საზოგადოება
სამართალი
პოლიტიკა

13

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 16:05-ზე, მთვარე კირჩხიბშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯერ სად ხართ? - მერია მთავრობას კრიზისის შექმნით ემუქრება
ჯერ სად ხართ? - მერია მთავრობას კრიზისის შექმნით ემუქრება

მთაწ­მინ­დის თავ­ზე ამა­ყად მდგო­მი სა­ტე­ლე­ვი­ზო ანძა, თბი­ლი­სის მე­რი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით დაბ­ნელ­და. რა გახ­და თბი­ლის­ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რკი­ნის კონ­სტრუქ­ცი­ის დაბ­ნე­ლე­ბის მი­ზე­ზი, ამის შე­სა­ხებ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ან­ძის გა­თიშ­ვის იდე­ის ავ­ტო­რი, თბი­ლი­სის მე­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი სევ­დია უგ­რე­ხე­ლი­ძე სა­უბ­რობს.

- ან­ძის გა­თიშ­ვით ტეს­ტი ჩა­ვუ­ტა­რეთ საკ­რე­ბუ­ლოს და მთავ­რო­ბას. გვინ­დო­და ამ გზით გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რომ ჩვენს მიერ გა­წე­რი­ლი ბი­უ­ჯე­ტის გან­ხილ­ვა და დამ­ტკი­ცე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. გვეს­მო­და, რომ ტესტს ვერ ჩა­ვა­ტა­რებ­დით ვა­უ­ჩე­რე­ბის შე­ჩე­რე­ბით, რად­გან ამით ისე­დაც რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ მო­სახ­ლე­ო­ბას ზი­ანს მი­ვა­ყე­ნებ­დით. ამი­ტომ ავირ­ჩი­ეთ ან­ძის გა­ნა­თე­ბის გა­თიშ­ვის გეგ­მა, რო­მე­ლიც იყო უფრო უმ­ტკივ­ნე­უ­ლო და აბ­სო­ლუ­ტუ­რად უვ­ნე­ბე­ლი.

- ამ თქვე­ნი უვ­ნე­ბე­ლი ტეს­ტის გამო მთავ­რო­ბამ სა­ბო­ტა­ჟის მო­წყო­ბა­ში დაგ­დოთ ბრა­ლი

- რა, უნდა დაგ­ვხვრი­ტონ? სა­ბო­ტა­ჟი სტა­ლი­ნუ­რი მუხ­ლი გახ­ლავთ და სა­ბო­ტა­ჟ­ნი­კებს ხვრეტ­დნენ. სა­ინ­ტე­რე­სოა, ჩვენს ქმე­დე­ბა­ში რა და­ნა­შა­უ­ლის ნი­შანს ხე­და­ვენ, თუმ­ცა, მათ­თვის ალ­ბათ არც არის და­ნა­შა­უ­ლი სა­ჭი­რო და ისეც შე­უძ­ლი­ათ პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის გა­სა­მარ­თლე­ბა. ან­ძის გა­თიშ­ვით ჩვენ არ ჩაგ­ვი­დე­ნია რა­ი­მე სა­ხის და­ნა­შა­უ­ლი და ის ხმა­უ­რი, რაც ატე­ხა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, ეს იყო ქა­რიშ­ხა­ლი ჭიქა წყალ­ში. ვი­მე­ო­რებ, ან­ძის გა­თიშ­ვა სიმ­ბო­ლუ­რი ქმე­დე­ბა იყო არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი საკ­რე­ბუ­ლოს მუ­შა­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და ამას ზი­ა­ნი არა­ვის­თვის მო­უ­ტა­ნია.

- მათი თქმით, ან­ძის გა­თიშ­ვამ საფრ­თხე შე­უქ­მნა სა­ჰა­ე­რო ხო­მალ­დებს, რომ­ლე­ბიც თბი­ლი­სის თავ­ზე გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან

- სა­ჰა­ე­რო ნა­ვი­გა­ცია ცრუ­ობს, ან ზე­წო­ლის მი­ზე­ზია ის, რა­საც ჩვენ გვაბ­რა­ლებს, თით­ქოს ან­ძის გა­თიშ­ვით საფრ­თხე შე­ექ­მნა სა­ჰა­ე­რო ხო­მალ­დე­ბის ფრე­ნას დე­და­ქა­ლა­ქის თავ­ზე. მათ აქვთ სპე­ცი­ა­ლუ­რი შუ­ქუ­რა, რო­მელ­თა­ნაც მე­რი­ას არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია და ეს გა­ნა­თე­ბა საკ­მა­რი­სია იმის­თვის, რომ ავა­რია არ მომ­ხდა­რი­ყო. სა­ჰა­ე­რო ნა­ვი­გა­ცი­ას და მე­რი­ას არც არას­დროს უმუ­შა­ვია ერ­თობ­ლი­ვად, ვერ ვხვდე­ბი, ჩვენ რა შუ­ა­ში ვართ აქ? ეს არის პრო­ვო­კა­ცია მათი მხრი­დან. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, და­უ­ფიქ­რებ­ლად და შე­უ­თან­ხმე­ბელ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს. მე მე­გო­ნა, ში­ხი­აშ­ვი­ლი უს­მენ­და მთავ­რო­ბას და თურ­მე პი­რი­ქით ყო­ფი­ლა. ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის­თვის ხე­ლე­ბის გა­დაგ­რეხ­ვის მცდე­ლო­ბა და მეტი არა­ფე­რი.

იხი­ლეთ სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან

ჯერ სად ხართ? - მერია მთავრობას კრიზისის შექმნით ემუქრება

ჯერ სად ხართ? - მერია მთავრობას კრიზისის შექმნით ემუქრება

მთაწმინდის თავზე ამაყად მდგომი სატელევიზო ანძა, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, რამდენიმე საათით დაბნელდა. რა გახდა თბილისში ყველაზე მაღალი რკინის კონსტრუქციის დაბნელების მიზეზი, ამის შესახებ "კვირის პალიტრასთან" ანძის გათიშვის იდეის ავტორი, თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე საუბრობს.

- ანძის გათიშვით ტესტი ჩავუტარეთ საკრებულოს და მთავრობას. გვინდოდა ამ გზით გვეჩვენებინა, რომ ჩვენს მიერ გაწერილი ბიუჯეტის განხილვა და დამტკიცება აუცილებელია. გვესმოდა, რომ ტესტს ვერ ჩავატარებდით ვაუჩერების შეჩერებით, რადგან ამით ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას ზიანს მივაყენებდით. ამიტომ ავირჩიეთ ანძის განათების გათიშვის გეგმა, რომელიც იყო უფრო უმტკივნეულო და აბსოლუტურად უვნებელი.

- ამ თქვენი უვნებელი ტესტის გამო მთავრობამ საბოტაჟის მოწყობაში დაგდოთ ბრალი

- რა, უნდა დაგვხვრიტონ? საბოტაჟი სტალინური მუხლი გახლავთ და საბოტაჟნიკებს ხვრეტდნენ. საინტერესოა, ჩვენს ქმედებაში რა დანაშაულის ნიშანს ხედავენ, თუმცა, მათთვის ალბათ არც არის დანაშაული საჭირო და ისეც შეუძლიათ პოლიტიკური ოპონენტების გასამართლება. ანძის გათიშვით ჩვენ არ ჩაგვიდენია რაიმე სახის დანაშაული და ის ხმაური, რაც ატეხა ხელისუფლებამ, ეს იყო ქარიშხალი ჭიქა წყალში. ვიმეორებ, ანძის გათიშვა სიმბოლური ქმედება იყო არაპროფესიონალი საკრებულოს მუშაობის წინააღმდეგ და ამას ზიანი არავისთვის მოუტანია.

- მათი თქმით, ანძის გათიშვამ საფრთხე შეუქმნა საჰაერო ხომალდებს, რომლებიც თბილისის თავზე გადაადგილდებიან

- საჰაერო ნავიგაცია ცრუობს, ან ზეწოლის მიზეზია ის, რასაც ჩვენ გვაბრალებს, თითქოს ანძის გათიშვით საფრთხე შეექმნა საჰაერო ხომალდების ფრენას დედაქალაქის თავზე. მათ აქვთ სპეციალური შუქურა, რომელთანაც მერიას არანაირი შეხება არ ჰქონია და ეს განათება საკმარისია იმისთვის, რომ ავარია არ მომხდარიყო. საჰაერო ნავიგაციას და მერიას არც არასდროს უმუშავია ერთობლივად, ვერ ვხვდები, ჩვენ რა შუაში ვართ აქ? ეს არის პროვოკაცია მათი მხრიდან. საქართველოს მთავრობა, სამწუხაროდ, დაუფიქრებლად და შეუთანხმებელ განცხადებებს აკეთებს. მე მეგონა, შიხიაშვილი უსმენდა მთავრობას და თურმე პირიქით ყოფილა. ეს არის პოლიტიკური ოპონენტებისთვის ხელების გადაგრეხვის მცდელობა და მეტი არაფერი.

იხილეთ სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია