მომღერალი, ბალერინა და ახლა უკვე ტელეწამყვანი, ქრისტინე იმედაძე ახლახან „ახალი ხმის“ ფინალში გამოჩნდა. მან სტეფანეს გუნდის ფინალისტთან, ნიკა ლაზარიაშვილთან დუეტი შეასრულა. სიმღერის ბოლოს წყვილმა ერთმანეთს აკოცა. სკანდალურ კოცნაზე მეორე დღესვე მთელი თბილისი ალაპარაკდა. ჩვენ ქრისტინეს ინტერვიუ ვთხოვეთ და ბუნებრივია, შოუს ამ დეტალსაც შევეხეთ.
- ქრისტინე, ბოლო დროს აღარ ურთიერთობ პრესასთან, რით ახსნი ამ ტაიმაუტს?
- ვერ ვიტყვი, რომ არ ვურთიერთობ, უბრალოდ, დიდი დოზით არ მინდა და ვერიდები. მივიჩნევ, რომ თუ რაიმე ახალი, საინტერესო არ გააკეთე, მკითხველისთვის უინტერესოა ერთი და იმავეს კითხვა.
- ბოლო ხანებში, ძირითადად, ტელეწამყვანის ამპლუაში გხედავთ, სიმღერა ტელეწამყვანის კარიერით ხომ არ ჩაანაცვლე?
- ტელეწამყვანის ამპლუა ძალიან მომწონს, მიყვარს „რუსთავი 2“ და „შუა დღის“ გუნდი. მომღერლობას რაც შეეხება, ბოლო 2 თვეა, ბევრი კონცერტი მაქვს და ძალიან მიხარია. ვისურვებდი, რომ სულ ასე იყოს.
- რა სიახლეებია შენს კარიერაში?
- რამდენიმე ახალი სიმღერა ჩავწერე, იმედი მაქვს, მოგეწონებათ. კიდევ კლიპის გადაღებასაც ვგეგმავ. მოკლედ, ვნახოთ, რა გამოვა.
- დათო კენჭიაშვილთან ერთად „კეკელა და მარო“ შეასრულე. როგორ ჩაწერეთ ეს დუეტი და რამდენად სერიოზულად მიუდექით ამ სიმღერას?
- დათო ჩემი ბავშვობის მეგობარია. მე დათოს დამ, თათიამ და დათომ, სპონ-ტანურად გადავწყვიტეთ, რომ ჩაგვეწერა ეს სიმღერა. ჩაწერის დროს გავერთეთ და ყოველთვის ვერთობით მისი შესრულებისას. მიხარია, რომ მსმენელებმაც აიტაცეს და მოეწონათ ეს სიმღერა.
- ყოველთვის ინარჩუნებ ფორმას, წონას, როგორ ახერხებ, იყო მუდმივად მომხიბვლელი?
- ბევრი ჭამა არ მიყვარს, ზოგჯერ საერთოდ მავიწყდება, ვცდილობ, ვივარჯიშო კიდეც. მიხარია, თუ მიგაჩნიათ, რომ კარგ ფორმაში ვარ.
- რაზე გიწევს უარის თქმა?
- რაც მიყვარს, უარს არაფერზე ვამბობ, უბრალოდ, დიდი დოზით არ მიყვარს ჭამა.
- არ შემიძლია, იმ კოცნაზე არ გკითხო, მთელი საქართველო რომ ლა-პარაკობს. „ახალი ხმის“ ფინალში ნიკა ლაზარიაშვილთან დუეტი შეასრულე, რაც მოულოდნელი ამბორით დასრულდა. რას იტყვი?
- ეს იყო წინასწარ დადგმული ნომერი, ამ სიმღერას სჭირდებოდა მოულოდნელი ფინალი და ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ. გამოხმაურებით თუ ვიმსჯელებთ, კარგი შოუ გამოვიდა, მე მგონი, მაყურებლებს მოეწონათ.