პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერისიონი" კრემლში კონცერტისთვის, ჯემალ ჭკუასელი კი "ორგზის მოღალატეობისთვის" ემზადება
"ერისიონი" კრემლში კონცერტისთვის, ჯემალ ჭკუასელი კი "ორგზის მოღალატეობისთვის" ემზადება

ან­სამ­ბლი "ერი­სი­ო­ნი" მოს­კოვ­ში, კრემლში კონ­ცერ­ტის გა­სა­მარ­თად ემ­ზა­დე­ბა. რო­გორც "ერი­სი­ო­ნის" სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ­მა ჯე­მალ ჭკუ­ა­სელ­მა "ამ­ბე­ბი.გე"-ს გა­ნუ­ცხა­და, ან­სამ­ბლს მოს­კოვ­ში საპ­რო­დი­უ­სე­რო კომ­პა­ნია ჰყავს, რო­მე­ლიც ღო­ნის­ძი­ე­ბას ორ­გა­ნი­ზე­ბას უწევს.

"ძა­ლი­ან დიდი მო­ლო­დი­ნია, გან­სა­კუთ­რე­ბით ქარ­თვე­ლე­ბის­გან. ჩვენ ხში­რად გვი­რე­კა­ვენ და გვე­უბ­ნე­ბი­ან, ისევ ჩა­მო­დით, ისევ გაგ­ვა­ხა­რე­თო. ამას წი­ნათ, "ფე­ის­ბუქ­ზე" ვნა­ხე ქარ­თვე­ლი კაცი ამ­ბობ­და, შარ­შან­დე­ლი კონ­ცერ­ტის მერე, იმ დღის შემ­დეგ და­ვი­ბა­დეო. 7000-მა კაც­მა სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზის ჭერი კი­ნა­ღამ ჩა­მო­ან­გრია", - აღ­ნიშ­ნა ჯე­მალ ჭკუ­ა­სელ­მა.

"ერი­სი­ო­ნის" კონ­ცერ­ტი მოს­კო­ვის კრემ­ლის დარ­ბაზ­ში 14 აპ­რილს გა­ი­მარ­თე­ბა. "ახლა ორგზის მო­ღა­ლა­ტე ვიქ­ნე­ბი", - ამ­ბობს ჯე­მალ ჭკუ­ა­სე­ლი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, "ერი­სი­ო­ნი" რამ­დე­ნი­მე წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ რუ­სეთ­ში გა­სუ­ლი წლის 4 მარტს გა­ემ­გზავ­რა. რუ­სუ­ლი ტურ­ნეს ფარ­გლებ­ში, სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლმა კონ­ცერ­ტე­ბი როს­ტოვ­ში, კრას­ნო­დარ­ში, სტავ­რო­პოლ­სა და მოს­კოვ­ში გა­მარ­თა. 9-10 მარტს კრემ­ლის სამ­თავ­რო­ბო სა­სახ­ლე­ში რუსი მა­ყუ­რე­ბე­ლი და რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი სა­ხელ­მწი­ფო აკა­დე­მი­ურ ან­სამ­ბლს ხან­გრძლი­ვი აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბით და ოვა­ცი­ე­ბით შეხ­ვდნენ.

"5-წლი­ა­ნი შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ ქვეყ­ნის მთა­ვარ სცე­ნა­ზე უნი­კა­ლუ­რი ქარ­თუ­ლი ან­სამ­ბლის, "ერი­სი­ო­ნის" ორი გა­მოს­ვლა შედ­გა. მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ ეთ­ნო­შო­უ­ში, "სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­ძურ­ში", გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია მრა­ვალ­ხმი­ა­ნი სიმ­ღე­რა, ცეკ­ვა­ში ასა­ხუ­ლი სი­უ­ჟე­ტე­ბი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ი­დან, ეროვ­ნუ­ლი ტა­ნი­სა­მო­სი და სი­ნათ­ლის შოუ. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ქარ­თვე­ლე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ცე­ცხლო­ვა­ნი და ტემ­პე­რა­მენ­ტი­ა­ნი შეს­რუ­ლე­ბით", - ასე ეხ­მა­უ­რე­ბო­და რუ­სუ­ლი პრე­სა ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლაქ­ში სა­ხელ­მწი­ფო აკა­დე­მი­უ­რი ან­სამ­ბლის ვი­ზიტს.

რუ­სეთ­ში ან­სამ­ბლის გას­ტრო­ლებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის მხრი­დან მწვა­ვე შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვა სა­ქარ­თვე­ლო­ში; მათ "ერი­სი­ო­ნი" მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კეს. ნა­წილ­მა ან­სამ­ბლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, კრემლში კონ­ცერ­ტი გა­ე­მარ­თა, სამ­შობ­ლოს ღა­ლა­ტად შე­ა­ფა­სა.

თა­ვად ჯე­მალ ჭკუ­ა­სე­ლი ამ­ბობ­და, რომ კრემლში კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვა მას უხერ­ხუ­ლო­ბას არ უქ­მნი­და, რად­გან ისი­ნი არ ჩა­სუ­ლან პო­ლი­ტი­კო­სებ­თან, კრემ­ლის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი კი მისი თქმით, მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სოა. სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კრემლში გა­მარ­თუ­ლი კონ­ცერ­ტის­თვის "ერი­სი­ონ­მა" ჰო­ნო­რა­რის სა­ხით, 12 000 დო­ლა­რი აიღო.

"ჩვენ ვართ გა­მიჯ­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კის­გან და ვართ მსა­ხი­ო­ბე­ბი. მე ვიცი, რომ ხალ­ხი არა­ფერს შუ­ა­ში არ არის არა­სო­დეს. ისე უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ ხალ­ხის­თვის ვი­ყოთ სა­სარ­გებ­ლო და არა რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კა­ნის­თვის. როცა სა­უ­ბა­რია ღა­ლატ­ზე, კარ­გად უნდა და­ფიქ­რდნენ, ვის­ზე სა­უბ­რო­ბენ. მე და ბურ­ჭუ­ლა­ძე მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი არ ვართ, რად­გან ჩვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბა რუ­სეთ­ში გა­ვი­ტა­ნეთ", - აღ­ნიშ­ნა ჭკუ­ა­სელ­მა.

ანა თა­ვა­ძე, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ერისიონი" კრემლში კონცერტისთვის, ჯემალ ჭკუასელი კი "ორგზის მოღალატეობისთვის" ემზადება

"ერისიონი" კრემლში კონცერტისთვის, ჯემალ ჭკუასელი კი "ორგზის მოღალატეობისთვის" ემზადება

ანსამბლი "ერისიონი" მოსკოვში, კრემლში კონცერტის გასამართად ემზადება. როგორც "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკუასელმა "ამბები.გე"-ს განუცხადა, ანსამბლს მოსკოვში საპროდიუსერო კომპანია ჰყავს, რომელიც ღონისძიებას ორგანიზებას უწევს.

"ძალიან დიდი მოლოდინია, განსაკუთრებით ქართველებისგან. ჩვენ ხშირად გვირეკავენ და გვეუბნებიან, ისევ ჩამოდით, ისევ გაგვახარეთო. ამას წინათ, "ფეისბუქზე" ვნახე ქართველი კაცი ამბობდა, შარშანდელი კონცერტის მერე, იმ დღის შემდეგ დავიბადეო. 7000-მა კაცმა საკონცერტო დარბაზის ჭერი კინაღამ ჩამოანგრია", - აღნიშნა ჯემალ ჭკუასელმა.

"ერისიონის" კონცერტი მოსკოვის კრემლის დარბაზში 14 აპრილს გაიმართება. "ახლა ორგზის მოღალატე ვიქნები", - ამბობს ჯემალ ჭკუასელი.

როგორც ცნობილია, "ერისიონი" რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ რუსეთში გასული წლის 4 მარტს გაემგზავრა. რუსული ტურნეს ფარგლებში, სახელმწიფო ანსამბლმა კონცერტები როსტოვში, კრასნოდარში, სტავროპოლსა და მოსკოვში გამართა. 9-10 მარტს კრემლის სამთავრობო სასახლეში რუსი მაყურებელი და რუსეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს ხანგრძლივი აპლოდისმენტებით და ოვაციებით შეხვდნენ.

"5-წლიანი შესვენების შემდეგ ქვეყნის მთავარ სცენაზე უნიკალური ქართული ანსამბლის, "ერისიონის" ორი გამოსვლა შედგა. მსოფლიოში ცნობილ ეთნოშოუში, "საქართველოს საგანძურში", გაერთიანებულია მრავალხმიანი სიმღერა, ცეკვაში ასახული სიუჟეტები ქვეყნის ისტორიიდან, ეროვნული ტანისამოსი და სინათლის შოუ. ეს ყველაფერი კი ქართველებისთვის დამახასიათებელი ცეცხლოვანი და ტემპერამენტიანი შესრულებით", - ასე ეხმაურებოდა რუსული პრესა ქვეყნის დედაქალაქში სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ვიზიტს.

რუსეთში ანსამბლის გასტროლებს საზოგადოების ნაწილის მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა საქართველოში; მათ "ერისიონი" მკაცრად გააკრიტიკეს. ნაწილმა ანსამბლის გადაწყვეტილება, კრემლში კონცერტი გაემართა, სამშობლოს ღალატად შეაფასა.

თავად ჯემალ ჭკუასელი ამბობდა, რომ კრემლში კონცერტის გამართვა მას უხერხულობას არ უქმნიდა, რადგან ისინი არ ჩასულან პოლიტიკოსებთან, კრემლის საკონცერტო დარბაზი კი მისი თქმით, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. სამხატვრო ხელმძღვანელის ინფორმაციით, კრემლში გამართული კონცერტისთვის "ერისიონმა" ჰონორარის სახით, 12 000 დოლარი აიღო.

"ჩვენ ვართ გამიჯნული პოლიტიკისგან და ვართ მსახიობები. მე ვიცი, რომ ხალხი არაფერს შუაში არ არის არასოდეს. ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ხალხისთვის ვიყოთ სასარგებლო და არა რომელიმე პოლიტიკანისთვის. როცა საუბარია ღალატზე, კარგად უნდა დაფიქრდნენ, ვისზე საუბრობენ. მე და ბურჭულაძე მოღალატეები არ ვართ, რადგან ჩვენი შემოქმედება რუსეთში გავიტანეთ", - აღნიშნა ჭკუასელმა.

ანა თავაძე, Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება