პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალური "გრემი": ცერემონიალზე 33 გეი და ჰეტერო წყვილი დააქორწინეს
სკანდალური "გრემი": ცერემონიალზე 33 გეი და ჰეტერო წყვილი დააქორწინეს

26 იან­ვარს ლოს-ან­ჯე­ლეს­ში, შო­უ­ბიზ­ნეს­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბა, "გრე­მის" რი­გით 56-ე და­ჯილ­დო­ე­ბის გრან­დი­ო­ზუ­ლი ცე­რე­მო­ნია ჩა­ტარ­და. წი­თე­ლი ხა­ლი­ჩა, შთამ­ბეჭ­და­ვი შოუ-პროგ­რა­მა, ორი­გი­ნა­ლუ­რი კოს­ტუ­მე­ბი, ლა­მა­ზი კა­ბე­ბი - ეს "გრე­მის" ცე­რე­მო­ნი­ის სტან­დარ­ტუ­ლი სა­ნა­ხა­ო­ბაა, მაგ­რამ წლე­ვან­დე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლი იმით იყო, რომ 33 გეი და ჰე­ტე­რო წყვი­ლი პირ­და­პირ ეთერ­ში და­ა­ქორ­წი­ნეს.

ამე­რი­კე­ლი რე­პე­რის მაკ­ლე­მო­რი­სა და რა­ი­ან ლე­ვი­სის სიმ­ღე­რა "ერ­თნა­ი­რი სიყ­ვა­რუ­ლი" ერ­თგვარ ჰიმ­ნად იქცა დარ­ბაზ­ში მყო­ფი 33 ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლის­თვის. ქორ­წი­ნე­ბა სიმ­ბო­ლუ­რად ოფი­ცი­ა­ლუ­რად სცნო მომ­ღე­რალ­მა ქუინ ლა­ტი­ფამ. ამ დროს სცე­ნა­ზე გა­მოჩ­ნდა მა­დო­ნაც და რამ­დე­ნი­მე ჰიტი შე­ას­რუ­ლა.

"სიყ­ვა­რულ­ზე შექ­მნი­ლი ეს სიმ­ღე­რა მხო­ლოდ ზო­გი­ერ­თის­თვის არაა, ის ყვე­ლას­თვი­საა. ჩვენ აქ შე­ვიკ­რი­ბეთ, რათა ვი­ზე­ი­მოთ სიყ­ვა­რუ­ლი და ჰარ­მო­ნია ყვე­ლა ბავ­შვში, ყვე­ლა ფერ­ში. აქ მყოფ ხალ­ხს რომ ვუ­ყუ­რებ, მი­ხა­რია, რომ ვხე­დავ 33 წყვილს, რომ­ლებ­მაც გა­და­წყვი­ტეს, ეზე­ი­მათ თვი­ან­თი ფი­ცის და­დე­ბა აქ, ლოს-ან­ჯე­ლეს­ში. ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია, ვთხო­ვო მათ, გაც­ვა­ლონ ბეჭ­დე­ბი. ახლა კი ყვე­ლას გა­ცხა­დებთ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლად", - გა­ნა­ცხა­და ლა­ტი­ფამ.

სა­ნა­ხა­ო­ბით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულ­მა ბევ­რმა ვარ­სკვლავ­მა ემო­ცია ვერ შე­ი­კა­ვა და ატირ­და.

იხი­ლეთ ვი­დეო

მომ­ზა­დე­ბუ­ლია hollywoodreporter.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

სკანდალური "გრემი": ცერემონიალზე 33 გეი და ჰეტერო წყვილი დააქორწინეს

სკანდალური "გრემი": ცერემონიალზე 33 გეი და ჰეტერო წყვილი დააქორწინეს

26 იანვარს ლოს-ანჯელესში, შოუბიზნესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება, "გრემის" რიგით 56-ე დაჯილდოების გრანდიოზული ცერემონია ჩატარდა. წითელი ხალიჩა, შთამბეჭდავი შოუ-პროგრამა, ორიგინალური კოსტუმები, ლამაზი კაბები - ეს "გრემის" ცერემონიის სტანდარტული სანახაობაა, მაგრამ წლევანდელი ღონისძიება გამორჩეული იმით იყო, რომ 33 გეი და ჰეტერო წყვილი პირდაპირ ეთერში დააქორწინეს.

ამერიკელი რეპერის მაკლემორისა და რაიან ლევისის სიმღერა "ერთნაირი სიყვარული" ერთგვარ ჰიმნად იქცა დარბაზში მყოფი 33 ახალდაქორწინებულისთვის. ქორწინება სიმბოლურად ოფიციალურად სცნო მომღერალმა ქუინ ლატიფამ. ამ დროს სცენაზე გამოჩნდა მადონაც და რამდენიმე ჰიტი შეასრულა.

"სიყვარულზე შექმნილი ეს სიმღერა მხოლოდ ზოგიერთისთვის არაა, ის ყველასთვისაა. ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა ვიზეიმოთ სიყვარული და ჰარმონია ყველა ბავშვში, ყველა ფერში. აქ მყოფ ხალხს რომ ვუყურებ, მიხარია, რომ ვხედავ 33 წყვილს, რომლებმაც გადაწყვიტეს, ეზეიმათ თვიანთი ფიცის დადება აქ, ლოს-ანჯელესში. ჩემთვის დიდი პატივია, ვთხოვო მათ, გაცვალონ ბეჭდები. ახლა კი ყველას გაცხადებთ დაქორწინებულად", - განაცხადა ლატიფამ.

სანახაობით აღფრთოვანებულმა ბევრმა ვარსკვლავმა ემოცია ვერ შეიკავა და ატირდა.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია hollywoodreporter.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება