სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმის სამშობიაროში გარდაცვლილი ქალის ახლობლები ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ
ბათუმის სამშობიაროში გარდაცვლილი ქალის ახლობლები ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ

ბა­თუ­მის სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი 29 წლის მზე­ვი­ნარ შა­ი­ნი­ძის ახ­ლობ­ლე­ბი ექი­მებს უყუ­რა­დღე­ბო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლემ, მე­რაბ დი­ა­სა­მი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, სა­კე­ის­რო კვე­თის შემ­დეგ მის მე­უღ­ლეს გე­მოგ­ლო­ბი­ნი და­უ­ვარ­და და ექი­მებ­მა ეს დრო­უ­ლად ვერ გა­ი­გეს. მე­რაბ დი­ა­სა­მი­ძე გან­მარ­ტავს, რომ მისი მე­უღ­ლე ყო­ვე­ლი და­რეკ­ვის დროს მის­გან შვე­ლას ითხოვ­და, რად­გან მას­თან ექი­მე­ბი სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ არ შე­დი­ოდ­ნენ.

"ჩემი მე­უღ­ლე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში დრო­უ­ლად მი­ვიყ­ვა­ნე. ექიმ­მა მი­თხრა, რომ ერთ სა­ათ­ში და­ე­წყე­ბო­და მშო­ბი­ა­რო­ბა, თუმ­ცა ისიც მი­თხრა, რომ შე­საძ­ლო გარ­თუ­ლე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხე­ვა­ში სა­კე­ის­რო კვე­თა გახ­დე­ბო­და სა­ჭი­რო. სა­კე­ის­რო კვე­თის თან­ხმო­ბა­ზე ხელი მო­ვა­წე­რე და გა­მო­ვე­დი. გა­ვი­და ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი და მე­უღ­ლემ და­მი­რე­კა - მიშ­ვე­ლე, გა­და­მარ­ჩი­ნე, ექი­მე­ბი შე­მო­ვიდ­ნენ, მაგ­რამ ისევ გა­ვიდ­ნენ, მარ­ტო ვარ და ცუ­დად ვარო. ავე­დი ექიმ­თან და გა­ვაფრ­თხი­ლე, რომ ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცი­ათ. კი­დევ რამ­დე­ნი­მე წუთი გა­ვი­და და ჩემ­მა მე­უღ­ლემ და­მი­რე­კა, ისევ არ შე­მო­სუ­ლან და ცუ­დად ვარო, ამ დროს მას­თან შე­ვი­და ექთა­ნი და ტე­ლე­ფონ­ში ასე­თი სა­უბ­რის ხმა მო­მეს­მა: შენ გა­და­რე­კე და უთხა­რი მარ­ტო ვარო? პა­ცი­ენ­ტი მარ­ტო და­ტო­ვეს, შემ­დეგ კი საქ­მის რჩე­ვა და­უ­წყეს. გა­მა­გე­ბი­ნეს, რომ გე­მოგ­ლო­ბი­ნი და­ბა­ლი ჰქონ­და და სის­ხლის გა­დას­ხმა იყო სა­ჭი­რო. გა­და­უს­ხეს სის­ხლი, ჩა­ტარ­და სა­კე­ის­რო კვე­თა და გო­გო­ნა მო­ევ­ლი­ნა ქვე­ყა­ნას. ჩვენ კი წა­ვე­დით და ბავ­შვის და­ბა­დე­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლად აღ­ვნიშ­ნეთ. გვი­ან ღა­მით ისევ დავ­რე­კე მე­უღ­ლეს­თან, მაგ­რამ არ მი­პა­სუ­ხა, ვი­ფიქ­რე, რომ ეძი­ნა. გამ­თე­ნი­ი­სას და­მი­რე­კა ჩემ­მა მე­უღ­ლემ და მი­თხრა რომ ცუ­დად იყო და სას­წრა­ფოდ უნდა მივ­სუ­ლი­ყა­ვი. მი­ვე­დი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და ექ­მიმ­მა მი­თხრა, რომ ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა და საშ­ვი­ლოს­ნოს ამო­ღე­ბა იყო სა­ჭი­რო. ვფიქ­რობ, რომ ჩემი მე­უღ­ლე უყუ­რა­დღე­ბოდ დარ­ჩა, გე­მოგ­ლო­ბი­ნი და­უ­ვარ­და და სის­ხლის­გან და­ი­ცა­ლა. ვე­ლო­დე­ბო­დი, რომ საშ­ვი­ლოს­ნოს ამოჭ­რიდ­ნენ, თუმ­ცა გა­მა­გე­ბი­ნეს, რომ რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და დღეს, 15:00 სა­ათ­ზე და­ი­ღუ­პაო", - აღ­ნიშ­ნა მე­რაბ დი­ა­სა­მი­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მისი მე­უღ­ლის ცხე­და­რი ექ­სპერ­ტი­ზა­ზეა გა­დაყ­ვა­ნი­ლი და საქ­მეს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი იკ­ვლე­ვენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ბათუმის სამშობიაროში გარდაცვლილი ქალის ახლობლები ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ

ბათუმის სამშობიაროში გარდაცვლილი ქალის ახლობლები ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ

ბათუმის სამშობიარო სახლში გარდაცვლილი 29 წლის მზევინარ შაინიძის ახლობლები ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილის მეუღლემ, მერაბ დიასამიძემ განუცხადა, საკეისრო კვეთის შემდეგ მის მეუღლეს გემოგლობინი დაუვარდა და ექიმებმა ეს დროულად ვერ გაიგეს. მერაბ დიასამიძე განმარტავს, რომ მისი მეუღლე ყოველი დარეკვის დროს მისგან შველას ითხოვდა, რადგან მასთან ექიმები საჭიროებისამებრ არ შედიოდნენ.

"ჩემი მეუღლე საავადმყოფოში დროულად მივიყვანე. ექიმმა მითხრა, რომ ერთ საათში დაეწყებოდა მშობიარობა, თუმცა ისიც მითხრა, რომ შესაძლო გართულებების არსებობის შემთხევაში საკეისრო კვეთა გახდებოდა საჭირო. საკეისრო კვეთის თანხმობაზე ხელი მოვაწერე და გამოვედი. გავიდა ნახევარი საათი და მეუღლემ დამირეკა - მიშველე, გადამარჩინე, ექიმები შემოვიდნენ, მაგრამ ისევ გავიდნენ, მარტო ვარ და ცუდად ვარო. ავედი ექიმთან და გავაფრთხილე, რომ ყურადღება მიექციათ. კიდევ რამდენიმე წუთი გავიდა და ჩემმა მეუღლემ დამირეკა, ისევ არ შემოსულან და ცუდად ვარო, ამ დროს მასთან შევიდა ექთანი და ტელეფონში ასეთი საუბრის ხმა მომესმა: შენ გადარეკე და უთხარი მარტო ვარო? პაციენტი მარტო დატოვეს, შემდეგ კი საქმის რჩევა დაუწყეს. გამაგებინეს, რომ გემოგლობინი დაბალი ჰქონდა და სისხლის გადასხმა იყო საჭირო. გადაუსხეს სისხლი, ჩატარდა საკეისრო კვეთა და გოგონა მოევლინა ქვეყანას. ჩვენ კი წავედით და ბავშვის დაბადება ტრადიციულად აღვნიშნეთ. გვიან ღამით ისევ დავრეკე მეუღლესთან, მაგრამ არ მიპასუხა, ვიფიქრე, რომ ეძინა. გამთენიისას დამირეკა ჩემმა მეუღლემ და მითხრა რომ ცუდად იყო და სასწრაფოდ უნდა მივსულიყავი. მივედი საავადმყოფოში და ექმიმმა მითხრა, რომ ოპერაციის გაკეთება და საშვილოსნოს ამოღება იყო საჭირო. ვფიქრობ, რომ ჩემი მეუღლე უყურადღებოდ დარჩა, გემოგლობინი დაუვარდა და სისხლისგან დაიცალა. ველოდებოდი, რომ საშვილოსნოს ამოჭრიდნენ, თუმცა გამაგებინეს, რომ რეანიმაციაში გადაიყვანეს და დღეს, 15:00 საათზე დაიღუპაო", - აღნიშნა მერაბ დიასამიძემ.

მისივე განმარტებით, მისი მეუღლის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი და საქმეს სამართალდამცველები იკვლევენ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია