პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მკვლელობა ნუცუბიძეზე: გოგოსთან დაკავშირებით მომხდარ შელაპარაკებას 17 წლის ბიჭი შეეწირა
მკვლელობა ნუცუბიძეზე: გოგოსთან დაკავშირებით მომხდარ შელაპარაკებას 17 წლის ბიჭი შეეწირა

თბი­ლის­ში, ნუ­ცუ­ბი­ძე­ზე მომ­ხდა­რი ჩხუ­ბის შე­დე­გად 17 წლის მიშო ტყე­მა­ლა­ძე და­ნით მი­ყე­ნე­ბუ­ლი მრა­ვა­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა, სამი ახალ­გაზ­რდა კი და­იჭ­რა. ჩხუ­ბი­სას ახალ­გაზ­რდებ­მა ხელ­კე­ტე­ბი, და­ნე­ბი და ე.წ. შტი­რე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეს. მკვლე­ლო­ბა ნუ­ცუ­ბი­ძის პლა­ტოს მე-3 მიკ­რო­რა­ი­ონ­ში, მე­ო­რე კვარ­ტა­ლის მე-8კორ­პუს­თან მდე­ბა­რე 171-ე სკო­ლის ეზოს­თან 24 იან­ვარს მოხ­და.

ჯგუ­ფუ­რი "გარ­ჩე­ვა" და­ახ­ლო­ე­ბით 16-17 წლის მო­ზარ­დებს შო­რის მოხ­და.

სკო­ლის ვი­დე­ო­კა­მე­რებ­ში ჩანს, რომ ჯგუ­ფურ "გარ­ჩე­ვა­ში" ოცამ­დე 16-17 წლის მო­ზარ­დი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მათი და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, თუმ­ცა ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ეს ინ­ცი­დენ­ტი გო­გოს­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­ლა­პა­რა­კე­ბის დროს მოხ­და. დაჭ­რი­ლე­ბი რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში თა­ვად მი­ვიდ­ნენ და მიშო ტყე­მა­ლა­ძეც მი­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა ის მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

თბილ­სის რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ნა­ტა­ლია ხურ­ცი­ძე "მთელ კვი­რას­თან" ამ­ბობს, რომ ბი­ჭე­ბის­გან ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ცე­მა­ზე თან­ხმო­ბა არ მი­უ­ღია და სა­უბ­რის­გან თავს იკა­ვებს. თუმ­ცა, ცნო­ბი­ლია, რომ ამ დრო­ის­თვის დაჭ­რი­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, მათ­გან ერთ-ერთი ახალ­გაზ­რდა, რო­მელ­საც ჭრი­ლო­ბა მუც­ლის არე­ში აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი, სტა­ცი­ო­ნარ­ში იმ­ყო­ფე­ბა და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. და­ნარ­ჩე­ნი ორი კი მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით იყ­ვნენ და რეს­პუბ­ლი­კუ­რი­დან იმ დღეს­ვე გა­ე­წერ­ნენ.

ერთ-ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის დე­ი­და "ფე­ის­ბუკ­ში" თა­ვის გვერ­დზე წერს, რომ ოთხი 20-ის წი­ნა­აღ­მდეგ იყო. ისი­ნი და­ნე­ბით იყ­ვნენ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­ნი. მის დის­შვილს 2 ჭრი­ლო­ბა თავ­ზე, ერთი კი მუ­ცელ­ში აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა ამ დრო­ის­თვის და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია.

ნუ­ცუ­ბი­ძის პლა­ტო­ზე მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ად­გი­ლობ­რი­ვებს ინ­ფორ­მა­ცია არ აქვთ, თუმ­ცა ამ­ბო­ბენ, რომ მათ­თვის უც­ნობ ახალ­გაზ­რდებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა სა­ღა­მო­ხანს მოხ­და.

"ჩემი ფან­ჯრი­დან ყვე­ლა­ფე­რი ჩანს, მაგ­რამ ეს ამ­ბა­ვი არ და­მი­ნა­ხავს, ხმაც არ გა­მი­გია. თუმ­ცა, შუ­ა­დღი­სას და­ვი­ნა­ხე, რომ სკო­ლის ეზო­ში და­ახ­ლო­ე­ბით რვა ბიჭი იდგა და ერ­თმა­ნეთ­ში აგ­რე­სი­უ­ლად სა­უბ­რობ­დნენ.

"ეს ად­გი­ლი ბი­ჭებს "რაზ­ბორ­კე­ბის­თვის" ძა­ლი­ან მოს­წონთ, აქ ყო­ველ­თვის იყო ხოლ­მე ბი­ჭე­ბის ჯგუ­ფი და რა­ღა­ცას არ­ჩევ­დნენ", - აღ­ნიშ­ნა ნუ­ცუ­ბი­ძე­ზე მცხოვ­რებ­მა ერთ-ერ­თმა ქალ­ბა­ტონ­მა.

მე­სა­მე მიკ­რო­რა­ი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბა ამ­ბობს, რომ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი აქ არ ცხოვ­რო­ბენ და ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზი­რი­დან იყ­ვნენ ამო­სუ­ლე­ბი. მათი თქმით, ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჯგუ­ფუ­რი გარ­ჩე­ვა ხში­რად ხდე­ბო­და და ამის მი­ზე­ზი გა­უ­ნა­თე­ბე­ლი სკო­ლის ტე­რი­ტო­რია იყო.

"აქ ყო­ველ­თვის და­დი­ან ბი­ჭე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მუდ­მე­ბით საქ­მე­ებს არ­ჩე­ვენ. ამის ერთ-ერთი მი­ზე­ზი ისაა, რომ სკო­ლას­თან გა­ნა­თე­ბა არაა. რამ­დენ­ჯერ­მე და­ვუ­რე­კე სკო­ლის დი­რექ­ტორს, ვთხო­ვე, მო­ეგ­ვა­რე­ბი­ნა ეს პრობ­ლე­მა, მაგ­რამ ამა­ოდ. სკო­ლის ირ­გვლივ რამ­დე­ნი­მე ლამ­პი­ო­ნია და ყვე­ლა ჩამ­ქრა­ლია. ღამე აქ გა­მოვ­ლა შე­გე­შინ­დე­ბა. ალ­ბათ სწო­რედ ამი­ტომ მოხ­და ამ ად­გი­ლას ეს ამ­ბა­ვი".

"პო­ლი­ცია მან­ქა­ნით რომ და­დის, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ფე­ხი­თაც ია­როს, რად­გან აქ ძა­ლი­ან ხში­რად არის მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი, თუმ­ცა, მკვლე­ლო­ბა პირ­ვე­ლად მოხ­და. ჩემი სახ­ლის წი­ნაც ბევ­რჯერ იყო ჯგუ­ფუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა, მო­სახ­ლე­ო­ბა შე­წუ­ხე­ბუ­ლია ამით", - გა­ნა­ცხა­და ნუ­ცუ­ბი­ძის პლა­ტო­ზე ერთ-ერ­თმა მცხოვ­რებ­მა მა­მა­კაც­მა.

რო­გორც შსს "მთელ კვი­რას­თან ამ­ბობს, 17 წლის მო­ზარ­დის მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი უკვე ცნო­ბი­ლია და მისი და­კა­ვე­ბა ძა­ლი­ან მალე მოხ­დე­ბა.

"მკვლე­ლო­ბა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე მოხ­და. გარ­დაც­ვლი­ლია 17 წლის ბიჭი. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. უკვე ცნო­ბი­ლია იმ პი­რის ვი­ნა­ო­ბა, ვინც მკვლე­ლო­ბა­შია ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი და მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მის და­სა­კა­ვებ­ლად", - გა­ნა­ცხა­დეს შსს-ში.

სა­ლო­მე აბუ­ლა­ძე

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

მკვლელობა ნუცუბიძეზე: გოგოსთან დაკავშირებით მომხდარ შელაპარაკებას 17 წლის ბიჭი შეეწირა

მკვლელობა ნუცუბიძეზე: გოგოსთან დაკავშირებით მომხდარ შელაპარაკებას 17 წლის ბიჭი შეეწირა

თბილისში, ნუცუბიძეზე მომხდარი ჩხუბის შედეგად 17 წლის მიშო ტყემალაძე დანით მიყენებული მრავალი დაზიანებებით გარდაიცვალა, სამი ახალგაზრდა კი დაიჭრა. ჩხუბისას ახალგაზრდებმა ხელკეტები, დანები და ე.წ. შტირები გამოიყენეს. მკვლელობა ნუცუბიძის პლატოს მე-3 მიკრორაიონში, მეორე კვარტალის მე-8კორპუსთან მდებარე 171-ე სკოლის ეზოსთან 24 იანვარს მოხდა.

ჯგუფური "გარჩევა" დაახლოებით 16-17 წლის მოზარდებს შორის მოხდა.

სკოლის ვიდეოკამერებში ჩანს, რომ ჯგუფურ "გარჩევაში" ოცამდე 16-17 წლის მოზარდი მონაწილეობდა. მათი დაპირისპირების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს ინციდენტი გოგოსთან დაკავშირებით შელაპარაკების დროს მოხდა. დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში თავად მივიდნენ და მიშო ტყემალაძეც მიიყვანეს, თუმცა ის მალევე გარდაიცვალა.

თბილსის რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურის უფროსი ნატალია ხურციძე "მთელ კვირასთან" ამბობს, რომ ბიჭებისგან ინფორმაციის გაცემაზე თანხმობა არ მიუღია და საუბრისგან თავს იკავებს. თუმცა, ცნობილია, რომ ამ დროისთვის დაჭრილების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათგან ერთ-ერთი ახალგაზრდა, რომელსაც ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული, სტაციონარში იმყოფება და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დანარჩენი ორი კი მსუბუქი დაზიანებებით იყვნენ და რესპუბლიკურიდან იმ დღესვე გაეწერნენ.

ერთ-ერთი დაზარალებულის დეიდა "ფეისბუკში" თავის გვერდზე წერს, რომ ოთხი 20-ის წინააღმდეგ იყო. ისინი დანებით იყვნენ შეიარაღებულნი. მის დისშვილს 2 ჭრილობა თავზე, ერთი კი მუცელში აქვს მიყენებული. მიუხედავად ამისა, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

ნუცუბიძის პლატოზე მომხდარის შესახებ ადგილობრივებს ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა ამბობენ, რომ მათთვის უცნობ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება საღამოხანს მოხდა.

"ჩემი ფანჯრიდან ყველაფერი ჩანს, მაგრამ ეს ამბავი არ დამინახავს, ხმაც არ გამიგია. თუმცა, შუადღისას დავინახე, რომ სკოლის ეზოში დაახლოებით რვა ბიჭი იდგა და ერთმანეთში აგრესიულად საუბრობდნენ.

"ეს ადგილი ბიჭებს "რაზბორკებისთვის" ძალიან მოსწონთ, აქ ყოველთვის იყო ხოლმე ბიჭების ჯგუფი და რაღაცას არჩევდნენ", - აღნიშნა ნუცუბიძეზე მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქალბატონმა.

მესამე მიკრორაიონში მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ დაზარალებულები აქ არ ცხოვრობენ და ვაჟა-ფშაველას გამზირიდან იყვნენ ამოსულები. მათი თქმით, ამ ტერიტორიაზე ჯგუფური გარჩევა ხშირად ხდებოდა და ამის მიზეზი გაუნათებელი სკოლის ტერიტორია იყო.

"აქ ყოველთვის დადიან ბიჭები, რომლებიც გამუდმებით საქმეებს არჩევენ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ სკოლასთან განათება არაა. რამდენჯერმე დავურეკე სკოლის დირექტორს, ვთხოვე, მოეგვარებინა ეს პრობლემა, მაგრამ ამაოდ. სკოლის ირგვლივ რამდენიმე ლამპიონია და ყველა ჩამქრალია. ღამე აქ გამოვლა შეგეშინდება. ალბათ სწორედ ამიტომ მოხდა ამ ადგილას ეს ამბავი".

"პოლიცია მანქანით რომ დადის, აუცილებელია, ფეხითაც იაროს, რადგან აქ ძალიან ხშირად არის მსგავსი შემთხვევები, თუმცა, მკვლელობა პირველად მოხდა. ჩემი სახლის წინაც ბევრჯერ იყო ჯგუფური დაპირისპირება, მოსახლეობა შეწუხებულია ამით", - განაცხადა ნუცუბიძის პლატოზე ერთ-ერთმა მცხოვრებმა მამაკაცმა.

როგორც შსს "მთელ კვირასთან ამბობს, 17 წლის მოზარდის მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე ცნობილია და მისი დაკავება ძალიან მალე მოხდება.

"მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. გარდაცვლილია 17 წლის ბიჭი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობაზე მიმდინარეობს. უკვე ცნობილია იმ პირის ვინაობა, ვინც მკვლელობაშია ეჭვმიტანილი და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები მის დასაკავებლად", - განაცხადეს შსს-ში.

სალომე აბულაძე

გაზეთი ”რეზონანსი”

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ