მსოფლიო
პოლიტიკა
სპორტი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სამართალი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შტეფან ფულე - ევროკავშირი ჩართულია უკრაინაში კრიზისის მშვიდობიანად მოგვარებაში
შტეფან ფულე - ევროკავშირი ჩართულია უკრაინაში კრიზისის მშვიდობიანად მოგვარებაში

ევ­რო­კავ­ში­რი კვლა­ვინ­დე­ბუ­რად ჩარ­თუ­ლია უკ­რა­ი­ნა­ში კრი­ზი­სის მშვი­დო­ბი­ა­ნად, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გზით გა­დაჭ­რის ხელ­შე­წყო­ბა­ში. ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კო­მი­სარ­მა გა­ფარ­თო­ე­ბი­სა და სა­მე­ზობ­ლო პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში შტე­ფან ფუ­ლემ უკ­რა­ი­ნა­ში ვი­ზი­ტის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც შტე­ფან ფუ­ლემ სა­კუ­თარ ვებგ­ვერ­დზე გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნა, უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ის წევ­რებ­თან შეხ­ვედ­რი­სას, მან ხაზი გა­უს­ვა, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია დას­რულ­დეს ძა­ლა­დო­ბა, ბრძო­ლა იმ პირ­თა და­უს­ჯე­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ვინც დამ­ნა­შა­ვეა ადა­მი­ან­თა უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა­ში.

"აუ­ცი­ლე­ბე­ლია, გაგ­რძელ­დეს დი­ა­ლო­გი, რათა მო­ი­ძებ­ნოს გა­მო­სა­ვა­ლი კრი­ზი­სი­დან გა­მო­სას­ვლე­ლად, რო­მე­ლიც ქვეყ­ნა­ში მო­მა­ვალ­ში დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის საფრ­თხეს ქმნის. კი­ევ­ში ჩემ­მა მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­მა აჩ­ვე­ნა კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, რათა ადა­მი­ა­ნებს შო­რის ნდო­ბა აღ­დგეს, შე­ჩერ­დეს ძა­ლა­დო­ბა და და­ში­ნე­ბა, რომ­ლის მე­ო­რე ეტა­პიც, შექ­მნი­ლი კრი­ზი­სის შე­წყვე­ტის­კენ მი­მარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი იქ­ნე­ბა", - ნათ­ქვა­მია ფუ­ლეს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ამას­თან, რო­გორც ევ­რო­კო­მი­სარ­მა აღ­ნიშ­ნა, ევ­რო­კავ­ში­რი გა­აგ­რძე­ლებს ამ პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რათა უკ­რა­ი­ნას სი­ტუ­ა­ცი­ის დე-ეს­კა­ლა­ცი­ა­სა და კრი­ზი­სი­დან გა­მოს­ვლის გზე­ბის ძი­ე­ბა­ში და­ეხ­მა­როს. მი­სი­ვე თქმით, ამას მოწ­მობს უკ­რა­ი­ნა­ში მო­მა­ვა­ლი კვი­რის­თვის და­გეგ­მი­ლი კეტ­რინ ეშ­ტო­ნის ვი­ზი­ტი.

ევ­რო­კო­მი­სა­რი გა­ფარ­თო­ე­ბი­სა და სა­მე­ზობ­ლო პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში კი­ევ­ში უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტს, ასე­ვე ოპო­ზი­ცი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რებს შეხ­ვდა. ამას­თან, რო­გორც შტე­ფან ფუ­ლემ აღ­ნიშ­ნა, ის მა­ი­დან­ზეც იმ­ყო­ფე­ბო­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

შტეფან ფულე - ევროკავშირი ჩართულია უკრაინაში კრიზისის მშვიდობიანად მოგვარებაში

შტეფან ფულე - ევროკავშირი ჩართულია უკრაინაში კრიზისის მშვიდობიანად მოგვარებაში

ევროკავშირი კვლავინდებურად ჩართულია უკრაინაში კრიზისის მშვიდობიანად, მოლაპარაკებების გზით გადაჭრის ხელშეწყობაში. ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ უკრაინაში ვიზიტის შემდეგ განაცხადა.

როგორც შტეფან ფულემ საკუთარ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, უკრაინის ხელისუფლებასა და ოპოზიციის წევრებთან შეხვედრისას, მან ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია დასრულდეს ძალადობა, ბრძოლა იმ პირთა დაუსჯელობის წინააღმდეგ, ვინც დამნაშავეა ადამიანთა უფლებების დარღვევაში.

"აუცილებელია, გაგრძელდეს დიალოგი, რათა მოიძებნოს გამოსავალი კრიზისიდან გამოსასვლელად, რომელიც ქვეყნაში მომავალში დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის. კიევში ჩემმა მოლაპარაკებებმა აჩვენა კონკრეტული ნაბიჯების აუცილებლობა, რათა ადამიანებს შორის ნდობა აღდგეს, შეჩერდეს ძალადობა და დაშინება, რომლის მეორე ეტაპიც, შექმნილი კრიზისის შეწყვეტისკენ მიმართული პოლიტიკური პროცესი იქნება", - ნათქვამია ფულეს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, ევროკავშირი გააგრძელებს ამ პროცესში მონაწილეობას, რათა უკრაინას სიტუაციის დე-ესკალაციასა და კრიზისიდან გამოსვლის გზების ძიებაში დაეხმაროს. მისივე თქმით, ამას მოწმობს უკრაინაში მომავალი კვირისთვის დაგეგმილი კეტრინ ეშტონის ვიზიტი.

ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში კიევში უკრაინის პრეზიდენტს, ასევე ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შეხვდა. ამასთან, როგორც შტეფან ფულემ აღნიშნა, ის მაიდანზეც იმყოფებოდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა