კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხინკალს რომ კაცი დაიწუნებს, იმას პირში გემო და თავში ჭკუა არ აქვს" - კორკოტა ბრიტანელი ჟურნალისტის კრიტიკამ გააღიზიანა
"ხინკალს რომ კაცი დაიწუნებს, იმას პირში გემო და თავში ჭკუა არ აქვს" - კორკოტა ბრიტანელი ჟურნალისტის კრიტიკამ გააღიზიანა

ბრი­ტა­ნელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა უი­ლი­ამ დან­ბარ­მა ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო დაგ­ვი­წუ­ნა:

"ნე­ბის­მი­ერ­მა ადა­მი­ან­მა, რო­მე­ლიც ერთხელ მა­ინც ყო­ფი­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში, იცის, რომ აქ კარ­გი საჭ­მე­ლია. ხალ­ხი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რეა, მთე­ბი ლა­მა­ზი და საჭ­მე­ლიც გემ­რი­ე­ლი - ეს აქ­სი­ო­მად ჩა­მო­ყა­ლიბ­და. ჰოდა, ქარ­თვე­ლე­ბიც ზედ­მე­ტად დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი არი­ან ამა­ში და ქვე­ყა­ნაც სავ­სეა ქარ­თუ­ლი რეს­ტორ­ნე­ბით, რომ­ლე­ბიც, თა­ვის მხრივ ქარ­თვე­ლი ხალ­ხით არის სავ­სე. ჩემს უგუ­ლო­ბას მი­ზე­ზი აქვს: მე ვარ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან ბევ­რჯერ გა­უც­რუვ­და იმე­დი და ვსვამ კი­თხვას- იქ­ნებ ეს ყვე­ლა­ფე­რი ტყუ­ი­ლია?" - კი­თხუ­ლობს ული­ამ დან­ბა­რი და ხინ­კალ­სა და სხვა ქარ­თულ კერ­ძებს მე­ტად ხა­ტოვ­ნად და ირო­ნი­უ­ლად ახა­სი­ა­თებს, - "ის ფაქ­ტი, რომ ქარ­თვე­ლე­ბი ეროვ­ნუ­ლი სა­ლა­თე­ბის მომ­ზა­დე­ბი­სას მა­ი­ო­ნეზს არ იყე­ნებ­დნენ ალ­ბათ საბ­ჭო­თა ჩაგ­ვრის­გან სუ­ლის მოთ­ქმას ჰგავ­და" - დას­ძენს ბრი­ტა­ნე­ლი, რო­მე­ლიც თავს "მარ­ტი­ვი სამ­ზა­რე­უ­ლოს" ქვეყ­ნის შვილს უწო­დებს და არც იმის თქმა ერი­დე­ბა, რომ ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში არ­ჩე­ვა­ნი წარ­მო­უდ­გენ­ლად შე­ზღუ­დუ­ლია.

"ხინ­კა­ლი? ცომ­ში გახ­ვე­უ­ლი ხორ­ცი - განა რამე ისე­თია, რა­ზეც ინ­გლის­ში ვინ­მეს მო­ვუყ­ვე­ბი?.. . აი ღვი­ნო­ზე კი, გა­დაკ­რუ­ლი სი­ტყვა არ დამ­ცდე­ბა..."- წერს დან­ბა­რი.

ბრი­ტა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის მხრი­დან ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს გა­კი­ცხვა-გაკ­რი­ტი­კე­ბის მი­მართ, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა გულ­გრი­ლი ვერ დარ­ჩა. გია კორ­კო­ტაშ­ვი­ლის ("კორ­კო­ტა") თქმით, თუ ბრი­ტა­ნელს ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი არ მოს­წონს, დაე, ნუ­ღა­რას­დროს მი­ირ­თმევს მათ...

გია კორ­კო­ტაშ­ვი­ლი:

- მარ­თა­ლია, გი­თხრათ, გული დამ­წყდა ამ სტა­ტი­ის გამო... ბრი­ტა­ნეთ­ში, ამო­დე­ნა კონ­სერ­ვა­ტი­ულ ქვე­ყა­ნა­ში მა­ინ­ცდა­მა­ინც ერთი გა­მოდ­გა აცუნ­დრუ­კე­ბუ­ლი, ისიც ჩვენ­თან ჩა­მო­ვი­და და ჩვე­ნი ხინ­კა­ლი­სა და სხვა კერ­ძე­ბის და­ცინ­ვა და­ი­წყო. თუ მოს­წონს, მი­ირ­თვას, თუ ძა­ლი­ან მოს­წონს, სა­დამ­დეც მოს­წონს, იმ­დე­ნი მი­ირ­თვას და არ მოს­წონს, დაგ­ვა­ნე­ბოს თავი, რა... და­ა­ძა­ლა ვინ­მემ? გე­მოვ­ნე­ბას და სუფ­რას ქარ­თვე­ლებს ვე­რა­ვინ გვას­წავ­ლის, მით უმე­ტეს ბრი­ტა­ნე­ლე­ბი, ჩა­ი­ზეც რომ პუ­დინგს ატა­ნენ. რაღა იმ ინ­გლი­სელ­მა და­ი­წუ­ნა ქარ­თუ­ლი სუფ­რა, ვი­საც კი აქეთ შე­მო­უდ­გამს ფეხი, ყვე­ლა გიჟ­დე­ბა და მა­გას რით ვერ მო­ვა­წო­ნეთ თავი. ჩვე­ნი დე­დე­ბის, დე­ბი­სა და მე­უღ­ლე­ე­ბის მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი ჯერ არა­ვის გა­უკ­რი­ტი­კე­ბია, ხინ­კალს რომ კაცი და­ი­წუ­ნებს, იმას არც პირ­ში აქვს გემო და არც თავ­ში ჭკუა. ასე­თი კა­ცის აზრს კი ჩემ­თვის არა­ვი­თა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, რა ეროვ­ნე­ბი­საც უნდა იყოს. ინ­დო­ნე­ზი­ე­ლია, ინ­გლი­სე­ლი თუ სერ­ბი, ასე­თი კაცი ქარ­თულ სუფ­რას ვერ შე­ა­ფა­სებს. უბ­რა­ლოდ, დონე არ ეყო­ფა ამის­თვის. კულ­ტუ­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი ასეთ რა­მეს არ და­წერს, რად­გან ბევრ ქვე­ყა­ნა­ში, ჭი­ა­ყე­ლას, ბა­ყაყ­სა და ბე­ჰე­მოთს ჭა­მენ, მაგ­რამ ამის გამო მათ არა­ვინ აკ­რი­ტი­კებს და გა­ნი­კი­თხავს, ვისი რა საქ­მეა?..

- მან თქვა, ქარ­თვე­ლე­ბი რუ­სებ­მა გა­ა­თა­მა­მეს, რად­გან მათ სამ­ზა­რე­უ­ლოს ქარ­თუ­ლი გა­ცი­ლე­ბით ჯო­ბი­აო...

- კარ­გით რა, ჩვენ არა­ვის გა­სა­თა­მა­მე­ბე­ლი არა­ფე­რი გვჭირ­და... 54 წლის კაცი ვარ და რა იერ­არ­ქი­ის რუ­სიც არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი უბ­რა­ლო მო­ქა­ლა­ქე თუ მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი, ქარ­თულ სუფ­რა­ზე კი არ გიჟ­დე­ბოდ­ნენ, უბ­რა­ლოდ ცუ­დად ხდე­ბოდ­ნენ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, გურ­მა­ნი ადა­მი­ა­ნი ქარ­თულ სუფ­რას­თან დაჯ­დეს და იქე­დან აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი არ ად­გეს?.. და რა აქვთ თვი­თონ ინ­გლი­სე­ლებს ასე­თი, ჩვენ­სას რომ უბ­ზუ­ებს ცხვირს?

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ხინკალს რომ კაცი დაიწუნებს, იმას პირში გემო და თავში ჭკუა არ აქვს" - კორკოტა ბრიტანელი ჟურნალისტის კრიტიკამ გააღიზიანა

"ხინკალს რომ კაცი დაიწუნებს, იმას პირში გემო და თავში ჭკუა არ აქვს" - კორკოტა ბრიტანელი ჟურნალისტის კრიტიკამ გააღიზიანა

ბრიტანელმა ჟურნალისტმა უილიამ დანბარმა ქართული სამზარეულო დაგვიწუნა:

"ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც ერთხელ მაინც ყოფილა საქართველოში, იცის, რომ აქ კარგი საჭმელია. ხალხი სტუმართმოყვარეა, მთები ლამაზი და საჭმელიც გემრიელი - ეს აქსიომად ჩამოყალიბდა. ჰოდა, ქართველებიც ზედმეტად დარწმუნებულნი არიან ამაში და ქვეყანაც სავსეა ქართული რესტორნებით, რომლებიც, თავის მხრივ ქართველი ხალხით არის სავსე. ჩემს უგულობას მიზეზი აქვს: მე ვარ ადამიანი, რომელსაც წლების განმავლობაში ძალიან ბევრჯერ გაუცრუვდა იმედი და ვსვამ კითხვას- იქნებ ეს ყველაფერი ტყუილია?" - კითხულობს ულიამ დანბარი და ხინკალსა და სხვა ქართულ კერძებს მეტად ხატოვნად და ირონიულად ახასიათებს, - "ის ფაქტი, რომ ქართველები ეროვნული სალათების მომზადებისას მაიონეზს არ იყენებდნენ ალბათ საბჭოთა ჩაგვრისგან სულის მოთქმას ჰგავდა" - დასძენს ბრიტანელი, რომელიც თავს "მარტივი სამზარეულოს" ქვეყნის შვილს უწოდებს და არც იმის თქმა ერიდება, რომ ქართულ სამზარეულოში არჩევანი წარმოუდგენლად შეზღუდულია.

"ხინკალი? ცომში გახვეული ხორცი - განა რამე ისეთია, რაზეც ინგლისში ვინმეს მოვუყვები?.. . აი ღვინოზე კი, გადაკრული სიტყვა არ დამცდება..."- წერს დანბარი.

ბრიტანელი ჟურნალისტის მხრიდან ქართული სამზარეულოს გაკიცხვა-გაკრიტიკების მიმართ, ქართული საზოგადოება გულგრილი ვერ დარჩა. გია კორკოტაშვილის ("კორკოტა") თქმით, თუ ბრიტანელს ქართული კერძები არ მოსწონს, დაე, ნუღარასდროს მიირთმევს მათ...

გია კორკოტაშვილი:

- მართალია, გითხრათ, გული დამწყდა ამ სტატიის გამო... ბრიტანეთში, ამოდენა კონსერვატიულ ქვეყანაში მაინცდამაინც ერთი გამოდგა აცუნდრუკებული, ისიც ჩვენთან ჩამოვიდა და ჩვენი ხინკალისა და სხვა კერძების დაცინვა დაიწყო. თუ მოსწონს, მიირთვას, თუ ძალიან მოსწონს, სადამდეც მოსწონს, იმდენი მიირთვას და არ მოსწონს, დაგვანებოს თავი, რა... დააძალა ვინმემ? გემოვნებას და სუფრას ქართველებს ვერავინ გვასწავლის, მით უმეტეს ბრიტანელები, ჩაიზეც რომ პუდინგს ატანენ. რაღა იმ ინგლისელმა დაიწუნა ქართული სუფრა, ვისაც კი აქეთ შემოუდგამს ფეხი, ყველა გიჟდება და მაგას რით ვერ მოვაწონეთ თავი. ჩვენი დედების, დებისა და მეუღლეების მომზადებული კერძები ჯერ არავის გაუკრიტიკებია, ხინკალს რომ კაცი დაიწუნებს, იმას არც პირში აქვს გემო და არც თავში ჭკუა. ასეთი კაცის აზრს კი ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რა ეროვნებისაც უნდა იყოს. ინდონეზიელია, ინგლისელი თუ სერბი, ასეთი კაცი ქართულ სუფრას ვერ შეაფასებს. უბრალოდ, დონე არ ეყოფა ამისთვის. კულტურული ადამიანი ასეთ რამეს არ დაწერს, რადგან ბევრ ქვეყანაში, ჭიაყელას, ბაყაყსა და ბეჰემოთს ჭამენ, მაგრამ ამის გამო მათ არავინ აკრიტიკებს და განიკითხავს, ვისი რა საქმეა?..

- მან თქვა, ქართველები რუსებმა გაათამამეს, რადგან მათ სამზარეულოს ქართული გაცილებით ჯობიაო...

- კარგით რა, ჩვენ არავის გასათამამებელი არაფერი გვჭირდა... 54 წლის კაცი ვარ და რა იერარქიის რუსიც არ უნდა ყოფილიყო, ჩვეულებრივი უბრალო მოქალაქე თუ მაღალი თანამდებობის პირი, ქართულ სუფრაზე კი არ გიჟდებოდნენ, უბრალოდ ცუდად ხდებოდნენ. როგორ შეიძლება, გურმანი ადამიანი ქართულ სუფრასთან დაჯდეს და იქედან აღფრთოვანებული არ ადგეს?.. და რა აქვთ თვითონ ინგლისელებს ასეთი, ჩვენსას რომ უბზუებს ცხვირს?

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"