მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეალობა თუ ფანტაზია - გვანცა ბაგრატიონის გულახდილი ინტერვიუ
 რეალობა თუ ფანტაზია - გვანცა ბაგრატიონის გულახდილი ინტერვიუ

გვან­ცა ბაგ­რა­ტი­ო­ნი პო­პუ­ლა­რუ­ლი ინ­ტერ­ნე­ტის მეშ­ვე­ო­ბით გახ­და: გარ­თო­ბის მიზ­ნით გა­და­ღე­ბულ მის ვი­დე­ო­ებს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ნა­ხუ­ლობ­და და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აზი­ა­რებ­და. გვან­ცას ნა­მუ­შევ­რებს მნახ­ვე­ლე­ბი ახ­ლაც არ აკ­ლია. ის კა­მე­რის წინ ხან რე­პავს, ხან - ლექსს კი­თხუ­ლობს... ყვე­ლა­ზე უკეთ ხატ­ვა გა­მოს­დის. ამ­ბობს, რომ ის ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც კა­მე­რის წინ თით­ქმის შიშ­ვე­ლი პო­ზი­რებს, თა­ვა­დაც არ მოს­წონს, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ხალ­ხს ხე­ლოვ­ნე­ბა არ აინ­ტე­რე­სებს, ყუ­რა­დღე­ბის მი­საქ­ცე­ვად მსოფ­ლი­ო­ში აპ­რო­ბი­რე­ბულ მე­თოდს - გა­შიშ­ვლე­ბას მი­მარ­თა...

- ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, როცა ინ­ტერ­ნე­ტით ტე­ლე­ფო­ნის მეშ­ვე­ო­ბით ვსარ­გებ­ლობ­დი. და­ახ­ლო­ე­ბით 12 წლი­სა "სკა­იპ­ში" კომ­პი­უ­ტე­რი­დან შევ­დი­ო­დი, "ჩა­ტა­ო­ბა" მიყ­ვარ­და. "ჩატ­ში" არა­ვის ვიც­ნობ­დი, უბ­რა­ლოდ, ხალ­ხს ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი, ძი­რი­თა­დად - უცხო­ე­ლებს. შემ­დეგ მე­გო­ბარ­მა "ფე­ის­ბუ­კის" არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ მი­თხრა და დავ­რე­გის­ტრირ­დი. თავ­და­პირ­ვე­ლად არ მო­მე­წო­ნა. ვფიქ­რობ­დი, - "მკვდა­რი" სა­ი­ტია-მეთ­ქი. მაგ­რამ მერე ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელს შე­ვეჩ­ვიე. პი­რა­დი გვერ­დი ჩემ­თვის ბევ­რჯერ გა­უ­ტე­ხი­ათ. ამის გამო, ხელ­მე­ო­რედ და­რე­გის­ტრი­რე­ბა რამ­დენ­ჯერ­მე მო­მიხ­და. და­ახ­ლო­ე­ბით 7 წე­ლია, "ფე­ის­ბუ­კით" ვსარ­გებ­ლობ.

- "ნაგ­ვე­ბო, ნა­ძი­რა­ლე­ბო, ყალ­ბე­ბო..." - სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ამ სი­ტყვე­ბით ვის მი­მარ­თავ, ვინ გა­გა­ნა­წყე­ნა?

- (იცი­ნის) ყალ­ბი ადა­მი­ა­ნი საკ­მა­ოდ ბევ­რი აღ­მოჩ­ნდა. არა­და, გგო­ნია, რომ "ნამ­დვი­ლია", შე­ნი­ა­ნია... პირ­ფე­რო­ბამ და­ი­სად­გუ­რა. ნამ­დვილ მე­გობ­რებს ვე­ძებ, მაგ­რამ ასე­თი ძა­ლი­ან ცო­ტაა - ეს მწყინს და სტა­ტუ­სიც ამი­ტომ დავ­წე­რე.

- სხვებს პირ­ფე­რო­ბა­ში ბრალს სდებ, შენ კი ბე­რას­თან რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობ­დი და ამით ლა­მის მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო "გა­ა­ცუ­რე"...

- მე არა­ვინ "გა­მი­ცუ­რე­ბია". როცა ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­მო­დი­ხარ, შო­უ­მე­ნი უნდა იყო, შო­უ­მე­ნი კი ვერ იქ­ნე­ბი, თუ არ მო­ი­ტყუე. მთელ სა­ქარ­თვე­ლოს სა­კუ­თა­რი თა­ვის შე­სა­ხებ სი­მარ­თლე რომ უთხრა, მგო­ნი, სა­ინ­ტე­რე­სო არ იქ­ნე­ბი. სა­ინ­ტე­რე­სო მა­შინ ხარ, როცა სხვა­დას­ხვა­ნა­ირ სა­ხეს იღებ. ბე­რას რაც შე­ე­ხე­ბა: თავ­და­პირ­ვე­ლად, ამ ადა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ ვთქვი, - მომ­წონს-მეთ­ქი, რა­საც ჭო­რა­ო­ბა მოჰ­ყვა და ვი­ღა­ცებ­მა თქვეს, თით­ქოს ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო. პი­რა­დად მე, მსგავ­სი რამ არც ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში არ მით­ქვამს. შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი მარ­თლა რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვით, მა­ინც არ ვი­ტყო­დი. და­მა­ინ­ტრი­გე­ბელ კო­მენ­ტა­რებს ვა­კე­თებ­დი, მაგ­რამ სულ ვამ­ბობ­დი, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ მყავს.

- წი­თე­ლი სან­თლე­ბის შუქ­ზე ბე­რას­თან ვახ­შა­მი რომ "გქონ­და", ამის შე­სა­ხებ რას გვე­ტყვი?

- აგიხ­სნი, ეგ რა­ტომ ვთქვი: ვი­ცო­დი, რომ ბერა სიმ­ღე­რის - "რო­მან­ტი­კო­სი, მუ­სი­კო­სი, ბოსი" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას აპი­რებ­და. ამ სიმ­ღე­რის ტექ­სტში ასე­თი ფრა­ზაა: "ვახ­შა­მი სან­თლე­ბის შუქ­ზე". რაც ინ­ტერ­ვი­უ­ში ვთქვი, ეს ერ­თგვა­რად, ბე­რას­თვის "თვა­ლის ჩაკ­ვრის" პონ­ტი იყო, თო­რემ სან­თლე­ბის შუქ­ზე ვახ­შა­მი არ გვქო­ნია.

- სიმ­ღე­რის შე­სა­ხებ წი­ნას­წარ სა­ი­დან იცო­დი?

- მა­გას ვერ ვი­ტყვი. ბე­რას ბევ­რი სიმ­ღე­რა ვიცი, მაგ­რამ ახლა ჩემს ინ­ტე­რეს­ში არ შე­დის, რომ "გა­ვუ­ბაზ­რო". ადრე პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და ასე­თი რა­ღა­ცე­ბი მსი­ა­მოვ­ნებ­და.

- შენს "ფე­იჯ­ზე" სა­ლან­ძღავ კო­მენ­ტა­რებს ხში­რად გწე­რენ?

- 5 ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი მყავს. მათ­თვის და­ვა­ლე­ბუ­ლი მაქვს, რომ ცუდი რა­ღა­ცე­ბი წა­შა­ლონ, მაგ­რამ მერე ყვე­ლა­ფე­რი მი­თხრან. ძი­რი­თა­დად, "ფე­იჯ­ზე" შეს­ვლას ვე­რი­დე­ბი, რად­გან ადრე ძა­ლი­ან უარ­ყო­ფი­თი კო­მენ­ტა­რე­ბი მხვდე­ბო­და. ახლა სა­ლან­ძღა­ვი მე­სი­ჯე­ბი სა­ერ­თოდ არ მომ­დის. ვფიქ­რობ, წი­ნათ ბე­რას ფა­ნე­ბი მწერ­დნენ. ალ­ბათ ფიქ­რობ­დნენ, რომ მათ ამ ადა­მი­ანს ვარ­თმევ­დი. მას შემ­დეგ, რაც ბე­რამ ჩემ შე­სა­ხებ თქვა, - არ ვიც­ნო­ბო, მისი ფა­ნე­ბის­გან გავ­თა­ვი­სუფ­ლდი და უარ­ყო­ფი­თი მე­სი­ჯე­ბი აღარ მომ­დის... "ფე­ი­ჯის" ად­მი­ნის­ტრა­ტო­რე­ბი იმი­ტომ დავ­ნიშ­ნე, რომ ნერ­ვე­ბის მოშ­ლას ვე­რი­დე­ბო­დი, მაგ­რამ კარ­გა ხა­ნია, ჩემს გვერ­დზე ნერ­ვე­ბის მო­საშ­ლე­ლი არა­ფე­რი და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

- ად­მი­ნის­ტრა­ტო­რებს ჰო­ნო­რარ­საც აძ­ლევ?

- არ მაქვს და რა გა­და­ვუ­ხა­დო (იცი­ნის)?! ისე, ადრე ვუხ­დი­დი. ასე ვთქვათ, ჩემ­თან მუ­შა­ობ­დნენ. ახლა თა­ვა­დაც სი­ა­მოვ­ნებთ, ჩემი გვერ­დის ად­მი­ნის­ტრა­ტო­რე­ბი რომ არი­ან.

- თუ სა­ი­დუმ­ლო არ არის, რამ­დენს უხ­დი­დი?

- თი­თოს - 100 ლარს.

- ძი­რი­თა­დად, რო­გო­რი ში­ნა­არ­სის პი­რა­დი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი მოგ­დის?

- შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ უც­ნო­ბე­ბის შე­ტყო­ბი­ნე­ბებს არც ვკი­თხუ­ლობ, რად­გან და­სა­წყის­ში­ვე ეტყო­ბათ, რა­ღაც სი­სუ­ლე­ლე­ებს რომ მწე­რენ და წე­რი­ლის ბო­ლომ­დე წა­კი­თხვას აზრი არ აქვს.

- ქა­თი­ნა­უ­რებს გწე­რენ თუ ამ სა­ხის მე­სი­ჯებ­საც არ კი­თხუ­ლობ?

- კი, მო­უ­წე­რი­ათ, მაგ­რამ ამა­საც არ ვკი­თხუ­ლობ, რად­გან ისი­ნი მხო­ლოდ ეკ­რა­ნი­დან მიც­ნო­ბენ და არ იცი­ან, სი­ნამ­დვი­ლე­ში რო­გო­რი ადა­მი­ა­ნი ვარ. ვი­ნა­ი­დან "სხვა თვა­ლით" მი­ყუ­რე­ბენ, არც მათი ქა­თი­ნა­უ­რი მჭირ­დე­ბა და არც არა­ფე­რი.

- მათ თუ არ და­ე­კონ­ტაქ­ტე, ვერც გა­გიც­ნო­ბენ.

- ჰო, მაგ­რამ სურ­ვი­ლი არ მაქვს, გა­მიც­ნონ. მაგ­რად მებ­რა­ლე­ბა ის ადა­მი­ა­ნი, ვი­საც მსუ­ბუ­ქი ყო­ფაქ­ცე­ვის ქალი ვგო­ნი­ვარ.

- პი­რად გვერ­დზე წერ­დი, რომ გა­და­ცე­მა "პრო­ფილ­მა" მო­გა­ტყუა: "ფა­რულ კა­მე­რა­ში" გი­ორ­გი ნა­ზღა­ი­ძე უნდა გა­ე­ბათ და სი­ნამ­დვი­ლე­ში "მსხვერ­პლი" შენ აღ­მოჩ­ნდი...

- ჰო, და­მამ­ცი­რეს... გა­და­ცე­მის რე­ი­ტინ­გის ასა­წე­ვად ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს. ძა­ლი­ან შეც­დნენ: ხალ­ხის და­დე­ბი­თი კო­მენ­ტა­რე­ბი არც "პრო­ფილს" და­უმ­სა­ხუ­რე­ბია და მით უმე­ტეს - არც ნა­ზღა­ი­ძეს.

- შენ­სა და გი­ორ­გის შო­რის რა მოხ­და? ვიდ­რე გა­არ­კვევ­დი, რომ "ფა­რულ კა­მე­რა­ში" თა­ვად გა­გა­ბეს, წერ­დი, - ნა­ზღა­ი­ძემ "დამ­ბლო­კაო".

- თავ­და­პირ­ვე­ლად არ ვი­ცო­დი, რომ ის სახ­ლი, რო­მე­ლიც გი­ორ­გი ნა­ზღა­ი­ძის სახ­ლად გა­ა­სა­ღეს, დღი­უ­რად ქი­რავ­დე­ბო­და. მე­გო­ნა, გი­ორ­გის უბ­რა­ლოდ, მარ­თლა ეწყი­ნა, რომ "ფა­რულ კა­მე­რა­ში" "გა­ე­ბა"; გა­მიკ­ვირ­და - ჩემ მი­მართ ასე ცუ­დად გან­წყო­ბი­ლი რა­ტომ იყო? მა­ნამ­დე ხომ ამ ადა­მი­ანს არც ვიც­ნობ­დი. უფრო მე­ტიც, მისი გვარ-სა­ხე­ლი "დავ­გუ­გ­ლე", რომ გა­მე­გო, "ფა­რუ­ლი კა­მე­რის" ჩა­წე­რა ვის­თან მი­წევ­და. "პრო­ფილს" ვენ­დე. ასეთ რა­ღა­ცას თუ "გა­მი­ჩა­ლი­ჩებ­დნენ", არც მი­ფიქ­რია. ახლა მივ­ხვდი, რომ არა­ვის არ უნდა ვენ­დო... გი­ორ­გის მივ­წე­რე, - ჩემ მი­მართ ასე აგ­რე­სი­უ­ლად გან­წყო­ბი­ლი რა­ტომ ხარ-მეთ­ქი? მი­პა­სუ­ხა: აუ, გოგო, გა­ი­ა­რე, თო­რემ გა­და­გი­ა­რეო, - და "დამ­ბლო­კა".

- შენი მხრი­დან ბილ­წსი­ტყვა­ო­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია?

- არა, მსგავ­სი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა... გა­და­ცე­მა­ში შე­უ­რა­ცხყო­ფას რომ მა­ყე­ნებ­და და მეც არ და­ვა­კე­ლი, ეტყო­ბა, ამის გამო გა­ღი­ზი­ან­და ანუ მისი აზ­რით, თავი უნდა და­მე­ხა­რა.

- ვიცი, რომ ბილ­წსი­ტყვა­ო­ბა გჩვე­ვია. რო­მე­ლი­მე სტა­ტუ­სის და­წე­რა მოგ­ვი­ა­ნე­ბით თუ გი­ნა­ნია და წა­გიშ­ლია?

- თუ გა­მაბ­რა­ზეს, მტრი­სას!.. არ მი­ნა­ნია, რად­გან თუ დავ­წე­რე, ე.ი. იმ დროს ისეთ ხა­სი­ათ­ზე ვი­ყა­ვი.

- ინ­ტერ­ნე­ტის გა­რე­შე გაძ­ლე­ბა რამ­დენ ხანს შე­გიძ­ლია?

- გა­აჩ­ნია, რას ვა­კე­თებ. თუ ვის­ვე­ნებ და კარგ პონ­ტში ვარ, ინ­ტერ­ნე­ტის გა­რე­შე გაძ­ლე­ბა თა­ვი­სუფ­ლად შე­მიძ­ლია, მაგ­რამ თუ ასე ვთქვათ, "ბეზ პონ­ტა" ვარ - ვერ გავძლებ (იცი­ნის).

- პო­პუ­ლა­რუ­ლი ინ­ტერ­ნე­ტით გახ­დი. და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ეპო­ქა­ში რომ გე­ცხოვ­რა, რო­გორ ფიქ­რობ, ხალ­ხის ყუ­რა­დღე­ბას რო­გორ მი­იქ­ცევ­დი?

- მა­შინ ალ­ბათ, არ მო­მინ­დე­ბო­და, რომ პო­პუ­ლა­რუ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. სხვა­თა შო­რის, ეს არც ახლა მინ­დო­და, უბ­რა­ლოდ, ასე გა­მო­ვი­და. ეს ცხოვ­რე­ბის სა­ფე­ხუ­რე­ბია: შე­იძ­ლე­ბა, რა­ღაც ისე მოხ­დეს, რა­ღაც - ასე... იმ ეპო­ქა­ში რომ მე­ცხოვ­რა, შე­საძ­ლოა, დე­დო­ფა­ლი გავმხდა­რი­ყა­ვი, რა თქმა უნდა, თუ ვი­აქ­ტი­უ­რებ­დი (იღი­მის).

- დე­დოფ­ლო­ბას სა­მე­ფო გვა­რის გა­რე­შე მი­აღ­წევ­დი თუ?..

- კი, რად­გან მებ­რძო­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ. საკ­მა­ოდ ბევ­რი არ მიც­ნობს და ჩემ შე­სა­ხებ სხვა­ნა­ი­რი წარ­მოდ­გე­ნა აქვთ. გული მწყდე­ბა, რომ ხალ­ხს არ ეს­მის, რა არის შოუ და რა - რე­ა­ლო­ბა. როცა მსა­ხი­ო­ბი რო­მე­ლი­მე როლს მო­ირ­გებს, მა­ყუ­რე­ბელს ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა რა­ტომ უნდა დარ­ჩეს, რომ მსა­ხი­ო­ბი სი­ნამ­დვი­ლე­შიც ასე­თია? მე რომ მკვლე­ლის როლს ვთა­მა­შობ­დე, სი­ნამ­დვი­ლე­შიც მკვლე­ლად უნდა მი­მიჩ­ნი­ონ?

- შენ ხომ ფილმში არ თა­მა­შობ?

- სა­მა­გი­ე­როდ, ეკ­რან­ზე შო­უ­ებს ხომ ვდგამ? ფილმშიც რომ ვი­თა­მა­შო, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მა­ინც ჩემს პერ­სო­ნაჟ­თან გა­მა­ი­გი­ვე­ბენ.

- მა­შინ "პრო­ფი­ლის" ტყუ­ი­ლიც არ უნდა გწყე­ნოდა - მა­თაც შოუ დად­გეს...

- (იცი­ნის) "პრო­ფილ­მა" ეს სხვაგ­ვა­რად გა­ა­კე­თა. როცა ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლობ და შე­თან­ხმე­ბა გაქვს, რომ შოუ უნდა დად­გა და რა­ღა­ცას გა­ტყუ­ე­ბენ, ეს არის სა­წყე­ნი, თო­რემ მე ის კი არ მწყე­ნია, რომ ნა­ზღა­ი­ძემ პან­ღუ­რით გა­მო­მაგ­დო. სი­მარ­თლე ეთ­ქვათ, იქ­ნებ ამა­ზეც თა­ნახ­მა ვი­ყა­ვი?

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უც­ნო­ბებს იმე­გობ­რებ?

- ჩემს გულ­შე­მატ­კივ­რებს ვი­მე­გობ­რებ. ეს ხალ­ხი "გა­და­საყ­რე­ლი" ნამ­დვი­ლად არ არის. მათ გა­რე­შე ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბო­და. თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს დიდ პა­ტივს ვცემ და ვა­ფა­სებ.

- შენი ოჯა­ხის წევ­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი არი­ან?

- კი, მაგ­რამ პი­რა­დი გვერ­დი უც­ნო­ბე­ბის­თვის "და­ხუ­რუ­ლი" აქვთ. მა­მა­ჩემ­მა მგო­ნი, გა­ა­უქ­მა, დე­და­ჩემს და ჩემს ძმას კი ისევ აქვთ.

- შენს გვერ­დზე თუ აქ­ტი­უ­რო­ბენ, თუ გე­ქო­მა­გე­ბი­ან ხოლ­მე?

- არა, მაგ­რამ სა­ერ­თოდ, ყვე­ლა­ფერ­ში მხარ­ში მიდ­გა­ნან და ხელს მი­წყო­ბენ. ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი მე­გობ­რე­ბი ისი­ნი არი­ან.

- გვან­ცა, არ გი­ფიქ­რია, რომ პო­პუ­ლა­რო­ბა მხატ­ვრის კა­რი­ე­რის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის გა­მო­გე­ყე­ნე­ბი­ნა?

- კი, სწო­რედ ამას ვა­პი­რებ. რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლი და პერ­სპექ­ტი­უ­ლი იქ­ნე­ბა, არ ვიცი, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა, რა­ღაც მო­გე­ბა მეც ვნა­ხო. ნა­მუ­შევ­რებს ვაგ­რო­ვებ და გა­მო­ფე­ნის მო­წყო­ბას ვა­პი­რებ.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

რეალობა თუ ფანტაზია - გვანცა ბაგრატიონის გულახდილი ინტერვიუ

 რეალობა თუ ფანტაზია - გვანცა ბაგრატიონის გულახდილი ინტერვიუ

გვანცა ბაგრატიონი პოპულარული ინტერნეტის მეშვეობით გახდა: გართობის მიზნით გადაღებულ მის ვიდეოებს უამრავი ადამიანი ნახულობდა და სოციალურ ქსელში აზიარებდა. გვანცას ნამუშევრებს მნახველები ახლაც არ აკლია. ის კამერის წინ ხან რეპავს, ხან - ლექსს კითხულობს... ყველაზე უკეთ ხატვა გამოსდის. ამბობს, რომ ის ფოტოები, სადაც კამერის წინ თითქმის შიშველი პოზირებს, თავადაც არ მოსწონს, მაგრამ ვინაიდან ხალხს ხელოვნება არ აინტერესებს, ყურადღების მისაქცევად მსოფლიოში აპრობირებულ მეთოდს - გაშიშვლებას მიმართა...

- ძალიან პატარა ვიყავი, როცა ინტერნეტით ტელეფონის მეშვეობით ვსარგებლობდი. დაახლოებით 12 წლისა "სკაიპში" კომპიუტერიდან შევდიოდი, "ჩატაობა" მიყვარდა. "ჩატში" არავის ვიცნობდი, უბრალოდ, ხალხს ველაპარაკებოდი, ძირითადად - უცხოელებს. შემდეგ მეგობარმა "ფეისბუკის" არსებობის შესახებ მითხრა და დავრეგისტრირდი. თავდაპირველად არ მომეწონა. ვფიქრობდი, - "მკვდარი" საიტია-მეთქი. მაგრამ მერე ამ სოციალურ ქსელს შევეჩვიე. პირადი გვერდი ჩემთვის ბევრჯერ გაუტეხიათ. ამის გამო, ხელმეორედ დარეგისტრირება რამდენჯერმე მომიხდა. დაახლოებით 7 წელია, "ფეისბუკით" ვსარგებლობ.

- "ნაგვებო, ნაძირალებო, ყალბებო..." - სოციალურ ქსელში ამ სიტყვებით ვის მიმართავ, ვინ გაგანაწყენა?

- (იცინის) ყალბი ადამიანი საკმაოდ ბევრი აღმოჩნდა. არადა, გგონია, რომ "ნამდვილია", შენიანია... პირფერობამ დაისადგურა. ნამდვილ მეგობრებს ვეძებ, მაგრამ ასეთი ძალიან ცოტაა - ეს მწყინს და სტატუსიც ამიტომ დავწერე.

- სხვებს პირფერობაში ბრალს სდებ, შენ კი ბერასთან რომანტიკული ურთიერთობის შესახებ საუბრობდი და ამით ლამის მთელი საქართველო "გააცურე"...

- მე არავინ "გამიცურებია". როცა ტელევიზიით გამოდიხარ, შოუმენი უნდა იყო, შოუმენი კი ვერ იქნები, თუ არ მოიტყუე. მთელ საქართველოს საკუთარი თავის შესახებ სიმართლე რომ უთხრა, მგონი, საინტერესო არ იქნები. საინტერესო მაშინ ხარ, როცა სხვადასხვანაირ სახეს იღებ. ბერას რაც შეეხება: თავდაპირველად, ამ ადამიანის შესახებ ვთქვი, - მომწონს-მეთქი, რასაც ჭორაობა მოჰყვა და ვიღაცებმა თქვეს, თითქოს ჩემი შეყვარებული იყო. პირადად მე, მსგავსი რამ არც ერთ ინტერვიუში არ მითქვამს. შეყვარებულები მართლა რომ ვყოფილიყავით, მაინც არ ვიტყოდი. დამაინტრიგებელ კომენტარებს ვაკეთებდი, მაგრამ სულ ვამბობდი, რომ შეყვარებული არ მყავს.

- წითელი სანთლების შუქზე ბერასთან ვახშამი რომ "გქონდა", ამის შესახებ რას გვეტყვი?

- აგიხსნი, ეგ რატომ ვთქვი: ვიცოდი, რომ ბერა სიმღერის - "რომანტიკოსი, მუსიკოსი, ბოსი" გამოქვეყნებას აპირებდა. ამ სიმღერის ტექსტში ასეთი ფრაზაა: "ვახშამი სანთლების შუქზე". რაც ინტერვიუში ვთქვი, ეს ერთგვარად, ბერასთვის "თვალის ჩაკვრის" პონტი იყო, თორემ სანთლების შუქზე ვახშამი არ გვქონია.

- სიმღერის შესახებ წინასწარ საიდან იცოდი?

- მაგას ვერ ვიტყვი. ბერას ბევრი სიმღერა ვიცი, მაგრამ ახლა ჩემს ინტერესში არ შედის, რომ "გავუბაზრო". ადრე პატარა ვიყავი და ასეთი რაღაცები მსიამოვნებდა.

- შენს "ფეიჯზე" სალანძღავ კომენტარებს ხშირად გწერენ?

- 5 ადმინისტრატორი მყავს. მათთვის დავალებული მაქვს, რომ ცუდი რაღაცები წაშალონ, მაგრამ მერე ყველაფერი მითხრან. ძირითადად, "ფეიჯზე" შესვლას ვერიდები, რადგან ადრე ძალიან უარყოფითი კომენტარები მხვდებოდა. ახლა სალანძღავი მესიჯები საერთოდ არ მომდის. ვფიქრობ, წინათ ბერას ფანები მწერდნენ. ალბათ ფიქრობდნენ, რომ მათ ამ ადამიანს ვართმევდი. მას შემდეგ, რაც ბერამ ჩემ შესახებ თქვა, - არ ვიცნობო, მისი ფანებისგან გავთავისუფლდი და უარყოფითი მესიჯები აღარ მომდის... "ფეიჯის" ადმინისტრატორები იმიტომ დავნიშნე, რომ ნერვების მოშლას ვერიდებოდი, მაგრამ კარგა ხანია, ჩემს გვერდზე ნერვების მოსაშლელი არაფერი დაფიქსირებულა.

- ადმინისტრატორებს ჰონორარსაც აძლევ?

- არ მაქვს და რა გადავუხადო (იცინის)?! ისე, ადრე ვუხდიდი. ასე ვთქვათ, ჩემთან მუშაობდნენ. ახლა თავადაც სიამოვნებთ, ჩემი გვერდის ადმინისტრატორები რომ არიან.

- თუ საიდუმლო არ არის, რამდენს უხდიდი?

- თითოს - 100 ლარს.

- ძირითადად, როგორი შინაარსის პირადი შეტყობინებები მოგდის?

- შეიძლება ითქვას, რომ უცნობების შეტყობინებებს არც ვკითხულობ, რადგან დასაწყისშივე ეტყობათ, რაღაც სისულელეებს რომ მწერენ და წერილის ბოლომდე წაკითხვას აზრი არ აქვს.

- ქათინაურებს გწერენ თუ ამ სახის მესიჯებსაც არ კითხულობ?

- კი, მოუწერიათ, მაგრამ ამასაც არ ვკითხულობ, რადგან ისინი მხოლოდ ეკრანიდან მიცნობენ და არ იციან, სინამდვილეში როგორი ადამიანი ვარ. ვინაიდან "სხვა თვალით" მიყურებენ, არც მათი ქათინაური მჭირდება და არც არაფერი.

- მათ თუ არ დაეკონტაქტე, ვერც გაგიცნობენ.

- ჰო, მაგრამ სურვილი არ მაქვს, გამიცნონ. მაგრად მებრალება ის ადამიანი, ვისაც მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ვგონივარ.

- პირად გვერდზე წერდი, რომ გადაცემა "პროფილმა" მოგატყუა: "ფარულ კამერაში" გიორგი ნაზღაიძე უნდა გაებათ და სინამდვილეში "მსხვერპლი" შენ აღმოჩნდი...

- ჰო, დამამცირეს... გადაცემის რეიტინგის ასაწევად ყველაფერი გააკეთეს. ძალიან შეცდნენ: ხალხის დადებითი კომენტარები არც "პროფილს" დაუმსახურებია და მით უმეტეს - არც ნაზღაიძეს.

- შენსა და გიორგის შორის რა მოხდა? ვიდრე გაარკვევდი, რომ "ფარულ კამერაში" თავად გაგაბეს, წერდი, - ნაზღაიძემ "დამბლოკაო".

- თავდაპირველად არ ვიცოდი, რომ ის სახლი, რომელიც გიორგი ნაზღაიძის სახლად გაასაღეს, დღიურად ქირავდებოდა. მეგონა, გიორგის უბრალოდ, მართლა ეწყინა, რომ "ფარულ კამერაში" "გაება"; გამიკვირდა - ჩემ მიმართ ასე ცუდად განწყობილი რატომ იყო? მანამდე ხომ ამ ადამიანს არც ვიცნობდი. უფრო მეტიც, მისი გვარ-სახელი "დავგუგლე", რომ გამეგო, "ფარული კამერის" ჩაწერა ვისთან მიწევდა. "პროფილს" ვენდე. ასეთ რაღაცას თუ "გამიჩალიჩებდნენ", არც მიფიქრია. ახლა მივხვდი, რომ არავის არ უნდა ვენდო... გიორგის მივწერე, - ჩემ მიმართ ასე აგრესიულად განწყობილი რატომ ხარ-მეთქი? მიპასუხა: აუ, გოგო, გაიარე, თორემ გადაგიარეო, - და "დამბლოკა".

- შენი მხრიდან ბილწსიტყვაობას ადგილი არ ჰქონია?

- არა, მსგავსი არაფერი ყოფილა... გადაცემაში შეურაცხყოფას რომ მაყენებდა და მეც არ დავაკელი, ეტყობა, ამის გამო გაღიზიანდა ანუ მისი აზრით, თავი უნდა დამეხარა.

- ვიცი, რომ ბილწსიტყვაობა გჩვე­ვია. რომელიმე სტატუსის დაწერა მოგვიანებით თუ გინანია და წაგიშლია?

- თუ გამაბრაზეს, მტრისას!.. არ მინანია, რადგან თუ დავწერე, ე.ი. იმ დროს ისეთ ხასიათზე ვიყავი.

- ინტერნეტის გარეშე გაძლება რამდენ ხანს შეგიძლია?

- გააჩნია, რას ვაკეთებ. თუ ვისვენებ და კარგ პონტში ვარ, ინტერნეტის გარეშე გაძლება თავისუფლად შემიძლია, მაგრამ თუ ასე ვთქვათ, "ბეზ პონტა" ვარ - ვერ გავძლებ (იცინის).

- პოპულარული ინტერნეტით გახდი. დავით აღმაშენებლის ეპოქაში რომ გეცხოვრა, როგორ ფიქრობ, ხალხის ყურადღებას როგორ მიიქცევდი?

- მაშინ ალბათ, არ მომინდებოდა, რომ პოპულარული ვყოფილიყავი. სხვა­თა შორის, ეს არც ახლა მინდოდა, უბრალოდ, ასე გამოვიდა. ეს ცხოვრების საფეხურებია: შეიძლება, რაღაც ისე მოხდეს, რაღაც - ასე... იმ ეპოქაში რომ მეცხოვრა, შესაძლოა, დედოფალი გავმხდარიყავი, რა თქმა უნდა, თუ ვიაქტიურებდი (იღიმის).

- დედოფლობას სამეფო გვარის გარეშე მიაღწევდი თუ?..

- კი, რადგან მებრძოლი ადამიანი ვარ. საკმაოდ ბევრი არ მიცნობს და ჩემ შესახებ სხვანაირი წარმოდგენა აქვთ. გული მწყდება, რომ ხალხს არ ესმის, რა არის შოუ და რა - რეალობა. როცა მსახიობი რომელიმე როლს მოირგებს, მაყურებელს ისეთი შთაბეჭდილება რატომ უნდა დარჩეს, რომ მსახიობი სინამდვილეშიც ასეთია? მე რომ მკვლე­ლის როლს ვთამაშობდე, სინამდვილეშიც მკვლელად უნდა მიმიჩნიონ?

- შენ ხომ ფილმში არ თამაშობ?

- სამაგიეროდ, ეკრანზე შოუებს ხომ ვდგამ? ფილმშიც რომ ვითამაშო, დარწმუნებული ვარ, მაინც ჩემს პერსონაჟთან გამაიგივებენ.

- მაშინ "პროფილის" ტყუილიც არ უნდა გწყე­ნოდა - მათაც შოუ დადგეს...

- (იცინის) "პროფილ­მა" ეს სხვაგვარად გააკეთა. როცა ტელევიზიასთან თანამშრომლობ და შეთანხმება გაქვს, რომ შოუ უნდა დადგა და რაღაცას გატყუებენ, ეს არის საწყენი, თორემ მე ის კი არ მწყენია, რომ ნაზღაიძემ პანღურით გამომაგდო. სიმართლე ეთქვათ, იქნებ ამაზეც თანახმა ვიყავი?

- სოციალურ ქსელში უცნობებს იმეგობრებ?

- ჩემს გულშემატკივრებს ვიმეგობრებ. ეს ხალხი "გადასაყრელი" ნამდვილად არ არის. მათ გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა. თაყვანისმცემლებს დიდ პატივს ვცემ და ვაფასებ.

- შენი ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული არიან?

- კი, მაგრამ პირადი გვერდი უცნობებისთვის "დახურული" აქვთ. მამაჩემმა მგონი, გააუქმა, დედაჩემს და ჩემს ძმას კი ისევ აქვთ.

- შენს გვერდზე თუ აქტიურობენ, თუ გექომაგებიან ხოლმე?

- არა, მაგრამ საერთოდ, ყველაფერში მხარში მიდგანან და ხელს მიწყო­ბენ. ჩემი ყველაზე დიდი მეგობრები ისინი არიან.

- გვანცა, არ გიფიქრია, რომ პოპულარობა მხატვრის კარიერის განვითარებისთვის გამოგეყენებინა?

- კი, სწორედ ამას ვაპირებ. რამდენად წარმატებული და პერსპექტიული იქნება, არ ვიცი, მაგრამ შეიძლება, რაღაც მოგება მეც ვნახო. ნამუშევრებს ვაგროვებ და გამოფენის მოწყობას ვაპირებ.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება