რით აბეზრებს თავს შეყვარებულს მსახიობი მარიამ ნადირაძე

რით აბეზრებს თავს შეყვარებულს მსახიობი მარიამ ნადირაძე

24 წლის მარიამ ნადირაძე თავისუფალი თეატრის მსახიობია, ამასთანავე მიწვევით მარჯანიშვილის თეატრშიც თამაშობს. ცოტა ხნის წინ კი გამოჩნდა ტელეკომპანია „ჯი-დი-ესის“ სერიალში „პანიკის გარეშე“, სადაც მთავარი გმირის მეგობარ, არაორდინარულ, „ტუსოვკებსა“ და მეგობრებზე გადარეულ ნუცას თამაშობს. საკუთარ შემოქმედებასა და პირადზე ჩვენი რესპონდენტი თავად გიამბობთ.

- ბავშვობიდან მინდოდა მსახიობობა, მაგრამ მგონი, ყველა იმ ბავშვს უჩნდება მსახიობობის სურვილი, რომელსაც გარკვეულწილად შეხება აქვს სცენასთან, მე კი სიმღერასა და ცეკვაზე დავდიოდი და სცენაზეც ვიდექი, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მინდოდა, ამ პროფესიას გავყოლოდი, თუმცა რაღაც ასაკში თითქოს გადავწყვიტე, სამხატვრო აკადემიაში მოდელირებაზე ჩამებარებინა. კარგად ვერ ვხატავდი, ამიტომ დედამ მითხრა, ახლა სამსახიობო კოლეჯში დაიწყე სწავლა, თან ხატვა ისწავლე და ერთ წელიწადში ჩააბარე აკადემიაშიო, ასეც მოვიქეცი, მაგრამ კოლეჯში მისაღები გამოცდის ჩაბარების დღიდან ტვინი სხვანაირად მომიბრუნდა და მივხვდი, რომ მსახიობობა ჩემი საქმე იყო.

ხშირად მშობლები უშლიან შვილებს, მიჰყვნენ ამ პროფესიას, მაგრამ ჩემ შემთხვევაში დედაჩემის დიდი დამსახურებაა, რომ მე დღეს მსახიობი ვარ, ალბათ, მიხვდა, რომ ეს იყო ის, რასაც ბოლომდე მივყვებოდი. სხვა საქმეებითაც ვყოფილვარ დაკავებული, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ მომბეზრებია და მიმიტოვებია, მსახიობობა კი ისაა, რაც არ მბეზრდება, არ მღლის, სიამოვნებით ვაკეთებ ჩემს საქმეს და ასევე სასიამოვნოდ ვიღლები.

- მარიამ, „პანიკის გარეშე“ შენს შემოქმედებაში პირველი სერიალია?

- არა, მანამდე ვმონაწილეობდი სერიალ „შუა ქალაქში“, შემდეგ იყო პატარ-პატარა როლები სერიალებში - „ჩიფსების თაობა“, „კლინიკა“, „ჩემი ცოლის დაქალები“ და „აქ ცხოვრობენ გუნცაძეები“.

- რაც შეეხება ახალ სერიალში უშუალოდ შენს გმირს, ნუცას...

- ჩემი გმირი, თინეიჯერი ნუცა საკმაოდ მოდური გოგონაა, რომელსაც ძალიან უყვარს „ტუსოვკებზე“ სიარული, მეგობრებთან დროის გატარება, მხიარული და პოზიტიური ადამიანია, რომელიც დეპრესიაში მყოფი მეგობრის მდგომარეობიდან გამოყვანას ცდილობს.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება