პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასჯელაღსრულების სამინისტროს შენობაზე სოზარ სუბარის ფიტული ჩამოკიდეს (+ვიდეო)
სასჯელაღსრულების სამინისტროს შენობაზე სოზარ სუბარის ფიტული ჩამოკიდეს (+ვიდეო)

სა­ქარ­თვე­ლოს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. მი­ნის­ტრ სო­ზარ სუ­ბა­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­ა­ზე, რო­მელ­საც ორ­გა­ნი­ზა­ცია "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზონა" მარ­თავ­და , სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და. კერ­ძოდ, "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა სა­მი­ნის­ტროს­თან ბუშ­ტებ­ზე შებ­მუ­ლი სო­ზარ სუ­ბა­რის ფი­ტუ­ლი, ასე­ვე ინ­და­უ­რი მი­იყ­ვა­ნეს და აქ­ცი­ას მარ­თავ­დნენ.

სა­მი­ნის­ტროს­თან პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი მიშა მეს­ხი და რატი მა­ი­სუ­რა­ძე მი­ვიდ­ნენ. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­სა და მათ შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მას შემ­დეგ მოხ­და, რაც "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი სო­ზარ სუ­ბა­რის პი­რა­დი პა­ტი­მა­რია. პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლე­ბი კი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებ­დნენ.

სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მა­ლე­ვე გა­ნი­მუხ­ტა. რაც შე­ე­ხე­ბა აქ­ცი­ას, "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა სო­ზარ სუ­ბა­რის ფი­ტუ­ლი სა­მი­ნის­ტროს შე­ნო­ბას­თან ჩა­მო­კი­დეს. შე­ნო­ბა­ში ინ­და­უ­რის გაშ­ვე­ბა­ში კი მათ ხელი სა­მი­ნის­ტროს დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა შე­უ­შა­ლეს. სო­ზარ სუ­ბა­რის­თვის მიყ­ვა­ნი­ლი ინ­და­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა სა­მი­ნის­ტროს შე­სას­ვლელ­თან და­ტო­ვეს.

რაც შე­ე­ხე­ბა აღ­ნიშ­ნულ სიმ­ბო­ლურ აქ­ცი­ას, რო­გორც აქ­ცი­ის ერთ-ერ­თმა ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა, "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­ლო­მე მა­ხა­რაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, სო­ზარ სუ­ბა­რის უწყე­ბი­დან ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი უკა­ნო­ნოდ გა­იყ­ვა­ნეს და ამა­ზე, სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან არც ერთი ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯი არ გა­დად­გმუ­ლა.

"სო­ზარ სუ­ბა­რი არის ინ­და­უ­რი და მას სა­ჩუქ­რად სიმ­ბო­ლუ­რად ინ­და­უ­რი მო­ვუყ­ვა­ნეთ", - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე მა­ხა­რაშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სასჯელაღსრულების სამინისტროს შენობაზე სოზარ სუბარის ფიტული ჩამოკიდეს (+ვიდეო)

სასჯელაღსრულების სამინისტროს შენობაზე სოზარ სუბარის ფიტული ჩამოკიდეს (+ვიდეო)

საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტროსთან დაპირისპირება მოხდა. მინისტრ სოზარ სუბარის საწინააღმდეგო აქციაზე, რომელსაც ორგანიზაცია "თავისუფალი ზონა" მართავდა , სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. კერძოდ, "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლებმა სამინისტროსთან ბუშტებზე შებმული სოზარ სუბარის ფიტული, ასევე ინდაური მიიყვანეს და აქციას მართავდნენ.

სამინისტროსთან პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული მიშა მესხი და რატი მაისურაძე მივიდნენ. აქციის მონაწილეებსა და მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ვანო მერაბიშვილი სოზარ სუბარის პირადი პატიმარია. პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულები კი ვანო მერაბიშვილის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდნენ.

სიტყვიერი დაპირისპირება მალევე განიმუხტა. რაც შეეხება აქციას, "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლებმა სოზარ სუბარის ფიტული სამინისტროს შენობასთან ჩამოკიდეს. შენობაში ინდაურის გაშვებაში კი მათ ხელი სამინისტროს დაცვის თანამშრომლებმა შეუშალეს. სოზარ სუბარისთვის მიყვანილი ინდაური ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სამინისტროს შესასვლელთან დატოვეს.

რაც შეეხება აღნიშნულ სიმბოლურ აქციას, როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, "თავისუფალი ზონის" წარმომადგენელმა სალომე მახარაშვილმა განაცხადა, სოზარ სუბარის უწყებიდან ვანო მერაბიშვილი უკანონოდ გაიყვანეს და ამაზე, სამინისტროს მხრიდან არც ერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა.

"სოზარ სუბარი არის ინდაური და მას საჩუქრად სიმბოლურად ინდაური მოვუყვანეთ", - განაცხადა სალომე მახარაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა