პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეა წულუკიანი - მაშინ დავუშვით შეცდომა, როდესაც ვანო მერაბიშვილი მატროსოვის ციხეში მოთავსდა
თეა წულუკიანი - მაშინ დავუშვით შეცდომა, როდესაც ვანო მერაბიშვილი მატროსოვის ციხეში მოთავსდა

ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი და ბაჩო ახა­ლა­ია არ შე­იძ­ლე­ბა იყ­ვნენ ცი­ხე­ში, სა­დაც სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რის ჩა­ნა­წე­რი მუდ­მი­ვად არ ინა­ხე­ბა, - ამის შე­სა­ხებ შე­სა­ხებ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა "რუს­თა­ვი 2"-ის გა­და­ცე­მა "პო­ზი­ცი­ა­ში" გა­ნა­ცხა­და.

მი­ნის­ტრი ამ ფაქტს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­დო­მად მი­იჩ­ნევს და ფიქ­რობს, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ისი­ნი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ცი­ხე­ში, სა­დაც ვი­დე­ო­ფი­რე­ბი ხან­გრძლი­ვად ინა­ხე­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბაც მა­ღა­ლია.

თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, რო­დე­საც პა­ტი­მა­რი ასა­ხე­ლებს ფაქ­ტებს, ის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა გა­და­მოწ­მდეს. "და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი სტან­დარ­ტი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. ამ შემ­თხვე­ვა­ში ის ვადა, რა ვა­და­შიც ამის გა­მორ­კვე­ვა მოხ­და, პრობ­ლე­მა არ არის. რაც მა­წუ­ხებს და ობი­ექ­ტუ­რი რე­ა­ლო­ბაა, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი მო­თავ­სე­ბუ­ლია ისეთ ცი­ხე­ში, სა­დაც არ შე­იძ­ლე­ბა არ იყოს კა­მე­რე­ბი, რო­მე­ლიც მისი პა­ტიმ­რო­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე არ ინა­ხავს იმ ფი­რებს, რო­მე­ლიც მას ეხე­ბა, რა თქმა უნდა იმ დათ­ქმით, რომ მისი პი­რა­დი ინ­ტი­მუ­რი ცხოვ­რე­ბა ასა­ხუ­ლი არ იქ­ნე­ბა. ეს არის იმ დო­ნის საქ­მე და ისე­თი პა­ტი­მა­რი, ისე­ვე, რო­გორც ბაჩო ახა­ლა­ია, არ შე­იძ­ლე­ბა ისი­ნი იყ­ვნენ ცი­ხე­ში, სა­დაც არ არის მუდ­მი­ვად შე­ნახ­ვა­დი კად­რე­ბი. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ის აბ­სურ­დი, რაც მე­რა­ბიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, მარ­ტი­ვად შე­მოწ­მე­ბა­დი იქ­ნე­ბო­და. მა­შინ და­ვუშ­ვით შეც­დო­მა, რო­დე­საც მატ­რო­სო­ვის ცი­ხე­ში მო­თავ­სდა და არა იმ ცი­ხე­ში, სა­დაც უსაფრ­თხო­ე­ბის მა­ღა­ლი დო­ნეა და მა­თი­ვე და­ტო­ვე­ბუ­ლი კა­მე­რე­ბია", - გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი გა­მო­რი­ცხავს, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს პრე­მი­ე­რი­სა და მთავ­რო­ბის­თვის "ეკად­რე­ბი­ნა" ის, რა­ზეც ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი სა­უბ­რობს. "ობი­ექ­ტუ­რი რე­ა­ლო­ბა ისე­თია, რომ აქეთ დევს აბ­სურ­დუ­ლი გან­ცხა­დე­ბა, თუმ­ცა იმის იქით საქ­მე ვერ მი­დის, რად­გან ამის ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს სუ­ბა­რის უწყე­ბას. სო­ზარ სუ­ბარ­მა ამ თე­მა­ზე ვრცლად ისა­უბ­რა. მას და მის გე­ნინ­სპექ­ცი­ას მხო­ლოდ ჩა­ნა­წე­რე­ბი არ შე­უ­მოწ­მე­ბი­ათ. და­ი­კი­თხნენ მოწ­მე­ე­ბი. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა თა­ვი­დან უარი გა­ნა­ცხა­და ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა­ზე, შემ­დეგ და­თან­ხმე­ბუ­ლა. და­ი­კი­თხა არა­ერ­თი მოწ­მე, რომ­ლებ­მაც აბ­სურ­დი უწო­დეს იმას, რა­საც ბა­ტო­ნი ვანო ამ­ბობს", - აღ­ნიშ­ნა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა.

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­მა­ვალ­ში მსგავ­სი "აბ­სურ­დუ­ლი და დესტრუქ­ცი­უ­ლი" გან­ცხა­დე­ბე­ბის­გან და­ცუ­ლი რომ იყოს, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი და ბაჩო ახა­ლა­ია უნდა მო­თავ­სდნენ მა­ღა­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის იმ ცი­ხე­ში, სა­დაც ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი ხან­გრძლი­ვად ინა­ხე­ბა.

"რაც შე­ე­ხე­ბა მათ სურ­ვილს სტრას­ბურ­გში ჩი­ვი­ლის შე­სა­ხებ, ეს ყვე­ლას უფ­ლე­ბაა. ხან­და­ხან ეჭვი მე­პა­რე­ბა მე­რა­ბიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტე­ბის კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბა­ში, მაგ­რამ 6 თვე აქვთ და იქ­ნებ არ გა­უშ­ვან ეს ვადა, თუ ამ საქ­მის სტრას­ბურ­გში წა­ღე­ბა სურთ. ჩვენ არა­ფე­რი გვაქვს თა­ვის სა­მარ­თლე­ბე­ლი", - აღ­ნიშ­ნა წუ­ლუ­კი­ან­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

თეა წულუკიანი - მაშინ დავუშვით შეცდომა, როდესაც ვანო მერაბიშვილი მატროსოვის ციხეში მოთავსდა

თეა წულუკიანი - მაშინ დავუშვით შეცდომა, როდესაც ვანო მერაბიშვილი მატროსოვის ციხეში მოთავსდა

ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია არ შეიძლება იყვნენ ციხეში, სადაც სათვალთვალო კამერის ჩანაწერი მუდმივად არ ინახება, - ამის შესახებ შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა.

მინისტრი ამ ფაქტს ხელისუფლების შეცდომად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ აუცილებელია ისინი იმყოფებოდნენ ციხეში, სადაც ვიდეოფირები ხანგრძლივად ინახება და უსაფრთხოებაც მაღალია.

თეა წულუკიანის განცხადებით, როდესაც პატიმარი ასახელებს ფაქტებს, ის დაუყოვნებლივ უნდა გადამოწმდეს. "დაუყოვნებლივი სტანდარტი განსხვავებულია. ამ შემთხვევაში ის ვადა, რა ვადაშიც ამის გამორკვევა მოხდა, პრობლემა არ არის. რაც მაწუხებს და ობიექტური რეალობაა, ვანო მერაბიშვილი მოთავსებულია ისეთ ციხეში, სადაც არ შეიძლება არ იყოს კამერები, რომელიც მისი პატიმრობის დასრულებამდე არ ინახავს იმ ფირებს, რომელიც მას ეხება, რა თქმა უნდა იმ დათქმით, რომ მისი პირადი ინტიმური ცხოვრება ასახული არ იქნება. ეს არის იმ დონის საქმე და ისეთი პატიმარი, ისევე, როგორც ბაჩო ახალაია, არ შეიძლება ისინი იყვნენ ციხეში, სადაც არ არის მუდმივად შენახვადი კადრები. წინააღმდეგ შემთხვევაში ის აბსურდი, რაც მერაბიშვილმა განაცხადა, მარტივად შემოწმებადი იქნებოდა. მაშინ დავუშვით შეცდომა, როდესაც მატროსოვის ციხეში მოთავსდა და არა იმ ციხეში, სადაც უსაფრთხოების მაღალი დონეა და მათივე დატოვებული კამერებია", - განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრი გამორიცხავს, ოთარ ფარცხალაძეს პრემიერისა და მთავრობისთვის "ეკადრებინა" ის, რაზეც ვანო მერაბიშვილი საუბრობს. "ობიექტური რეალობა ისეთია, რომ აქეთ დევს აბსურდული განცხადება, თუმცა იმის იქით საქმე ვერ მიდის, რადგან ამის ტექნიკური საშუალება არ აქვს სუბარის უწყებას. სოზარ სუბარმა ამ თემაზე ვრცლად ისაუბრა. მას და მის გენინსპექციას მხოლოდ ჩანაწერები არ შეუმოწმებიათ. დაიკითხნენ მოწმეები. ჩემი ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილმა თავიდან უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, შემდეგ დათანხმებულა. დაიკითხა არაერთი მოწმე, რომლებმაც აბსურდი უწოდეს იმას, რასაც ბატონი ვანო ამბობს", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, ხელისუფლება მომავალში მსგავსი "აბსურდული და დესტრუქციული" განცხადებებისგან დაცული რომ იყოს, ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია უნდა მოთავსდნენ მაღალი უსაფრთხოების იმ ციხეში, სადაც ვიდეოჩანაწერები ხანგრძლივად ინახება.

"რაც შეეხება მათ სურვილს სტრასბურგში ჩივილის შესახებ, ეს ყველას უფლებაა. ხანდახან ეჭვი მეპარება მერაბიშვილის ადვოკატების კომპეტენტურობაში, მაგრამ 6 თვე აქვთ და იქნებ არ გაუშვან ეს ვადა, თუ ამ საქმის სტრასბურგში წაღება სურთ. ჩვენ არაფერი გვაქვს თავის სამართლებელი", - აღნიშნა წულუკიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ