან 10 რელიგიურ ინსტიტუციას დავაფინანსებთ. უკეთესია უსახლკარო ადამიანებს მივხედოთ ან შევკვეცოთ ოლიმპიადის ხარჯი და ეს ფული სოციალურად გაჭირვებულ კონტინგენტს მოვახმაროთ. ან ის თანხა, რომელიც რელიგიურ ინსტიტუციებს უნდა გამოვუყოთ, განათლებაში დავხარჯოთ", - წერს თუმანიშვილი.

სოციალური ქსელით იმავე თემას ეხმაურება ტელეწამყვანი თამარ ჩერგოლეიშვილი.

"ვაიმე ახლა ვუსმინე პრემიერს - რელიგიური შუღლის ინციდენტები რაც იყო, ყოფილი ხელისუფლების ხელი ურევიაო. რა ინფანტილურია....

რაც შეეხება დამატებით 4 კონფესიის დაფინანსების ინიციატივას - ცხადია, ეს ინიციატივა წარმოადგენს მცდელობას შემცირდეს უთანასწორობა მართლმადიდებელ და ამ ოთხ კონფესიას შორის, ისიც ცხადია, რომ ამ მთავრობას ბოლო პერიოდში გაღვივებული რელიგიური შუღლის გამო მოხვდა და ცდილობენ საყვედურებს უპასუხონ, მაგრამ გასარკვევია:

ა) რატომ მხოლოდ ოთხი კონფესია? რა დააშავეს ბაპტისტებმა, 50-იანელებმა, ლუთერელებმა და ა. შ.

ბ) როგორ გამოითვლება?

ისიც ცხადია, რომ სჯობს მრევლმა თვითონ დააფინანსოს თავისი კონფესია.

P.S. პრემიერის განცხადება, რომ მათ დროს რელიგიური შუღლი არ გაღვივებულა და უმცირესობების მდგომარეობა გაუმჯობესდა, უბრალოდ სასაცილო ტყუილია", - წერს ჩერგოლეიშვილი.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ზარალს აუნაზღაურებს იმ რელიგიურ გაერთიანებებს, რომლებიც საბჭოთა პერიოდში სისტემური წნეხის ქვეშ იმყოფებოდნენ, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე მთავრობა ზარალს უნაზღაურებდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მაგრამ სხვა რელიგიური გაერთიანებები, რომლებმაც საბჭოთა პერიოდში არანაკლები ზარალი მიიღეს, დახმარების მიღმა რჩებოდნენ.

"ამ ჩამონათვალში შევიდა ოთხი რელიგიური მიმართულება - ისლამური, იუდეური, რომაულ-კათოლიკური და სომხური ეკლესიები. ეს არის საკმაოდ სერიოზული, წინ გადადგმული ნაბიჯი. ეს ინიციატივა ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილისგან წამოვიდა. მან მკაფიოდ დააყენა ამ ღონისძიების განხორციელების საკითხი და ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობაზე დანიშვნისთანავე ამ თემაზე მუშაობა დაიწყო. კმაყოფილი ვარ, რომ ორივე პრემიერ-მინისტრის უშუალო დავალება ძალიან სწრაფად შევასრულეთ", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის ინფორმაციით, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას მიიღებს მორწმუნე ადამიანების 90% და სხვა რელიგიური გაერთიანებების ზარალსაც თანდათან შეისწავლიან.

"თემა არ დახურულა და სხვა მიმართულებებზეც ვიმუშავებთ. ჯერჯერობით საუბარია ზოგად თანხაზე, რომელიც პროპორციულად განაწილდება. თანხის ზედა ზღვარი 4,5 მილიონი ლარით განისაზღვრება", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.