პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრიტანელი დეპუტატები პარლამენტის რესტორანში მარტინის არარსებობას უჩივიან
ბრიტანელი დეპუტატები პარლამენტის რესტორანში მარტინის არარსებობას უჩივიან

ბრი­ტა­ნე­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბი პარ­ლა­მენ­ტის რეს­ტო­რან­ში მარ­ტი­ნი­სა და სხვა აპე­რი­ტი­ვე­ბის დე­ფი­ციტ­ზე სა­უბ­რო­ბენ. ამის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი მე­ტყვე­ლებს, რო­მე­ლიც მე­დი­ას ჩა­უ­ვარ­და ხელ­ში.

დე­პუ­ტა­ტე­ბი პარ­ლა­მენ­ტის სა­სა­დი­ლოს ინფრას­ტრუქ­ტუ­რით უკ­მა­ყო­ფი­ლო­ნი არი­ან, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­სა­დი­ლო­ში საკ­ვე­ბი­სა და სას­მე­ლე­ბის და­ბა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის სუბ­სი­დი­რე­ბა ბრი­ტა­ნელ გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დამ­ხდელს წე­ლი­წად­ში 5 მლნ-ზე მეტი ფუნ­ტი სტერ­ლინ­გი უჯ­დე­ბა, ირ­წმუ­ნე­ბა ლონ­დო­ნის პრე­სა.

ანო­ნი­მუ­რი სა­ჩივ­რე­ბი, რომ­ლის ში­ნა­არ­სი მე­დი­ის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, პარ­ლა­მენ­ტა­რებ­მა იმის გამო და­წე­რეს, რომ თემ­თა პა­ლა­ტის რეს­ტო­რან­ში ყოფ­ნი­სას მარ­ტი­ნი და ჯინი ტო­ნი­კით არ აღ­მოჩ­ნდა და მხო­ლოდ ღვი­ნო ჰქონ­დათ. ასე­ვე პარ­ლა­მენ­ტა­რებ­მა პრე­ტენ­ზი­ე­ბი გა­მოთ­ქვეს ტა­ფამ­წვარ­ში კვერ­ცხის ზო­მის თა­ო­ბა­ზე.

გარ­და ამი­სა, პრე­ტენ­ზი­ის ერთ-ერ­თმა ავ­ტორ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ნამ­დვილ­მა ჯაზ-ჯგუფ­მა უნდა იმ­ღე­როს.

პარ­ლა­მენ­ტში აღი­ა­რეს, რომ დე­პუ­ტა­ტე­ბის მო­თხოვ­ნას იკ­ვლე­ვენ, მაგ­რამ სა­ერ­თო ჯამ­ში "სა­ჩივ­რე­ბი ცო­ტაა". მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ბრი­ტა­ნუ­ლი მე­დია პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის "უსას­რუ­ლო ექ­სტრა­ვა­გან­ტულ­მა მო­თხოვ­ნებ­მა" სა­გო­ნე­ბელ­ში ჩა­აგ­დო. ამას­თან, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის თქმით, პარ­ლა­მენ­ტის ბარ­ში ფა­სე­ბი ორ­ჯერ უფრო და­ბა­ლია, ვიდ­რე სა­შუ­ა­ლოდ ლონ­დონ­ში.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია ИТАР-ТАСС-ის მი­ხედ­ვით.

sponsored by ContentRoom

ბრიტანელი დეპუტატები პარლამენტის რესტორანში მარტინის არარსებობას უჩივიან

ბრიტანელი დეპუტატები პარლამენტის რესტორანში მარტინის არარსებობას უჩივიან

ბრიტანელი დეპუტატები პარლამენტის რესტორანში მარტინისა და სხვა აპერიტივების დეფიციტზე საუბრობენ. ამის შესახებ ოფიციალური მონაცემები მეტყველებს, რომელიც მედიას ჩაუვარდა ხელში.

დეპუტატები პარლამენტის სასადილოს ინფრასტრუქტურით უკმაყოფილონი არიან, მიუხედავად იმისა, რომ სასადილოში საკვებისა და სასმელების დაბალი ღირებულების სუბსიდირება ბრიტანელ გადასახადების გადამხდელს წელიწადში 5 მლნ-ზე მეტი ფუნტი სტერლინგი უჯდება, ირწმუნება ლონდონის პრესა.

ანონიმური საჩივრები, რომლის შინაარსი მედიისთვის ცნობილი გახდა, პარლამენტარებმა იმის გამო დაწერეს, რომ თემთა პალატის რესტორანში ყოფნისას მარტინი და ჯინი ტონიკით არ აღმოჩნდა და მხოლოდ ღვინო ჰქონდათ. ასევე პარლამენტარებმა პრეტენზიები გამოთქვეს ტაფამწვარში კვერცხის ზომის თაობაზე.

გარდა ამისა, პრეტენზიის ერთ-ერთმა ავტორმა განაცხადა, რომ დაწესებულებაში ნამდვილმა ჯაზ-ჯგუფმა უნდა იმღეროს.

პარლამენტში აღიარეს, რომ დეპუტატების მოთხოვნას იკვლევენ, მაგრამ საერთო ჯამში "საჩივრები ცოტაა". მიუხედავად ამისა, ბრიტანული მედია პარლამენტარების "უსასრულო ექსტრავაგანტულმა მოთხოვნებმა" საგონებელში ჩააგდო. ამასთან, ჟურნალისტების თქმით, პარლამენტის ბარში  ფასები ორჯერ უფრო დაბალია, ვიდრე საშუალოდ ლონდონში.

მომზადებულია ИТАР-ТАСС-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა