მსოფლიო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგა ბოკერია - ზოგიერთ ციხეში სისტემური დანაშაულის ნიშნები ნამდვილად იყო
გიგა ბოკერია - ზოგიერთ ციხეში სისტემური დანაშაულის ნიშნები ნამდვილად იყო

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი, უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს ყო­ფი­ლი მდი­ვა­ნი გიგა ბო­კე­რია მი­იჩ­ნევს, რომ მათი მმარ­თვე­ლო­ბის დროს ყვე­ლა­ზე მწვა­ვე და მტკივ­ნე­უ­ლი სა­კი­თხი პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი იყო. ამის შე­სა­ხებ გიგა ბო­კე­რი­ამ გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დროს ჰქონ­და ლე­გი­ტი­მუ­რი ამო­ცა­ნა - მო­ეს­პო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი ქვე­ყა­ნა­ში.

"რე­ფორ­მის შე­დე­გად ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მი­ე­ცა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას. მათ უნდა ემარ­თათ სის­ტე­მა ისე, რომ ძა­ლა­დო­ბა სა­ჭი­რო არ ყო­ფი­ლი­ყო. სამ­წუ­ხა­როდ, ეს მე­ქა­ნიზ­მი გა­მო­უ­ყე­ნებ­ლი დარ­ჩა და ძა­ლა­დობ­რივ, ხში­რად უკა­ნო­ნო მე­თო­დებს და­ემ­ყა­რა ამ სის­ტე­მის მუ­შა­ო­ბა", - გა­ნა­ცხა­და ბო­კე­რი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ცი­ხის კად­რებ­ზე ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სრულ­ფა­სო­ვა­ნი გა­მო­ძი­ე­ბა არ ჩა­ა­ტა­რა.

"მე­ტიც, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც საკ­ვან­ძო ფი­გუ­რე­ბი იყ­ვნენ პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბა­ში, მაგ­რამ ვერ გა­ვექ­ცე­ვით რე­ა­ლო­ბას, რომ ზო­გი­ერთ ცი­ხე­ში სის­ტე­მუ­რი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბი ნამ­დვი­ლად იყო", - გა­ნა­ცხა­და ბო­კე­რი­ამ.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" მი­აღ­წია იმას, რომ პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბებ­ში სის­ტე­მუ­რი და­ნა­შა­უ­ლი აღ­მო­ი­ფხვრა.

"ბოლო, შემ­ზა­რავ­მა ფაქ­ტებ­მა, რო­მე­ლიც სა­მეგ­რე­ლო­ში მოხ­და, და­აკ­ნი­ნა ჩვენს მიერ გა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მა. მარ­თა­ლია, ფაქ­ტი გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბის გა­რეთ მოხ­და, მაგ­რამ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სჩა­დი­ოდ­ნენ ამ და­ნა­შა­ულს. ეს ადას­ტუ­რებს იმას, რომ უწყე­ბა­ში არ­სე­ბობ­დნენ ელი­ტა­რუ­ლი სპე­ცჯ­გუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც არა­საკ­მა­რი­სად კონ­ტროლ­დე­ბო­და", - დას­ძი­ნა ბო­კე­რი­ამ.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

გიგა ბოკერია - ზოგიერთ ციხეში სისტემური დანაშაულის ნიშნები ნამდვილად იყო

გიგა ბოკერია - ზოგიერთ ციხეში სისტემური დანაშაულის ნიშნები ნამდვილად იყო

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ მათი მმართველობის დროს ყველაზე მწვავე და მტკივნეული საკითხი პენიტენციურ სისტემაში განვითარებული მოვლენები იყო. ამის შესახებ გიგა ბოკერიამ გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდა ლეგიტიმური ამოცანა - მოესპო ორგანიზებული დანაშაული ქვეყანაში.

"რეფორმის შედეგად ახალი შესაძლებლობები მიეცა ადმინისტრაციას. მათ უნდა ემართათ სისტემა ისე, რომ ძალადობა საჭირო არ ყოფილიყო. სამწუხაროდ, ეს მექანიზმი გამოუყენებლი დარჩა და ძალადობრივ, ხშირად უკანონო მეთოდებს დაემყარა ამ სისტემის მუშაობა", - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ციხის კადრებზე ახალმა ხელისუფლებამ სრულფასოვანი გამოძიება არ ჩაატარა.

"მეტიც, გაათავისუფლა ის ადამიანები, რომლებიც საკვანძო ფიგურები იყვნენ პატიმრების წამებაში, მაგრამ ვერ გავექცევით რეალობას, რომ ზოგიერთ ციხეში სისტემური დანაშაულის ნიშნები ნამდვილად იყო", - განაცხადა ბოკერიამ.

როგორც მან აღნიშნა, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიაღწია იმას, რომ პოლიციის განყოფილებებში სისტემური დანაშაული აღმოიფხვრა.

"ბოლო, შემზარავმა ფაქტებმა, რომელიც სამეგრელოში მოხდა, დააკნინა ჩვენს მიერ გატარებული რეფორმა. მართალია, ფაქტი განყოფილებების გარეთ მოხდა, მაგრამ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები სჩადიოდნენ ამ დანაშაულს. ეს ადასტურებს იმას, რომ უწყებაში არსებობდნენ ელიტარული სპეცჯგუფები, რომლებიც არასაკმარისად კონტროლდებოდა", - დასძინა ბოკერიამ.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა