მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოუგვარებელი პრობლემა - უწყლობა ოზურგეთის სოფლებში
მოუგვარებელი პრობლემა - უწყლობა ოზურგეთის სოფლებში

მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი და და­ხეთ­ქი­ლი წყლის მი­ლე­ბი, წყლით სავ­სე ორ­მო­ე­ბი და დატ­ბო­რი­ლი ქუ­ჩე­ბი, მუდ­მი­ვად შე­სა­კე­თე­ბე­ლი წყლის სა­თა­ვე-ნა­გე­ბო­ბე­ბი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ უკ­მა­ყო­ფი­ლო მო­სახ­ლე­ო­ბა - ეს პრობ­ლე­მე­ბი ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლე­ბის 80 პრო­ცენტს წლე­ბია აწუ­ხებს.

"სა­დაა, ბა­ტო­ნო, წყა­ლი? სამი წე­ლია, სო­ფელ ბაღ­და­დის მო­სახ­ლე­ო­ბას წყა­ლი არ მოგ­ვე­წო­დე­ბა. ვა­კი­ჯვარ­ში გა­მო­იყ­ვა­ნეს და ჩვენ, ბაღ­და­დე­ლე­ბი დაგვტო­ვეს. მო­ვი­თხო­ვეთ ახ­ლაც, მაგ­რამ ვის ეს­მის? მო­ი­თხო­ვე, რამ­დე­ნიც გინ­და, ვინ გა­ა­კე­თებს? რაც მათ უნ­დათ და იო­ლად გა­სა­კე­თებ­ლად მი­აჩ­ნი­ათ, იმას აკე­თე­ბენ. მო­სახ­ლე­ო­ბა, სოფ­ლის მხარ­დამ­ჭე­რი პროგ­რა­მე­ბით, უპირ­ვე­ლე­სად წყალს ვი­თხოვთ. გამ­რი­ცხვე­ლი­ა­ნე­ბის პრობ­ლე­მა გვაქვს, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში მე­ზობ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს არი­ან გა­და­კი­დე­ბუ­ლი, და­ვა­ლი­ა­ნე­ბა მო­დის ძა­ლი­ან დიდი და არის გა­ურ­კვევ­ლო­ბა. მოკ­ლედ, ამ გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ხალ­ხის­თვის არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა, ვე­რა­ფერს იგ­რძნობ, ვართ ისევ ისე, რო­გორც ადრე " - აცხა­დე­ბენ ბაღ­დათ­ში.

სო­ფელ ცხემ­ლის­ხი­დი-ბაღ­და­დის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ერ­თე­უ­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლი და­ვით ჭა­ნუყ­ვა­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ უწყლო­ბა ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მაა, რომ­ლის მოგ­ვა­რე­ბა დიდ თან­ხებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. "წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სოფ­ლის მხარ­დამ­ჭე­რი პროგ­რა­მით, რაც თან­ხე­ბი გა­მო­ი­ყო ყვე­ლა წყალ­ში ჩა­ი­დო და არ ეყო კი­დევ. ეს იყო, და­ახ­ლო­ე­ბით, 20 000 ლარი მარ­ტო ბაღ­და­დის­თვის, რაც ძა­ლი­ან მი­ზე­რუ­ლი თან­ხაა. ინდმე­წარ­მემ, რაც შე­იძ­ლე­ბო­და აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხით გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო, ის გა­ა­კე­თა. ეს თვი­თონ მო­სახ­ლე­ო­ბამ აირ­ჩია პრი­ო­რი­ტე­ტად. რაც შე­ე­ხე­ბა გამ­რი­ცხვე­ლი­ა­ნე­ბას, იცით, რომ ეს კერ­ძო კომ­პა­ნი­ის პრე­რო­გა­ტი­ვაა და ინ­ფორ­მა­ცია არ გვაქვს, რო­დის და­ი­წყე­ბა ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა" - აცხა­დებს ჭა­ნუყ­ვა­ძე.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

მოუგვარებელი პრობლემა - უწყლობა ოზურგეთის სოფლებში

მოუგვარებელი პრობლემა - უწყლობა ოზურგეთის სოფლებში

მოძველებული და დახეთქილი წყლის მილები, წყლით სავსე ორმოები და დატბორილი ქუჩები, მუდმივად შესაკეთებელი წყლის სათავე-ნაგებობები, ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილო მოსახლეობა - ეს პრობლემები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების 80 პროცენტს წლებია აწუხებს.

"სადაა, ბატონო, წყალი? სამი წელია, სოფელ ბაღდადის მოსახლეობას წყალი არ მოგვეწოდება. ვაკიჯვარში გამოიყვანეს და ჩვენ, ბაღდადელები დაგვტოვეს. მოვითხოვეთ ახლაც, მაგრამ ვის ესმის? მოითხოვე, რამდენიც გინდა, ვინ გააკეთებს? რაც მათ უნდათ და იოლად გასაკეთებლად მიაჩნიათ, იმას აკეთებენ. მოსახლეობა, სოფლის მხარდამჭერი პროგრამებით, უპირველესად წყალს ვითხოვთ. გამრიცხველიანების პრობლემა გვაქვს, 21-ე საუკუნეში მეზობლები ერთმანეთს არიან გადაკიდებული, დავალიანება მოდის ძალიან დიდი და არის გაურკვევლობა. მოკლედ, ამ გაჭირვებული ხალხისთვის არაფერი შეცვლილა, ვერაფერს იგრძნობ, ვართ ისევ ისე, როგორც ადრე " - აცხადებენ ბაღდათში.

სოფელ ცხემლისხიდი-ბაღდადის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებული დავით ჭანუყვაძე აღნიშნავს, რომ უწყლობა ძალიან დიდი პრობლემაა, რომლის მოგვარება დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. "წლების განმავლობაში სოფლის მხარდამჭერი პროგრამით, რაც თანხები გამოიყო ყველა წყალში ჩაიდო და არ ეყო კიდევ. ეს იყო, დაახლოებით, 20 000 ლარი მარტო ბაღდადისთვის, რაც ძალიან მიზერული თანხაა. ინდმეწარმემ, რაც შეიძლებოდა აღნიშნული თანხით გაკეთებულიყო, ის გააკეთა. ეს თვითონ მოსახლეობამ აირჩია პრიორიტეტად. რაც შეეხება გამრიცხველიანებას, იცით, რომ ეს კერძო კომპანიის პრეროგატივაა და ინფორმაცია არ გვაქვს, როდის დაიწყება ამ პრობლემის მოგვარება" - აცხადებს ჭანუყვაძე.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა