მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ველოდები როდის დასცინებენ მაცხოვარს" - შალვა რამიშვილი 100 000 მოწამის მითის სკეპტიკოსებს აკრიტიკებს
"ველოდები როდის დასცინებენ მაცხოვარს" - შალვა რამიშვილი 100 000 მოწამის მითის სკეპტიკოსებს აკრიტიკებს

პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის კონ­სულ­ტან­ტი სტა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა და პრე­სას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ში, შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე მე­ტე­ხის ხი­დის­თვის სა­ხე­ლის გა­დარ­ქმე­ვის ფაქტს ეხ­მა­უ­რე­ბა.

"სრუ­ლი­ად გა­უ­გო­ნა­რია რო­დე­საც ე.წ. "პრად­ვი­ნუ­ტე­ბი" დას­ცი­ნი­ან რე­ლი­გი­ურ მითს 100 000 მო­წა­მის შე­სა­ხებ. მოჰ­ყავთ რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი "არ­გუ­მენ­ტე­ბი" იმის თა­ო­ბა­ზედ, რომ ამ­დენ ადა­მი­ანს ვერ მო­აჭ­რიდ­ნენ თავს დრო­ის მცი­რე მო­ნაკ­ვეთ­ში, იშ­ვე­ლი­ე­ბენ სტა­ტის­ტი­კას რომ თბი­ლის­სა და მის შე­მო­გა­რენ­ში ესო­დენ ბევ­რი მო­სახ­ლე იმ დროს ვერ იცხოვ­რებ­და. ერთი სი­ტყვით იქ­ცე­ვი­ან "Союз воинствующих безбожников "ის წევ­რე­ბის მსგავ­სად (იყო ასე­თი ორ­გა­ნი­ზა­ცია 1920 იანი წლე­ბის სსრკ ში).

ასე­თი სი­ბე­ცე და ამ­პარ­ტავ­ნო­ბა სწო­რედ მათ შე­ზღუ­დუ­ლო­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს. სხვა საქ­მეა დღე­ვან­დე­ლი საკ­რე­ბუ­ლოს მო­ტი­ვა­ცია იმი­სა, რომ ხიდს 100 000 მო­წა­მის სა­ხე­ლი და­ერ­ქვა. ამა­ში შე­იძ­ლე­ბა მა­ვან­მა ფა­რი­სევ­ლო­ბაც და­ი­ნა­ხოს. მაგ­რამ დას­ცი­ნო რე­ლი­გი­ურ მითს და იმ ხალ­ხს, რო­მელ­საც ამ მი­თის სწამს - არის მა­გა­რი ქა­ჯო­ბა.

ვე­ლო­დე­ბი რო­დის დას­ცი­ნე­ბენ მა­ცხო­ვარს რო­მელ­მაც ფრი­ად შე­ზღუ­დუ­ლი რე­სურ­სით უამ­რა­ვი მო­ქა­ლა­ქე და­ა­პუ­რა", - წერს რა­მიშ­ვი­ლი.

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" თავ­მჯდო­მა­რე ზაზა გა­ბუ­ნი­ას ინი­ცი­ა­ტი­ვით, საკ­რე­ბუ­ლომ მე­ტე­ხის ხიდს "წმინ­და ასი ათა­სი ქარ­თვე­ლი მო­წა­მის სა­ხე­ლო­ბის მე­ტე­ხის ხიდი" უწო­და. ზაზა გა­ბუ­ნი­ამ მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და კო­ლე­გებს მისი ინი­ცი­ა­ტი­ვის გა­ზი­ა­რე­ბის­თვის.

"მინ­და ვაც­ნო­ბო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ თბი­ლის­ში სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ მომ­ხდა­რი დიდი ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, მე­ტე­ხის ხიდს "წმინ­და ასი ათა­სი ქარ­თვე­ლი მო­წა­მის სა­ხე­ლო­ბის მე­ტე­ხის ხიდი" ეწო­და. ეს გახ­ლავთ ჩვე­ნი ის­ტო­რი­ის ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ფურ­ცლის და უპ­რე­ცე­დენ­ტო მოვ­ლე­ნის უკ­ვდავ­სა­ყო­ფად გა­დად­გმუ­ლი სწო­რი და ღირ­სე­უ­ლი ნა­ბი­ჯი", - აღ­ნიშ­ნა გა­ბუ­ნი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

"ველოდები როდის დასცინებენ მაცხოვარს" - შალვა რამიშვილი 100 000 მოწამის მითის სკეპტიკოსებს აკრიტიკებს

"ველოდები როდის დასცინებენ მაცხოვარს" - შალვა რამიშვილი 100 000 მოწამის მითის სკეპტიკოსებს აკრიტიკებს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის კონსულტანტი სტატეგიული კომუნიკაციისა და პრესასთან ურთიერთობის საკითხებში, შალვა რამიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მეტეხის ხიდისთვის სახელის გადარქმევის ფაქტს ეხმაურება.

"სრულიად გაუგონარია როდესაც ე.წ. "პრადვინუტები" დასცინიან რელიგიურ მითს 100 000 მოწამის შესახებ. მოჰყავთ რაციონალური "არგუმენტები" იმის თაობაზედ, რომ ამდენ ადამიანს ვერ მოაჭრიდნენ თავს დროის მცირე მონაკვეთში, იშველიებენ სტატისტიკას რომ თბილისსა და მის შემოგარენში ესოდენ ბევრი მოსახლე იმ დროს ვერ იცხოვრებდა. ერთი სიტყვით იქცევიან "Союз воинствующих безбожников "ის წევრების მსგავსად (იყო ასეთი ორგანიზაცია 1920 იანი წლების სსრკ ში).

ასეთი სიბეცე და ამპარტავნობა სწორედ მათ შეზღუდულობაზე მეტყველებს. სხვა საქმეა დღევანდელი საკრებულოს მოტივაცია იმისა, რომ ხიდს 100 000 მოწამის სახელი დაერქვა. ამაში შეიძლება მავანმა ფარისევლობაც დაინახოს. მაგრამ დასცინო რელიგიურ მითს და იმ ხალხს, რომელსაც ამ მითის სწამს - არის მაგარი ქაჯობა.

ველოდები როდის დასცინებენ მაცხოვარს რომელმაც ფრიად შეზღუდული რესურსით უამრავი მოქალაქე დააპურა", - წერს რამიშვილი.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ზაზა გაბუნიას ინიციატივით, საკრებულომ მეტეხის ხიდს "წმინდა ასი ათასი ქართველი მოწამის სახელობის მეტეხის ხიდი" უწოდა. ზაზა გაბუნიამ მადლობა გადაუხადა კოლეგებს მისი ინიციატივის გაზიარებისთვის.

"მინდა ვაცნობო საზოგადოებას, რომ თბილისში საუკუნეების წინ მომხდარი დიდი ისტორიული მოვლენის აღსანიშნავად, მეტეხის ხიდს "წმინდა ასი ათასი ქართველი მოწამის სახელობის მეტეხის ხიდი" ეწოდა. ეს გახლავთ ჩვენი ისტორიის ერთი უმნიშვნელოვანესი ფურცლის და უპრეცედენტო მოვლენის უკვდავსაყოფად გადადგმული სწორი და ღირსეული ნაბიჯი", - აღნიშნა გაბუნიამ.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს