მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გახდა გიორგი საბანაძე ბიძინა ივანიშვილის ახალი რჩეული
რატომ გახდა გიორგი საბანაძე ბიძინა ივანიშვილის ახალი რჩეული

რო­გორც უკვე ცნო­ბი­ლია, ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ახა­ლი სტა­ტუ­სით ბრუნ­დე­ბა - და­ა­არ­სა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "მო­ქა­ლა­ქე", რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ სა­ჯა­რო რე­ესტრში და­რე­გის­ტრირ­და. ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიზ­ნებ­სა და ამო­ცა­ნებ­ზე და­გეგ­მილ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე თა­ვად ისა­უბ­რე­ბენ, მა­ნა­მა­დე კი "ამ­ბე­ბი.გე" "მო­ქა­ლა­ქის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რით, გი­ორ­გი სა­ბა­ნა­ძით და­ინ­ტე­რეს­და, რო­მელ­საც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ნდო­ბა გა­მო­უ­ცხა­და. ვი­ნა­ი­დან გი­ორ­გი სა­ბა­ნა­ძე "მო­ქა­ლა­ქის" აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტო­რო­ბამ­დე, ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხურს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, ამი­ტომ ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით. 

- გი­ორ­გი სა­ბა­ნა­ძე თქვენ­თან მუ­შა­ობ­და. რას გვე­ტყვით მას­ზე?

- ის ახ­ლაც ჩვენ­თან მუ­შა­ობს.

- თაამ­დე­ბო­ბას არ ტო­ვებს?

- გი­ორ­გი გარ­და იმი­სა, რომ არის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი, ის ჩემი მე­გო­ბა­რია, ამი­ტომ ერ­თმა­ნეთ­თან მუდ­მი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცია გვაქვს. ვფიქ­რობთ, რომ ის დარ­ჩე­ბა ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, ხოლო თუ რა პო­ზი­ცი­ას და­ი­კა­ვებს მო­მა­ვალ­ში, ამას ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­დავ­წყეტთ, როცა გი­ორ­გი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­კუ­თა­რი საქ­მე­ე­ბის მას­შტა­ბებ­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებს აწონ-და­წო­ნის.

- "ფე­ის­ბუ­კის" სა­კუ­თარ გვერ­დზე, ერთ-ერთ სტა­ტუს­ში გი­ორ­გი სა­ბა­ნა­ძე­ზე წერთ, ჩემ მიერ გა­ტა­რე­ბულ რე­ფორ­მებ­ში გი­ორ­გი ერთ-ერთი მთა­ვა­რი ფი­გუ­რა იყოო...

- ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­ლდათ, მაგ­რამ თა­ვის ფუნ­ქცი­ებს აჭარ­ბებ­და. აქ­ტი­ვო­ბა, რო­მე­ლიც ბიბ­ლი­ო­თე­კის კულ­ტუ­რულ ბრენ­დად გა­დაქ­ცე­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით (ბიბ­ლი­ო­თე­კა ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში რომ ყო­ფი­ლი­ყო) წა­მო­ვი­წყეთ, გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო გი­ორ­გის სწო­რად და­გეგ­მი­ლი პი­არ­კამ­პა­ნი­ით, რო­მელ­საც ერ­თად ვა­კე­თებ­დით და ამის­თვის ძა­ლი­ან ბევ­რს ვმუ­შა­ობ­დით. მინ­და, აღ­ვნიშ­ნო, რომ ის გა­მო­ირ­ჩე­ვა და­უ­ზა­რე­ლი შრო­მის უნა­რით...

- კი აღ­ნიშ­ნეთ, რომ გი­ორ­გი ისევ ჩვე­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი იქ­ნე­ბაო, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ ის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ამ­დენ საქ­მი­ა­ნო­ბას მა­ინც ვე­ღარ შეძ­ლებს, რად­გა­ნაც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რო­ბა არც ისე ად­ვი­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა მგო­ნია...

- ბუ­ნებ­რი­ვია, ის ალ­ბათ, ამ პო­ზი­ცი­ა­ზე ჩვენ­თან აღარ იმუ­შა­ვებს, მაგ­რამ თა­ნამ­შრო­მე­ლი აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა, რად­გა­ნაც ერ­თად გარ­კვე­უ­ლი პრო­ექ­ტე­ბი გვაქვს გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი.

- მოკ­ლედ, ვერ კარ­გავთ და არ გეთ­მო­ბათ, არა?

- არც გვეთ­მო­ბა და მა­საც არ სურს ჩვენ­გან წას­ვლა.

- რო­გორ აღ­მოჩ­ნდა გი­ორ­გი სა­ბა­ნა­ძე ზო­გა­დად ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში? ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან ასეთ წინა პო­ზი­ცი­ებ­ზე მოხ­ვედ­რა ვფიქ­რობ, არც ისე ად­ვი­ლია...

- რო­გორც გი­ორ­გიმ მი­თხრა, ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ იყო რა­ღაც სა­ხის აქ­ტი­ვო­ბა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი და თა­ნა­შემ­წე­ებს და­ა­ვა­ლა, შე­ეგ­რო­ვე­ბი­ნათ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბის ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბი. სა­კუ­თა­რი სივი გი­ორ­გი­მაც გა­აგ­ზავ­ნა, შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე გა­სა­უბ­რე­ბა გა­ი­ა­რა და გა­და­წყვი­ტეს, წა­ეყ­ვა­ნათ გუნდში, რო­მე­ლიც ბა­ტონ­მა ივა­ნიშ­ვილ­მა შეკ­რი­ბა სა­კუ­თა­რი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის.

ამ სა­კი­თხებ­ში აქ­ტი­უ­რად ჩარ­თუ­ლი არ ვი­ყა­ვი, უბ­რა­ლოდ გი­ორ­გიმ ამ ყვე­ლა­ფერ­თან და­კავ­ში­რე­ბით რამ­დენ­ჯერ­მე გა­მი­ზი­ა­რა სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა. ვარ სრუ­ლი­ად აპო­ლი­ტი­კუ­რი პერ­სო­ნა, ვი­ნა­ი­დან ვარ ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი. ბიბ­ლი­ო­თე­კა ყო­ველ­თვის უნდა იყოს პო­ზი­ცი­ა­ზე, რომ მისი კარი ღია იყოს ნე­ბის­მი­ე­რი პო­ზი­ცი­ის, შე­ხე­დუ­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნის­თვის. სხვა­თა შო­რის, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არც გი­ორ­გის შეშ­ლია რამე და ადა­მი­ა­ნე­ბის სე­ლექ­ცია სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით არ მო­უხ­დე­ნია. ამი­ტომ მე არ და ვერ შევ­ძლებ­დი გი­ორ­გის­თვის ხე­ლის შეშ­ლას. ვუ­თხა­რი კი­დეც, რომ ეს მთლი­ა­ნად მისი გა­და­წყვე­ტი სა­კი­თხი იყო და რომ ეს ფაქ­ტი მის ცხოვ­რე­ბა­ში დიდი გა­მოწ­ვე­ვა გახ­ლდათ. მას კარ­გად უნდა აე­წონ-და­ე­წო­ნა მთე­ლი ის რის­კე­ბი, რო­მე­ლიც მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას თან ახ­ლავს. ვი­ნა­ი­დან არც ისე მარ­ტი­ვი საქ­მეა. მან ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით იფიქ­რა და შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც მი­ი­ღო.

- ასე­თი აზ­რიც გავ­რცელ­და, რომ კე­კე­ლი­ძე უსუ­ფაშ­ვი­ლის თხოვ­ნით აძ­ლევს ივა­ნიშ­ვილს თა­ვის კადრსო. ამა­ზე რას იტყვით?

- ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რი ჭო­რია და სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა...

- რო­გორც შე­ვი­ტყვე, გი­ორ­გი "ჯი­პას" სტუ­დენ­ტია (მა­გის­ტრი). რად­გა­ნაც ბა­ტო­ნი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი "ჯი­პას" რექ­ტო­რი გახ­ლდათ, ჩნდე­ბა ეჭვი, რომ შე­საძ­ლოა, რე­კო­მენ­და­ცია ამ პო­ზი­ცი­ა­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან სწო­რედ მან გა­უ­წია...

- სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი მაქვს, რომ ეს ასე არ მომ­ხდა­რა...

- არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "მო­ქა­ლა­ქე", რო­მელ­საც გი­ორ­გი სა­ბა­ნა­ძემ უნდა უხელ­მძღვა­ნე­ლოს, რას ისა­ხავს მიზ­ნად? კონ­კრე­ტუ­ლად რა უნდა გა­კე­თოს და რას უნდა ემ­სა­ხუ­როს?

- რამ­დე­ნა­დაც ვიცი, ეს არის არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც სა­მო­ქა­ლა­ქო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის დაც­ვი­სა და ამაღ­ლე­ბის­კენ იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი. ასე­თია ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ზო­გა­დი კონ­ცეფ­ცია. რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რად მო­ა­ხერ­ხებს ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია ამის გა­კე­თე­ბას, მო­მა­ვა­ლი გვიჩ­ვე­ნებს. მე მყავს ახლო მო­გობ­რე­ბი მსგავ­სი ტი­პის არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში და ისი­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ისე­თი­ვე წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ გი­ორ­გის. ყო­ველ­თვის მი­ვაწ­ვდი შე­სა­ბა­მის მა­სა­ლებს და მხარ­და­ჭე­რას გა­მო­ვუ­ცხა­დებ.

- გი­ორ­გი თუ არის პო­ლი­ტი­კუ­რად აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნი და აქამ­დე თუ გა­მო­უვ­ლე­ნია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით თავი?

- სა­ერ­თოდ, ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი რა­ღაც ფორ­მით არის პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლი, რად­გა­ნაც მას აქვს გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სიმ­პა­თია, მაგ­რამ ჩემი და გი­ორ­გის სა­უბ­რე­ბი არას­დროს შე­ხე­ბია მსგავს თე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებს. შე­სა­ბა­მი­სად, ვერ ვი­ტყვი, რომ ის პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ამის დიდი იმე­დი მაქვს. ის ჩემს მე­გობ­რად დარ­ჩე­ბა, მაგ­რამ თუ მას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით შეც­დო­მე­ბი მო­უ­ვა, რის­გა­ნაც და­ზღვე­უ­ლი არ არის, აუ­ცი­ლებ­ლად ღიად მი­ვუ­თი­თებ ამა­ზე...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

ასე­ვე იხი­ლეთ: ბი­ძი­ნას მე­ო­რედ მოს­ვლა...

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რატომ გახდა გიორგი საბანაძე ბიძინა ივანიშვილის ახალი რჩეული

რატომ გახდა გიორგი საბანაძე ბიძინა ივანიშვილის ახალი რჩეული

როგორც უკვე ცნობილია, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ახალი სტატუსით ბრუნდება - დააარსა არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქე", რომელიც ცოტა ხნის წინ საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა. ამ ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებზე დაგეგმილ პრესკონფერენციაზე თავად ისაუბრებენ, მანამადე კი "ამბები.გე" "მოქალაქის" აღმასრულებელი დირექტორით, გიორგი საბანაძით დაინტერესდა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა ნდობა გამოუცხადა. ვინაიდან გიორგი საბანაძე ”მოქალაქის” აღმასრულებელ დირექტორობამდე, ეროვნული ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობდა, ამიტომ ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს, გიორგი კეკელიძეს დავუკავშირდით. 

- გიორგი საბანაძე თქვენთან მუშაობდა. რას გვეტყვით მასზე?

- ის ახლაც ჩვენთან მუშაობს.

- თაამდებობას არ ტოვებს?

- გიორგი გარდა იმისა, რომ არის პროფესიონალი თანამშრომელი, ის ჩემი მეგობარია, ამიტომ ერთმანეთთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს. ვფიქრობთ, რომ ის დარჩება ბიბლიოთეკაში, ხოლო თუ რა პოზიციას დაიკავებს მომავალში, ამას ცოტა მოგვიანებით გადავწყეტთ, როცა გიორგი ამ მიმართულებით საკუთარი საქმეების მასშტაბებსა და შესაძლებლობებს აწონ-დაწონის.

- "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე, ერთ-ერთ სტატუსში გიორგი საბანაძეზე წერთ, ჩემ მიერ გატარებულ რეფორმებში გიორგი ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყოო...

- ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გახლდათ, მაგრამ თავის ფუნქციებს აჭარბებდა. აქტივობა, რომელიც ბიბლიოთეკის კულტურულ ბრენდად გადაქცევის მიმართულებით (ბიბლიოთეკა ყურადღების ცენტრში რომ ყოფილიყო) წამოვიწყეთ, განპირობებული იყო გიორგის სწორად დაგეგმილი პიარკამპანიით, რომელსაც ერთად ვაკეთებდით და ამისთვის ძალიან ბევრს ვმუშაობდით. მინდა, აღვნიშნო, რომ ის გამოირჩევა დაუზარელი შრომის უნარით...

- კი აღნიშნეთ, რომ გიორგი ისევ ჩვენი თანამშრომელი იქნებაო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის ბიბლიოთეკაში ამდენ საქმიანობას მაინც ვეღარ შეძლებს, რადგანაც არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორობა არც ისე ადვილი საქმიანობა მგონია...

- ბუნებრივია, ის ალბათ, ამ პოზიციაზე ჩვენთან აღარ იმუშავებს, მაგრამ თანამშრომელი აუცილებლად იქნება, რადგანაც ერთად გარკვეული პროექტები გვაქვს განსახორციელებელი.

- მოკლედ, ვერ კარგავთ და არ გეთმობათ, არა?

- არც გვეთმობა და მასაც არ სურს ჩვენგან წასვლა.

- როგორ აღმოჩნდა გიორგი საბანაძე ზოგადად ამ სიტუაციაში? ბიძინა ივანიშვილთან ასეთ წინა პოზიციებზე მოხვედრა ვფიქრობ, არც ისე ადვილია...

- როგორც გიორგიმ მითხრა, ივანიშვილის მიერ იყო რაღაც სახის აქტივობა გამოცხადებული და თანაშემწეებს დაავალა, შეეგროვებინათ საინტერესო ადამიანების ბიოგრაფიები. საკუთარი სივი გიორგიმაც გააგზავნა, შემდეგ რამდენიმე გასაუბრება გაიარა და გადაწყვიტეს, წაეყვანათ გუნდში, რომელიც ბატონმა ივანიშვილმა შეკრიბა საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის.

ამ საკითხებში აქტიურად ჩართული არ ვიყავი, უბრალოდ გიორგიმ ამ ყველაფერთან დაკავშირებით რამდენჯერმე გამიზიარა საკუთარი მოსაზრება. ვარ სრულიად აპოლიტიკური პერსონა, ვინაიდან ვარ ბიბლიოთეკის დირექტორი. ბიბლიოთეკა ყოველთვის უნდა იყოს პოზიციაზე, რომ მისი კარი ღია იყოს ნებისმიერი პოზიციის, შეხედულების მქონე ადამიანისთვის. სხვათა შორის, ამ მიმართულებით არც გიორგის შეშლია რამე და ადამიანების სელექცია სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით არ მოუხდენია. ამიტომ მე არ და ვერ შევძლებდი გიორგისთვის ხელის შეშლას. ვუთხარი კიდეც, რომ ეს მთლიანად მისი გადაწყვეტი საკითხი იყო და რომ ეს ფაქტი მის ცხოვრებაში დიდი გამოწვევა გახლდათ. მას კარგად უნდა აეწონ-დაეწონა მთელი ის რისკები, რომელიც მის გადაწყვეტილებას თან ახლავს. ვინაიდან არც ისე მარტივი საქმეა. მან ამასთან დაკავშირებით იფიქრა და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღო.

- ასეთი აზრიც გავრცელდა, რომ კეკელიძე უსუფაშვილის თხოვნით აძლევს ივანიშვილს თავის კადრსო. ამაზე რას იტყვით?

- ეს აბსოლუტური ჭორია და სიმართლეს არ შეესაბამება...   

- როგორც შევიტყვე, გიორგი "ჯიპას" სტუდენტია (მაგისტრი). რადგანაც ბატონი გიორგი მარგველაშვილი "ჯიპას" რექტორი გახლდათ, ჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა, რეკომენდაცია ამ პოზიციაზე ბიძინა ივანიშვილთან სწორედ მან გაუწია...

- საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ეს ასე არ მომხდარა...

- არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქე", რომელსაც გიორგი საბანაძემ უნდა უხელმძღვანელოს, რას ისახავს მიზნად? კონკრეტულად რა უნდა გაკეთოს და რას უნდა ემსახუროს?

- რამდენადაც ვიცი, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სამოქალაქო ღირებულებების დაცვისა და ამაღლებისკენ იქნება მიმართული. ასეთია ამ ორგანიზაციის ზოგადი კონცეფცია. რამდენად ეფექტურად მოახერხებს ეს ორგანიზაცია ამის გაკეთებას, მომავალი გვიჩვენებს. მე მყავს ახლო მოგობრები მსგავსი ტიპის არასამთავრობო ორგანიზაციებში და ისინი წარმატებულები არიან. ისეთივე წარმატებას ვუსურვებ გიორგის. ყოველთვის მივაწვდი შესაბამის მასალებს და მხარდაჭერას გამოვუცხადებ.

- გიორგი თუ არის პოლიტიკურად აქტიური ადამიანი და აქამდე თუ გამოუვლენია ამ მიმართულებით თავი?

- საერთოდ, ყველა ადამიანი რაღაც ფორმით არის პოლიტიზებული, რადგანაც მას აქვს გარკვეული პოლიტიკური სიმპათია, მაგრამ ჩემი და გიორგის საუბრები არასდროს შეხებია მსგავს თემებთან დაკავშირებულ საკითხებს. შესაბამისად, ვერ ვიტყვი, რომ ის პოლიტიკურად მოტივირებული ადამიანია. ყოველ შემთხვევაში, ამის დიდი იმედი მაქვს. ის ჩემს მეგობრად დარჩება, მაგრამ თუ მას ამ მიმართულებით შეცდომები მოუვა, რისგანაც დაზღვეული არ არის, აუცილებლად ღიად მივუთითებ ამაზე...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ასევე იხილეთ: ბიძინას მეორედ მოსვლა...

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია