კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეა წულუკიანი - მოვუწოდებ კლინიკებს, გამორიცხონ გაუგებარი SMS-ების გზავნა ქალებისთვის სუროგაციის შეთავაზებაზე
თეა წულუკიანი - მოვუწოდებ კლინიკებს, გამორიცხონ გაუგებარი SMS-ების გზავნა ქალებისთვის სუროგაციის შეთავაზებაზე

შო­კის­მომ­გვრე­ლი იყო ის ხმა­უ­რი, რაც მოჰ­ყვა პატ­რი­არ­ქის ეპის­ტო­ლეს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა "რუს­თა­ვი 2"-ის გა­და­ცე­მა "პო­ზი­ცი­ა­ში" გა­ნა­ცხა­და.

მისი გან­მარ­ტე­ბით, სა­სუ­ლი­ე­რო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელს აქვს უფ­ლე­ბა, თა­ვი­სი აზრი გა­მოთ­ქვას და სა­კუ­თარ მრევლს შე­ა­გო­ნოს ან აუხ­სნას ის, რაც არის სწო­რი, რე­ლი­გი­უ­რი დოგმე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. თუმ­ცა, რო­გორც წუ­ლუ­კი­ა­ნი აღ­ნიშ­ნავს, ის იზი­ა­რებს ყვე­ლა იმ ოჯა­ხის ტკი­ვილს, რო­მელ­საც ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბით ყავს შვი­ლი და გა­მო­ხა­ტა ტკი­ვი­ლი ეპის­ტო­ლეს მი­მართ.

"ჩემ­თვის შო­კის­მომ­გვრე­ლი იყო ის ხმა­უ­რი რაც მოჰ­ყვა პატ­რი­არ­ქის ეპის­ტო­ლეს. სა­სუ­ლი­ე­რო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელს აქვს უფ­ლე­ბა თა­ვი­სი აზრი გა­მოთ­ქვას და სა­კუ­თარ მრევლს შე­ა­გო­ნოს და აუხ­სნას ის, რაც არის რე­ლი­გი­უ­რი დოგმე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სწო­რი. თუმ­ცა, რა თქმა უნდა მე მეს­მის და ვი­ზი­ა­რებ ყვე­ლა იმ ტკი­ვილს, რო­მე­ლიც გა­მო­ხა­ტა ბევ­რმა ოჯახ­მა, რო­მელ­საც სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვის გზით, ვგუ­ლის­ხმობ ხე­ლოვ­ნურ გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბას, შე­ე­ძი­ნა ბავ­ში. ჩვენ ვართ მცი­რე ერი. ბევ­რი ომის შემ­დეგ, ძა­ლი­ან ბევ­რი და­უ­ო­ჯა­ხე­ბე­ლი ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დაგ­ვი­ა­ნე­ბით შექ­მნი­ლი ოჯა­ხე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მათ აქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა იყო­ლი­ონ მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა ხე­ლოვ­ნუ­რი გზით. მე ამ პრინ­ციპს ვი­ზი­ა­რებ და ვი­ზი­ა­რებ იმ სი­ხა­რულს, რო­მე­ლიც გა­ნი­ცა­დეს იმით, რომ მათ ჰყავთ შვი­ლე­ბი ამ გზით. ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა არის მი­სა­სალ­მე­ბე­ლი იმის­თვის, რომ უშ­ვი­ლო წყვილს გა­უჩ­ნდეს შვი­ლი", - აღ­ნიშ­ნა წუ­ლუ­კი­ან­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა სუ­რო­გა­ცი­ას, წუ­ლუ­კი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობს რე­გუ­ლა­ცი­ა­ზე, რათა სუ­რო­გა­ცია არ იყოს ბიზ­ნე­სად ქცე­უ­ლი.

"რაც შე­ე­ხე­ბა სუ­რო­გა­ცი­ას. ბევრ ქვე­ყა­ნა­ში სუ­რო­გა­ცია არის აკ­რძა­ლუ­ლი, ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში ეს აკ­რძა­ლუ­ლი არ არის. მაგ­რამ, ძა­ლი­ან ბევ­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტის დროს, თუნ­დაც ბრი­ტა­ნეთ­ში და ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში, ჩემ­თვის და­უს­ვამთ კი­თხვა, თუ რა­ტომ არ არის რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი ჩვენ­თან სუ­რო­გა­ცია. კა­ნონპ­რო­ექ­ტი ჩვენ­თან მზად­დე­ბა. მე ამ ეტაპ­ზე მისი პრინ­ცი­პე­ბის თქმის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ. ჩვენ არ ვი­სა­ხავთ მიზ­ნად ავ­კრძა­ლოთ სუ­რო­გა­ცია, რად­გან ბევ­რი უი­მე­დოდ გან­წყო­ბი­ლი წყვი­ლის­თვის ეს არის ბოლო შვე­ლა. ჩვენ გვინ­და სა­ბო­ლო­ოდ გა­მოვ­რი­ცხოთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ სუ­რო­გა­ცია იყოს ბიზ­ნე­სი და ფუ­ლის კე­თე­ბის წყა­რო. ჩვენ გვინ­და და­ვა­წე­სოთ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი. ევ­რო­პელ­მა კო­ლე­გებ­მა მო­ი­თხო­ვეს ამის რე­გუ­ლა­ცია, რად­გან ჩვენ ვხვდე­ბით ევ­რო­პუ­ლი სივ­რცის ნა­წი­ლი. ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის ყიდ­ვა უნდა იყოს გა­მო­რი­ცხუ­ლი", - აღ­ნიშ­ნა წუ­ლუ­კი­ან­მა.

ის ასე­ვე მო­უ­წო­დებს სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კებს, გა­მო­რი­ცხონ გა­უ­გე­ბა­რი SMS-ების გზავ­ნა ქა­ლე­ბის­თვის სუ­რო­გა­ცი­ის შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე. "ყვე­ლა იმ კლი­ნი­კას მინ­და მო­ვუ­წო­დო, რო­მე­ლიც ამით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, გა­მო­რი­ცხონ გა­უ­გე­ბა­რი SMS-ების გზავ­ნა. ამა­ში ვგუ­ლის­ხმობ იმას, რომ ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ღე­ბუ­ლო­ბენ მოკ­ლე ტექ­სტურ შე­ტყო­ბი­ნე­ბებს და სთა­ვა­ზობს ესა თუ ის კლი­ნი­კა, რომ გახ­დნენ სუ­რო­გა­ტი დე­დე­ბი ამა თუ იმ ფა­სის ნაც­ვლად. ეს არ არის აკ­რძა­ლუ­ლი, მაგ­რამ სა­ნამ აიკ­რძა­ლე­ბა, მე მათ ამის­კენ მო­ვუ­წო­დებ", - აღ­ნიშ­ნა წუ­ლუ­კი­ან­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

თეა წულუკიანი - მოვუწოდებ კლინიკებს, გამორიცხონ გაუგებარი SMS-ების გზავნა ქალებისთვის სუროგაციის შეთავაზებაზე

თეა წულუკიანი - მოვუწოდებ კლინიკებს, გამორიცხონ გაუგებარი SMS-ების გზავნა ქალებისთვის სუროგაციის შეთავაზებაზე

შოკისმომგვრელი იყო ის ხმაური, რაც მოჰყვა პატრიარქის ეპისტოლეს, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა.

მისი განმარტებით, სასულიერო ხელისუფლების ხელმძღვანელს აქვს უფლება, თავისი აზრი გამოთქვას და საკუთარ მრევლს შეაგონოს ან აუხსნას ის, რაც არის სწორი, რელიგიური დოგმებიდან გამომდინარე. თუმცა, როგორც წულუკიანი აღნიშნავს, ის იზიარებს ყველა იმ ოჯახის ტკივილს, რომელსაც ხელოვნური განაყოფიერებით ყავს შვილი და გამოხატა ტკივილი ეპისტოლეს მიმართ.

"ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო ის ხმაური რაც მოჰყვა პატრიარქის ეპისტოლეს. სასულიერო ხელისუფლების ხელმძღვანელს აქვს უფლება თავისი აზრი გამოთქვას და საკუთარ მრევლს შეაგონოს და აუხსნას ის, რაც არის რელიგიური დოგმებიდან გამომდინარე სწორი. თუმცა, რა თქმა უნდა მე მესმის და ვიზიარებ ყველა იმ ტკივილს, რომელიც გამოხატა ბევრმა ოჯახმა, რომელსაც სამედიცინო ჩარევის გზით, ვგულისხმობ ხელოვნურ განაყოფიერებას, შეეძინა ბავში. ჩვენ ვართ მცირე ერი. ბევრი ომის შემდეგ, ძალიან ბევრი დაუოჯახებელი ქალისა და მამაკაციდან გამომდინარე, დაგვიანებით შექმნილი ოჯახებიდან გამომდინარე, სხვადასხვა პრობლემიდან გამომდინარე, მათ აქვთ საშუალება იყოლიონ მომავალი თაობა ხელოვნური გზით. მე ამ პრინციპს ვიზიარებ და ვიზიარებ იმ სიხარულს, რომელიც განიცადეს იმით, რომ მათ ჰყავთ შვილები ამ გზით. ხელოვნური განაყოფიერება არის მისასალმებელი იმისთვის, რომ უშვილო წყვილს გაუჩნდეს შვილი", - აღნიშნა წულუკიანმა.

რაც შეეხება სუროგაციას, წულუკიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით მუშაობს რეგულაციაზე, რათა სუროგაცია არ იყოს ბიზნესად ქცეული.

"რაც შეეხება სუროგაციას. ბევრ ქვეყანაში სუროგაცია არის აკრძალული, ჩვენ ქვეყანაში ეს აკრძალული არ არის. მაგრამ, ძალიან ბევრი ოფიციალური ვიზიტის დროს, თუნდაც ბრიტანეთში და ევროკავშირის ქვეყნებში, ჩემთვის დაუსვამთ კითხვა, თუ რატომ არ არის რეგულირებული ჩვენთან სუროგაცია. კანონპროექტი ჩვენთან მზადდება. მე ამ ეტაპზე მისი პრინციპების თქმისგან თავს შევიკავებ. ჩვენ არ ვისახავთ მიზნად ავკრძალოთ სუროგაცია, რადგან ბევრი უიმედოდ განწყობილი წყვილისთვის ეს არის ბოლო შველა. ჩვენ გვინდა საბოლოოდ გამოვრიცხოთ საქართველოში, რომ სუროგაცია იყოს ბიზნესი და ფულის კეთების წყარო. ჩვენ გვინდა დავაწესოთ რეგულაციები. ევროპელმა კოლეგებმა მოითხოვეს ამის რეგულაცია, რადგან ჩვენ ვხვდებით ევროპული სივრცის ნაწილი. ადამიანის სიცოცხლის ყიდვა უნდა იყოს გამორიცხული", - აღნიშნა წულუკიანმა.

ის ასევე მოუწოდებს სხვადასხვა კლინიკებს, გამორიცხონ გაუგებარი SMS-ების გზავნა ქალებისთვის სუროგაციის შეთავაზებაზე. "ყველა იმ კლინიკას მინდა მოვუწოდო, რომელიც ამით არის დაკავებული, გამორიცხონ გაუგებარი SMS-ების გზავნა. ამაში ვგულისხმობ იმას, რომ ქალბატონები ღებულობენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს და სთავაზობს ესა თუ ის კლინიკა, რომ გახდნენ სუროგატი დედები ამა თუ იმ ფასის ნაცვლად. ეს არ არის აკრძალული, მაგრამ სანამ აიკრძალება, მე მათ ამისკენ მოვუწოდებ", - აღნიშნა წულუკიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია