პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პორტუგალიაში საქართველოს საელჩო მოქალაქის გარდაცვალებაზე განცხადებას ავრცელებს
პორტუგალიაში საქართველოს საელჩო მოქალაქის გარდაცვალებაზე განცხადებას ავრცელებს

პორ­ტუ­გა­ლი­ის რეს­პუბ­ლი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო ეხ­მა­უ­რე­ბა ქარ­თულ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი ირაკ­ლი ბა­რა­მი­ძე სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ მაია ფან­ჯი­კი­ძეს პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩის გა­მოწ­ვე­ვის­კენ მო­უ­წო­დებს. გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

"მო­ქა­ლა­ქე ირაკ­ლი ბა­რა­მი­ძის მიერ მე­დი­ის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში მოყ­ვა­ნი­ლია კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ცი­დენ­ტი პორ­ტუ­გა­ლი­ის აე­რო­პორ­ტის დრო­ე­ბი­თი და­კა­ვე­ბის სა­კან­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის გარ­დაც­ვა­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას ირაკ­ლი ბა­რა­მი­ძე ირ­წმუ­ნე­ბა, რომ თით­ქოს, პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩომ და პი­რა­დად ელჩმა არ გა­მო­ი­ჩი­ნა სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი ტრა­გე­დი­ის მი­მართ.

გვსურს აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ეს არ გახ­ლავთ პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ბა­ტო­ნი ირაკ­ლი ბა­რა­მი­ძე სხვა­დას­ხვა მე­თო­დე­ბით ცდი­ლობს ელ­ჩის ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვას და ჩრდილს აყე­ნებს სა­ელ­ჩოს საქ­მი­ა­ნო­ბას. მისი მხრი­დან ელ­ჩის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მცდე­ლო­ბებ­მა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი კამ­პა­ნი­ის სახე მი­ი­ღო.

ამ დრომ­დე სა­ელ­ჩო არ თვლი­და მი­ზან­შე­წო­ნი­ლად გა­მოხ­მა­უ­რე­ბო­და აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბის აბ­სურ­დულ ბრალ­დე­ბებს, თუმ­ცა ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ საქ­მე ეხე­ბა ადა­მი­ა­ნის პი­რად ტრა­გე­დი­ას, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ობი­ექ­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის მიზ­ნით, მი­ზან­შე­წო­ნი­ლად ჩავ­თვა­ლეთ გან­ცხა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბა.

გაც­ნო­ბებთ, რომ ქ. ლი­სა­ბონ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში მიმ­დი­ნა­რე წლის 8 იან­ვარს მი­ღე­ბულ იქნა შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, პორ­ტუ­გა­ლი­ის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზღვრის დაც­ვი­სა და მიგ­რა­ცი­ის სამ­სა­ხუ­რის ლი­სა­ბო­ნის აე­რო­პორ­ტის წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის სა­კან­ში 2014 წლის 6 იან­ვარს ად­გი­ლი ჰქონ­და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის, გ.გ-ს (დაბ.21.02.1980წ) მიერ თვით­მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას. შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ მი­უ­ხე­და­ვად გა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო-რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა, მო­ქა­ლა­ქე გარ­და­იც­ვა­ლა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს მიერ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­და­ეგ­ზავ­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს. ვი­ნა­ი­დან არც სა­ელ­ჩოს და არც სა­კონ­სუ­ლო დე­პარ­ტა­მენტს არ გა­აჩ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია მისი ოჯა­ხის შე­სა­ხებ (სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტამ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და რე­ად­მი­სი­ის აღ­სრუ­ლე­ბის პრო­ცე­სი მო­ქა­ლა­ქის სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­დაყ­ვა­ნის მიზ­ნით), მათ დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თეს სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენტს, რო­მელ­მაც მო­ი­ძია ინ­ფორ­მა­ცია გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბის შე­სა­ხებ და თა­ვის მხრივ, აც­ნო­ბა მათ აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი.

ამ­ჟა­მად, ცხე­და­რი გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლია ქ. ლი­სა­ბო­ნის შე­სა­ბა­მის უწყე­ბა­ში და მიმ­დი­ნა­რე­ობს გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზე­ბის თა­ო­ბა­ზე სა­ექ­სპერ­ტო დას­კვნის მომ­ზა­დე­ბა.

ლი­სა­ბონ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო და სა­კონ­სუ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა მუდ­მივ კავ­შირ­შია შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­თან და ელო­დე­ბა სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუხს საქ­მე­ზე ობი­ექ­ტუ­რი ჭეშ­მა­რი­ტე­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით.

ბა­ტო­ნი ირაკ­ლი ბა­რა­მი­ძე იტყუ­ე­ბა, რო­დე­საც აცხა­დებს, რომ თით­ქოს გარ­დაც­ვლი­ლი იყო სა­ელ­ჩოს თა­ნამ­შრო­მე­ლი. აღ­ნიშ­ნულ პი­როვ­ნე­ბას არას­დროს უმუ­შა­ვია სა­ელ­ჩო­ში. ხოლო ის კონ­კრე­ტუ­ლი მძღო­ლი, რო­მელ­ზეც ბა­რა­მი­ძე სა­გა­ზე­თო ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­უბ­რობს, გახ­ლავთ უჩა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი და არა გარ­დაც­ვლი­ლი გ.გ.

ჩვენ­თვის სამ­წუ­ხა­როა, რომ მო­ქა­ლა­ქე ირაკ­ლი ბა­რა­მი­ძემ კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის ტრა­გე­დია გა­მო­ი­ყე­ნა პი­რა­დი მიზ­ნე­ბის­თვის და კი­დევ ერთხელ შე­ე­ცა­და ამ მე­თო­დით პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­სა და პი­რა­დად ელ­ჩის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას.

ამ მი­ზან­მი­მარ­თულ კაპ­მა­ნი­ა­ზე და მო­ქა­ლა­ქე ბა­რა­მი­ძის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის აბ­სურ­დუ­ლო­ბა­ზე ისიც მე­ტყვე­ლებს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბა წლე­ბია ამ­ტკი­ცებს, თით­ქოს პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო მისი პი­რა­დი სახ­სრე­ბით გა­იხ­სნა, რაც აშ­კა­რა სიც­რუ­ეა.

მე­ტიც, პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში შე­მო­სუ­ლია აქ მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის არა­ერ­თი სა­ჩი­ვა­რი, რო­მე­ლიც პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში ირაკ­ლი ბა­რა­მი­ძის არა­კა­ნო­ნი­ერ და თაღ­ლი­თურ საქ­მი­ა­ნო­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

ჩვენ, ბუ­ნებ­რი­ვია, ვე­რა­ვის ავუკ­რძა­ლავთ პი­რა­დი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დეს ამა თუ იმ სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლის საქ­მი­ა­ნო­ბი­სად­მი, მაგ­რამ მიგ­ვაჩ­ნია, რომ ამ­გვა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა ზი­ანს აყე­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის იმიჯს და შეც­დო­მა­ში შეჰ­ყავს სა­ზო­გა­დო­ე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში სარ­გებ­ლობს შემ­თხვე­ვით და უსამ­ძიმ­რებს გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე: რა­ტომ ჩა­მო­იხ­რჩო თავი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს მძღოლ­მა?

პორტუგალიაში საქართველოს საელჩო მოქალაქის გარდაცვალებაზე განცხადებას ავრცელებს

პორტუგალიაში საქართველოს საელჩო მოქალაქის გარდაცვალებაზე განცხადებას ავრცელებს

პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ეხმაურება ქართულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, პორტუგალიაში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი ირაკლი ბარამიძე საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს პორტუგალიაში საქართველოს ელჩის გამოწვევისკენ მოუწოდებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"მოქალაქე ირაკლი ბარამიძის მიერ მედიისთვის მიცემულ ინტერვიუებში მოყვანილია კონკრეტული ინციდენტი პორტუგალიის აეროპორტის დროებითი დაკავების საკანში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების თაობაზე. აღნიშნული ფაქტის კომენტირებისას ირაკლი ბარამიძე ირწმუნება, რომ თითქოს, პორტუგალიაში საქართველოს საელჩომ და პირადად ელჩმა არ გამოიჩინა სათანადო ყურადღება აღნიშნული ტრაგედიის მიმართ.

გვსურს აღვნიშნოთ, რომ ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც ბატონი ირაკლი ბარამიძე სხვადასხვა მეთოდებით ცდილობს ელჩის ღირსების შელახვას და ჩრდილს აყენებს საელჩოს საქმიანობას. მისი მხრიდან ელჩის დისკრედიტაციის მცდელობებმა მიზანმიმართული კამპანიის სახე მიიღო.

ამ დრომდე საელჩო არ თვლიდა მიზანშეწონილად გამოხმაურებოდა აღნიშნული პიროვნების აბსურდულ ბრალდებებს, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება ადამიანის პირად ტრაგედიას, საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ განცხადების გავრცელება.

გაცნობებთ, რომ ქ. ლისაბონში საქართველოს საელჩოში მიმდინარე წლის 8 იანვარს მიღებულ იქნა შეტყობინება, რომლის თანახმადაც, პორტუგალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვისა და მიგრაციის სამსახურის ლისაბონის აეროპორტის წინასწარი დაკავების საკანში 2014 წლის 6 იანვარს ადგილი ჰქონდა საქართველოს მოქალაქის, გ.გ-ს (დაბ.21.02.1980წ) მიერ თვითმკვლელობის მცდელობას. შეტყობინებაში აღნიშნული იყო, რომ მიუხედავად გატარებული სამედიცინო-რეანიმაციული ღონისძიებებისა, მოქალაქე გარდაიცვალა.

აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს საელჩოს მიერ დაუყოვნებლივ გადაეგზავნა საქართველოში შესაბამის უწყებებს. ვინაიდან არც საელჩოს და არც საკონსულო დეპარტამენტს არ გააჩნდა ინფორმაცია მისი ოჯახის შესახებ (სამწუხარო ფაქტამდე მიმდინარეობდა რეადმისიის აღსრულების პროცესი მოქალაქის საქართველოში გადაყვანის მიზნით), მათ დახმარების თხოვნით მიმართეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, რომელმაც მოიძია ინფორმაცია გარდაცვლილის ოჯახის წევრების შესახებ და თავის მხრივ, აცნობა მათ აღნიშნული პიროვნების გარდაცვალების ფაქტი.

ამჟამად, ცხედარი გადასვენებულია ქ. ლისაბონის შესაბამის უწყებაში და მიმდინარეობს გარდაცვალების მიზეზების თაობაზე საექსპერტო დასკვნის მომზადება.

ლისაბონში საქართველოს საელჩო და საკონსულო დაწესებულება მუდმივ კავშირშია შესაბამის უწყებებთან და ელოდება სასამართლო ექსპერტიზის პასუხს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით.

ბატონი ირაკლი ბარამიძე იტყუება, როდესაც აცხადებს, რომ თითქოს გარდაცვლილი იყო საელჩოს თანამშრომელი. აღნიშნულ პიროვნებას არასდროს უმუშავია საელჩოში. ხოლო ის კონკრეტული მძღოლი, რომელზეც ბარამიძე საგაზეთო ინტერვიუში საუბრობს, გახლავთ უჩა ანდრონიკაშვილი და არა გარდაცვლილი გ.გ.

ჩვენთვის სამწუხაროა, რომ მოქალაქე ირაკლი ბარამიძემ კონკრეტული პირის ტრაგედია გამოიყენა პირადი მიზნებისთვის და კიდევ ერთხელ შეეცადა ამ მეთოდით პორტუგალიაში საქართველოს წარმომადგენლობისა და პირადად ელჩის დისკრედიტაციას.

ამ მიზანმიმართულ კაპმანიაზე და მოქალაქე ბარამიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციების აბსურდულობაზე ისიც მეტყველებს, რომ აღნიშნული პიროვნება წლებია ამტკიცებს, თითქოს პორტუგალიაში საქართველოს საელჩო მისი პირადი სახსრებით გაიხსნა, რაც აშკარა სიცრუეა.

მეტიც, პორტუგალიაში საქართველოს საელჩოში შემოსულია აქ მცხოვრები ქართველების არაერთი საჩივარი, რომელიც პორტუგალიაში ირაკლი ბარამიძის არაკანონიერ და თაღლითურ საქმიანობას უკავშირდება.

ჩვენ, ბუნებრივია, ვერავის ავუკრძალავთ პირადი დამოკიდებულება ჰქონდეს ამა თუ იმ სახელმწიფო მოხელის საქმიანობისადმი, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ამგვარი ინფორმაციის გავრცელება ზიანს აყენებს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის იმიჯს და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.

საქართველოს საელჩო პორტუგალიაში სარგებლობს შემთხვევით და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს", - ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ასევე: რატომ ჩამოიხრჩო თავი საქართველოს საელჩოს მძღოლმა?

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა