არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის, შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან, რომელიც 28 იანვარს იყო დაგეგმილი, რამდენიმე დღით გადაიდო.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ორგანიზაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, გადადების მიზეზი გახდა გრიპის ვირუსი.
პრესკონფერენცია ბიძინა ივანიშვილის გამოჯანმრთელებისთანავე გაიმართება. პრესკონფერენციის ზუსტი დრო და ადგილი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
ჟურნალისტების აკრედიტაციის ვადა გაგრძელდა 28 იანვრის 22.00 საათამდე. ამ დრომდე აკრედიტირებულ ჟურნალისტებს რეგისტრაციის ხელახლა გავლა არ მოეთხოვებათ.