პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თაკო სალაყაიაზე აქამდე გაუხმაურებელ ორიოდე ისტორიას ექსკლუზიურად გიამბობთ!"
"თაკო სალაყაიაზე აქამდე გაუხმაურებელ ორიოდე ისტორიას ექსკლუზიურად გიამბობთ!"

- მე თქვენ გი­ამ­ბობთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის აქამ­დე უც­ნობ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე, რო­მე­ლიც თაკო სა­ლა­ყა­ი­ამ ჩა­ი­დი­ნა. მან ჭკუა გირ­გვლი­ა­ნის წა­მე­ბით სიკ­ვდი­ლის შემ­დე­გაც ვერ ის­წავ­ლა! – ასე და­ი­წყო ჩვენ­თან სა­უ­ბა­რი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ყო­ფილ­მა მო­ად­გი­ლემ სოფო ხორ­გუ­ან­მა:

- რე­ჟი­მის ჯა­ლა­თე­ბი ახლა ახერ­ხე­ბენ, თავი წა­მე­ბულ რა­ინ­დე­ბად წარ­მოგ­ვი­ჩი­ნონ. სა­ხე­ლი­სუფ­ლო ტრი­ბუ­ნი­დან ისი­ნი ურ­ცხვად აცხა­დებ­დნენ, რომ კრი­მი­ნა­ლი და­ა­მარ­ცხეს, თუმ­ცა, თა­ვად იქ­ცნენ კრი­მი­ნა­ლე­ბად. პირ­და­პირ ვა­დებ ხელს ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მე­უღ­ლეს, რო­მელ­მაც ამ­ჟა­მად წა­მე­ბუ­ლის მან­ტია მო­ირ­გო! თაკო სა­ლა­ყა­ი­ა­ზე აქამ­დე გა­უხ­მა­უ­რე­ბელ ორი­ო­დე ის­ტო­რი­ას ექ­სკლუ­ზი­უ­რად გი­ამ­ბობთ, რათა და­გარ­წმუ­ნოთ, რომ სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის მსგავ­სი საქ­ცი­ე­ლი მას რამ­დენ­ჯერ­მე აქვს ჩა­დე­ნი­ლი!

- რო­დინ­დელ ამ­ბავს გვიყ­ვე­ბით?

- ეს ამ­ბა­ვი 2008 წლის 9 მა­ისს მოხ­და. გარ­კვე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ჯგუ­ფი, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გავ­ლე­ნით სარ­გებ­ლობ­დნენ, რეს­ტო­რან "მე­ტე­ხის ჩრდილ­ში" ილ­ხენ­და. გვერ­დით სუფ­რას­თან კი, თაყო სა­ლა­ყა­ია იმ­ყო­ფე­ბო­და თა­ნა­მე­ი­ნა­ხე­თა გა­რე­მოც­ვა­ში. როცა თა­კოს "მე­ზობ­ლებ­მა" დაშ­ლა და­ა­პი­რეს, მო­უ­ლოდ­ნე­ლად მათ წი­ნა­აღ­მდეგ მას­შტა­ბუ­რი სპე­ცო­პე­რა­ცია და­ი­წყო. გა­მო­სას­ვლელ­ში დახ­ვდათ პატ­რუ­ლი, სოდ-ი, კუდ-ი და თუკი სად­მე ძა­ლო­ვა­ნი არ­სე­ბობ­და, ყვე­ლა იქ მი­ვარ­და. კა­ცებს და ქა­ლებს ხე­ლე­ბი გა­და­უგ­რი­ხეს, მან­ქა­ნებ­ში ჩა­ყა­რეს და ვინ იცის, რო­გორ გა­და­წყდე­ბო­და მათი ბედი, საქ­მე­ში გოკა გა­ბაშ­ვი­ლი რომ არ ჩა­რე­უ­ლი­ყო, რად­გან ძა­ლა­დო­ბის ერთ-ერთი მსხვერ­პლი მისი უახ­ლო­ე­სი ნა­თე­სა­ვი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ოჯა­ხის წევ­რი აღ­მოჩ­ნდა. არა მგო­ნია, გოკა გა­ბაშ­ვილ­მა თუნ­დაც ახლა, ნერ­ვი­უ­ლო­ბის გა­რე­შე გა­იხ­სე­ნოს ის მძი­მე სა­ღა­მო.

- რა­ტომ აა­წი­ო­კეს ეს ხალ­ხი? ან აქამ­დე რო­გორ დარ­ჩა ეს ამ­ბა­ვი გა­უხ­მა­უ­რე­ბე­ლი?

- თა­ვი­დან ვე­რა­ვინ გა­ი­გო, რა მოხ­და. მერე გა­ირ­კვა, რომ ქალ­ბა­ტონ თა­კოს მო­ეჩ­ვე­ნა, თით­ქოს მე­ზო­ბე­ლი სუფ­რი­დან სუ­რა­თი გა­და­უ­ღეს, როცა იგი სცე­ნა­ზე მღე­რო­და, შე­იძ­ლე­ბა ჩათ­ვა­ლა, რომ მას დას­ცი­ნეს... მერე მთე­ლი სა­ხელ­მწი­ფო მან­ქა­ნა ამუ­შავ­და, რომ ეს ამ­ბა­ვი მი­ჩუ­მა­თე­ბუ­ლი­ყო. აწი­ო­კე­ბულ ხალ­ხს მო­ბი­ლუ­რე­ბი, ფო­ტო­ა­პა­რა­ტე­ბი და სხვა პი­რა­დი ნივ­თე­ბი და­უბ­რუ­ნეს, ოღონდ მკაც­რად გა­აფრ­თხი­ლეს, რომ მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ სი­ტყვა არ და­ეძ­რათ. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ოფის­ში ერთი ქალ­ბა­ტო­ნი მო­ვი­და, რო­მელ­მაც მოგ­ვიყ­ვა ზე­წო­ლის შე­სა­ხებ და ინ­ფორ­მა­ცი­ის გახ­მა­უ­რე­ბაც კი ისურ­ვა, მაგ­რამ ამის შემ­დეგ არ­ნა­ხუ­ლი ზე­წო­ლა უკვე სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატ­ზე და­ი­წყო და რიგი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გვა­ი­ძუ­ლეს, გავ­ჩე­რე­ბუ­ლი­ყა­ვით! გეს­მით, რა ხდე­ბო­და? მთე­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, სა­ხელ­მწი­ფო მან­ქა­ნა – მი­ნის­ტრის მე­უღ­ლის თაკო სა­ლა­ყა­ი­ას გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში იყო, მისი თი­თის დაქ­ნე­ვა­ზე არ­ბევ­დნენ ადა­მი­ა­ნებს. რამ­ხე­ლა ცი­ნიზ­მია, როცა ახლა იგი აცხა­დებს, რომ მას­ზე და მის მე­უღ­ლე­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა ხორ­ცი­ელ­დე­ბა... სხვა­თა შო­რის, ეს ფაქ­ტი არ იყო გირ­გვლი­ა­ნის ამ­ბის შემ­დეგ ერ­თა­დერ­თი...

- ნუთუ მსგავ­სი ის­ტო­რია კი­დევ გა­დახ­დე­ნია სა­ლა­ყა­ი­ას ქალს?

- ხომ გი­თხა­რით, რომ გირ­გვლი­ა­ნის ტრა­გე­დი­ამ ეს ქალი ვერ და­ა­ო­კა, ჭკუა ვერ ას­წავ­ლა-მეთ­ქი. კი­დევ ერთი ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ არ იცის სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, რო­მე­ლიც ისევ რეს­ტო­რან­ში მოხ­და და ახლა ამ ამ­ბავ­საც პირ­ვე­ლად "ასა­ვალ-და­სა­ვა­ლის" მკი­თხვე­ლი შე­ი­ტყობს. 2008 წელი იდგა. თაკო სა­ლა­ყა­ია ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ, რეს­ტო­რან­ში ქე­ი­ფობ­და. გვერ­დით სუფ­რა­ზე კი გო­გო­ნა იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მელ­საც სა­ხე­ლად თამ­რი­კო ერ­ქვა. მას მა­მა­კა­ცი ახ­ლდა, რო­მე­ლიც სი­ცი­ლით ხშირ-ხში­რად ხმა­მაღ­ლა ეძახ­და სა­ხელს თა­ვის ქალ­ბა­ტონს. სა­ლა­ყა­ი­ამ მა­ში­ნაც ჩათ­ვა­ლა, რომ ის ადა­მი­ა­ნე­ბი მას დას­ცი­ნოდ­ნენ. შე­დე­გად, ის მა­მა­კა­ცი გა­ი­ტა­ცეს და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აწა­მეს, სას­ტი­კად სცე­მეს! ფაქ­ტობ­რი­ვად, ნა­ხე­ვა­რი სა­ხელ­მწი­ფო თაკო სა­ლა­ყა­ი­ას კომ­პლექ­სებს გა­და­ვა­ყო­ლეთ... მე არ მაქვს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ნე­ბარ­თვის გა­რე­შე მათი ვი­ნა­ო­ბის და­სა­ხე­ლე­ბის უფ­ლე­ბა, თუმ­ცა, მერ­წმუ­ნეთ, რომ რა­საც გიყ­ვე­ბით, ფაქ­ტე­ბია, რო­მელ­თა ნამ­დვი­ლო­ბა­ში ეჭ­ვის შე­ტა­ნის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს, მი­თუ­მე­ტეს, რომ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატს დო­კუ­მენ­ტე­ბი აქვს შექ­მნი­ლი და კვლე­ვა-ძი­ე­ბა ჩა­ტა­რე­ბუ­ლია. სის­ტე­მა, რო­მე­ლიც თაკო სა­ლა­ყა­ი­ას "წა­მე­ბულ­მა" მე­უღ­ლემ ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა შექ­მნა, იყო გლო­ბა­ლუ­რი გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა, რა­ზეც ის ფაქ­ტიც მე­ტყვე­ლებს, კი­დევ რომ უნდა გი­ამ­ბოთ, ოღონდ გთხოვთ, ვი­ნა­ო­ბის და­სა­ხე­ლე­ბა აქაც არ მომ­თხო­ვოთ. სა­მა­გი­ე­როდ, გარ­წმუ­ნებთ, რომ ამ ფაქ­ტის შე­სა­ხე­ბაც მა­შინ­დე­ლი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატ­მა შექ­მნა დო­კუ­მენ­ტა­ცია, რო­მე­ლიც ინ­ფორ­მა­ცი­ის უტყუ­ა­რო­ბას ადას­ტუ­რებს. ამ ამ­ბავ­საც პირ­ვე­ლად თქვენ გიყ­ვე­ბით.

- ისევ თა­კოს ფა­თე­რა­კია?

- არა, ამ­ჯე­რად თა­კოს არ ეხე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახ­სოვს, რო­გორ აი­ძუ­ლებ­დნენ მო­ქა­ლა­ქე­ებს, სა­ხელ­მწი­ფოს ან ჩი­ნოვ­ნი­კის სა­სარ­გებ­ლოდ და­ეთ­მო ქო­ნე­ბა, გა­და­ე­ფორ­მე­ბი­ნა ან ეჩუ­ქე­ბი­ნა. რო­გორ აშან­ტა­ჟებ­დნენ, რომ უა­რის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ნა­თე­სა­ოს და­უ­ჭერ­დნენ და თა­ვა­დაც მზის სი­ნათ­ლეს არ აღირ­სებ­დნენ. მე ახლა გიყ­ვე­ბით 2008 წელს რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქის თავს გა­დახ­დე­ნილ ამ­ბავს, მას ჰქონ­და მცი­რე ბიზ­ნე­სი, და­აგ­რო­ვა მცი­რე თან­ხა და აუქ­ცი­ო­ნით სა­ბურ­თა­ლო­ზე ფარ­თის ყიდ­ვა გა­და­წყვი­ტა. აუქ­ცი­ო­ნის დღეს იგი და­ა­კა­ვეს სა­მო­ქა­ლა­ქო­ტან­საც­მლი­ან­მა პი­რებ­მა, წა­იყ­ვა­ნეს ტყე­ში. კაცი ვერ ხვდე­ბო­და, რა ხდე­ბო­და მის თავს. მძარ­ცვე­ლე­ბი ეგო­ნა და ჰპირ­დე­ბო­და, რომ თუ არ მოკ­ლავ­დნენ, ყვე­ლა­ფერს მის­ცემ­და, რა­საც სთხოვ­დნენ. ტყი­დან ეს კაცი მიჰ­ყავთ მო­დუ­ლის შე­ნო­ბა­ში, სა­დაც ამ­ყო­ფე­ბენ გა­ურ­კვე­ველ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან პირ­გამ­შრალს "კოკა-კო­ლას" სთა­ვა­ზო­ბენ, შემ­დეგ უტა­რე­ბენ ნარ­კო­ტესტს და ადა­მი­ანს, რო­მელ­საც ცხოვ­რე­ბა­ში სი­გა­რე­ტიც კი არ მო­უ­წე­ვია, ნარ­კო­ტი­კის შემ­ცვე­ლო­ბა უდ­გინ­დე­ბა! ამა­სო­ბა­ში, და­კარ­გულ ადა­მი­ანს ოჯა­ხის წევ­რე­ბი ეძე­ბენ, მათ­თან ერ­თად მეც, რად­გან მისი მგე­ო­ბა­რი იყო ჩემი თა­ნამ­შრო­მე­ლი. სა­ღა­მოს 6 სა­ა­თის­თვის გა­ოგ­ნე­ბუ­ლი კაცი დაბ­რუნ­და ჯა­რი­მის ქვით­რით ხელ­ში და ახ­ლობ­ლებს მო­უყ­ვა, რომ თუ იმ აუქ­ცი­ონს თავს არ და­ა­ნე­ბებს, მო­მა­ვალ­ში ჯა­რი­მას აღარ აკ­მა­რე­ბენ, სო­ლი­დუ­რი რა­ო­დე­ნო­ბით ნარ­კო­ტიკს უკვე ჯი­ბე­ში აღ­მო­უ­ჩე­ნენ და ცი­ხე­ში მი­აბ­რძა­ნე­ბენ! აი, ასე­თი ხერ­ხით ჩა­მო­ი­შო­რა აუქ­ცი­ო­ნი­დან კონ­კუ­რენ­ტი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ფა­ვო­რიტ­მა ვი­ღაც ნა­ძი­რა­ლამ და მსგავ­სი ათა­სო­ბით ის­ტო­რია არ­სე­ბობს!

- სოფო, რა­ტომ არ მი­ვი­და ეს ის­ტო­რი­ე­ბი პრო­კუ­რა­ტუ­რამ­დე?

- რას ამ­ბობთ? ყვე­ლა დო­კუ­მენტს უკ­ლებ­ლივ ვაწ­ვდი­დით პრო­კუ­რა­ტუ­რას, მაგ­რამ მათი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ამ უკა­ნო­ნო­ბე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა კი არა, მი­ჩუ­მა­თე­ბა იყო, რად­გან და­ნა­შა­უ­ლებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი და ძა­ლოვ­ნე­ბი მფარ­ვე­ლობ­დნენ. სა­კუ­თარ ყელს ხომ არ გა­მო­იჭ­რიდ­ნენ?

ყვე­ლა ეს დო­კუ­მენ­ტი დღემ­დე არ­სე­ბობს და ახლა მე "ასა­ვალ-და­სა­ვა­ლის" ფურ­ცლე­ბი­დან მო­ვუ­წო­დებ ახალ მთა­ვარ პრო­კუ­რორს, და­ი­წყოს ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბე­ბი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატ­ში შექ­მნილ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით!

აბა, მერე ვნა­ხოთ, რო­გორ აჭი­კ­ჭიკ­დე­ბი­ან ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი და მისი ამ­ფსო­ნე­ბი, რო­გორ მო­ირ­გე­ბენ ტან­ჯუ­ლის მან­ტი­ას!

ზაზა და­ვი­თა­ია

გა­ზე­თი "ასა­ვალ-და­სა­ვა­ლი"

"თაკო სალაყაიაზე აქამდე გაუხმაურებელ ორიოდე ისტორიას ექსკლუზიურად გიამბობთ!"

"თაკო სალაყაიაზე აქამდე გაუხმაურებელ ორიოდე ისტორიას ექსკლუზიურად გიამბობთ!"

- მე თქვენ გიამბობთ საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ დანაშაულებზე, რომელიც თაკო სალაყაიამ ჩაიდინა. მან ჭკუა გირგვლიანის წამებით სიკვდილის შემდეგაც ვერ ისწავლა! – ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი სახალხო დამცველის ყოფილმა მოადგილემ სოფო ხორგუანმა:

- რეჟიმის ჯალათები ახლა ახერხებენ, თავი წამებულ რაინდებად წარმოგვიჩინონ. სახელისუფლო ტრიბუნიდან ისინი ურცხვად აცხადებდნენ, რომ კრიმინალი დაამარცხეს, თუმცა, თავად იქცნენ კრიმინალებად. პირდაპირ ვადებ ხელს ვანო მერაბიშვილის მეუღლეს, რომელმაც ამჟამად წამებულის მანტია მოირგო! თაკო სალაყაიაზე აქამდე გაუხმაურებელ ორიოდე ისტორიას ექსკლუზიურად გიამბობთ, რათა დაგარწმუნოთ, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის მსგავსი საქციელი მას რამდენჯერმე აქვს ჩადენილი!

- როდინდელ ამბავს გვიყვებით?

- ეს ამბავი 2008 წლის 9 მაისს მოხდა. გარკვეული ადამიანების ჯგუფი, რომლებიც საზოგადოებაში გავლენით სარგებლობდნენ, რესტორან "მეტეხის ჩრდილში" ილხენდა. გვერდით სუფრასთან კი, თაყო სალაყაია იმყოფებოდა თანამეინახეთა გარემოცვაში. როცა თაკოს "მეზობლებმა" დაშლა დააპირეს, მოულოდნელად მათ წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია დაიწყო. გამოსასვლელში დახვდათ პატრული, სოდ-ი, კუდ-ი და თუკი სადმე ძალოვანი არსებობდა, ყველა იქ მივარდა. კაცებს და ქალებს ხელები გადაუგრიხეს, მანქანებში ჩაყარეს და ვინ იცის, როგორ გადაწყდებოდა მათი ბედი, საქმეში გოკა გაბაშვილი რომ არ ჩარეულიყო, რადგან ძალადობის ერთ-ერთი მსხვერპლი მისი უახლოესი ნათესავი, შეიძლება ითქვას, ოჯახის წევრი აღმოჩნდა. არა მგონია, გოკა გაბაშვილმა თუნდაც ახლა, ნერვიულობის გარეშე გაიხსენოს ის მძიმე საღამო.

- რატომ ააწიოკეს ეს ხალხი? ან აქამდე როგორ დარჩა ეს ამბავი გაუხმაურებელი?

- თავიდან ვერავინ გაიგო, რა მოხდა. მერე გაირკვა, რომ ქალბატონ თაკოს მოეჩვენა, თითქოს მეზობელი სუფრიდან სურათი გადაუღეს, როცა იგი სცენაზე მღეროდა, შეიძლება ჩათვალა, რომ მას დასცინეს... მერე მთელი სახელმწიფო მანქანა ამუშავდა, რომ ეს ამბავი მიჩუმათებულიყო. აწიოკებულ ხალხს მობილურები, ფოტოაპარატები და სხვა პირადი ნივთები დაუბრუნეს, ოღონდ მკაცრად გააფრთხილეს, რომ მომხდარის შესახებ სიტყვა არ დაეძრათ. სახალხო დამცველის ოფისში ერთი ქალბატონი მოვიდა, რომელმაც მოგვიყვა ზეწოლის შესახებ და ინფორმაციის გახმაურებაც კი ისურვა, მაგრამ ამის შემდეგ არნახული ზეწოლა უკვე სახალხო დამცველის აპარატზე დაიწყო და რიგი გარემოებების გათვალისწინებით, გვაიძულეს, გავჩერებულიყავით! გესმით, რა ხდებოდა? მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო მანქანა – მინისტრის მეუღლის თაკო სალაყაიას განკარგულებაში იყო, მისი თითის დაქნევაზე არბევდნენ ადამიანებს. რამხელა ცინიზმია, როცა ახლა იგი აცხადებს, რომ მასზე და მის მეუღლეზე პოლიტიკური დევნა ხორციელდება... სხვათა შორის, ეს ფაქტი არ იყო გირგვლიანის ამბის შემდეგ ერთადერთი...

- ნუთუ მსგავსი ისტორია კიდევ გადახდენია სალაყაიას ქალს?

- ხომ გითხარით, რომ გირგვლიანის ტრაგედიამ ეს ქალი ვერ დააოკა, ჭკუა ვერ ასწავლა-მეთქი. კიდევ ერთი ინციდენტის შესახებ არ იცის საზოგადოებამ, რომელიც ისევ რესტორანში მოხდა და ახლა ამ ამბავსაც პირველად "ასავალ-დასავალის" მკითხველი შეიტყობს. 2008 წელი იდგა. თაკო სალაყაია ჩვეულებისამებრ, რესტორანში ქეიფობდა. გვერდით სუფრაზე კი გოგონა იმყოფებოდა, რომელსაც სახელად თამრიკო ერქვა. მას მამაკაცი ახლდა, რომელიც სიცილით ხშირ-ხშირად ხმამაღლა ეძახდა სახელს თავის ქალბატონს. სალაყაიამ მაშინაც ჩათვალა, რომ ის ადამიანები მას დასცინოდნენ. შედეგად, ის მამაკაცი გაიტაცეს და შინაგან საქმეთა სამინისტროში აწამეს, სასტიკად სცემეს! ფაქტობრივად, ნახევარი სახელმწიფო თაკო სალაყაიას კომპლექსებს გადავაყოლეთ... მე არ მაქვს იმ ადამიანების ნებართვის გარეშე მათი ვინაობის დასახელების უფლება, თუმცა, მერწმუნეთ, რომ რასაც გიყვებით, ფაქტებია, რომელთა ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, მითუმეტეს, რომ სახალხო დამცველის აპარატს დოკუმენტები აქვს შექმნილი და კვლევა-ძიება ჩატარებულია. სისტემა, რომელიც თაკო სალაყაიას "წამებულმა" მეუღლემ ვანო მერაბიშვილმა შექმნა, იყო გლობალური განუკითხაობა, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, კიდევ რომ უნდა გიამბოთ, ოღონდ გთხოვთ, ვინაობის დასახელება აქაც არ მომთხოვოთ. სამაგიეროდ, გარწმუნებთ, რომ ამ ფაქტის შესახებაც მაშინდელი სახალხო დამცველის აპარატმა შექმნა დოკუმენტაცია, რომელიც ინფორმაციის უტყუარობას ადასტურებს. ამ ამბავსაც პირველად თქვენ გიყვებით.

- ისევ თაკოს ფათერაკია?

- არა, ამჯერად თაკოს არ ეხება. საზოგადოებას ახსოვს, როგორ აიძულებდნენ მოქალაქეებს, სახელმწიფოს ან ჩინოვნიკის სასარგებლოდ დაეთმო ქონება, გადაეფორმებინა ან ეჩუქებინა. როგორ აშანტაჟებდნენ, რომ უარის შემთხვევაში, სანათესაოს დაუჭერდნენ და თავადაც მზის სინათლეს არ აღირსებდნენ. მე ახლა გიყვებით 2008 წელს რიგითი მოქალაქის თავს გადახდენილ ამბავს, მას ჰქონდა მცირე ბიზნესი, დააგროვა მცირე თანხა და აუქციონით საბურთალოზე ფართის ყიდვა გადაწყვიტა. აუქციონის დღეს იგი დააკავეს სამოქალაქოტანსაცმლიანმა პირებმა, წაიყვანეს ტყეში. კაცი ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა მის თავს. მძარცველები ეგონა და ჰპირდებოდა, რომ თუ არ მოკლავდნენ, ყველაფერს მისცემდა, რასაც სთხოვდნენ. ტყიდან ეს კაცი მიჰყავთ მოდულის შენობაში, სადაც ამყოფებენ გაურკვეველ მდგომარეობაში. ნერვიულობისგან პირგამშრალს "კოკა-კოლას" სთავაზობენ, შემდეგ უტარებენ ნარკოტესტს და ადამიანს, რომელსაც ცხოვრებაში სიგარეტიც კი არ მოუწევია, ნარკოტიკის შემცველობა უდგინდება! ამასობაში, დაკარგულ ადამიანს ოჯახის წევრები ეძებენ, მათთან ერთად მეც, რადგან მისი მგეობარი იყო ჩემი თანამშრომელი. საღამოს 6 საათისთვის გაოგნებული კაცი დაბრუნდა ჯარიმის ქვითრით ხელში და ახლობლებს მოუყვა, რომ თუ იმ აუქციონს თავს არ დაანებებს, მომავალში ჯარიმას აღარ აკმარებენ, სოლიდური რაოდენობით ნარკოტიკს უკვე ჯიბეში აღმოუჩენენ და ციხეში მიაბრძანებენ! აი, ასეთი ხერხით ჩამოიშორა აუქციონიდან კონკურენტი ხელისუფლების ფავორიტმა ვიღაც ნაძირალამ და მსგავსი ათასობით ისტორია არსებობს!

- სოფო, რატომ არ მივიდა ეს ისტორიები პროკურატურამდე?

- რას ამბობთ? ყველა დოკუმენტს უკლებლივ ვაწვდიდით პროკურატურას, მაგრამ მათი დანიშნულება ამ უკანონობების გამოძიება კი არა, მიჩუმათება იყო, რადგან დანაშაულებს ხელისუფლების მაღალჩინოსნები და ძალოვნები მფარველობდნენ. საკუთარ ყელს ხომ არ გამოიჭრიდნენ?

ყველა ეს დოკუმენტი დღემდე არსებობს და ახლა მე "ასავალ-დასავალის" ფურცლებიდან მოვუწოდებ ახალ მთავარ პროკურორს, დაიწყოს ობიექტური გამოძიებები სახალხო დამცველის აპარატში შექმნილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით!

აბა, მერე ვნახოთ, როგორ აჭიკჭიკდებიან ვანო მერაბიშვილი და მისი ამფსონები, როგორ მოირგებენ ტანჯულის მანტიას!

ზაზა დავითაია

გაზეთი "ასავალ-დასავალი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია