სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროპა მწარედ გვატყუებს... ლეფორმა თქვა ის, რასაც ბრიუსელის კულუარებში ლაპარაკობენ"
"ევროპა მწარედ გვატყუებს... ლეფორმა თქვა ის, რასაც ბრიუსელის კულუარებში ლაპარაკობენ"

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ევ­რო­კავ­ში­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი წა­მო­მად­გე­ნე­ლის და ჟე­ნე­ვის დის­კუ­სი­ის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რის, ფი­ლიპ ლე­ფო­რის მიერ ცხინ­ვალ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა ისევ გან­სჯის სა­გა­ნია. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ფი­ლიპ ლე­ფორ­მა სამ­ხრეთ ოსეთ­ში, ლე­ო­ნიდ თი­ბი­ლოვ­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და - "სამ­ხრეთ ოსე­თის, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს სტა­ტუ­სი დიდი ხა­ნია გან­სა­ზღვრუ­ლი­აო". თავ­და­პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­იჩ­ნი­ეს, რომ ლე­ფო­რის ნათ­ქვა­მი ოსურ­მა მე­დი­ამ გან­ზრახ და­ა­მა­ხინ­ჯა, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან შეხ­ვედ­რი­სას ევ­რო­პელ დიპ­ლო­მატს თა­ვი­სი გან­ცხა­დე­ბა არ უა­რუყ­ვია, თუმ­ცა ტრი­ვი­ა­ლუ­რად აღ­ნიშ­ნა, რომ ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მი­მართ ურ­ყე­ვია. ლე­ფო­რის სკან­და­ლურ გან­ცხა­დე­ბა­სა და ვი­ზიტ­ზე კო­მენ­ტა­რი პო­ლი­ტო­ლოგ სოსო ცინ­ცა­ძეს ვთხო­ვეთ:

- პირ­ველ რიგ­ში, მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ჩვე­ნი მხრი­დან იყო ნუ­ლო­ვა­ნი ადეკ­ვა­ტუ­რო­ბა. ძა­ლი­ან მო­წი­წე­ბით, ერთი ად­გი­ლის კან­კა­ლით თხო­ვეს ლე­ფორს, რომ რა­ი­მე გან­მარ­ტე­ბა გა­ე­კე­თე­ბი­ნა და და­ე­ზუს­ტე­ბი­ნა, რას გუ­ლის­ხმობ­და. მე ეჭვი მაქვს, რომ ლე­ფორს უთხრეს - სა­ქარ­თვე­ლო­ში ამას მოყ­ვე­ბა ძა­ლი­ან ცუდი რე­აქ­ცია, ნუ დაგვღუ­პავ­თო და ლე­ფორ­მაც სა­მად­ლოდ თქვა - ევ­რო­კავ­ში­რი აღი­ა­რებს თქვენს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბა­სო. მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ სა­მა­ჩაბ­ლო­ში ვი­ზი­ტი­სას ნამ­დვი­ლად თქვა - ოსმა ხალ­ხმა უკვე გა­და­წყვი­ტა თა­ვის მო­მა­ვა­ლიო. ეს არ ეკად­რე­ბა არა თუ ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გე­ნელს, არა­მედ ისეთ ადა­მი­ან­საც კი, ვინც სა­ერ­თა­შო­რის სა­მარ­თალ­ში ოდ­ნავ მა­ინც არის გარ­კვე­უ­ლი, ვი­ნა­ი­დან იმ რე­გი­ონ­ში მხო­ლოდ ოსე­ბი არ ცხოვ­რო­ბენ, იქ ცხოვ­რობ­დნენ ქარ­თვე­ლე­ბიც, რომ­ლე­ბიც გა­მო­ყა­რეს. სამ­წუ­ხა­როა, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა უკვე კა­ნო­ნი­ერ რე­ა­ლო­ბად აღიქ­ვამს (რომ­ლის შეც­ვლაც აღარ შე­იძ­ლე­ბა) იმას, რომ აფხა­ზეთ­ში ქარ­თვე­ლე­ბი აღარ არი­ან და აფხა­ზე­თი არის მხო­ლოდ აფხა­ზე­ბის სამ­შობ­ლო, ხოლო სა­მა­ჩაბ­ლო არის მხო­ლოდ ოსე­ბის სამ­შობ­ლო და ძა­ლი­ან ცუ­დია, რომ ჩვე­ნი მხრი­დან ამა­ზე რე­ა­გი­რე­ბა არ ხდე­ბა. მე­ფის რუ­სე­თის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აღ­წე­რით ცხინ­ვალ­ში მხო­ლოდ ორი ოსუ­რი ოჯა­ხი ცხოვ­რობ­და და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ის მხო­ლოდ ოსე­ბის სამ­შობ­ლოდ ჩა­ით­ვა­ლოს?!

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"ევროპა მწარედ გვატყუებს... ლეფორმა თქვა ის, რასაც ბრიუსელის კულუარებში ლაპარაკობენ"

"ევროპა მწარედ გვატყუებს... ლეფორმა თქვა ის, რასაც ბრიუსელის კულუარებში ლაპარაკობენ"

რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის სპეციალური წამომადგენელის და ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარის, ფილიპ ლეფორის მიერ ცხინვალში გაკეთებული განცხადება ისევ განსჯის საგანია. შეგახსენებთ, რომ ფილიპ ლეფორმა სამხრეთ ოსეთში, ლეონიდ თიბილოვთან შეხვედრისას განაცხადა - "სამხრეთ ოსეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი დიდი ხანია განსაზღვრულიაო". თავდაპირველად საქართველოში მიიჩნიეს, რომ ლეფორის ნათქვამი ოსურმა მედიამ განზრახ დაამახინჯა, მაგრამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეხვედრისას ევროპელ დიპლომატს თავისი განცხადება არ უარუყვია, თუმცა ტრივიალურად აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია. ლეფორის სკანდალურ განცხადებასა და ვიზიტზე კომენტარი პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ვთხოვეთ:

- პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მხრიდან იყო ნულოვანი ადეკვატურობა. ძალიან მოწიწებით, ერთი ადგილის კანკალით თხოვეს ლეფორს, რომ რაიმე განმარტება გაეკეთებინა და დაეზუსტებინა, რას გულისხმობდა. მე ეჭვი მაქვს, რომ ლეფორს უთხრეს - საქართველოში ამას მოყვება ძალიან ცუდი რეაქცია, ნუ დაგვღუპავთო და ლეფორმაც სამადლოდ თქვა - ევროკავშირი აღიარებს თქვენს ტერიტორიულ მთლიანობასო. მაგრამ ფაქტია, რომ სამაჩაბლოში ვიზიტისას ნამდვილად თქვა - ოსმა ხალხმა უკვე გადაწყვიტა თავის მომავალიო. ეს არ ეკადრება არა თუ ევროკავშირის წარმომადგენელს, არამედ ისეთ ადამიანსაც კი, ვინც საერთაშორის სამართალში ოდნავ მაინც არის გარკვეული, ვინაიდან იმ რეგიონში მხოლოდ ოსები არ ცხოვრობენ, იქ ცხოვრობდნენ ქართველებიც, რომლებიც გამოყარეს. სამწუხაროა, რომ საერთაშორისო საზოგადოება უკვე კანონიერ რეალობად აღიქვამს (რომლის შეცვლაც აღარ შეიძლება) იმას, რომ აფხაზეთში ქართველები აღარ არიან და აფხაზეთი არის მხოლოდ აფხაზების სამშობლო, ხოლო სამაჩაბლო არის მხოლოდ ოსების სამშობლო და ძალიან ცუდია, რომ ჩვენი მხრიდან ამაზე რეაგირება არ ხდება. მეფის რუსეთის მიერ ჩატარებული აღწერით ცხინვალში მხოლოდ ორი ოსური ოჯახი ცხოვრობდა და როგორ შეიძლება, ის მხოლოდ ოსების სამშობლოდ ჩაითვალოს?!

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა