მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამას ქვია მორალური სიბეცე" - გია ნოდია თეა წულუკიანს აკრიტიკებს
"ამას ქვია მორალური სიბეცე" - გია ნოდია თეა წულუკიანს აკრიტიკებს

გა­ნათ­ლე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, ექ­სპერ­ტი გია ნო­დია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა, რო­მე­ლიც მან გუ­შინ "რუს­თა­ვის 2"-ის ეთერ­ში გა­ა­კე­თა.

"ბო­დი­ში, ქალ­ბა­ტო­ნო თეა, ამას ქვია მო­რა­ლუ­რი სი­ბე­ცე და ის ნამ­დვი­ლად "შო­კის­მომ­გვრე­ლია" დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვეყ­ნის იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის­გან. და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია იმის­და მი­უ­ხე­და­ვად, მცი­რე ერს ეკუთ­ვნის თუ დიდს. მშო­ბელს შვი­ლი უნდა იმი­ტომ, რომ შვი­ლი უნდა, და არა იმი­ტომ, რომ ერი გა­ამ­რავ­ლოს. თუ მშობ­ლებს ერის გამ­რავ­ლე­ბის და­მა­ტე­ბი­თი მო­ტი­ვიც აქვს, კი ბა­ტო­ნო, why not, მაგ­რამ ვე­რა­ვის შე­ვუ­ზღუ­დავთ შვი­ლის ყო­ლის ბედ­ნი­ე­რე­ბას მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მათი ერე­ბი ისე­დაც მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნია. თუ პატ­რი­არ­ქი მარ­თა­ლია იმა­ში, რომ ხე­ლოვ­ნუ­ლი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა ცოდ­ვაა და ეს ცოდ­ვა ამ გზით და­ბა­დე­ბულ ბავ­შვებ­საც გა­დაყ­ვე­ბათ, მა­შინ ის ყვე­ლა მშობ­ლის და ბავ­შვის მი­მართ არის მარ­თა­ლი, რა შუ­ა­შია მცი­რე და დიდი ერი? მო­ცი­ქულ­მა პავ­ლემ ძა­ლი­ან გა­სა­გე­ბად თქვა დიდი ხნის წინ, რომ ასე­თი რა­მე­ე­ბი ქრის­ტი­ა­ნო­ბას არ აინ­ტე­რე­სებს. ამ სა­კი­თხში შერ­ჩე­ვით სა­მარ­თალს ფა­შიზ­მის­კენ მოვ­ყა­ვართ. თუ გაქვს შნო, პატ­რი­არ­ქს ხმა­მაღ­ლა არ და­ე­თან­ხმო, თქვი, თუ ეთან­ხმე­ბი, ბო­ლომ­დე და­ე­თან­ხმე, თუ არც ერთი არ შე­გიძ­ლია, გა­ჩუმ­დი", - წერს ნო­დია.

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა პატ­რი­არ­ქის სა­შო­ბაო ეპისტლეს შემ­დეგ სუ­რო­გა­ცი­ი­სა და ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის თე­მა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და­წყე­ბულ დის­კუ­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა.

"ჩემ­თვის შო­კის­მომ­გვრე­ლი იყო ის ხმა­უ­რი, რაც მოჰ­ყვა პატ­რი­არ­ქის ეპის­ტო­ლეს. სა­სუ­ლი­ე­რო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელს აქვს უფ­ლე­ბა, თა­ვი­სი აზრი გა­მოთ­ქვას და სა­კუ­თარ მრევლს შე­ა­გო­ნოს და აუხ­სნას ის, რაც არის რე­ლი­გი­უ­რი დოგმე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სწო­რი. თუმ­ცა, რა თქმა უნდა, მე მეს­მის და ვი­ზი­ა­რებ ყვე­ლა იმ ტკი­ვილს, რო­მე­ლიც გა­მო­ხა­ტა ბევ­რმა ოჯახ­მა, რო­მელ­საც სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვის გზით, ვგუ­ლის­ხმობ ხე­ლოვ­ნურ გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბას, შე­ე­ძი­ნა ბავ­შვი. ჩვენ ვართ მცი­რე ერი, ბევ­რი ომის შემ­დეგ, ძა­ლი­ან ბევ­რი და­უ­ო­ჯა­ხე­ბე­ლი ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დაგ­ვი­ა­ნე­ბით შექ­მნი­ლი ოჯა­ხე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. მათ აქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა, იყო­ლი­ონ მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა ხე­ლოვ­ნუ­რი გზით. მე ამ პრინ­ციპს ვი­ზი­ა­რებ და ვი­ზი­ა­რებ იმ სი­ხა­რულს, რო­მე­ლიც გა­ნი­ცა­დეს იმით, რომ მათ ჰყავთ შვი­ლე­ბი ამ გზით. ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა არის მი­სა­სალ­მე­ბე­ლი იმის­თვის, რომ უშ­ვი­ლო წყვილს გა­უჩ­ნდეს შვი­ლი", - აღ­ნიშ­ნა წუ­ლუ­კი­ან­მა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"ამას ქვია მორალური სიბეცე" - გია ნოდია თეა წულუკიანს აკრიტიკებს

"ამას ქვია მორალური სიბეცე" - გია ნოდია თეა წულუკიანს აკრიტიკებს

განათლების ყოფილი მინისტრი, ექსპერტი გია ნოდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან გუშინ "რუსთავის 2"-ის ეთერში გააკეთა.

"ბოდიში, ქალბატონო თეა, ამას ქვია მორალური სიბეცე და ის ნამდვილად "შოკისმომგვრელია" დემოკრატიული ქვეყნის იუსტიციის მინისტრისგან. დაბადებული ადამიანი ადამიანია იმისდა მიუხედავად, მცირე ერს ეკუთვნის თუ დიდს. მშობელს შვილი უნდა იმიტომ, რომ შვილი უნდა, და არა იმიტომ, რომ ერი გაამრავლოს. თუ მშობლებს ერის გამრავლების დამატებითი მოტივიც აქვს, კი ბატონო, why not, მაგრამ ვერავის შევუზღუდავთ შვილის ყოლის ბედნიერებას მხოლოდ იმიტომ, რომ მათი ერები ისედაც მრავალრიცხოვანია. თუ პატრიარქი მართალია იმაში, რომ ხელოვნული განაყოფიერება ცოდვაა და ეს ცოდვა ამ გზით დაბადებულ ბავშვებსაც გადაყვებათ, მაშინ ის ყველა მშობლის და ბავშვის მიმართ არის მართალი, რა შუაშია მცირე და დიდი ერი? მოციქულმა პავლემ ძალიან გასაგებად თქვა დიდი ხნის წინ, რომ ასეთი რამეები ქრისტიანობას არ აინტერესებს. ამ საკითხში შერჩევით სამართალს ფაშიზმისკენ მოვყავართ. თუ გაქვს შნო, პატრიარქს ხმამაღლა არ დაეთანხმო, თქვი, თუ ეთანხმები, ბოლომდე დაეთანხმე, თუ არც ერთი არ შეგიძლია, გაჩუმდი", - წერს ნოდია.

იუსტიციის მინისტრმა პატრიარქის საშობაო ეპისტლეს შემდეგ სუროგაციისა და ხელოვნური განაყოფიერების თემაზე საზოგადოებაში დაწყებულ დისკუსიასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

"ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო ის ხმაური, რაც მოჰყვა პატრიარქის ეპისტოლეს. სასულიერო ხელისუფლების ხელმძღვანელს აქვს უფლება, თავისი აზრი გამოთქვას და საკუთარ მრევლს შეაგონოს და აუხსნას ის, რაც არის რელიგიური დოგმებიდან გამომდინარე სწორი. თუმცა, რა თქმა უნდა, მე მესმის და ვიზიარებ ყველა იმ ტკივილს, რომელიც გამოხატა ბევრმა ოჯახმა, რომელსაც სამედიცინო ჩარევის გზით, ვგულისხმობ ხელოვნურ განაყოფიერებას, შეეძინა ბავშვი. ჩვენ ვართ მცირე ერი, ბევრი ომის შემდეგ, ძალიან ბევრი დაუოჯახებელი ქალისა და მამაკაციდან გამომდინარე, დაგვიანებით შექმნილი ოჯახებიდან გამომდინარე, სხვადასხვა პრობლემიდან გამომდინარე. მათ აქვთ საშუალება, იყოლიონ მომავალი თაობა ხელოვნური გზით. მე ამ პრინციპს ვიზიარებ და ვიზიარებ იმ სიხარულს, რომელიც განიცადეს იმით, რომ მათ ჰყავთ შვილები ამ გზით. ხელოვნური განაყოფიერება არის მისასალმებელი იმისთვის, რომ უშვილო წყვილს გაუჩნდეს შვილი", - აღნიშნა წულუკიანმა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს