მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩინელმა მამაკაცმა ავადმყოფი ძმა თვითმკვლელობით იხსნა
ჩინელმა მამაკაცმა ავადმყოფი ძმა თვითმკვლელობით იხსნა

ჩი­ნელ­მა თი­ნე­ი­ჯერ­მა თავი მო­იკ­ლა და ამ გზით მშობ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, უფ­რო­სი ძმის სი­ცო­ცხლე ეხ­სნათ და თან­ხა მხო­ლოდ მის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე და­ე­ხარ­ჯათ.

ჩი­ნე­ლი ძმე­ბი, 20 წლის ჰონ­გუი და 18 წლის ჰონგტაო თირკმლის უკ­მა­რი­სო­ბით იტან­ჯე­ბოდ­ნენ. ძმებს დი­აგ­ნო­ზი 2010 წელს და­უს­ვეს. ბი­ჭე­ბის მშობ­ლებს, ჩუ­ა­ნი­უს და ჟენგ ტინგხი­ას სა­კუ­თა­რი შე­მო­სავ­ლე­ბით სა­მე­დი­ცი­ნო ხარ­ჯე­ბის სრუ­ლად და­ფარ­ვა გა­უ­ჭირ­დათ; მათ თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი გა­ყი­დეს, რაც გა­აჩ­ნდათ, რათა ვა­ჟე­ბის სი­ცო­ცხლე გა­და­ერ­ჩი­ნათ. ბი­ჭე­ბის მე­გობ­რებ­მა და მას­წავ­ლებ­ლებ­მა მათ გა­და­სარ­ჩე­ნად შე­მო­წი­რუ­ლო­ბის სა­ხით 10 000 გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გი შე­აგ­რო­ვეს, მაგ­რამ არც ეს აღ­მოჩ­ნდა საკ­მა­რი­სი. ექი­მებს იმე­დი ჰქონ­დათ, რომ მშობ­ლე­ბი ტრან­სპლან­ტა­ცი­ის­თვის დო­ნო­რად გა­მოდ­გე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ დო­ნო­რო­ბა ვერ შეძ­ლეს. იმის­თვის, რომ შვი­ლე­ბი გა­და­ერ­ჩი­ნათ, რამ­დე­ნი­მე თვე მშობ­ლე­ბი ქუ­ჩა­შიც მა­თხოვ­რობ­დნენ.

ერთ დღეს 18 წლის ძმა ოთახ­ში ჩა­ი­კე­ტა და პეს­ტი­ცი­დე­ბი და­ლია. თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მან ოთახ­ში წე­რი­ლიც და­ტო­ვა, სა­დაც ეწე­რა: "ძმაო, რო­დე­საც გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბი, გთხოვ, მი­თხა­რი და ეს ჩემ­თვის საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა". ეს ამ­ბა­ვი ერთ-ერ­თმა ად­გი­ლობ­რივ­მა ტე­ლე­არ­ხმა გა­ავ­რცე­ლა და მას შემ­დეგ, რაც ეთერ­ში სი­უ­ჟე­ტი გა­ვი­და, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ახალ­გაზ­რდას გა­და­სარ­ჩე­ნად შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბი შეგ­როვ­და. დღეს, 23 წლის ჰონ­გუ­ის წარ­მა­ტე­ბით ჩა­უ­ტარ­და თირკმლის გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცია და მალე სრუ­ლი­ად გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბა. რო­გორც მამა ამ­ბობს, მე­ო­რე ვა­ჟის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა მის­თვის ტკბილ-მწა­რე სი­ხა­რუ­ლია.

"მიკ­ვირს ჩემი უმ­ცრო­სი ვა­ჟის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა თავს უფ­ლე­ბა მივ­ცეთ, რომ ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყოთ", - ამ­ბობს მამა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ჩინელმა მამაკაცმა ავადმყოფი ძმა თვითმკვლელობით იხსნა

ჩინელმა მამაკაცმა ავადმყოფი ძმა თვითმკვლელობით იხსნა

ჩინელმა თინეიჯერმა თავი მოიკლა და ამ გზით მშობლებს საშუალება მისცა, უფროსი ძმის სიცოცხლე ეხსნათ და თანხა მხოლოდ მის ჯანმრთელობაზე დაეხარჯათ.

ჩინელი ძმები, 20 წლის ჰონგუი და 18 წლის ჰონგტაო თირკმლის უკმარისობით იტანჯებოდნენ. ძმებს დიაგნოზი 2010 წელს დაუსვეს. ბიჭების მშობლებს, ჩუანიუს და ჟენგ ტინგხიას საკუთარი შემოსავლებით სამედიცინო ხარჯების სრულად დაფარვა გაუჭირდათ; მათ თითქმის ყველაფერი გაყიდეს, რაც გააჩნდათ, რათა ვაჟების სიცოცხლე გადაერჩინათ. ბიჭების მეგობრებმა და მასწავლებლებმა მათ გადასარჩენად შემოწირულობის სახით 10 000 გირვანქა სტერლინგი შეაგროვეს, მაგრამ არც ეს აღმოჩნდა საკმარისი. ექიმებს იმედი ჰქონდათ, რომ მშობლები ტრანსპლანტაციისთვის დონორად გამოდგებოდნენ, მაგრამ დონორობა ვერ შეძლეს. იმისთვის, რომ შვილები გადაერჩინათ, რამდენიმე თვე მშობლები ქუჩაშიც მათხოვრობდნენ.

ერთ დღეს 18 წლის ძმა ოთახში ჩაიკეტა და პესტიციდები დალია. თვითმკვლელობამდე მან ოთახში წერილიც დატოვა, სადაც ეწერა: "ძმაო, როდესაც გამოჯანმრთელდები, გთხოვ, მითხარი და ეს ჩემთვის საკმარისი იქნება". ეს ამბავი ერთ-ერთმა ადგილობრივმა ტელეარხმა გაავრცელა და მას შემდეგ, რაც ეთერში სიუჟეტი გავიდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდას გადასარჩენად შემოწირულობები შეგროვდა. დღეს, 23 წლის ჰონგუის წარმატებით ჩაუტარდა თირკმლის გადანერგვის ოპერაცია და მალე სრულიად გამოჯანმრთელდება. როგორც მამა ამბობს, მეორე ვაჟის გამოჯანმრთელება მისთვის ტკბილ-მწარე სიხარულია.

"მიკვირს ჩემი უმცროსი ვაჟის სიკვდილის შემდეგ, როგორ შეიძლება თავს უფლება მივცეთ, რომ ბედნიერები ვიყოთ", - ამბობს მამა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"